პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყველაფერი შობის დღესასწაულზე - მარხვის მნიშვნელობა, ალილოს ტრადიცია, სარკმელში ანთებული სანთელი
ყველაფერი შობის დღესასწაულზე - მარხვის მნიშვნელობა, ალილოს ტრადიცია, სარკმელში ანთებული სანთელი

შო­ბის დღე­სას­წა­უ­ლი ეს არის დღე, რო­დე­საც იშვა და კა­ცობ­რი­ო­ბას ხორ­ცი­ე­ლად მო­ევ­ლი­ნა გან­კა­ცე­ბუ­ლი უფა­ლი - იესო ქრის­ტე.

"მთე­ლი სამ­ყა­რო დუმს ამ სა­ი­დუმ­ლო­თა სა­ი­დუმ­ლოს ხილ­ვით, მა­რა­დი­სო­ბა მო­ვი­და დრო­ში, რომ დრო­ში მყოფ­ნი მა­რა­დი­სო­ბა­ში შე­სუ­ლიყ­ვნენ. ღვთა­ებ­რივ­მა ყრმამ თა­ვი­სი შო­ბით ხელ­მე­ო­რედ გვშვა ყვე­ლა­ნი მადლსა და უკ­ვდა­ვე­ბა­ში", - ბრძა­ნებს წმინ­და ანა­ტო­ლი ოპ­ტე­ლი...

პეტ­რე გი­ორ­გა­ძე, დე­კა­ნო­ზი:

- იხ­მია რა აკ­რძა­ლუ­ლი ხის ნა­ყო­ფი ადამ­მა და და­მარ­ცხდა, ამ და­მარ­ცხე­ბით მან და­კარ­გა ბა­ტო­ნო­ბა, მე­ფო­ბა ხი­ლულ სამ­ყა­რო­ზე - ის ბო­როტ­მა მი­ი­ტა­ცა, მაგ­რამ უფალ­მა და­მარ­ცხე­ბულ და სა­მო­თხი­დან გა­მო­დევ­ნილ ადამს მის­ცა აღ­თქმა, რომ არ მი­ა­ტო­ვებ­და და­ცე­მულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, ადა­მი­ა­ნი უფ­ლის დახ­მა­რე­ბით შეძ­ლებ­და ბო­როტ­ზე გა­მარ­ჯვე­ბას და სა­მო­თხე­ში დაბ­რუ­ნე­ბას, უფალ­თან შე­წყვე­ტი­ლი სა­უბ­რი­სა და და­კარ­გუ­ლი ერ­თო­ბის აღ­დგე­ნას. ადა­მი­სად­მი, მისი სა­ხით კი შემ­ცო­დე მთე­ლი კა­ცობ­რი­ო­ბი­სად­მი, ღვთის მიერ მი­ცე­მუ­ლი აღ­თქმის აღ­სრუ­ლე­ბას ათას­წლე­უ­ლე­ბი დას­ჭირ­და.

ათას­წლე­უ­ლე­ბის შემ­დეგ კა­ცობ­რი­ო­ბას მო­ევ­ლი­ნა მა­ცხო­ვა­რი, მხსნე­ლი, გან­კა­ცე­ბუ­ლი უფა­ლი - იესო ქრის­ტე. გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ღვთი­სა მოხ­და უწ­მინ­დეს ჭურ­ჭელ­ში - ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშო­ბელ­ში, რო­მე­ლიც თა­ვის მხრივ, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად იქნა შერ­ჩე­უ­ლი ამ უდი­დე­სი სა­ი­დუმ­ლოს აღ­სას­რუ­ლებ­ლად... გან­კა­ცე­ბუ­ლი უფა­ლი მო­ევ­ლი­ნა, ვი­თარ­ცა ახა­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ძვე­ლი, შე­ცო­დე­ბუ­ლი ადა­მის ცოდ­ვის შე­დე­გად და­ცე­მუ­ლი კა­ცობ­რი­ო­ბა უნდა გა­მო­ეხ­სნა და გა­ნე­ახ­ლე­ბი­ნა.

- რა­ტომ გახ­და აუ­ცი­ლე­ბე­ლი, რომ უფალს ადა­მი­ან­თა ხსნის­თვის უკი­დუ­რე­სად და­ემ­დაბ­ლე­ბი­ნა თავი - მო­ნის სახე მი­ე­ღო, ადა­მი­ა­ნის ხორ­ცი შე­ე­მო­სა?

- სხვაგ­ვა­რად რომ ყო­ფი­ლი­ყო შე­საძ­ლე­ბე­ლი კა­ცობ­რი­ო­ბის გა­მოხ­სნა, უფ­ლი­სა­გან ამ­ხე­ლა მსხვერ­პლის გა­ღე­ბა სა­ჭი­რო არ გახ­დე­ბო­და - ადა­მი­ა­ნის ხა­ტე­ბა­ში მოს­ვლა, შე­უ­რა­ცხყო­ფის დათ­მე­ნა, ჯვარ­ცმა... კა­ცობ­რი­ო­ბა გა­მო­უ­ვალ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. თუნ­დაც ის, რომ წმინ­და ოჯა­ხი არც ერ­თმა სახ­ლმა არ მი­ი­ღო და ბა­გა­ში მოხ­და შობა უფ­ლი­სა, იყო ნი­შა­ნი იმი­სა, რომ ადა­მი­ა­ნის გული ჩა­კე­ტი­ლი იყო ღვთის­თვის. კა­ცობ­რი­ო­ბა მძი­მედ იყო დას­ნე­უ­ლე­ბუ­ლი სუ­ლი­ე­რად, ადა­მი­ან­მა ისე ჩაკ­ლა ღვთის ხა­ტე­ბა სა­კუ­თარ თავ­ში, რომ ამ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან მის გა­მო­საყ­ვა­ნად, უშუ­ა­ლოდ ღვთის მოქ­მე­დე­ბა გახ­და სა­ჭი­რო. უფალ­მა კა­ცობ­რი­ვი, ადა­მი­ა­ნუ­რი ბუ­ნე­ბის შე­მოს­ვით, ისევ აღად­გი­ნა ადა­მი­ა­ნის ხა­ტე­ბა და მას­თან მსგავ­სე­ბა, კა­ცობ­რი­ო­ბის ღმერ­თთან შე­რი­გე­ბა და სა­მო­თხე­ში დაბ­რუ­ნე­ბა... თა­ნაც, რად­გან ადა­მი­ან­მა შეს­ცო­და, ადა­მი­ა­ნუ­რი ბუ­ნე­ბაც უნდა გამ­ხდა­რი­ყო თა­ნა­მო­ნა­წი­ლე გა­მოხ­სნი­სა. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ეს ყვე­ლა­ფე­რი უდი­დეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­საც გვა­კის­რებს - ყო­ველ­თვის უნდა გვახ­სოვ­დეს, რა მო­ი­მოქ­მე­და, რა აღას­რუ­ლა უფალ­მა ჩვენ­თვის.

