მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
22 წლის ქალი 2 წელი შვილთან ერთად ციციშვილის კლინიკაში ცხოვრობდა - 30 კვირაზე დაბადებული დემეტრეს გადარჩენისა და ყოველდღიური ბრძოლის ისტორია
22 წლის ქალი 2 წელი შვილთან ერთად ციციშვილის კლინიკაში ცხოვრობდა - 30 კვირაზე დაბადებული დემეტრეს გადარჩენისა და ყოველდღიური ბრძოლის ისტორია

დღე­ვან­დელ სტა­ტი­ა­ში ახალ­გაზ­რდა დე­დის, მაკა შა­ვა­ძის ის­ტო­რი­ას მო­გიყ­ვე­ბით. მაკა 22 წლის სტუ­დენ­ტია და ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობს, პა­რა­ლე­ლუ­რად კი შვილს, პა­ტა­რა დე­მეტ­რეს უვ­ლის, რო­მელ­საც 1 თვის ასაკ­ში ნაწ­ლა­ვე­ბის ინ­ფექ­ცია გა­ნუ­ვი­თარ­და. ოპე­რა­ცი­ის შემ­დგო­მი პე­რი­ო­დი იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის არმ­ქო­ნე ბავ­შვის­თვის ურ­თუ­ლე­სი აღ­მოჩ­ნდა. დე­მეტ­რეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში 2 წლის გა­ტა­რე­ბა მო­უ­წია.

ამ პე­რი­ოდ­თან და­კავ­ში­რე­ბულ დე­ტა­ლებ­ზე მა­კამ Ambebi.ge-სთან ისა­უბ­რა და მკი­თხველს თა­ვი­სი "პი­რა­დი სას­წა­უ­ლი" გა­უ­ზი­ა­რა:

- ფეხ­მძი­მო­ბა უპ­რობ­ლე­მოდ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ჩვენ­და სა­ბედ­ნი­ე­როდ, ექოს­კო­პი­ის დროს არა­ნა­ი­რი გარ­თუ­ლე­ბა არ აღ­მო­ჩე­ნი­ლა - საკ­მა­ოდ ნორ­მა­ლუ­რი ბავ­შვი იყო. რაც შე­ე­ხე­ბა ნა­ად­რევ მშო­ბი­ა­რო­ბას - გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი არ ვი­ცით. არა­ნა­ი­რი წი­ნას­წა­რი ნი­შა­ნი არ მქო­ნია. ერ­თა­დერ­თი, რაც უნდა გა­მეთ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­ნა, და ალ­ბათ ვერ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნე არის ის, რომ ჩემი მე­უღ­ლეც და მისი დაც ნა­ად­რე­ვად არი­ან და­ბა­დე­ბუ­ლე­ბი (8 თვე) - შე­სა­ბა­მი­სად, ვფიქ­რობ, რომ ეს გე­ნე­ტი­კუ­რი ფაქ­ტო­რით იყო გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი.

ფეხ­მძი­მო­ბის პე­რი­ოდ­ში არ ვე­ლო­დი, რომ ყვე­ლა­ფე­რი ასე მოხ­დე­ბო­და. თუმ­ცა, ვერ ვი­ტყვი, რომ ამან ჩემს სტუ­დენ­ტურ ცხოვ­რე­ბა­ზე დიდი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა. მა­ინც ვცდი­ლობ­დი, რომ სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვი­საც არ მო­მეკ­ლო დრო და სწავ­ლა და­მემ­თავ­რე­ბი­ნა. ამ­ჟა­მად მე-4 კურ­სზე ვარ.

