პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უსინათლო კაცი ატარებს ველოსიპედს, უყვარს მოგზაურობა და ცხოვრობს დამოუკიდებლად - რა არის "ღამურას მეთოდი", რომელიც მას სამყაროსთან კომუნიკაციაში ეხმარება?
უსინათლო კაცი ატარებს ველოსიპედს, უყვარს მოგზაურობა და ცხოვრობს დამოუკიდებლად - რა არის "ღამურას მეთოდი", რომელიც მას სამყაროსთან კომუნიკაციაში ეხმარება?

და­ნი­ელ კიში შე­იძ­ლე­ბა იყოს მა­გა­ლი­თი იმი­სა, თუ რო­გორ არ და­ნებ­დეთ ცხოვ­რე­ბა­ში და მი­ი­ღოთ ყვე­ლა­ფე­რი მის­გან, თუნ­დაც მხედ­ვე­ლო­ბა არ გქონ­დეთ.

"სიბრმა­ვე მხო­ლოდ უხერ­ხუ­ლო­ბაა", - ამ­ბობს კაცი, რო­მე­ლიც და­მო­უ­კი­დებ­ლად და­დის რეს­ტო­რან­ში, ტყე­ში სა­სე­ირ­ნოდ და ა.შ.

ის მხედ­ვე­ლო­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის­გან უფრო და­ი­ღა­ლა, რომ­ლე­ბიც ისე ექ­ცე­ვი­ან, რომ თავს არას­რულ­ფა­სოვ­ნად აგ­რძნო­ბი­ნე­ბენ და ამით ამ­ცი­რე­ბენ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კაცს, შე­უძ­ლია გა­ა­კე­თოს უფრო მეტი, ვიდ­რე ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნე­ბი აკე­თე­ბენ - მას შე­უძ­ლია შე­ა­კე­თოს ავ­ტო­მო­ბი­ლის ძრა­ვა, ან სხვა მო­წყო­ბი­ლო­ბა, ატა­როს ვე­ლო­სი­პე­დი, იცხოვ­როს მარ­ტომ და თა­ვად მო­აგ­ვა­როს ყო­ველ­დღი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი. და­ნი­ე­ლი და­მო­უ­კი­დებ­ლად მოძ­რა­ობს ქუ­ჩა­ში და შე­ნო­ბებ­ში, გა­ნას­ხვა­ვებს მიმ­დე­ბა­რე ობი­ექ­ტებს და ადა­მი­ა­ნებს. მისი ოც­ნე­ბაა სპე­ცი­ა­ლუ­რი აპა­რა­ტის შექ­მნა, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც უსი­ნათ­ლო­ე­ბი ჩოგ­ბურ­თის თა­მაშს შეძ­ლე­ბენ.

  • სიბ­ნე­ლე­ში ცხოვ­რე­ბა და ხმა, რო­მელ­მაც ყვე­ლა­ფე­რი შეც­ვა­ლა

კიში 1966 წელს კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში და­ი­ბა­და. ის ჯერ კი­დევ ჩვი­ლი იყო, როცა რე­ტი­ნობ­ლას­ტო­მა (ბა­დუ­რას კიბო) და­უდ­გი­ნეს. ბავ­შვს სი­ცო­ცხლის გა­და­სარ­ჩე­ნად 13 თვე­ში თვა­ლის ორი­ვე კა­კა­ლი ამო­უ­ღეს, ამი­ტომ დღემ­დე პრო­თეზს ატა­რებს, რათა მის­მა გა­რეგ­ნო­ბამ ხალ­ხი არ და­აბ­ნი­ოს. მისი უმ­ცრო­სი ძმაც იგი­ვე პრობ­ლე­მით და­ი­ბა­და, მაგ­რამ მას უფრო გა­უ­მარ­თლა - ოპე­რა­ცი­ით შეძ­ლეს მის­თვის მხედ­ვე­ლო­ბის აღ­დგე­ნა.