- ხში­რად არის მსჯე­ლო­ბა ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სამ­ყა­როს ორ უდი­დეს დღე­სას­წა­ულს - შო­ბა­სა და აღ­დგო­მას შო­რის უპი­რა­ტე­სო­ბა­ზე; მით უმე­ტეს, როცა და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნებ­ში შო­ბის დღე­სას­წა­ულს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ზე­ი­მით აღ­ნიშ­ნა­ვენ...

- ადა­მი­ან­თა ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ მა­ცხოვ­რის შობა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნაა, რად­გან რო­დე­საც კა­ცობ­რი­ო­ბას უფა­ლი მო­ევ­ლი­ნა, სწო­რედ იმ მო­მენ­ტში იყ­ვნენ ადა­მი­ა­ნი და უფა­ლი ყვე­ლა­ზე მე­ტად ახ­ლოს ერ­თმა­ნეთ­თან. ხორ­ცი­ე­ლი გა­გე­ბით, მარ­თლაც ასე იყო. მაგ­რამ ვი­ცით, რომ უფ­ლის ხორ­ცი­ე­ლად მოს­ვლით მი­სია არ შეს­რუ­ლე­ბუ­ლა. ადა­მი­ა­ნის ბუ­ნე­ბი­სა და ღვთის ყვე­ლა­ზე მეტი ერ­თო­ბა მა­შინ აღეს­რუ­ლა, რო­დე­საც ჯვარ­ცმა, გა­მოხ­სნა, შე­რი­გე­ბა, აღ­დგო­მა მოხ­და.

უფალ­მა ჯვარ­ცმით გა­მო­იხ­სნა ადა­მი­ა­ნი. სწო­რედ მა­შინ მოხ­და შე­რი­გე­ბა ადა­მი­ა­ნი­სა და ღვთი­სა, რაც აღ­დგო­მით დამ­ტკიც­და. რომ არა აღ­დგო­მა, უფ­ლის მოს­ვლა გა­უ­გე­ბა­რიც იქ­ნე­ბო­და, ყვე­ლა­ფე­რი აზრს და­კარ­გავ­და. რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი ეკ­ლე­სი­ა­ში მი­დის, ეს ნიშ­ნავს, რომ მის გულ­ში უფა­ლი იშვა; მაგ­რამ ჩვენ მას შე­ვა­გო­ნებთ, რომ მხო­ლოდ გულ­ში ღვთის შობა არ არის საკ­მა­რი­სი, - მან უფა­ლი თა­ვის გულ­ში უნდა "გა­ზარ­დოს", მას­თან ერ­თად იც­ვა­ლოს ფერი თა­ბორ­ზე, მას­თან ერ­თად გა­ი­ა­როს გოლ­გო­თა, და­ით­მი­ნოს შე­უ­რა­ცხყო­ფა, მას­თან ერ­თად ზი­დოს ჯვა­რი და და­ით­მი­ნოს ჯვრის ტკი­ვი­ლე­ბი. მი­ზა­ნი და შე­დე­გი კი არის აღ­დგო­მა. მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია ადა­მი­ანს მი­წი­ე­რი ცხოვ­რე­ბის გა­სუ­ლი­ე­რე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა. და­სავ­ლე­თის ეკ­ლე­სია კი, სამ­წუ­ხა­როდ, სუ­ლი­ე­რე­ბის გა­მი­წი­ე­რე­ბას უწყობს ხელს. ამი­ტო­მაც არის, რომ და­სავ­ლეთ­ში უდი­დეს მნიშ­ვნე­ლო­ბას შო­ბის დღე­სას­წა­ულს ანი­ჭე­ბენ - უფ­ლის ხორ­ცი­ე­ლად შობა უფრო ახ­ლო­საა მი­წი­ე­რე­ბას­თან.

- სა­ინ­ტე­რე­სოა, რა­ტომ მი­ი­ღო უფალ­მა მხო­ლოდ ღა­რი­ბი მწყემ­სე­ბი­სა და აღ­მო­სავ­ლე­ლი მოგ­ვე­ბის თაყ­ვა­ნის­ცე­მა?