ბავ­შვი ერთი თვის იყო, როცა ნაწ­ლა­ვის კედ­ლის ინ­ფექ­ცია გა­ნუ­ვი­თარ­და. ნაწ­ლა­ვე­ბის ინ­ფექ­ცია ყვე­ლა­ზე ხში­რია დღე­ნაკ­ლულ ბავ­შვებ­ში. გარ­და ამი­სა, ფილ­ტვი ბო­ლომ­დე არ იყო ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ჭი­რო გახ­და აპა­რატ­ზე მი­ერ­თე­ბა. ინ­ფექ­ცი­ამ ნაწ­ლა­ვის შე­შუ­პე­ბა, შემ­დეგ კი შე­წე­ბე­ბა გა­მო­იწ­ვია - მოხ­და გა­უ­ვა­ლო­ბა. ამის გამო ოპე­რა­ცია გახ­და სა­ჭი­რო.

ამ მხრივ ექიმ­ში ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა. დე­მეტ­რეს ექი­მი თა­ვი­სი საქ­მის ნამ­დვი­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი იყო. ოპე­რა­ცია ცი­ციშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში ჩა­ვუ­ტა­რეთ. ექი­მებს საკ­მა­ოდ რთუ­ლი ვი­თა­რე­ბა დახ­ვდათ - ნაწ­ლა­ვი შე­წე­ბე­ბუ­ლი იყო არა ერთ, არა­მედ რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლას. შე­სა­ბა­მი­სად, ყო­ველ ად­გილ­ზე ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა გახ­და სა­ჭი­რო. მა­შინ მი­თხრეს, რომ გა­დარ­ჩე­ნის შან­სე­ბი 50/50-ზე იყო. ფაქ­ტობ­რი­ვად, გო­ნე­ბა წა­მერ­თვა. ყვე­ლა­ზე რთუ­ლი პოს­ტო­პე­რა­ცი­უ­ლი პე­რი­ო­დი გა­მოდ­გა.

7 თვემ­დე რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში იყო. მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად მხო­ლოდ ერთი სა­ა­თი მქონ­და გა­მო­ყო­ფი­ლი. პირ­ვე­ლი რამ­დე­ნი­მე თვე წო­ნის პრობ­ლე­მაც ჰქონ­და - ვერ იმა­ტებ­და, კო­ვი­დიც გა­და­ი­ტა­ნა. ჯამ­ში, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ორი წელი გა­ვა­ტა­რეთ.

- შენ­თვის, რო­გორც ახალ­გაზ­რდა დე­დის­თვის, ეს საკ­მა­ოდ რთუ­ლი პე­რი­ო­დი უნდა ყო­ფი­ლი­ყო. რა გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა ამან შენ ფსი­ქო­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე?

- ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, ოპ­ტი­მის­ტუ­რად ვი­ყა­ვი გან­წყო­ბი­ლი, ყო­ველ­თვის მჯე­რო­და, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბო­და. ვი­ცო­დი, დად­გე­ბო­და ის დღე, როცა დე­მეტ­რეს სა­ა­ვად­მყო­ფო­დან გა­მო­ვიყ­ვან­დი და ცხოვ­რე­ბის ჩვე­ულ რიტმს და­ვუბ­რუნ­დე­ბო­დით. არას­დროს შემ­ში­ნე­ბია იმის, რომ რამე მო­უ­ვი­დო­და - ბევ­რი მშო­ბე­ლი მი­ნა­ხავს, ვი­საც ამ ყვე­ლაფ­რის­თვის ვერ გა­უძ­ლია, მუ­დამ სტრეს­ში ყო­ფი­ლან... იყო შემ­თხვე­ვე­ბი, ბავ­შვი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მი­უ­ტო­ვე­ბი­ათ...