და­ნი­ე­ლი რთულ ოჯახ­ში გა­ი­ზარ­და - მამა ბევ­რს სვამ­და, დე­დას კი შვი­ლე­ბის­თვის დრო არ ჰქონ­და. ბიჭი 6 წლის იყო, რო­დე­საც მშობ­ლე­ბი გან­ქორ­წინ­დნენ. მას­ზე არა­ვინ ზრუ­ნავ­და, მი­უ­ხე­და­ვად მისი სრუ­ლი სიბრმა­ვი­სა. ბავ­შვმა სამ­ყა­რო და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­მო­იკ­ვლია სიბ­ნე­ლე­ში. რო­დე­საც ლა­პა­რა­კის სწავ­ლა უნდა და­ე­წყო, მის­თვის არა­ვის ეცა­ლა, ამი­ტომ და­მო­უ­კი­დებ­ლად ის­წავ­ლა გა­რე­მო­დან და­მა­ტე­ბი­თი ბგე­რე­ბის აღ­ქმა. ენის წკა­პუ­ნის სა­შუ­ა­ლე­ბით, ის ცდი­ლობს გა­რე­მოს ხმე­ბი და­ი­ჭი­როს და მიხ­ვდეს, თუ სად და რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა.

და­ნი­ელ­მა ის­წავ­ლა ვა­კუ­უ­მის შექ­მნა ენა­სა და ზედა ტუჩს შო­რის ბგე­რის გა­მოს­ვლით, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ხმა­უ­რი ექოს სა­ხით უკან უბ­რუნ­დე­ბა, ეს არის "ღა­მუ­რას მე­თო­დი", რი­თაც ღა­მუ­რე­ბი გა­რე­მოს ხმებს იგე­ბენ. ამ გზით კაცი აღიქ­ვამს მის გარ­შე­მო არ­სე­ბულ სივ­რცეს და თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლად მოძ­რა­ობს სამ­ყა­რო­ში. მას პი­რის წკა­პუ­ნის გამო მეტ­სა­ხე­ლად "მაკ­ნა­ტუ­ნა ბიჭი" შე­არ­ქვეს, რაც სუ­ლაც არ უშ­ლის ხელს, სრულ­ფა­სოვ­ნად იცხოვ­როს.

  • მო­ზარ­დო­ბის პე­რი­ო­დი

უსი­ნათ­ლო ბავ­შვე­ბის უმე­ტე­სო­ბა ეძებს სა­კუ­თარ გზას, რათა გა­ერ­თონ მათ­თვის უც­ნობ სამ­ყა­რო­ში. ისი­ნი გა­მოს­ცე­მენ ხმებს, აბა­კუ­ნე­ბენ ფე­ხებს, აწ­კა­პუ­ნე­ბენ ენას, ეს ყვე­ლა­ფე­რი უკუ­კავ­ში­რის მი­სა­ღე­ბად. მაგ­რამ ოჯახს ხში­რად მათი არ ეს­მის. და­ნი­ელს გა­უ­მარ­თლა – სრუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა ჰქონ­და.

აღ­მოჩ­ნდა, რომ უსი­ნათ­ლო­ბა არ იყო ბა­რი­ე­რი თა­მა­შის­თვის. საკ­მა­ოდ ცელ­ქი ბავ­შვი იყო, ამი­ტომ, ხში­რად ახერ­ხებ­და პრობ­ლე­მე­ბის შექ­მნას. და­ახ­ლო­ე­ბით 2,5 წლის ასაკ­ში, ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბის გამო. სახ­ლი­დან გა­იქ­ცა. კარ­გია, რომ პირ­ველ სარ­თულ­ზე ცხოვ­რობ­დნენ, რად­გან ბავ­შვი ფან­ჯრი­დან გა­დახ­ტა, შემ­დეგ ეზო­ში გა­ი­ა­რა, ღო­ბე­ზე გა­დაძ­ვრა. ბო­ლოს გზა­ზე მი­მა­ვა­ლი გამ­ვლელ­მა შე­ნიშ­ნა და პო­ლი­ცია გა­მო­ი­ძა­ხა. და­ნი­ე­ლი სახ­ლში რომ მი­იყ­ვა­ნეს, მშობ­ლე­ბი ბავ­შვის გა­პარ­ვით გა­ოგ­ნე­ბუ­ლე­ბი დარ­ჩნენ.

