ავტორი:

ბაკურიანის სასტუმროების მესაკუთრეთა ასოციაცია ადგილობრივ კვების ობიექტებში არსებული ფასების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

ბაკურიანის სასტუმროების მესაკუთრეთა ასოციაცია ადგილობრივ კვების ობიექტებში არსებული ფასების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

ბაკურიანის სასტუმროების მესაკუთრეთა ასოციაცია ბაკურიანის კვების ობიექტებში არსებული ფასების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას განცხადებით ეხმაურება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია ბაკურიანში არსებული კვების ობიექტებში წარმოუდგენლად მაღალი ფასების შესახებ. უთითებენ ფასებსაც კი, პური - 10 ლარი, პიცა - 60ლარი და ა.შ. აღნიშნულთან დაკავშირებით გვინდა ავღნიშნოთ, რომ ბაკურიანის კვების ობიექტების უმეტესობა, მათ შორის კურორტზე არსებული ყველაზე პოპულარული კაფე-რესტორნების ფასები არ აღემატება ქ.თბილისში არსებულ რესტორნების ფასებს, თუმცა როგორც ყველა კურორტსა თუ ქალაქში, ბაკურიანშიც არსებობს რამოდენიმე კვების ობიექტი, რომელიც თავისი სტატუსიდან გამომდინარე გამოირჩევა მაღალი ფასებით, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ კურორტის უმეტეს კაფე-რესტორანში იგივე მდგომარეობაა".

შეგახსენებთ, ambebi.ge - ზე 18 იანვარს გამოქვეყნდა "ბიზნესპრესნიუსის" მომზადებული სტატია, სათაურით: "პური -10 ლარი, წყალი - 5 ლარი“ - რა ფასები დაგხვდებათ გუდაურისა და ბაკურიანის კვების ობიექტებში?" სწორედ ამ სტატიას ეხმაურება მოცემული განცხადებით ბაკურიანის სასტუმროების მესაკუთრეთა ასოციაცია.