- მდა­ბა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გულ­ში შე­დის უფა­ლი - "მდა­ბალ­თა მის­ცის მად­ლი და ამ­პარ­ტა­ვანთ შე­მუს­რავს", ამი­ტო­მაც ინე­ბა უფალ­მა, ღა­რი­ბი და მდა­ბა­ლი მწყემ­სე­ბის­გან მი­ე­ღო თაყ­ვა­ნის­ცე­მა. მოგ­ვე­ბი მა­ძი­ე­ბე­ლი ხალ­ხი იყო და ამ მა­ძი­ებ­ლო­ბით მი­ვიდ­ნენ ჭეშ­მა­რიტ უფალ­თან, ეზი­არ­ნენ ჭეშ­მა­რი­ტე­ბას, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ისი­ნი წარ­მარ­თე­ბი იყ­ვნენ და კერ­პებს ემ­სა­ხუ­რე­ბოდ­ნენ. ეს იყო ნი­შა­ნი იმი­სა, რომ უფა­ლი ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის­თვის მო­ვი­და და ყვე­ლა სარ­წმუ­ნო­ე­ბი­სა და ხე­ლო­ბის ადა­მი­ანს უხ­მობს თა­ვის­თან. ამას­თან, იმ გზი­თა და სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც, ყვე­ლა­ზე ად­ვი­ლად მო­ა­ხერ­ხებს ადა­მი­ა­ნი უფალ­თან მის­ვლას. მოგ­ვებს უფ­ლის ან­გე­ლო­ზი ჯერ ვარ­სკვლა­ვის სა­ხით გა­მო­ე­ცხა­და, ხოლო მას შემ­დეგ, რაც თაყ­ვა­ნი სცეს ღვთა­ებ­რივ ყრმას - ახალ­შო­ბილ მა­ცხო­ვარს, უკან გა­მობ­რუ­ნე­ბი­სას უკვე არა ვარ­სკვლა­ვი, არა­მედ ან­გე­ლო­ზი გა­მო­ე­ცხა­დათ, რო­მელ­მაც გა­აფრ­თხი­ლა, არ მი­სუ­ლიყ­ვნენ იე­რუ­სა­ლიმ­ში ჰე­რო­დეს­თან, თა­ვი­ანთ ქვე­ყა­ნა­ში სხვა გზით წა­სუ­ლიყ­ვნენ...

- უფ­ლის ხორ­ცი­ე­ლად შობა, ეს უდი­დე­სი სას­წა­უ­ლი მი­წი­ე­რად ბეთ­ლემ­ში აღეს­რუ­ლა. სა­ეკ­ლე­სიო, სა­უფ­ლო დღე­სას­წა­უ­ლე­ბით ბიბ­ლი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ნი ვხდე­ბით; სა­ნაც­ვლოდ, საღვთო მად­ლი გვეძ­ლე­ვა. სა­ინ­ტე­რე­სოა, ქრის­ტეს­შო­ბის დღე­სას­წა­უ­ლის ბეთ­ლემ­ში შეხ­ვედ­რით თუ იღებს ადა­მი­ა­ნი გან­სა­კუთ­რე­ბულ საღვთო მადლს?

- გა­ვიხ­სე­ნოთ სა­ხა­რე­ბი­დან, სა­მა­რი­ელ დე­და­კაც­თან მა­ცხოვ­რის სა­უ­ბა­რი (იო­ა­ნე, 4,1-30). უფა­ლი მი­მარ­თავს მას: "მერ­წმუ­ნე, რომ დად­გე­ბა ჟამი, რო­დე­საც არც ამ მთა­ზე და არც იე­რუ­სა­ლიმ­ში თაყ­ვანს აღარ სცემთ მა­მას" (ვი­ცით, ძვე­ლი აღ­თქმის პე­რი­ოდ­ში ღვთის­გან და­წე­სე­ბუ­ლი ჭეშ­მა­რი­ტი მსხვერ­პლშე­წირ­ვა მხო­ლოდ იე­რუ­სა­ლიმ­ში, სო­ლო­მო­ნის ტა­ძარ­ში ხდე­ბო­და. მი­წი­ე­რად მხო­ლოდ იე­რუ­სა­ლი­მი­დან სცემ­დნენ თაყ­ვანს უფალს). სა­ხა­რე­ბის ამ ად­გი­ლის თა­ნახ­მად, უფა­ლი ბრძა­ნებს, რომ მო­დის ჟამი არა ხორ­ცი­ე­ლი, არა­მედ სუ­ლი­ე­რი თაყ­ვა­ნის­ცე­მი­სა ანუ მთა­ვა­რი სუ­ლი­ე­რი თაყ­ვა­ნის­ცე­მაა. ადა­მი­ა­ნი ამა თუ იმ საღვთო სას­წა­ულს, სა­დღე­სას­წა­უ­ლო ბიბ­ლი­ურ მოვ­ლე­ნას სუ­ლი­ე­რად უნდა მი­ე­გე­ბოს და სცეს თაყ­ვა­ნი; შო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე გულ­ში მო­ა­წყოს ბეთ­ლე­მი, ფე­რის­ცვა­ლე­ბის მი­გე­ბე­ბი­სას - თა­ბო­რის მთა. გა­ვიხ­სე­ნოთ და­ვით გა­რე­ჯე­ლი: რო­დე­საც წმინ­და მამა იე­რუ­სა­ლი­მის მო­სა­ლო­ცად წა­ვი­და, იგი იმის ღირ­სად არ მი­იჩ­ნია, რომ წმინ­და მი­წა­ზე და­ედ­გა ფეხი და იე­რუ­სა­ლი­მის გა­ლა­ვან­თან ლოც­ვა-ვედ­რე­ბით გა­მო­ხა­ტა ღვთი­სა და წმინ­და მი­წის მი­მართ თაყ­ვა­ნის­ცე­მა. უკან გა­მობ­რუ­ნე­ბი­სას, გა­ლავ­ნი­დან სამი ქვა აიღო და მთე­ლი იე­რუ­სა­ლი­მის მად­ლი წა­მო­ი­ღო, მთე­ლი იე­რუ­სა­ლი­მის მად­ლი იმ სამ ქვას გა­მოჰ­ყვა. ფი­ზი­კუ­რად არ მი­ახ­ლე­ბია წმინ­და ად­გი­ლებს, თუმ­ცა უდი­დე­სი მად­ლი მი­ი­ღო. ვი­ნა­ი­დან ჩვენ ვიმ­ყო­ფე­ბით ხორ­ცში, გვაქვს გრძნო­ბე­ბი, იმ ად­გი­ლე­ბის ხორ­ცი­ე­ლად ხილ­ვი­სას, სა­დაც ესა თუ ის საღ­მრთო სას­წა­უ­ლი, სუ­ლი­ე­რი მოვ­ლე­ნა გან­ხორ­ცი­ელ­და (ამ შემ­თხვე­ვა­ში - მა­ცხოვ­რის შობა), შეგ­ვიძ­ლია, იმ გა­მოქ­ვა­ბულ­ში შე­ვი­დეთ, თვა­ლი შე­ვავ­ლოთ და მი­ვე­ახ­ლოთ ბა­გას, სა­დაც იშვა უფა­ლი. ასე უფრო მე­ტად შე­ვიგ­რძნობთ სა­დღე­სას­წა­უ­ლო სუ­ლი­ერ მოვ­ლე­ნას - სას­წა­ულს. ხორ­ცი­ე­ლი და სუ­ლი­ე­რი გრძნო­ბე­ბი და ღვთის ნება თან­მხვედ­რი ხდე­ბა ერ­თმა­ნე­თი­სა და მად­ლის მი­ღე­ბა გაგ­ვი­ად­ვილ­დე­ბა.