და­ნი­ელ კი­შის ცხოვ­რე­ბა ისე­თი­ვე იყო, რო­გორც მისი ასა­კის სხვა ბი­ჭე­ბის. უყ­ვარ­და ვე­ლო­სი­პე­დის ტა­რე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით უყ­ვარ­და ბა­რი­ე­რე­ბის გა­და­ლახ­ვა, ერთხელ ნაგ­ვის კონ­ტე­ი­ნე­რებს და­ე­ჯა­ხა და მტკივ­ნე­უ­ლად შე­ას­კდა ბოძს. მაგ­რამ ეს არ იყო პირ­ვე­ლი ტრავ­მა. და­ნი­ე­ლი თვლის, რომ ეს არის სამ­ყა­როს ამოც­ნო­ბის უნა­რის დამ­სა­ხუ­რე­ბა. ის ჩვე­უ­ლებ­რივ სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და. იყო იდე­ა­ლუ­რი მოს­წავ­ლე და დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ა­ბა­რა, სა­დაც ორ­მა­გი მა­გის­ტრის ხა­რის­ხი მი­ი­ღო - ფსი­ქო­ლო­გი­ა­სა და სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე პირ­თა გა­ნათ­ლე­ბა­ში. შემ­დეგ კი უფრო შორს წა­ვი­და - მან შექ­მნა სა­ზო­გა­დო­ე­ბა უსი­ნათ­ლო­ე­ბის აღ­ზრდის მიზ­ნით.

  • სმე­ნა უსი­ნათ­ლო­ებს სივ­რცე­ში ნა­ვი­გა­ცი­ა­ში ეხ­მა­რე­ბა

და­ნი­ე­ლი ფიქ­რობ­და ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბის სა­კუ­თარ მე­თოდ­ზე, მან გა­და­წყვი­ტა სა­ფუძ­ვლი­ა­ნად ემუ­შა­ვა და აღე­წე­რა ეს პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც ინ­სტრუქ­ცია იქ­ნე­ბო­და სხვა უსი­ნათ­ლო­ე­ბის­თვის. აღ­მოჩ­ნდა, რომ მან უნე­ბუ­რად გა­ი­მე­ო­რა ექო­ლო­კა­ცი­ის გა­მოც­დი­ლე­ბა, რო­მელ­საც იყე­ნე­ბენ ვე­შა­პე­ბი, დელ­ფი­ნე­ბი, ღა­მუ­რე­ბი და ზო­გი­ერ­თი ადა­მი­ა­ნიც.

ის ფაქ­ტი, რომ ადა­მი­ანს შე­უძ­ლია ექო­ლო­კა­ცია, მეც­ნი­ე­რუ­ლად და­დას­ტურ­და 1940-იან წლებ­ში. ეს ყვე­ლა­ფე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლია სმე­ნა­ზე და სმე­ნის აპა­რა­ტის მო­წყო­ბი­ლო­ბა­ზე. ის ამ­ბობს, რომ ინ­ფორ­მა­ცია ტვინს ძა­ლი­ან აქ­ტი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აყე­ნებს, რად­გან ბევ­რი ბგე­რაა გაგ­ზავ­ნი­ლი და დაბ­რუ­ნე­ბი­სას ყვე­ლა მათ­გა­ნის ამოც­ნო­ბა და და­მახ­სოვ­რე­ბაა სა­ჭი­რო.

მხედ­ვე­ლო­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი ისე არ იყე­ნებს სმე­ნას, რო­გორც უსი­ნათ­ლო. მათ შე­იძ­ლე­ბა ვერც კი გა­ი­გო­ნონ იმ წკა­პუ­ნის ხმა, რო­მელ­საც კიში გა­მოს­ცემს ენის სა­შუ­ა­ლე­ბით, მაგ­რამ უსი­ნათ­ლო გა­ი­გებს.