რო­დე­საც დე­მეტ­რე მი­ყუ­რებ­და, მე­გო­ნა, რომ მე­სა­უბ­რე­ბო­და, მისი თვა­ლე­ბის ყო­ველ­თვის მეს­მო­და - ჩემს თავს ვე­უბ­ნე­ბო­დი, რომ თუ ეს ბავ­შვი თვა­ლე­ბით ასე მკა­ფი­ოდ მე­ლა­პა­რა­კე­ბო­და, აუ­ცი­ლებ­ლად კარ­გად იქ­ნე­ბო­და. და ესეც მოხ­და.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით დე­მეტ­რე პა­ლი­ა­ტი­ურ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, პირ­ვე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, პა­ლი­ა­ტი­ურ­ში უკურ­ნე­ბე­ლი სე­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბი არი­ან. თუმ­ცა, ეს მო­მენ­ტიც მალე გა­დავ­ლა­ხეთ. აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ვახ­სე­ნო ექთა­ნი, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად გვერ­დით მედ­გა - ნინო ქა­ჩლიშ­ვი­ლი - იგი დე­მეტ­რეს ჯან­მრთე­ლო­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­და. ასე­ვე, ექი­მი ნე­ლი­კო ში­ოშ­ვი­ლი, რომ­ლის ღვაწ­ლიც ძა­ლი­ან დი­დია.

ძა­ლი­ან კარ­გი გა­რე­მოა და დიდი სიყ­ვა­რუ­ლი ამ ბავ­შვე­ბის მი­მართ. რო­დე­საც ჩემი სახ­ლში წას­ვლის დრო დგე­ბო­და, ვი­ცო­დი, რომ შვილს მზრუნ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ხელ­ში ვტო­ვებ­დი. სა­ბო­ლო­ოდ, იმ ეტაპ­ზე მი­ვე­დით, რომ დე­მეტ­რეს აპა­რა­ტი აღარ სჭირ­დე­ბო­და.

- სა­ა­ვად­მყო­ფო­დან გა­მო­წე­რის შემ­დეგ, მთე­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა შენ­ზე გად­მო­ვი­და. ეს პრო­ცე­სი გა­გი­ჭირ­და?

- ორი წელი ვიბ­რძო­დი იმის­თვის, რომ დე­მეტ­რე სა­ა­ვად­მყო­ფო­დან გა­მო­მეყ­ვა­ნა. ყვე­ლა­ფერს ვსწავ­ლობ­დი, ექი­მებს კი­თხვე­ბით "ვა­წუ­ხებ­დი". როცა ბავ­შვის სახ­ლში წა­მოყ­ვა­ნის დრო მო­ვი­და, შე­მე­შინ­და. ვნერ­ვი­უ­ლობ­დი... მე­გო­ნა, კარ­გად ვერ მივ­ხე­დავ­დი. პირ­ვე­ლი ორი კვი­რა ძა­ლი­ან სტრე­სუ­ლი იყო. ყვე­ლა­ფე­რი ვის­წავ­ლე, მათ შო­რის, ზონ­დის ჩას­მაც. სა­ბო­ლო­ოდ, დე­მეტ­რე 30 ივ­ნისს გა­მო­ვიყ­ვა­ნეთ.

ექი­მის დახ­მა­რე­ბით აღ­მო­ვა­ჩი­ნე ჰოს­პი­სი „ცი­ცი­ნა­თე­ლე­ბის ქვე­ყა­ნა“, სა­დაც ბავ­შვებს და მშობ­ლებს ეხ­მა­რე­ბი­ან - სახ­ლშიც მი­დი­ან. მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ჰოს­პი­სი შე­მო­წი­რუ­ლე­ბე­ბით ფი­ნანსდე­ბა და სრუ­ლი­ად უფა­სოა.

- მაკა, სა­ინ­ტე­რე­სოა ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო რამ­დე­ნად არის ჩარ­თუ­ლი ბავ­შვე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცეს­ში: თუ იღებთ ფი­ნან­სურ დახ­მა­რე­ბას, ოპე­რა­ცია თუ და­ფი­ნანსდა?

