სტამბოლის სარიერის რაიონში, კათოლიკურ ეკლესიაში მომხდარ თავდასხმას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ინფორმაციას მედია საშუალებები თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ალი იერლიკაიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მინისტრის განცხადებით, ორმა ნიღბიანმა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი წირვის დროს გახსნა.
თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ და მიმდინარეობს გამოძიება მათი ადგილსამყოფელის დასადგენად.
წინასწარი ინფორმაციით, მიზანმიმართული თავდასხმა ერთი კონკრეტული ადამიანის წინააღმდეგ და არა კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგ იყო მიმართული.