  • და­ნი­ელ კიში და­დის რეს­ტო­რან­ში, და­დის ვე­ლო­სი­პე­დით და ცხოვ­რობს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბით

და­ნი­ე­ლი არა­სო­დეს აღიქ­ვამ­და თავს შშმ პი­რად თუ ამას ხალ­ხი არ შე­ახ­სე­ნებ­და. ის ამ­ბობს, რომ "სიბრმა­ვე მხო­ლოდ უხერ­ხუ­ლო­ბაა“, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნე­ბი ცდი­ლო­ბენ მი­უ­თი­თონ, რა შე­იძ­ლე­ბა და რა არ შე­იძ­ლე­ბა მის­თვის. ეს გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლი და და­მამ­ცი­რე­ბე­ლია, რად­გან ქმნის არას­რულ­ფა­სოვ­ნე­ბის გან­ცდას. მაგ­რამ მას შე­უძ­ლია გა­ა­კე­თოს ყვე­ლა­ფე­რი. კიშს უყ­ვარს რეს­ტორ­ნე­ბის მო­ნა­ხუ­ლე­ბა. უც­ნა­უ­რად ჟღერს, მაგ­რამ თა­ვის მა­გი­დას ყო­ველ­გვა­რი დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე პო­უ­ლობს. რო­გორ გა­მოს­დის? იგი­ვე ენის დაწ­კა­პუ­ნე­ბა საკ­მა­რი­სია ად­გილ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბის­თვის. და­ნი­ე­ლი ამ­ბობს, რომ დაწ­კა­პუ­ნე­ბის ხმა შე­იძ­ლე­ბა შე­ვა­და­როთ ბნელ ოთახს, რო­მელ­შიც შუქი მო­მენ­ტა­ლუ­რად ირ­თვე­ბა.

მისი ჰო­ბია მოგ­ზა­უ­რო­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით ისეთ ად­გი­ლებ­ში, სა­დაც ბევ­რი ადა­მი­ა­ნი არაა. და­ნი­ე­ლი ამ­ბობს, რომ იღ­ლე­ბა ხალ­ხის­გან, გან­სა­კუთ­რე­ბით მო­ლა­პა­რა­კე და მხედ­ვე­ლო­ბის მქონ­დე ადა­მი­ა­ნე­ბის­გან. ვი­ნა­ი­დან ის კარ­გად აღიქ­ვამს ბგე­რებს და სა­ბო­ლო­ოდ ხმა­ურ­ში ძა­ლი­ან უჭირს გარ­ჩე­ვა. ამი­ტომ, ის ტყე­ში და­სე­ირ­ნობს, და­დის ცი­ცა­ბო ფერ­დო­ბებ­ზე, ადის ხე­ებ­ზე - ეს ყვე­ლა­ფე­რი მას სი­ა­მოვ­ნე­ბას ანი­ჭებს.

და­ნი­ელს შე­უძ­ლია ამო­იც­ნოს გამ­ვლე­ლი მან­ქა­ნა, სად გა­ა­ჩე­რა, გზის მხრი­დან რა მან­ძილ­ზე, შე­უძ­ლია თქვას რო­მე­ლი შე­ნო­ბაა ახ­ლოს, რად­გან ის 300 მეტრში "ხე­დავს“, ადა­მი­ა­ნი - 2 მეტრში. მის გო­ნე­ბა­ში ადა­მი­ა­ნე­ბი ბუნ­დო­ვან ლა­ქებს ჰგვა­ნან.

ამინ­დი გავ­ლე­ნას ახ­დენს აღ­ქმა­ზე. წვი­მა­ში ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა ძნე­ლია, რად­გან წყა­ლი ხმას არ­ბი­ლებს და ათა­ნაბ­რებს, თოვ­ლი კი შთან­თქავს.

და­ნი­ელს ცხოვ­რე­ბა­ში ერ­თა­დერ­თი დე­ვი­ზი აქვს - უპი­რო­ბო და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა, რა ფა­სა­დაც არ უნდა იყოს. მან უკვე იპო­ვა თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი ბრა­ი­ან ბუ­შუ­ე­მი და ხუან რუ­ი­სი, რომ­ლებ­თან ერ­თად შექ­მნა ორ­გა­ნი­ზა­ცია "მსოფ­ლიო უსი­ნათ­ლო­ე­ბის­თვის“. მის­მა მე­გობ­რებ­მა მხედ­ვე­ლო­ბა მო­ზარ­დო­ბის ასაკ­ში და­კარ­გეს, მაგ­რამ და­ნი­ე­ლის­გან სამ­ყა­როს "და­ნახ­ვა“ ის­წავ­ლეს, ოს­ტა­ტო­ბით კი მას­წავ­ლე­ბელ­საც აჯო­ბეს.