- სა­შო­ბაო "ალი­ლოს­თან" და­კავ­ში­რე­ბით რას გვე­ტყვით?

- სი­ტყვა "ალი­ლო" "ალი­ლუ­ია­დან" მომ­დი­ნა­რე­ობს - "ალი­ლუ­იას" ხალ­ხუ­რი სა­ხეც­ვლი­ლე­ბაა. "ალი­ლუ­ია" - ან­გე­ლოზ­თა სა­გა­ლო­ბე­ლია, რაც ნიშ­ნავს - "დი­დე­ბა მა­ღალ­თა შინა ღმერ­თსა". "ალი­ლო" - ხალ­ხუ­რი ტრა­დი­ცი­აა. მისი მო­ნა­წი­ლე­ნი გა­რეგ­ნუ­ლად გა­მო­ხა­ტა­ვენ მა­ცხოვ­რის შო­ბით გა­მოწ­ვე­ულ სი­ხა­რულს, უფ­ლის შო­ბის სა­დი­დე­ბე­ლი ხალ­ხუ­რი სა­გა­ლობ­ლე­ბით. ესეც ერთ-ერთი ფორ­მაა ღვთის დი­დე­ბი­სა, ღვთი­სად­მი მსა­ხუ­რე­ბი­სა.

სა­ერ­თოდ, დღე­სას­წა­ულ­ში თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ერთ-ერთი გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა ამ მოვ­ლე­ნით გა­მოწ­ვე­უ­ლი სი­ხა­რუ­ლის სხვე­ბის­თვის გა­ზი­ა­რე­ბაც: რო­დე­საც შენ გი­ხა­რია და არ გა­ვი­წყდე­ბა სხვე­ბიც - მოყ­ვა­სიც. სწო­რედ ადა­მი­ა­ნის ასეთ სუ­ლი­ერ მდგო­მა­რე­ო­ბას გა­მო­ხა­ტავს სა­შო­ბაო "ალი­ლოს" ტრა­დი­ცი­აც - ქრის­ტეს­შო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე ადა­მი­ა­ნე­ბი გულ­ში ვერ იტევ­დნენ უფ­ლის შო­ბით გა­მოწ­ვე­ულ სი­ხა­რულს, ქუ­ჩა­ში გა­მო­დი­ოდ­ნენ და გა­ლო­ბით ახა­რებ­დნენ ერ­თმა­ნეთს ქრის­ტეს, მა­ცხოვ­რის შო­ბას. რო­დე­საც ადა­მი­ა­ნე­ბი სუ­ლი­ერს ახა­რე­ბენ, სხვე­ბი ხორ­ცი­ელს სწი­რა­ვენ მათ. რო­დე­საც მო­ცი­ქუ­ლე­ბი მი­დი­ოდ­ნენ და ქა­და­გებ­დნენ, მათ უამ­რავ შე­სა­წირს აძ­ლევ­დნენ, რო­მელ­საც შემ­დეგ თა­ვად, მო­წყა­ლე­ბის სა­ხით, გას­ცემ­დნენ. რო­დე­საც ქრის­ტი­ა­ნი იძენს, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გას­ცეს კი­დეც, ამ მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა და ეს და­ნიშ­ნუ­ლე­ბა აქვს პატ­რი­არ­ქის კურ­თხე­ვით აღ­დგე­ნით "ალი­ლოს" ტრა­დი­ცი­ა­საც: მსვლე­ლო­ბი­სას შე­მო­სუ­ლი შე­მო­წი­რუ­ლო­ბე­ბი მო­წყა­ლე­ბის სა­ხით გა­ი­ცე­მა; ეკ­ლე­სი­ა­ში ბავ­შვე­ბიც მო­დი­ან და "ალი­ლო­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის კურ­თხე­ვას ითხო­ვენ. ჩვენ მათ ამის ნე­ბას ვაძ­ლევთ, თან ვახ­სე­ნებთ, მე­ა­თე­დით შე­წირ­ვა არ და­ა­ვი­წყდეთ, რად­გან ბავ­შვს მო­წყა­ლე­ბის სა­ხით მთე­ლი შე­მო­წი­რუ­ლო­ბის გა­ცე­მას ვერ მოს­თხოვ.

- რამ­დე­ნი­მე წე­ლია, მისი უწ­მინ­დე­სო­ბის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით, შო­ბის დღე­სას­წა­უ­ლის ღა­მეს სარ­კმელ­ში სი­ნათ­ლის დან­თე­ბის ტრა­დი­ცია დამ­კვიდ­რდა...

- ვი­ცით, რომ მა­ცხოვ­რის შო­ბის მო­ახ­ლო­ე­ბის ჟამს, რო­დე­საც ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშობ­ლის მო­ლო­გი­ნე­ბის დრო მო­ახ­ლოვ­და, მარ­თალ იო­სებ­სა და მა­რი­ამს რო­მის იმ­პე­რი­ა­ში გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი სა­ყო­ველ­თაო აღ­წე­რის გამო, ბეთ­ლემ­ში წას­ვლა მო­უხ­დათ. ისი­ნი ამა­ოდ ეძებ­დნენ ღა­მის გა­სა­თევ ად­გილს. სას­ტუმ­რო­ში ღა­მის გა­სა­თე­ვად თან­ხა არ ჰქონ­დათ, ღა­რიბ-ღა­ტაკ­ნი კი არც ერ­თმა სახ­ლმა არ მი­ი­ღო... შო­ბის ღა­მით სარ­კმელ­ში სან­თლის დან­თე­ბით სიმ­ბო­ლუ­რად მი­ვა­ნიშ­ნებთ, რომ ჩვე­ნი გული და სახ­ლი მზად არის მი­ი­ღოს ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშო­ბე­ლი, ვი­თხოვთ, შინ გვეწ­ვი­ოს და ჩვენს სახ­ლში იშ­ვას უფა­ლი.

