საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოცქსელებში გავრცელდა ტეილორ სვიფტის AI - ის მიერ გენერირებული, ყალბი, პორნო შინაარსის ფოტოები - რა რისკების წინაშე აყენებს Deepfake თანამედროვე სამყაროს?
სოცქსელებში გავრცელდა ტეილორ  სვიფტის AI - ის მიერ გენერირებული, ყალბი, პორნო შინაარსის ფოტოები - რა რისკების წინაშე აყენებს  Deepfake თანამედროვე სამყაროს?

Deepfakes - გა­ყალ­ბე­ბუ­ლი ფოტო და ვი­დეო, ანუ ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის მიერ შექ­მნი­ლი ადა­მი­ა­ნის გა­რეგ­ნო­ბის, სხე­უ­ლის მოძ­რა­ო­ბის, ლა­პა­რა­კის მა­ნე­რი­სა და მი­მი­კის მიმ­ბაძ­ვე­ლი ტექ­ნო­ლო­გი­აა, რომ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბაც უკვე ნე­ბის­მი­ერს შე­უძ­ლია.

ექ­სპერ­ტე­ბი და აქ­ტი­ვის­ტე­ბი უკვე დიდი ხა­ნია მსოფ­ლიო სა­ზო­გა­დო­ე­ბას აფრ­თხი­ლე­ბენ Deepfakes - თან და­კავ­ში­რე­ბულ რის­კებ­სა და საფრ­თხე­ებ­ზე.

ამის ერთ-ერთი პირ­ვე­ლი მსხვერ­პლი მსა­ხი­ო­ბი ემა უოტ­სო­ნი გახ­და, რომ­ლის გა­ყალ­ბე­ბუ­ლი ვი­დე­ო­ე­ბი სხვა­დას­ხვა პორ­ნო­სა­იტ­ზე გავ­რცელ­და.

ამ­ჯე­რად მის მსხვერ­პლად ცნო­ბი­ლი ამე­რი­კე­ლი მომ­ღე­რა­ლი ტე­ი­ლორ სვიფ­ტი იქცა.

AI-ის (ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის) გა­მო­ყე­ნე­ბით გა­ყალ­ბე­ბუ­ლი, პოპ ვარ­სკვლა­ვის პორ­ნო ფო­ტო­ე­ბი თავ­და­პირ­ვე­ლად სა­ეჭ­ვო ვებ­სა­იტ­ზე "Celeb Jihad"-ზე გა­მოჩ­ნდა. შემ­დეგ კი გავ­რცელ­და X-ზე (ყო­ფი­ლი Twitter), ასე­ვე Reddit-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ის სხვა სა­ი­ტებ­ზე. ერთ-ერთი ფოტო 47 მი­ლი­ონ­მა ადა­მი­ან­მა ნახა ონ­ლა­ინპ­ლატ­ფორ­მა X-ზე. ამე­რი­კუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, ყალ­ბი ფოტო ინ­ტერ­ნეტ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 17 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო, შემ­დეგ კი, პლატ­ფორ­მის გა­მო­ყე­ნე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის გამო, ქსე­ლი­დან წა­შა­ლეს.

ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის დახ­მა­რე­ბით შექ­მნილ­მა ყალბ­მა, შიშ­ველ­მა ფო­ტო­ებ­მა პოპ ვარ­სკვლა­ვის თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი­სა და ამე­რი­კე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია. ეს შემ­თხვე­ვა კი­დევ ერთხელ აჩ­ვე­ნებს ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის საფრ­თხე­ებს.

"იმა­ში, რაც და­ე­მარ­თა ტე­ი­ლორ სვიფტს, ახა­ლი არა­ფე­რია“, - თქვა დე­მოკ­რატ­მა კონ­გრეს­მენ­მა ნიუ-იორ­კი­დან ივეტ კლარ­კმა. ის იბ­რძვის კა­ნო­ნის­თვის, რო­მე­ლიც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა Deepfake-ს, მონ­ტა­ჟით გა­კე­თე­ბულ ყალბ ფოტო და ვი­დეო მა­სა­ლას.

"წლე­ბია, ქა­ლე­ბი ხდე­ბი­ან "დი­ფ­ფე­ი­ქის" სა­მიზ­ნე და მსხვერ­პლი. ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის მიღ­წე­ვე­ბით, გა­ყალ­ბე­ბა უფრო ად­ვი­ლი და იაფი ხდე­ბა", - დას­ძი­ნა მან.

  • Deepfakes-ის წი­ნა­აღ­მდეგ რე­გუ­ლა­ცი­ას ითხო­ვენ

და­სავ­ლე­ლი აქ­ტი­ვის­ტე­ბი და მა­რე­გუ­ლი­რებ­ლე­ბი ში­შო­ბენ, რომ ად­ვი­ლად გა­მო­სა­ყე­ნე­ბე­ლი AI ინ­სტრუ­მენ­ტებ­მა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ყალ­ბი და მავ­ნე ში­ნა­არ­სის მა­სა­ლის უკონ­ტრო­ლო და მა­სობ­რი­ვი გავ­რცე­ლე­ბა.

ამე­რი­კელ­მა კონ­გრეს­მენ­მა რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ი­დან, ტომ კინ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის ტექ­ნო­ლო­გია უფრო სწრა­ფად ვი­თარ­დე­ბა, ვიდ­რე მისი რე­გუ­ლა­ცია.

"მსხვერ­პლი ტე­ი­ლორ სვიფ­ტია თუ სხვა რი­გი­თი ახალ­გაზ­რდა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, ამას არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, ეს ყვე­ლა­ფე­რი აჩ­ვე­ნებს, რომ ჩვენ უნდა მი­ვი­ღოთ უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი ამ სა­გან­გა­შო ტენ­დენ­ცი­ას­თან საბ­რძოლ­ვე­ლად“, - თქვა მან.