და­ნი­ე­ლის ოც­ნე­ბაა შექ­მნას K-Sonar. მო­წყო­ბი­ლო­ბა, რო­მე­ლიც აძ­ლი­ე­რებს ხმებს. ის ხელ­ჯოხზე და­მაგ­რე­ბუ­ლი ფან­რის ზომა იქ­ნე­ბა და მისი ხმა ყურ­სას­მე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით მი­აღ­წევს ადა­მი­ა­ნამ­დე. მაგ­რამ თუ კი­დევ უფრო შორს წა­ვალთ, მა­შინ შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ამ მო­წყო­ბი­ლო­ბის ჩა­ნერგვა ადა­მი­ა­ნის სმე­ნის აპა­რატ­ში და შემ­დეგ უსი­ნათ­ლო­თათ­ვის სამ­ყა­რო იქ­ცე­ვა მუ­სი­კად.

იდე­ას იზი­ა­რებს ახალ­ზე­ლან­დი­ე­ლი მეც­ნი­ე­რი ლეს­ლი კეი, რო­მე­ლიც 50 წე­ლია მუ­შა­ობს ულტრაბ­გე­რი­თი მო­წყო­ბი­ლო­ბის შექ­მნა­ზე. კი­შის ენით დაწ­კა­პუ­ნე­ბის შე­დე­გე­ბით მეც­ნი­ე­რი გა­ო­ცე­ბუ­ლია. მას არა­სო­დეს გა­უ­გია უფრო სუფ­თა ხმა ექოს გა­და­სა­ცე­მად და მი­სა­ღე­ბად.

ამ დროს­თვის პრო­ექ­ტი შე­ჩე­რე­ბუ­ლია, რად­გან ფული არ აქვს. ამის­თვის კი 15 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რია სა­ჭი­რო. ბევ­რს მი­აჩ­ნია, რომ ეს იდეა არ ღირს ასეთ ინ­ვეს­ტი­ცი­ად. ამა­სო­ბა­ში და­ნი­ე­ლი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლებს თა­ვის მე­თოდს ას­წავ­ლის. და­ახ­ლო­ე­ბით 500 სტუ­დენ­ტი ჰყავ­და და თი­თო­ე­ულ­თან ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად მუ­შა­ობ­და, ას­წავ­ლი­და წკა­პუ­ნის მე­თოდს, ბგე­რე­ბის ამოც­ნო­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ყოფ­ნი­სას.

მისი თქმით, ასე­თი ცოდ­ნის მი­ღე­ბის შემ­დეგ, ისი­ნი თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლე­ბი გახ­დნენ, და­ი­წყეს გა­რეთ გას­ვლა და აღარ რცხვე­ნო­დათ სა­კუ­თა­რი თა­ვის. და­ნი­ე­ლი ამ­ბობს, რომ მხო­ლოდ ინ­დი­ვიდს შე­უძ­ლია სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის სა­ზღვრე­ბის დად­გე­ნა და არა სა­ზო­გა­დო­ე­ბას და ცა არის ზღვა­რი ყვე­ლა­სათ­ვის.

ოპ­ტი­მიზ­მი და მონ­დო­მე­ბა არის ორი რამ, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა შეც­ვა­ლოს ნე­ბის­მი­ე­რი სი­ტუ­ა­ცია. და­ნი­ე­ლი კი კი­დევ ერთი მა­გა­ლი­თია იმი­სა, რომ შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი არ არ­სე­ბობს.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

უსინათლო კაცი ატარებს ველოსიპედს, უყვარს მოგზაურობა და ცხოვრობს დამოუკიდებლად - რა არის "ღამურას მეთოდი", რომელიც მას სამყაროსთან კომუნიკაციაში ეხმარება?

უსინათლო კაცი ატარებს ველოსიპედს, უყვარს მოგზაურობა და ცხოვრობს დამოუკიდებლად - რა არის "ღამურას მეთოდი", რომელიც მას სამყაროსთან კომუნიკაციაში ეხმარება?

დანიელ კიში შეიძლება იყოს მაგალითი იმისა, თუ როგორ არ დანებდეთ ცხოვრებაში და მიიღოთ ყველაფერი მისგან, თუნდაც მხედველობა არ გქონდეთ.