- შო­ბის დღე­სას­წა­ულს წინ უძღვის მარ­ხვა. რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს დიდი სა­ეკ­ლე­სო დღე­სას­წა­უ­ლე­ბის, მათ შო­რის შო­ბის წინ, მარ­ხვის დაც­ვას? რა­ტომ არის და­წე­სე­ბუ­ლი იგი?

- მი­წი­ე­რა­დაც რომ მი­ვუდ­გეთ, რაც უფრო დიდი, გრან­დი­ო­ზუ­ლი დღე­სას­წა­უ­ლის­თვის ვემ­ზა­დე­ბით, მით უფრო ად­რი­ა­ნად ვი­წყებთ სამ­ზა­დისს; მთელ გულ­სა და სულს ვდებთ მას­ში და მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­თაც ვე­კი­დე­ბით. სწო­რედ დღე­სას­წა­უ­ლის შე­სახ­ვედ­რად გვამ­ზა­დებს მის წინ და­წე­სე­ბუ­ლი მარ­ხვა. ერთი მარ­ხვა შო­ბის დღე­სას­წა­უ­ლის­თვის გვამ­ზა­დებს, ამ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს მოვ­ლე­ნას ეხე­ბა, მე­ო­რე - ღვთის­მშობ­ლის მსა­ხუ­რე­ბას, მე­სა­მე - მო­ცი­ქულ­თა მსა­ხუ­რე­ბას და პა­ტივს მი­ა­გებს ყვე­ლას, ვინც უფალს ემ­სა­ხუ­რე­ბა, მე­ო­თხე - უმ­თავ­რე­სი აღ­დგო­მის მარ­ხვაა, რო­მე­ლიც უმ­თავ­რე­სი და უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მოვ­ლე­ნის შე­სახ­ვედ­რად გვამ­ზა­დებს. მარ­ხვის პე­რი­ოდ­ში - სამ­ზა­დის­ში ადა­მი­ან­მა უნდა მოკ­ლას ხორ­ცი­ე­ლი ვნე­ბე­ბი გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი მსა­ხუ­რე­ბით, მოღ­ვა­წე­ო­ბით, სი­ნა­ნუ­ლით, რათა სული გა­ნიწ­მინ­დოს, მგრძნო­ბი­ა­რე გახ­დეს და ჩას­წვდეს დღე­სას­წა­უ­ლის არსს, შე­ი­მეც­ნოს მისი მნიშ­ვნე­ლო­ბა, თა­ნა­განმცდე­ლი, თა­ნა­მო­ნა­წი­ლე გახ­დეს სა­დღე­სას­წა­უ­ლო მოვ­ლე­ნი­სა. დღე­სას­წა­უ­ლი მხო­ლოდ თა­რი­ღის აღ­ნიშ­ვნა რო­დია - მას გა­ცი­ლე­ბით დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს: სა­უფ­ლო, სა­სუ­ლი­ე­რო დღე­სას­წა­უ­ლე­ბით ბიბ­ლი­ის ის­ტო­რი­ა­ში მომ­ხდარ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს მოვ­ლე­ნებ­ში ვმო­ნაწლე­ობთ. სა­დღე­სას­წა­უ­ლო მოვ­ლე­ნა, თა­ვი­სი არ­სით, ყო­ველ­წლი­უ­რად მე­ორ­დე­ბა.

დღე­სას­წა­უ­ლებ­ზე უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი მო­დის, ივ­სე­ბა ტაძ­რე­ბი, მაგ­რამ უმე­ტე­სო­ბა მის არსს ვერ სწვდე­ბა. ერ­თია, წვე­უ­ლე­ბა­ზე მოწ­ვე­უ­ლი სტუმ­რე­ბის გან­ცდა, რომ­ლე­ბიც მზამ­ზა­რე­ულ­ზე მო­დი­ან და სულ სხვაა იმ ოჯა­ხის წევ­რე­ბის გან­წყო­ბი­ლე­ბა, რომ­ლებ­საც წვე­უ­ლე­ბის სამ­ზა­დის­ში მთე­ლი გული და სული აქვთ ჩა­დე­ბუ­ლი, - რო­დე­საც ყო­ვე­ლი­ვე კარ­გად წა­რი­მარ­თე­ბა, დიდ სი­ხა­რულს გრძნო­ბენ. ასე­თი­ვე სუ­ლი­ერ სი­ხა­რულს გრძნობს მმარ­ხვე­ლი ადა­მი­ა­ნის გული სა­დღე­სას­წა­უ­ლო დღე­ებ­ში - გრძნობს, რომ მისი გული სავ­სეა, რად­გან მან ის მარ­ხვი­თა და ლოც­ვით გან­წმინ­და და მისი გული უფალ­მა შე­ავ­სო.

შო­რე­ნა მერ­კვი­ლა­ძე

ჟურ­ნა­ლი ”გზა"

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
321
51

რას წარმოიდგენდა თუ ქმრის ღალატის დებილურად გაპრავებას ამხელა ამბავი მოყვებოდა... ნუ გჯერათ ღრუბლებში მცვოვრები წარმოსახვითი მეგობრის, რომელსაც თითქოს ყველაფერი შეუძლია და არაფერს არ აკეთებს.

g
1

შობას გილოცავთ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

ყველაფერი შობის დღესასწაულზე - მარხვის მნიშვნელობა, ალილოს ტრადიცია, სარკმელში ანთებული სანთელი

ყველაფერი შობის დღესასწაულზე - მარხვის მნიშვნელობა, ალილოს ტრადიცია, სარკმელში ანთებული სანთელი

შობის დღესასწაული ეს არის დღე, როდესაც იშვა და კაცობრიობას ხორციელად მოევლინა განკაცებული უფალი - იესო ქრისტე.