- სა­მი­ნის­ტრომ მხო­ლოდ სა­ნა­ცი­ის აპა­რა­ტი და­მი­ფი­ნან­სა ერთჯე­რა­დად. ბევ­რი მშო­ბე­ლი მი­ნა­ხავს, ვი­საც არა­ფერს უფი­ნან­სე­ბენ. ამ ყვე­ლაფ­რის გარ­და, ფი­ნან­სუ­რად ბევ­რი საზ­რუ­ნა­ვი მქონ­და - დე­მეტ­რეს აქვს შშმ-ის სტა­ტუ­სი და თა­ვი­სი პენ­სია, რაც ამ ეტაპ­ზე 390 ლარს შე­ად­გენს. და­მე­თან­ხმე­ბით, რომ თვე­ში ეს თან­ხა არა­ფერს ნიშ­ნავს. ვიცი, რომ სხვა ქვეყ­ნებ­ში მსგავ­სი პრობ­ლე­მა არ არ­სე­ბობს. შშმ ბავ­შვებს იმ­დე­ნი შე­მო­სა­ვა­ლი აქვთ, რომ მათ მშობ­ლებს ზედ­მე­ტი საზ­რუ­ნა­ვი არ ექ­მნე­ბათ.

ამ ეტაპ­ზე არ ვმუ­შა­ობ, და რომც ვმუ­შა­ობ­დე, მა­შინ ძი­ძის აყ­ვა­ნა მო­მი­წევს, რო­მე­ლიც დე­მეტ­რეს სა­თა­ნა­დოდ ვერ მო­უვ­ლის. ჩვენ ანა­ლი­ზებს თვე­ში რამ­დენ­ჯერ­მე ვი­კე­თებთ - ამა­ში მი­ნი­მუმ 600 ლარი მე­ხარ­ჯე­ბა. აქე­დან არა­ფე­რი მი­ფი­ნანსდე­ბა. ვიცი, რომ მე­რია რა­ღა­ცებს აფი­ნან­სებს, თუმ­ცა ამის­თვის თბი­ლის­ში უნდა იყო ჩა­წე­რი­ლი. მე ოზურ­გე­თი­დან ვარ, ჩემი მე­უღ­ლე კი ქა­რე­ლი­დან.

დე­მეტ­რე სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ცენ­ტრში დამ­ყავს. თვის გან­მავ­ლო­ბა­ში 20 თე­რა­პია გვქონ­და, თუმ­ცა შე­ამ­ცი­რეს და ახლა 16 გახ­და. გარ­და ამი­სა, არც გაც­დე­ნი­ლი დღე­ე­ბი აღარ გვი­ნა­ზღა­ურ­დე­ბა.

ამ თვე­ში დე­მეტ­რეს ვირუ­სი ჰქონ­და და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში სამი კვი­რა იწვა. ძა­ლი­ან რთუ­ლად გა­და­ი­ტა­ნა, შე­სა­ბა­მი­სად თე­რა­პი­ის კურ­სე­ბის გაც­დე­ნა მოგ­ვი­წია. თუმ­ცა მი­თხრეს, რომ გაც­დე­ნი­ლი დრო აღარ ანა­ზღა­ურ­დე­ბა. ჩემი შვი­ლის­თვის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის თი­თო­ე­უ­ლი და­კარ­გუ­ლი დღე 1 წელს უდ­რის.

- რო­დის გა­და­წყვი­ტეთ ვი­დე­ო­ე­ბის გა­და­ღე­ბა და თქვე­ნი აზ­რით, რა არის tiktok-ის, რო­გორც სო­ცი­ა­ლუ­რი პლატ­ფორ­მის ყვე­ლა­ზე დიდი სარ­გე­ბე­ლი ამ შემ­თხვე­ვა­ში?

- ტიკ-ტო­კის გვერ­დი 2018 წლი­დან მქონ­და - თუმ­ცა უფუნ­ქციო იყო. დე­მეს და­ბა­დე­ბის შემ­დეგ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა და­ვი­წყე, მათ შო­რის ტი­კტო­ზე - ეს ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა, ერ­თგვა­რი მო­ტი­ვა­ცია იყო... სურ­ვი­ლი გა­მიჩ­ნდა, რომ ჩემი ის­ტო­რი­აც გა­მე­ზი­ა­რე­ბი­ნა.