წამ­ყვა­ნი ექ­სპერ­ტე­ბი ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის რის­კე­ბის შე­სა­ხებ უკვე დიდი ხა­ნია ლა­პა­რა­კო­ბენ. ისი­ნი აფა­სე­ბენ მის­გან მო­მა­ვალ საფრ­თხეს ისე­ვე, რო­გორც პან­დე­მი­ის ან ბირ­თვუ­ლი ომის საფრ­თხე­ებს.

ბაკო
1

ფოტოებზე აღარაა ლაპარაკი,ვიდეოები ვცრცელდება, ილონ მასკი გასწავლის როგორ გამოიმუშავო 1000 დოლარი დღეში. ხმა,პირის მოძრაობა,ყველაფერი უმაღლეს დონეზეა.საუბარი ფსიქოლოგიურად გითრევს და გიჩნდება სურვილი გარისკო...თუ მიჰყვები და გააკეთებ რასაც გეუბნება,დაკარგავ მინიმუმ იმდენს,რამდენსაც ჩადებ.და თუ შენი ბანკის ანგარიშზე წვდომა მიეცათ,დაემშვიდობე ბოლო კაპიკამდე შენს ნაწვალებს.

ავტორი:

სოცქსელებში გავრცელდა ტეილორ სვიფტის AI - ის მიერ გენერირებული, ყალბი, პორნო შინაარსის ფოტოები - რა რისკების წინაშე აყენებს Deepfake თანამედროვე სამყაროს?

სოცქსელებში გავრცელდა ტეილორ  სვიფტის AI - ის მიერ გენერირებული, ყალბი, პორნო შინაარსის ფოტოები - რა რისკების წინაშე აყენებს  Deepfake თანამედროვე სამყაროს?

Deepfakes - გაყალბებული ფოტო და ვიდეო, ანუ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ადამიანის გარეგნობის, სხეულის მოძრაობის, ლაპარაკის მანერისა და მიმიკის მიმბაძველი ტექნოლოგიაა, რომლის გამოყენებაც უკვე ნებისმიერს შეუძლია.

ექსპერტები და აქტივისტები უკვე დიდი ხანია მსოფლიო საზოგადოებას აფრთხილებენ Deepfakes - თან დაკავშირებულ რისკებსა და საფრთხეებზე.

ამის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი მსახიობი ემა უოტსონი გახდა, რომლის გაყალბებული ვიდეოები სხვადასხვა პორნოსაიტზე გავრცელდა.

ამჯერად მის მსხვერპლად ცნობილი ამერიკელი მომღერალი ტეილორ სვიფტი იქცა.

AI-ის (ხელოვნური ინტელექტის) გამოყენებით გაყალბებული, პოპ ვარსკვლავის პორნო ფოტოები თავდაპირველად საეჭვო ვებსაიტზე "Celeb Jihad"-ზე გამოჩნდა. შემდეგ კი გავრცელდა X-ზე (ყოფილი Twitter), ასევე Reddit-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და სოციალურ მედიის სხვა საიტებზე. ერთ-ერთი ფოტო 47 მილიონმა ადამიანმა ნახა ონლაინპლატფორმა X-ზე. ამერიკული მედიის ცნობით, ყალბი ფოტო ინტერნეტში დაახლოებით 17 საათის განმავლობაში იყო, შემდეგ კი, პლატფორმის გამოყენების წესების დარღვევის გამო, ქსელიდან წაშალეს.

ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნილმა ყალბმა, შიშველმა ფოტოებმა პოპ ვარსკვლავის თაყვანისმცემლებისა და ამერიკელი პოლიტიკოსების აღშფოთება გამოიწვია. ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ აჩვენებს ხელოვნური ინტელექტის ბოროტად გამოყენების საფრთხეებს.

"იმაში, რაც დაემართა ტეილორ სვიფტს, ახალი არაფერია“, - თქვა დემოკრატმა კონგრესმენმა ნიუ-იორკიდან ივეტ კლარკმა. ის იბრძვის კანონისთვის, რომელიც ეწინააღმდეგება Deepfake-ს, მონტაჟით გაკეთებულ ყალბ ფოტო და ვიდეო მასალას.

"წლებია, ქალები ხდებიან "დიფფეიქის" სამიზნე და მსხვერპლი. ხელოვნური ინტელექტის მიღწევებით, გაყალბება უფრო ადვილი და იაფი ხდება", - დასძინა მან.

  • Deepfakes-ის წინააღმდეგ რეგულაციას ითხოვენ

დასავლელი აქტივისტები და მარეგულირებლები შიშობენ, რომ ადვილად გამოსაყენებელი AI ინსტრუმენტებმა შეიძლება გამოიწვიოს ყალბი და მავნე შინაარსის მასალის უკონტროლო და მასობრივი გავრცელება.

ამერიკელმა კონგრესმენმა რესპუბლიკური პარტიიდან, ტომ კინმა განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგია უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე მისი რეგულაცია.

"მსხვერპლი ტეილორ სვიფტია თუ სხვა რიგითი ახალგაზრდა ჩვენს ქვეყანაში, ამას არ აქვს მნიშვნელობა, ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ ჩვენ უნდა მივიღოთ უსაფრთხოების ზომები ამ საგანგაშო ტენდენციასთან საბრძოლველად“, - თქვა მან.

წამყვანი ექსპერტები ხელოვნური ინტელექტის რისკების შესახებ უკვე დიდი ხანია ლაპარაკობენ. ისინი აფასებენ მისგან მომავალ საფრთხეს ისევე, როგორც პანდემიის ან ბირთვული ომის საფრთხეებს.