"მთელი სამყარო დუმს ამ საიდუმლოთა საიდუმლოს ხილვით, მარადისობა მოვიდა დროში, რომ დროში მყოფნი მარადისობაში შესულიყვნენ. ღვთაებრივმა ყრმამ თავისი შობით ხელმეორედ გვშვა ყველანი მადლსა და უკვდავებაში", - ბრძანებს წმინდა ანატოლი ოპტელი...

პეტრე გიორგაძე, დეკანოზი:

- იხმია რა აკრძალული ხის ნაყოფი ადამმა და დამარცხდა, ამ დამარცხებით მან დაკარგა ბატონობა, მეფობა ხილულ სამყაროზე - ის ბოროტმა მიიტაცა, მაგრამ უფალმა დამარცხებულ და სამოთხიდან გამოდევნილ ადამს მისცა აღთქმა, რომ არ მიატოვებდა დაცემულ მდგომარეობაში, ადამიანი უფლის დახმარებით შეძლებდა ბოროტზე გამარჯვებას და სამოთხეში დაბრუნებას, უფალთან შეწყვეტილი საუბრისა და დაკარგული ერთობის აღდგენას. ადამისადმი, მისი სახით კი შემცოდე მთელი კაცობრიობისადმი, ღვთის მიერ მიცემული აღთქმის აღსრულებას ათასწლეულები დასჭირდა.

ათასწლეულების შემდეგ კაცობრიობას მოევლინა მაცხოვარი, მხსნელი, განკაცებული უფალი - იესო ქრისტე. განხორციელება ღვთისა მოხდა უწმინდეს ჭურჭელში - ყოვლადწმინდა ღვთისმშობელში, რომელიც თავის მხრივ, განსაკუთრებულად იქნა შერჩეული ამ უდიდესი საიდუმლოს აღსასრულებლად... განკაცებული უფალი მოევლინა, ვითარცა ახალი ადამიანი, რომელსაც ძველი, შეცოდებული ადამის ცოდვის შედეგად დაცემული კაცობრიობა უნდა გამოეხსნა და განეახლებინა.

- რატომ გახდა აუცილებელი, რომ უფალს ადამიანთა ხსნისთვის უკიდურესად დაემდაბლებინა თავი - მონის სახე მიეღო, ადამიანის ხორცი შეემოსა?

- სხვაგვარად რომ ყოფილიყო შესაძლებელი კაცობრიობის გამოხსნა, უფლისაგან ამხელა მსხვერპლის გაღება საჭირო არ გახდებოდა - ადამიანის ხატებაში მოსვლა, შეურაცხყოფის დათმენა, ჯვარცმა... კაცობრიობა გამოუვალ მდგომარეობაში იმყოფებოდა. თუნდაც ის, რომ წმინდა ოჯახი არც ერთმა სახლმა არ მიიღო და ბაგაში მოხდა შობა უფლისა, იყო ნიშანი იმისა, რომ ადამიანის გული ჩაკეტილი იყო ღვთისთვის. კაცობრიობა მძიმედ იყო დასნეულებული სულიერად, ადამიანმა ისე ჩაკლა ღვთის ხატება საკუთარ თავში, რომ ამ მდგომარეობიდან მის გამოსაყვანად, უშუალოდ ღვთის მოქმედება გახდა საჭირო. უფალმა კაცობრივი, ადამიანური ბუნების შემოსვით, ისევ აღადგინა ადამიანის ხატება და მასთან მსგავსება, კაცობრიობის ღმერთთან შერიგება და სამოთხეში დაბრუნება... თანაც, რადგან ადამიანმა შესცოდა, ადამიანური ბუნებაც უნდა გამხდარიყო თანამონაწილე გამოხსნისა. რასაკვირველია, ეს ყველაფერი უდიდეს პასუხისმგებლობასაც გვაკისრებს - ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რა მოიმოქმედა, რა აღასრულა უფალმა ჩვენთვის.

- ხშირად არის მსჯელობა ქრისტიანული სამყაროს ორ უდიდეს დღესასწაულს - შობასა და აღდგომას შორის უპირატესობაზე; მით უმეტეს, როცა დასავლეთის ქვეყნებში შობის დღესასწაულს განსაკუთრებული ზეიმით აღნიშნავენ...

- ადამიანთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მაცხოვრის შობა ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან როდესაც კაცობრიობას უფალი მოევლინა, სწორედ იმ მომენტში იყვნენ ადამიანი და უფალი ყველაზე მეტად ახლოს ერთმანეთთან. ხორციელი გაგებით, მართლაც ასე იყო. მაგრამ ვიცით, რომ უფლის ხორციელად მოსვლით მისია არ შესრულებულა. ადამიანის ბუნებისა და ღვთის ყველაზე მეტი ერთობა მაშინ აღესრულა, როდესაც ჯვარცმა, გამოხსნა, შერიგება, აღდგომა მოხდა.

უფალმა ჯვარცმით გამოიხსნა ადამიანი. სწორედ მაშინ მოხდა შერიგება ადამიანისა და ღვთისა, რაც აღდგომით დამტკიცდა. რომ არა აღდგომა, უფლის მოსვლა გაუგებარიც იქნებოდა, ყველაფერი აზრს დაკარგავდა. როდესაც ადამიანი ეკლესიაში მიდის, ეს ნიშნავს, რომ მის გულში უფალი იშვა; მაგრამ ჩვენ მას შევაგონებთ, რომ მხოლოდ გულში ღვთის შობა არ არის საკმარისი, - მან უფალი თავის გულში უნდა "გაზარდოს", მასთან ერთად იცვალოს ფერი თაბორზე, მასთან ერთად გაიაროს გოლგოთა, დაითმინოს შეურაცხყოფა, მასთან ერთად ზიდოს ჯვარი და დაითმინოს ჯვრის ტკივილები. მიზანი და შედეგი კი არის აღდგომა. მართლმადიდებელი ეკლესია ადამიანს მიწიერი ცხოვრების გასულიერებაში ეხმარება. დასავლეთის ეკლესია კი, სამწუხაროდ, სულიერების გამიწიერებას უწყობს ხელს. ამიტომაც არის, რომ დასავლეთში უდიდეს მნიშვნელობას შობის დღესასწაულს ანიჭებენ - უფლის ხორციელად შობა უფრო ახლოსაა მიწიერებასთან.