მოხ­და ისეც, რომ ბევ­რი მშო­ბე­ლი გა­მო­მეხ­მა­უ­რა, ვი­საც ჩვენ­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა ჰქონ­და. ბევრ რა­მეს მას­წავ­ლი­ან და ჩემს რჩე­ვებ­საც იღე­ბენ. აღ­მოჩ­ნდა, რომ მარ­ტო არ ვყო­ფილ­ვარ - ეს ძა­ლი­ან დიდ ძა­ლას მაძ­ლევს.

რა თქმა უნდა, იყო კო­მენ­ტა­რე­ბი, რომ­ლე­ბიც გულს მტკენ­და - „რა ცოდო ხარ“ - ეს კო­მენ­ტა­რი არ მიყ­ვარს. მე არ მე­ცო­დე­ბა ჩემი შვი­ლი, მას არა­ფე­რი არ სჭირს შე­საბ­რა­ლე­ბე­ლი. ვიცი, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა. ასე მწამს და მჯე­რა. მინ­და, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი მე­ტად გამ­გე­ბი­ა­ნე­ბი ვი­ყოთ.

- რას ეტყო­დი მშობ­ლებს, რომ­ლებ­საც მსგავს პრობ­ლე­მებ­თან უწევთ შე­ჭი­დე­ბა?

- ვე­ტყო­დი, რომ ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად არას­დროს არ და­კარ­გონ თა­ვი­ან­თი თა­ვის და შვი­ლე­ბის რწმე­ნა. თუ ამ პა­ტა­რა­ში აღ­მოჩ­ნდა ძალა, რომ იმ სირ­თუ­ლე­ებს გა­დარ­ჩე­ნო­და, მა­შინ მე ვალ­დე­ბუ­ლი ვარ ჩემს თავ­ში იგი­ვე ძალა ვი­პო­ვო და ჩემი შვი­ლის ვი­წა­მო. მინ­და, ყო­ველ­თვის სჯე­რო­დეთ, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა - ეს გა­დაგ­ვარ­ჩენს. რის­კე­ბი ყო­ველ­თვის არ­სე­ბობს - მთა­ვა­რია, რისი გვჯე­რა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დავით 67
5

აი მესმის დედა. რა მაგარი გოგო ყოფილა. სულ ჯანმრთელად გიმყოფოს ღმერთმა პატარა.

Maka shavadze
1

ყველას უღრმესი მადლობა, ჩვენი მიზანი ჩვენი ისტორიის გაცნობა სხვებისთვის და მაგალითის მიცემა იყო, რომ ყველაზე რთულ პერიოდშიც არსებობს გამოსავალი. გვინდა, რომ დემეტრესნაირი ბავშვების მსობლები მხნედ იყვნენ და არ შეეშინდეთ. 

მამას დაკავშირებულმა ლომენტარებმა ძალიან დამწყვიტა გული, ზოგჯერ უნდა დაფიქრდეთ ცოტათი და მიხვდებით, რომ ყველას არ სურს უბრალოდ საკუთარ ცხოვრებაზე ღიად საუბარი და მის აზრს პატივს ვცემ 🩷 

არ იდარდოთ ჩვენს გვერდშია, აქ არარის ახლა მაგრამ ყველანაირად გვერდში გვიდგას და მალე ერთად ვიქნებით 🥹🩷

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

22 წლის ქალი 2 წელი შვილთან ერთად ციციშვილის კლინიკაში ცხოვრობდა - 30 კვირაზე დაბადებული დემეტრეს გადარჩენისა და ყოველდღიური ბრძოლის ისტორია

22 წლის ქალი 2 წელი შვილთან ერთად ციციშვილის კლინიკაში ცხოვრობდა - 30 კვირაზე დაბადებული დემეტრეს გადარჩენისა და ყოველდღიური ბრძოლის ისტორია

