ავტორი:

ალა პუგაჩოვას, მაქსიმ გალკინისა და რუსეთიდან წასული სხვა ვარსკვლავებისთვის კრემლში "სასჯელი" მოიფიქრეს - რა ემუქრებათ პუტინის პოლიტიკის მოწინააღმდეგე ადამიანებს

ალა პუგაჩოვას, მაქსიმ გალკინისა და რუსეთიდან წასული სხვა ვარსკვლავებისთვის კრემლში "სასჯელი" მოიფიქრეს - რა ემუქრებათ პუტინის პოლიტიკის მოწინააღმდეგე ადამიანებს

რუსეთის სახელმწიფო დუმამ განიხილა კანონპროექტი, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის ქონების კონფისკაციასა და საპატიო წოდებების ჩამორთმევას გულისხმობს.

  • თუ კანონპროექტს მიიღებენ, ეს იმას ნიშნავს, რომ რუსი ვარსკვლავები, რომლებიც ომის დაწყების შემდეგ ქვეყნიდან წავიდნენ, ცუდ დღეში აღმოჩნდებიან

რას წერს რუსული მედია?

კანონპროექტი სახელმწიფო სათათბიროში ოთხშაბათს განიხილეს, 450 დეპუტატიდან, მხარი 395-მა დაუჭირა. მისი განხილვა უახლოეს მომავალში კიდევ ერთხელ არის დაგეგმილი. ქვეყანაში აქამდეც არაერთი კანონი მოქმედებდა, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავდა. მაგალითად, კანონი სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ საჯარო მოწოდებების შესახებ, რომელიც სიძულვილის გაღვივებას და მასთან "ბრძოლას" ეხება.

თუმცა აქამდე კანონში არაფერი იყო ნათქვამი რუსეთიდან "გაქცეული" ვარსკვლავების შესახებ, რომლებიც ქვეყანაში მოღალატეებად გამოაცხადეს.

ვარსკვლავები, რომლებიც სამშობლოდან წავიდნენ და ჯერ კიდევ აქვთ აქტივები ქვეყანაში, კომფორტულად გრძნობენ თავს საზღვარგარეთ. ახალი კანონპროექტი საშუალებას იძლევა დაუსწრებლად მსჯავრდადებულებს ქონება ჩამოართვან, თუ მათი საჯარო გამოსვლები ექსტრემიზმისკენ მოწოდებას შეიცავს და მათი მოქმედებები საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას.

ვის შეიძლება შეეხოს ახალი კანონი?

რუსული მედია წერს, რომ მაქსიმ გალკინსა და ალა პუგაჩოვას ახლა სერიოზული მიზეზი აქვთ შეშფოთებისთვის. გასულ წელს მათ წინააღმდეგ ჩატარდა წინასწარი საგამოძიებო შემოწმება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 207.3 (რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შესახებ შეგნებულად ცრუ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელება) სისხლის სამართლის კოდექსის 280.3 მუხლით.

ტელეგრამ არხის, SHOT-ის თანახმად, ვარსკვლავური ოჯახის უკვე ცნობილ განცხადებებს სოციალურმა აქტივისტებმა დაუმატეს ახალი მასალები გალკინის გამოსვლების ფრაგმენტებით კვიპროსსა და თურქეთში - სადაც მან თითქოს აღიარა, რომ აფინანსებდა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს.

ახალი კანონის მიხედვით, საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება სოფელ გრიაზში მდებარე ცნობილი ციხესიმაგრე, რომლის ღირებულებაც 1 მილიარდი რუბლია. დიდი ხნის განმავლობაში მოსკოვში ვრცელდებოდა ჭორები, რომ წყვილი ცდილობდა უძრავი ქონების გაყიდვას, მაგრამ ბოლო მონაცემებით, მამული ახლაც რეგისტრირებულია გალკინის სახელზე.

მწერალი დიმიტრი გლუხოვსკი

მწერალი დიმიტრი გლუხოვსკი "მეტროს“ სერიის ავტორი, გასულ ზაფხულს დაუსწრებლად გაასამართლეს და რვა წელი მიუსაჯეს "რუსეთის შეიარაღებულ ძალებზე ტყუილის გავრცელებისთვის". ცხრაოთახიანი ბინა პეტროვკას ქუჩაზე მწერალმა მოხუც დედაზე გადააფორმა, ახლა კი ცდილობს გაყიდოს.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ გლუხოვსკი ახლო მომავალში სამშობლოში დაბრუნდეს. რუსეთის მოქალაქეობის გარდა, დიმიტრი გლუხოვსკის აქვს ისრაელის პასპორტი და ბინადრობის ნებართვა გერმანიასა და ესპანეთში. მისი ინტერვიუდან გამომდინარე, მწერალი დროის უმეტეს ნაწილს ბარსელონაში, საკუთარ ბინაში ატარებს. იქ ცხოვრობენ მისი არასრულწლოვანი ქალიშვილი და ვაჟი, ასევე მისი მეუღლე, ელენა ფუქსინა.

რომელმა "გაქცეულმა" ვარსკვლავმა მოახერხა რუსეთში ქონების გაყიდვა?

წასულებიდან ბევრმა წინასწარ იზრუნა ქონების გაყიდვაზე. მაგალითად, კომიკოსმა სემიონ სლეპაკოვმა თავისი ძვირადღირებული ბინა მოსკოვის ცენტრში, ისრაელში გაქცევისთანავე გაყიდა.

ომის დაწყებისთანავე ქვეყანა დატოვა მომღერალმა ზემფირამ. საფრანგეთში მყოფმა მომღერალმა რუსეთზე სიმღერა გამოაქვეყნა, რომლითაც რუსეთს მწვავედ აკრიტიკებდა.

კანონპროექტის ავტორი დეპუტატები ამბობენ, რომ ზემფირას შემთხვევაში დაიგვიანეს, რადგან მან უკვე შეძლო ფრუნზენსკაიას სანაპიროზე 60 მილიონი რუბლის ღირებულების ბინა თავის ახლო მეგობარისთვის რენატა ლიტვინოვასთვის გადაეცა.

მსახიობმა ალექსეი პანინმა, რომელიც გასული წლის ბოლოს ესპანეთიდან შეერთებულ შტატებში წავიდა, ცოტა ხნის წინ ინტერვიუში განაცხადა, რომ შარშან ძლივს მოახერხა მოსკოვის ბინის გაყიდვა, რომელიც მემკვიდრეობით მიიღო დედის გარდაცვალების შემდეგ.

"გავყიდე სწრაფად და იაფად. ამის გამო თავიდან ძალიან ვღელავდი, თუმცა, რამდენიმე დღეში გავიგე, რომ ჩემს წინააღმდეგ ტერორიზმის ბრალდებით, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.