- საინტერესოა, რატომ მიიღო უფალმა მხოლოდ ღარიბი მწყემსებისა და აღმოსავლელი მოგვების თაყვანისცემა?

- მდაბალი ადამიანების გულში შედის უფალი - "მდაბალთა მისცის მადლი და ამპარტავანთ შემუსრავს", ამიტომაც ინება უფალმა, ღარიბი და მდაბალი მწყემსებისგან მიეღო თაყვანისცემა. მოგვები მაძიებელი ხალხი იყო და ამ მაძიებლობით მივიდნენ ჭეშმარიტ უფალთან, ეზიარნენ ჭეშმარიტებას, მიუხედავად იმისა, რომ ისინი წარმართები იყვნენ და კერპებს ემსახურებოდნენ. ეს იყო ნიშანი იმისა, რომ უფალი ყველა ადამიანისთვის მოვიდა და ყველა სარწმუნოებისა და ხელობის ადამიანს უხმობს თავისთან. ამასთან, იმ გზითა და საშუალებებით, რომლის მეშვეობითაც, ყველაზე ადვილად მოახერხებს ადამიანი უფალთან მისვლას. მოგვებს უფლის ანგელოზი ჯერ ვარსკვლავის სახით გამოეცხადა, ხოლო მას შემდეგ, რაც თაყვანი სცეს ღვთაებრივ ყრმას - ახალშობილ მაცხოვარს, უკან გამობრუნებისას უკვე არა ვარსკვლავი, არამედ ანგელოზი გამოეცხადათ, რომელმაც გააფრთხილა, არ მისულიყვნენ იერუსალიმში ჰეროდესთან, თავიანთ ქვეყანაში სხვა გზით წასულიყვნენ...

- უფლის ხორციელად შობა, ეს უდიდესი სასწაული მიწიერად ბეთლემში აღესრულა. საეკლესიო, საუფლო დღესასწაულებით ბიბლიური მოვლენების თანამონაწილენი ვხდებით; სანაცვლოდ, საღვთო მადლი გვეძლევა. საინტერესოა, ქრისტესშობის დღესასწაულის ბეთლემში შეხვედრით თუ იღებს ადამიანი განსაკუთრებულ საღვთო მადლს?

- გავიხსენოთ სახარებიდან, სამარიელ დედაკაცთან მაცხოვრის საუბარი (იოანე, 4,1-30). უფალი მიმართავს მას: "მერწმუნე, რომ დადგება ჟამი, როდესაც არც ამ მთაზე და არც იერუსალიმში თაყვანს აღარ სცემთ მამას" (ვიცით, ძველი აღთქმის პერიოდში ღვთისგან დაწესებული ჭეშმარიტი მსხვერპლშეწირვა მხოლოდ იერუსალიმში, სოლომონის ტაძარში ხდებოდა. მიწიერად მხოლოდ იერუსალიმიდან სცემდნენ თაყვანს უფალს). სახარების ამ ადგილის თანახმად, უფალი ბრძანებს, რომ მოდის ჟამი არა ხორციელი, არამედ სულიერი თაყვანისცემისა ანუ მთავარი სულიერი თაყვანისცემაა. ადამიანი ამა თუ იმ საღვთო სასწაულს, სადღესასწაულო ბიბლიურ მოვლენას სულიერად უნდა მიეგებოს და სცეს თაყვანი; შობის დღესასწაულზე გულში მოაწყოს ბეთლემი, ფერისცვალების მიგებებისას - თაბორის მთა. გავიხსენოთ დავით გარეჯელი: როდესაც წმინდა მამა იერუსალიმის მოსალოცად წავიდა, იგი იმის ღირსად არ მიიჩნია, რომ წმინდა მიწაზე დაედგა ფეხი და იერუსალიმის გალავანთან ლოცვა-ვედრებით გამოხატა ღვთისა და წმინდა მიწის მიმართ თაყვანისცემა. უკან გამობრუნებისას, გალავნიდან სამი ქვა აიღო და მთელი იერუსალიმის მადლი წამოიღო, მთელი იერუსალიმის მადლი იმ სამ ქვას გამოჰყვა. ფიზიკურად არ მიახლებია წმინდა ადგილებს, თუმცა უდიდესი მადლი მიიღო. ვინაიდან ჩვენ ვიმყოფებით ხორცში, გვაქვს გრძნობები, იმ ადგილების ხორციელად ხილვისას, სადაც ესა თუ ის საღმრთო სასწაული, სულიერი მოვლენა განხორციელდა (ამ შემთხვევაში - მაცხოვრის შობა), შეგვიძლია, იმ გამოქვაბულში შევიდეთ, თვალი შევავლოთ და მივეახლოთ ბაგას, სადაც იშვა უფალი. ასე უფრო მეტად შევიგრძნობთ სადღესასწაულო სულიერ მოვლენას - სასწაულს. ხორციელი და სულიერი გრძნობები და ღვთის ნება თანმხვედრი ხდება ერთმანეთისა და მადლის მიღება გაგვიადვილდება.

- საშობაო "ალილოსთან" დაკავშირებით რას გვეტყვით?

- სიტყვა "ალილო" "ალილუიადან" მომდინარეობს - "ალილუიას" ხალხური სახეცვლილებაა. "ალილუია" - ანგელოზთა საგალობელია, რაც ნიშნავს - "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა". "ალილო" - ხალხური ტრადიციაა. მისი მონაწილენი გარეგნულად გამოხატავენ მაცხოვრის შობით გამოწვეულ სიხარულს, უფლის შობის სადიდებელი ხალხური საგალობლებით. ესეც ერთ-ერთი ფორმაა ღვთის დიდებისა, ღვთისადმი მსახურებისა.