დღევანდელ სტატიაში ახალგაზრდა დედის, მაკა შავაძის ისტორიას მოგიყვებით. მაკა 22 წლის სტუდენტია და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე სწავლობს, პარალელურად კი შვილს, პატარა დემეტრეს უვლის, რომელსაც 1 თვის ასაკში ნაწლავების ინფექცია განუვითარდა. ოპერაციის შემდგომი პერიოდი იმუნური სისტემის არმქონე ბავშვისთვის ურთულესი აღმოჩნდა. დემეტრეს საავადმყოფოში 2 წლის გატარება მოუწია.

ამ პერიოდთან დაკავშირებულ დეტალებზე მაკამ Ambebi.ge-სთან ისაუბრა და მკითხველს თავისი "პირადი სასწაული" გაუზიარა:

- ფეხმძიმობა უპრობლემოდ მიმდინარეობდა. ჩვენდა საბედნიეროდ, ექოსკოპიის დროს არანაირი გართულება არ აღმოჩენილა - საკმაოდ ნორმალური ბავშვი იყო. რაც შეეხება ნაადრევ მშობიარობას - გამომწვევი მიზეზი არ ვიცით. არანაირი წინასწარი ნიშანი არ მქონია. ერთადერთი, რაც უნდა გამეთვალისწინებინა, და ალბათ ვერ გავითვალისწინე არის ის, რომ ჩემი მეუღლეც და მისი დაც ნაადრევად არიან დაბადებულები (8 თვე) - შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ეს გენეტიკური ფაქტორით იყო განპირობებული.

ფეხმძიმობის პერიოდში არ ველოდი, რომ ყველაფერი ასე მოხდებოდა. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ამან ჩემს სტუდენტურ ცხოვრებაზე დიდი გავლენა მოახდინა. მაინც ვცდილობდი, რომ საკუთარი თავისთვისაც არ მომეკლო დრო და სწავლა დამემთავრებინა. ამჟამად მე-4 კურსზე ვარ.

ბავშვი ერთი თვის იყო, როცა ნაწლავის კედლის ინფექცია განუვითარდა. ნაწლავების ინფექცია ყველაზე ხშირია დღენაკლულ ბავშვებში. გარდა ამისა, ფილტვი ბოლომდე არ იყო ჩამოყალიბებული. შესაბამისად, საჭირო გახდა აპარატზე მიერთება. ინფექციამ ნაწლავის შეშუპება, შემდეგ კი შეწებება გამოიწვია - მოხდა გაუვალობა. ამის გამო ოპერაცია გახდა საჭირო.

ამ მხრივ ექიმში ძალიან გამიმართლა. დემეტრეს ექიმი თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალი იყო. ოპერაცია ციციშვილის კლინიკაში ჩავუტარეთ. ექიმებს საკმაოდ რთული ვითარება დახვდათ - ნაწლავი შეწებებული იყო არა ერთ, არამედ რამდენიმე ადგილას. შესაბამისად, ყოველ ადგილზე ქირურგიული ჩარევა გახდა საჭირო. მაშინ მითხრეს, რომ გადარჩენის შანსები 50/50-ზე იყო. ფაქტობრივად, გონება წამერთვა. ყველაზე რთული პოსტოპერაციული პერიოდი გამოდგა.

7 თვემდე რეანიმაციულ განყოფილებაში იყო. მოსანახულებლად მხოლოდ ერთი საათი მქონდა გამოყოფილი. პირველი რამდენიმე თვე წონის პრობლემაც ჰქონდა - ვერ იმატებდა, კოვიდიც გადაიტანა. ჯამში, საავადმყოფოში ორი წელი გავატარეთ.

- შენთვის, როგორც ახალგაზრდა დედისთვის, ეს საკმაოდ რთული პერიოდი უნდა ყოფილიყო. რა გავლენა მოახდინა ამან შენ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე?