"სიბრმავე მხოლოდ უხერხულობაა", - ამბობს კაცი, რომელიც დამოუკიდებლად დადის რესტორანში, ტყეში სასეირნოდ და ა.შ.

ის მხედველობის მქონე ადამიანებისგან უფრო დაიღალა, რომლებიც ისე ექცევიან, რომ თავს არასრულფასოვნად აგრძნობინებენ და ამით ამცირებენ. მიუხედავად იმისა, რომ კაცს, შეუძლია გააკეთოს უფრო მეტი, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანები აკეთებენ - მას შეუძლია შეაკეთოს ავტომობილის ძრავა, ან სხვა მოწყობილობა, ატაროს ველოსიპედი, იცხოვროს მარტომ და თავად მოაგვაროს ყოველდღიური პრობლემები. დანიელი დამოუკიდებლად მოძრაობს ქუჩაში და შენობებში, განასხვავებს მიმდებარე ობიექტებს და ადამიანებს. მისი ოცნებაა სპეციალური აპარატის შექმნა, რომლის საშუალებითაც უსინათლოები ჩოგბურთის თამაშს შეძლებენ.

  • სიბნელეში ცხოვრება და ხმა, რომელმაც ყველაფერი შეცვალა

კიში 1966 წელს კალიფორნიაში დაიბადა. ის ჯერ კიდევ ჩვილი იყო, როცა რეტინობლასტომა (ბადურას კიბო) დაუდგინეს. ბავშვს სიცოცხლის გადასარჩენად 13 თვეში თვალის ორივე კაკალი ამოუღეს, ამიტომ დღემდე პროთეზს ატარებს, რათა მისმა გარეგნობამ ხალხი არ დააბნიოს. მისი უმცროსი ძმაც იგივე პრობლემით დაიბადა, მაგრამ მას უფრო გაუმართლა - ოპერაციით შეძლეს მისთვის მხედველობის აღდგენა.

დანიელი რთულ ოჯახში გაიზარდა - მამა ბევრს სვამდა, დედას კი შვილებისთვის დრო არ ჰქონდა. ბიჭი 6 წლის იყო, როდესაც მშობლები განქორწინდნენ. მასზე არავინ ზრუნავდა, მიუხედავად მისი სრული სიბრმავისა. ბავშვმა სამყარო დამოუკიდებლად გამოიკვლია სიბნელეში. როდესაც ლაპარაკის სწავლა უნდა დაეწყო, მისთვის არავის ეცალა, ამიტომ დამოუკიდებლად ისწავლა გარემოდან დამატებითი ბგერების აღქმა. ენის წკაპუნის საშუალებით, ის ცდილობს გარემოს ხმები დაიჭიროს და მიხვდეს, თუ სად და რა მდგომარეობაში იმყოფება.

დანიელმა ისწავლა ვაკუუმის შექმნა ენასა და ზედა ტუჩს შორის ბგერის გამოსვლით, რომლის საშუალებითაც ხმაური ექოს სახით უკან უბრუნდება, ეს არის "ღამურას მეთოდი", რითაც ღამურები გარემოს ხმებს იგებენ. ამ გზით კაცი აღიქვამს მის გარშემო არსებულ სივრცეს და თავდაჯერებულად მოძრაობს სამყაროში. მას პირის წკაპუნის გამო მეტსახელად "მაკნატუნა ბიჭი" შეარქვეს, რაც სულაც არ უშლის ხელს, სრულფასოვნად იცხოვროს.

  • მოზარდობის პერიოდი

უსინათლო ბავშვების უმეტესობა ეძებს საკუთარ გზას, რათა გაერთონ მათთვის უცნობ სამყაროში. ისინი გამოსცემენ ხმებს, აბაკუნებენ ფეხებს, აწკაპუნებენ ენას, ეს ყველაფერი უკუკავშირის მისაღებად. მაგრამ ოჯახს ხშირად მათი არ ესმის. დანიელს გაუმართლა – სრული თავისუფლება ჰქონდა.

