პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამამ 4 წლის შვილის გადასარჩენად თავი გაწირა - რა მოხდა მეინის შტატში?
მამამ 4 წლის შვილის გადასარჩენად თავი გაწირა - რა მოხდა მეინის შტატში?

მე­ი­ნის შტა­ტის ქა­ლაქ კარ­მე­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი მმარ­თვე­ლი, რო­მელ­მაც თა­ვი­სი 4 წლის ვაჟი დახ­რჩო­ბის­გან იხ­სნა, გარ­და­იც­ვა­ლა, ინ­ფორ­მა­ცი­ას პე­ნობსკო­ტის ოლ­ქის შე­რი­ფი ავ­რცე­ლებს.

51 წლის კე­ვინ ჰა­უ­ე­ლი 06:30 სა­ათ­ზე ბი­ჭუ­ნას­თან ერ­თად ეტ­ნას ტბის მიმ­დე­ბა­რედ სე­ირ­ნობ­და, როცა უეც­რად გა­ყი­ნუ­ლი ტბის მო­ნაკ­ვე­თი ჩა­ტყდა და ბავ­შვი შიგ­ნით ჩა­ვარ­და. ჰა­უ­ელ­მა შვი­ლის გა­ყი­ნუ­ლი წყლი­დან ამოყ­ვა­ნა შეძ­ლო და მას დე­დას­თვის და­სა­ძა­ხებ­ლად სახ­ლში წას­ვლა და­ა­ვა­ლა, რო­მე­ლიც ტბი­დან 500 მეტ­რის მო­შო­რე­ბით მდე­ბა­რე­ობს.

ბი­ჭუ­ნა შინ გა­იქ­ცა და დე­დას მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ მო­უყ­ვა. ჰა­უ­ე­ლის მე­უღ­ლემ, ქე­ით­მა, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­ში და­რე­კა, თოკს ხელი და­ავ­ლო და ქმრის და­სახ­მა­რებ­ლად გა­იქ­ცა.

ქე­ი­თი ქმრის გა­დარ­ჩე­ნას ცდი­ლობ­და, თუმ­ცა თვი­თო­ნაც წყალ­ში ჩა­ვარ­და და ამოს­ვლა ვე­ღარ შეძ­ლო. მა­ლე­ვე, შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე პე­ნობსკო­ტის ოლ­ქის შე­რი­ფი დე­ტექ­ტი­ვი ჯორ­დან ნორ­ტო­ნი მი­ვი­და და ქალი ტბი­დან ამო­იყ­ვა­ნა. სამ­წუ­ხა­როდ, ძებ­ნის მი­უ­ხე­და­ვად, მათ კე­ვი­ნის კვალს ვე­ღარ მი­აგ­ნეს.

კე­ვინ ჰა­უ­ე­ლი ოჯახ­თან ერ­თად

შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მოგ­ვი­ა­ნე­ბით მაშ­ვე­ლე­ბიც მი­ვიდ­ნენ. გარ­დაც­ვლი­ლი ჰა­უ­ე­ლის ცხე­დარს ნა­შუ­ა­დღევსღა მი­აგ­ნეს.

წყა­რო: cnn

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გურამი
0

ბედნიერი კაცი ყოფილა შვილის სიკვდილს რომ ვერ მოესწრო.

W
4

შე კაი ადამიანო რაღა ყინულზე ასეირნებდი ბავშვს დაიღუპე თავი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

მამამ 4 წლის შვილის გადასარჩენად თავი გაწირა - რა მოხდა მეინის შტატში?

მამამ 4 წლის შვილის გადასარჩენად თავი გაწირა - რა მოხდა მეინის შტატში?

მეინის შტატის ქალაქ კარმელის ადმინისტრაციული მმართველი, რომელმაც თავისი 4 წლის ვაჟი დახრჩობისგან იხსნა, გარდაიცვალა, ინფორმაციას პენობსკოტის ოლქის შერიფი ავრცელებს.

51 წლის კევინ ჰაუელი 06:30 საათზე ბიჭუნასთან ერთად ეტნას ტბის მიმდებარედ სეირნობდა, როცა უეცრად გაყინული ტბის მონაკვეთი ჩატყდა და ბავშვი შიგნით ჩავარდა. ჰაუელმა შვილის გაყინული წყლიდან ამოყვანა შეძლო და მას დედასთვის დასაძახებლად სახლში წასვლა დაავალა, რომელიც ტბიდან 500 მეტრის მოშორებით მდებარეობს.

ბიჭუნა შინ გაიქცა და დედას მომხდარის შესახებ მოუყვა. ჰაუელის მეუღლემ, ქეითმა, სამაშველო სამსახურში დარეკა, თოკს ხელი დაავლო და ქმრის დასახმარებლად გაიქცა.

ქეითი ქმრის გადარჩენას ცდილობდა, თუმცა თვითონაც წყალში ჩავარდა და ამოსვლა ვეღარ შეძლო. მალევე, შემთხვევის ადგილზე პენობსკოტის ოლქის შერიფი დეტექტივი ჯორდან ნორტონი მივიდა და ქალი ტბიდან ამოიყვანა. სამწუხაროდ, ძებნის მიუხედავად, მათ კევინის კვალს ვეღარ მიაგნეს.

კევინ ჰაუელი ოჯახთან ერთად

შემთხვევის ადგილზე მოგვიანებით მაშველებიც მივიდნენ. გარდაცვლილი ჰაუელის ცხედარს ნაშუადღევსღა მიაგნეს.

წყარო: cnn

მოამზადა: ანა სიბოშვილმა