- ყველაფრის მიუხედავად, ოპტიმისტურად ვიყავი განწყობილი, ყოველთვის მჯეროდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. ვიცოდი, დადგებოდა ის დღე, როცა დემეტრეს საავადმყოფოდან გამოვიყვანდი და ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდებოდით. არასდროს შემშინებია იმის, რომ რამე მოუვიდოდა - ბევრი მშობელი მინახავს, ვისაც ამ ყველაფრისთვის ვერ გაუძლია, მუდამ სტრესში ყოფილან... იყო შემთხვევები, ბავშვი საავადმყოფოში მიუტოვებიათ...

როდესაც დემეტრე მიყურებდა, მეგონა, რომ მესაუბრებოდა, მისი თვალების ყოველთვის მესმოდა - ჩემს თავს ვეუბნებოდი, რომ თუ ეს ბავშვი თვალებით ასე მკაფიოდ მელაპარაკებოდა, აუცილებლად კარგად იქნებოდა. და ესეც მოხდა.

მოგვიანებით დემეტრე პალიატიურში გადაიყვანეს, პირველი შთაბეჭდილება ძალიან რთული აღმოჩნდა. მოგეხსენებათ, პალიატიურში უკურნებელი სენით დაავადებული ბავშვები არიან. თუმცა, ეს მომენტიც მალე გადავლახეთ. აუცილებლად უნდა ვახსენო ექთანი, რომელიც მუდმივად გვერდით მედგა - ნინო ქაჩლიშვილი - იგი დემეტრეს ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად ყველაფერს აკეთებდა. ასევე, ექიმი ნელიკო შიოშვილი, რომლის ღვაწლიც ძალიან დიდია.

ძალიან კარგი გარემოა და დიდი სიყვარული ამ ბავშვების მიმართ. როდესაც ჩემი სახლში წასვლის დრო დგებოდა, ვიცოდი, რომ შვილს მზრუნველი ადამიანების ხელში ვტოვებდი. საბოლოოდ, იმ ეტაპზე მივედით, რომ დემეტრეს აპარატი აღარ სჭირდებოდა.

- საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ, მთელი პასუხისმგებლობა შენზე გადმოვიდა. ეს პროცესი გაგიჭირდა?

- ორი წელი ვიბრძოდი იმისთვის, რომ დემეტრე საავადმყოფოდან გამომეყვანა. ყველაფერს ვსწავლობდი, ექიმებს კითხვებით "ვაწუხებდი". როცა ბავშვის სახლში წამოყვანის დრო მოვიდა, შემეშინდა. ვნერვიულობდი... მეგონა, კარგად ვერ მივხედავდი. პირველი ორი კვირა ძალიან სტრესული იყო. ყველაფერი ვისწავლე, მათ შორის, ზონდის ჩასმაც. საბოლოოდ, დემეტრე 30 ივნისს გამოვიყვანეთ.

ექიმის დახმარებით აღმოვაჩინე ჰოსპისი „ციცინათელების ქვეყანა“, სადაც ბავშვებს და მშობლებს ეხმარებიან - სახლშიც მიდიან. მინდა აღვნიშნო, რომ ჰოსპისი შემოწირულებებით ფინანსდება და სრულიად უფასოა.

- მაკა, საინტერესოა ჯანდაცვის სამინისტრო რამდენად არის ჩართული ბავშვების მკურნალობის პროცესში: თუ იღებთ ფინანსურ დახმარებას, ოპერაცია თუ დაფინანსდა?

- სამინისტრომ მხოლოდ სანაციის აპარატი დამიფინანსა ერთჯერადად. ბევრი მშობელი მინახავს, ვისაც არაფერს უფინანსებენ. ამ ყველაფრის გარდა, ფინანსურად ბევრი საზრუნავი მქონდა - დემეტრეს აქვს შშმ-ის სტატუსი და თავისი პენსია, რაც ამ ეტაპზე 390 ლარს შეადგენს. დამეთანხმებით, რომ თვეში ეს თანხა არაფერს ნიშნავს. ვიცი, რომ სხვა ქვეყნებში მსგავსი პრობლემა არ არსებობს. შშმ ბავშვებს იმდენი შემოსავალი აქვთ, რომ მათ მშობლებს ზედმეტი საზრუნავი არ ექმნებათ.