აღმოჩნდა, რომ უსინათლობა არ იყო ბარიერი თამაშისთვის. საკმაოდ ცელქი ბავშვი იყო, ამიტომ, ხშირად ახერხებდა პრობლემების შექმნას. დაახლოებით 2,5 წლის ასაკში, ცნობისმოყვარეობის გამო. სახლიდან გაიქცა. კარგია, რომ პირველ სართულზე ცხოვრობდნენ, რადგან ბავშვი ფანჯრიდან გადახტა, შემდეგ ეზოში გაიარა, ღობეზე გადაძვრა. ბოლოს გზაზე მიმავალი გამვლელმა შენიშნა და პოლიცია გამოიძახა. დანიელი სახლში რომ მიიყვანეს, მშობლები ბავშვის გაპარვით გაოგნებულები დარჩნენ.

დანიელ კიშის ცხოვრება ისეთივე იყო, როგორც მისი ასაკის სხვა ბიჭების. უყვარდა ველოსიპედის ტარება, განსაკუთრებით უყვარდა ბარიერების გადალახვა, ერთხელ ნაგვის კონტეინერებს დაეჯახა და მტკივნეულად შეასკდა ბოძს. მაგრამ ეს არ იყო პირველი ტრავმა. დანიელი თვლის, რომ ეს არის სამყაროს ამოცნობის უნარის დამსახურება. ის ჩვეულებრივ სკოლაში სწავლობდა. იყო იდეალური მოსწავლე და დასრულების შემდეგ, უნივერსიტეტში ჩააბარა, სადაც ორმაგი მაგისტრის ხარისხი მიიღო - ფსიქოლოგიასა და სპეციალური საჭიროების მქონე პირთა განათლებაში. შემდეგ კი უფრო შორს წავიდა - მან შექმნა საზოგადოება უსინათლოების აღზრდის მიზნით.

  • სმენა უსინათლოებს სივრცეში ნავიგაციაში ეხმარება

დანიელი ფიქრობდა ინფორმაციის მოპოვების საკუთარ მეთოდზე, მან გადაწყვიტა საფუძვლიანად ემუშავა და აღეწერა ეს პროცესი, რომელიც ინსტრუქცია იქნებოდა სხვა უსინათლოებისთვის. აღმოჩნდა, რომ მან უნებურად გაიმეორა ექოლოკაციის გამოცდილება, რომელსაც იყენებენ ვეშაპები, დელფინები, ღამურები და ზოგიერთი ადამიანიც.

ის ფაქტი, რომ ადამიანს შეუძლია ექოლოკაცია, მეცნიერულად დადასტურდა 1940-იან წლებში. ეს ყველაფერი დამოკიდებულია სმენაზე და სმენის აპარატის მოწყობილობაზე. ის ამბობს, რომ ინფორმაცია ტვინს ძალიან აქტიურ მდგომარეობაში აყენებს, რადგან ბევრი ბგერაა გაგზავნილი და დაბრუნებისას ყველა მათგანის ამოცნობა და დამახსოვრებაა საჭირო.

მხედველობის მქონე ადამიანი ისე არ იყენებს სმენას, როგორც უსინათლო. მათ შეიძლება ვერც კი გაიგონონ იმ წკაპუნის ხმა, რომელსაც კიში გამოსცემს ენის საშუალებით, მაგრამ უსინათლო გაიგებს.

  • დანიელ კიში დადის რესტორანში, დადის ველოსიპედით და ცხოვრობს ჩვეულებრივი ცხოვრებით

დანიელი არასოდეს აღიქვამდა თავს შშმ პირად თუ ამას ხალხი არ შეახსენებდა. ის ამბობს, რომ "სიბრმავე მხოლოდ უხერხულობაა“, მაგრამ ადამიანები ცდილობენ მიუთითონ, რა შეიძლება და რა არ შეიძლება მისთვის. ეს გამაღიზიანებელი და დამამცირებელია, რადგან ქმნის არასრულფასოვნების განცდას. მაგრამ მას შეუძლია გააკეთოს ყველაფერი. კიშს უყვარს რესტორნების მონახულება. უცნაურად ჟღერს, მაგრამ თავის მაგიდას ყოველგვარი დახმარების გარეშე პოულობს. როგორ გამოსდის? იგივე ენის დაწკაპუნება საკმარისია ადგილზე ორიენტირებისთვის. დანიელი ამბობს, რომ დაწკაპუნების ხმა შეიძლება შევადაროთ ბნელ ოთახს, რომელშიც შუქი მომენტალურად ირთვება.