საერთოდ, დღესასწაულში თანამონაწილეობის ერთ-ერთი გამოხატულებაა ამ მოვლენით გამოწვეული სიხარულის სხვებისთვის გაზიარებაც: როდესაც შენ გიხარია და არ გავიწყდება სხვებიც - მოყვასიც. სწორედ ადამიანის ასეთ სულიერ მდგომარეობას გამოხატავს საშობაო "ალილოს" ტრადიციაც - ქრისტესშობის დღესასწაულზე ადამიანები გულში ვერ იტევდნენ უფლის შობით გამოწვეულ სიხარულს, ქუჩაში გამოდიოდნენ და გალობით ახარებდნენ ერთმანეთს ქრისტეს, მაცხოვრის შობას. როდესაც ადამიანები სულიერს ახარებენ, სხვები ხორციელს სწირავენ მათ. როდესაც მოციქულები მიდიოდნენ და ქადაგებდნენ, მათ უამრავ შესაწირს აძლევდნენ, რომელსაც შემდეგ თავად, მოწყალების სახით, გასცემდნენ. როდესაც ქრისტიანი იძენს, აუცილებლად უნდა გასცეს კიდეც, ამ მიზანს ემსახურება და ეს დანიშნულება აქვს პატრიარქის კურთხევით აღდგენით "ალილოს" ტრადიციასაც: მსვლელობისას შემოსული შემოწირულობები მოწყალების სახით გაიცემა; ეკლესიაში ბავშვებიც მოდიან და "ალილოში" მონაწილეობისთვის კურთხევას ითხოვენ. ჩვენ მათ ამის ნებას ვაძლევთ, თან ვახსენებთ, მეათედით შეწირვა არ დაავიწყდეთ, რადგან ბავშვს მოწყალების სახით მთელი შემოწირულობის გაცემას ვერ მოსთხოვ.

- რამდენიმე წელია, მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით, შობის დღესასწაულის ღამეს სარკმელში სინათლის დანთების ტრადიცია დამკვიდრდა...

- ვიცით, რომ მაცხოვრის შობის მოახლოების ჟამს, როდესაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მოლოგინების დრო მოახლოვდა, მართალ იოსებსა და მარიამს რომის იმპერიაში გამოცხადებული საყოველთაო აღწერის გამო, ბეთლემში წასვლა მოუხდათ. ისინი ამაოდ ეძებდნენ ღამის გასათევ ადგილს. სასტუმროში ღამის გასათევად თანხა არ ჰქონდათ, ღარიბ-ღატაკნი კი არც ერთმა სახლმა არ მიიღო... შობის ღამით სარკმელში სანთლის დანთებით სიმბოლურად მივანიშნებთ, რომ ჩვენი გული და სახლი მზად არის მიიღოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, ვითხოვთ, შინ გვეწვიოს და ჩვენს სახლში იშვას უფალი.

- შობის დღესასწაულს წინ უძღვის მარხვა. რა მნიშვნელობა აქვს დიდი საეკლესო დღესასწაულების, მათ შორის შობის წინ, მარხვის დაცვას? რატომ არის დაწესებული იგი?

- მიწიერადაც რომ მივუდგეთ, რაც უფრო დიდი, გრანდიოზული დღესასწაულისთვის ვემზადებით, მით უფრო ადრიანად ვიწყებთ სამზადისს; მთელ გულსა და სულს ვდებთ მასში და მეტი პასუხისმგებლობითაც ვეკიდებით. სწორედ დღესასწაულის შესახვედრად გვამზადებს მის წინ დაწესებული მარხვა. ერთი მარხვა შობის დღესასწაულისთვის გვამზადებს, ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენას ეხება, მეორე - ღვთისმშობლის მსახურებას, მესამე - მოციქულთა მსახურებას და პატივს მიაგებს ყველას, ვინც უფალს ემსახურება, მეოთხე - უმთავრესი აღდგომის მარხვაა, რომელიც უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი მოვლენის შესახვედრად გვამზადებს. მარხვის პერიოდში - სამზადისში ადამიანმა უნდა მოკლას ხორციელი ვნებები გაძლიერებული მსახურებით, მოღვაწეობით, სინანულით, რათა სული განიწმინდოს, მგრძნობიარე გახდეს და ჩასწვდეს დღესასწაულის არსს, შეიმეცნოს მისი მნიშვნელობა, თანაგანმცდელი, თანამონაწილე გახდეს სადღესასწაულო მოვლენისა. დღესასწაული მხოლოდ თარიღის აღნიშვნა როდია - მას გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს: საუფლო, სასულიერო დღესასწაულებით ბიბლიის ისტორიაში მომხდარ უმნიშვნელოვანეს მოვლენებში ვმონაწლეობთ. სადღესასწაულო მოვლენა, თავისი არსით, ყოველწლიურად მეორდება.

დღესასწაულებზე უამრავი ადამიანი მოდის, ივსება ტაძრები, მაგრამ უმეტესობა მის არსს ვერ სწვდება. ერთია, წვეულებაზე მოწვეული სტუმრების განცდა, რომლებიც მზამზარეულზე მოდიან და სულ სხვაა იმ ოჯახის წევრების განწყობილება, რომლებსაც წვეულების სამზადისში მთელი გული და სული აქვთ ჩადებული, - როდესაც ყოველივე კარგად წარიმართება, დიდ სიხარულს გრძნობენ. ასეთივე სულიერ სიხარულს გრძნობს მმარხველი ადამიანის გული სადღესასწაულო დღეებში - გრძნობს, რომ მისი გული სავსეა, რადგან მან ის მარხვითა და ლოცვით განწმინდა და მისი გული უფალმა შეავსო.

შორენა მერკვილაძე

ჟურნალი ”გზა"