ამ ეტაპზე არ ვმუშაობ, და რომც ვმუშაობდე, მაშინ ძიძის აყვანა მომიწევს, რომელიც დემეტრეს სათანადოდ ვერ მოუვლის. ჩვენ ანალიზებს თვეში რამდენჯერმე ვიკეთებთ - ამაში მინიმუმ 600 ლარი მეხარჯება. აქედან არაფერი მიფინანსდება. ვიცი, რომ მერია რაღაცებს აფინანსებს, თუმცა ამისთვის თბილისში უნდა იყო ჩაწერილი. მე ოზურგეთიდან ვარ, ჩემი მეუღლე კი ქარელიდან.

დემეტრე სარეაბილიტაციო ცენტრში დამყავს. თვის განმავლობაში 20 თერაპია გვქონდა, თუმცა შეამცირეს და ახლა 16 გახდა. გარდა ამისა, არც გაცდენილი დღეები აღარ გვინაზღაურდება.

ამ თვეში დემეტრეს ვირუსი ჰქონდა და საავადმყოფოში სამი კვირა იწვა. ძალიან რთულად გადაიტანა, შესაბამისად თერაპიის კურსების გაცდენა მოგვიწია. თუმცა მითხრეს, რომ გაცდენილი დრო აღარ ანაზღაურდება. ჩემი შვილისთვის რეაბილიტაციის თითოეული დაკარგული დღე 1 წელს უდრის.

- როდის გადაწყვიტეთ ვიდეოების გადაღება და თქვენი აზრით, რა არის tiktok-ის, როგორც სოციალური პლატფორმის ყველაზე დიდი სარგებელი ამ შემთხვევაში?

- ტიკ-ტოკის გვერდი 2018 წლიდან მქონდა - თუმცა უფუნქციო იყო. დემეს დაბადების შემდეგ სოციალურ ქსელში ინფორმაციის მოძიება დავიწყე, მათ შორის ტიკტოზე - ეს ძალიან დამეხმარა, ერთგვარი მოტივაცია იყო... სურვილი გამიჩნდა, რომ ჩემი ისტორიაც გამეზიარებინა.

მოხდა ისეც, რომ ბევრი მშობელი გამომეხმაურა, ვისაც ჩვენნაირი პრობლემა ჰქონდა. ბევრ რამეს მასწავლიან და ჩემს რჩევებსაც იღებენ. აღმოჩნდა, რომ მარტო არ ვყოფილვარ - ეს ძალიან დიდ ძალას მაძლევს.

რა თქმა უნდა, იყო კომენტარები, რომლებიც გულს მტკენდა - „რა ცოდო ხარ“ - ეს კომენტარი არ მიყვარს. მე არ მეცოდება ჩემი შვილი, მას არაფერი არ სჭირს შესაბრალებელი. ვიცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ასე მწამს და მჯერა. მინდა, რომ ადამიანები მეტად გამგებიანები ვიყოთ.

- რას ეტყოდი მშობლებს, რომლებსაც მსგავს პრობლემებთან უწევთ შეჭიდება?

- ვეტყოდი, რომ ყველაფრის მიუხედავად არასდროს არ დაკარგონ თავიანთი თავის და შვილების რწმენა. თუ ამ პატარაში აღმოჩნდა ძალა, რომ იმ სირთულეებს გადარჩენოდა, მაშინ მე ვალდებული ვარ ჩემს თავში იგივე ძალა ვიპოვო და ჩემი შვილის ვიწამო. მინდა, ყოველთვის სჯეროდეთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება - ეს გადაგვარჩენს. რისკები ყოველთვის არსებობს - მთავარია, რისი გვჯერა.