მისი ჰობია მოგზაურობა, განსაკუთრებით ისეთ ადგილებში, სადაც ბევრი ადამიანი არაა. დანიელი ამბობს, რომ იღლება ხალხისგან, განსაკუთრებით მოლაპარაკე და მხედველობის მქონდე ადამიანებისგან. ვინაიდან ის კარგად აღიქვამს ბგერებს და საბოლოოდ ხმაურში ძალიან უჭირს გარჩევა. ამიტომ, ის ტყეში დასეირნობს, დადის ციცაბო ფერდობებზე, ადის ხეებზე - ეს ყველაფერი მას სიამოვნებას ანიჭებს.

დანიელს შეუძლია ამოიცნოს გამვლელი მანქანა, სად გააჩერა, გზის მხრიდან რა მანძილზე, შეუძლია თქვას რომელი შენობაა ახლოს, რადგან ის 300 მეტრში "ხედავს“, ადამიანი - 2 მეტრში. მის გონებაში ადამიანები ბუნდოვან ლაქებს ჰგვანან.

ამინდი გავლენას ახდენს აღქმაზე. წვიმაში ინფორმაციის მიღება ძნელია, რადგან წყალი ხმას არბილებს და ათანაბრებს, თოვლი კი შთანთქავს.

დანიელს ცხოვრებაში ერთადერთი დევიზი აქვს - უპირობო დამოუკიდებლობა, რა ფასადაც არ უნდა იყოს. მან უკვე იპოვა თანამოაზრეები ბრაიან ბუშუემი და ხუან რუისი, რომლებთან ერთად შექმნა ორგანიზაცია "მსოფლიო უსინათლოებისთვის“. მისმა მეგობრებმა მხედველობა მოზარდობის ასაკში დაკარგეს, მაგრამ დანიელისგან სამყაროს "დანახვა“ ისწავლეს, ოსტატობით კი მასწავლებელსაც აჯობეს.

დანიელის ოცნებაა შექმნას K-Sonar. მოწყობილობა, რომელიც აძლიერებს ხმებს. ის ხელჯოხზე დამაგრებული ფანრის ზომა იქნება და მისი ხმა ყურსასმენების საშუალებით მიაღწევს ადამიანამდე. მაგრამ თუ კიდევ უფრო შორს წავალთ, მაშინ შესაძლებელი იქნება ამ მოწყობილობის ჩანერგვა ადამიანის სმენის აპარატში და შემდეგ უსინათლოთათვის სამყარო იქცევა მუსიკად.

იდეას იზიარებს ახალზელანდიელი მეცნიერი ლესლი კეი, რომელიც 50 წელია მუშაობს ულტრაბგერითი მოწყობილობის შექმნაზე. კიშის ენით დაწკაპუნების შედეგებით მეცნიერი გაოცებულია. მას არასოდეს გაუგია უფრო სუფთა ხმა ექოს გადასაცემად და მისაღებად.

ამ დროსთვის პროექტი შეჩერებულია, რადგან ფული არ აქვს. ამისთვის კი 15 მილიონი დოლარია საჭირო. ბევრს მიაჩნია, რომ ეს იდეა არ ღირს ასეთ ინვესტიციად. ამასობაში დანიელი დაინტერესებულებს თავის მეთოდს ასწავლის. დაახლოებით 500 სტუდენტი ჰყავდა და თითოეულთან ინდივიდუალურად მუშაობდა, ასწავლიდა წკაპუნის მეთოდს, ბგერების ამოცნობას საზოგადოებაში ყოფნისას.

მისი თქმით, ასეთი ცოდნის მიღების შემდეგ, ისინი თავდაჯერებულები გახდნენ, დაიწყეს გარეთ გასვლა და აღარ რცხვენოდათ საკუთარი თავის. დანიელი ამბობს, რომ მხოლოდ ინდივიდს შეუძლია საკუთარი თავისთვის საზღვრების დადგენა და არა საზოგადოებას და ცა არის ზღვარი ყველასათვის.

ოპტიმიზმი და მონდომება არის ორი რამ, რამაც შეიძლება შეცვალოს ნებისმიერი სიტუაცია. დანიელი კი კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს.

წაიკითხეთ ასევე: