პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემს ყოფილ მეუღლეებთან იდეალური ურთიერთობა მაქვს: საჩუქრებს ვუგზავნი..." - რას ამბობს გია ჯაჯანიძე პირად ურთიერთობებზე, პროფესიასა და განსხვავებულ სტილზე
"ჩემს ყოფილ მეუღლეებთან იდეალური ურთიერთობა მაქვს: საჩუქრებს ვუგზავნი..." - რას ამბობს გია ჯაჯანიძე პირად ურთიერთობებზე, პროფესიასა და განსხვავებულ სტილზე

ყო­ველ­თვის ღი­მი­ლი­ა­ნი და პო­ზი­ტი­უ­რი - ასე იც­ნობს ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი ტე­ლე­წამ­ყვან გია ჯა­ჯა­ნი­ძეს. ჟურ­ნა­ლი "გზა" და­ინ­ტე­რეს­და, რო­გო­რია მისი პო­პუ­ლა­რო­ბის და წარ­მა­ტე­ბის სა­ი­დუმ­ლო:

- რო­გორ ახერ­ხებთ, რომ ამ­დე­ნი წე­ლია ტე­ლე­ეკ­რან­ზე ხართ და ყო­ველ­თვის რე­ი­ტინ­გულ გა­და­ცე­მებს აკე­თებთ?

- ეს ყვე­ლა­ფე­რი იმ­დე­ნად სიღ­რმი­სე­უ­ლია, რომ უცებ ვერ აგიხ­სნით. ალ­ბათ თქვენც იცით ბევ­რი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო, მაგ­რამ დღეს აღა­რა­ვის ახ­სოვს. წარ­მა­ტე­ბა ძნე­ლად მი­იღ­წე­ვა, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა ასე­ვე სწრა­ფად და­ინ­გრეს. პო­პუ­ლა­რო­ბას შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა სჭირ­დე­ბა და ამის­თვის ბევ­რი უნდა იშ­რო­მო. წარ­მო­იდ­გი­ნეთ დიდი კე­დე­ლი, რო­მე­ლიც პა­ტარ-პა­ტა­რა აგუ­რე­ბით, დიდ­ხანს შენ­დე­ბა... სწო­რედ ასე, დიდი ხნის შრო­მი­სა და მოთ­მი­ნე­ბის შე­დე­გად ვაღ­წევთ შე­დეგს, რო­მელ­საც წარ­მა­ტე­ბა ჰქვია. თუ გინ­და, მარ­თლა წარ­მა­ტე­ბუ­ლი გახ­დე, ჯერ შენი თავი უნდა ამო­იც­ნო, მიხ­ვდე, რისი მიღ­წე­ვა გსურს და ნელ-ნელა, ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ მი­აღ­წიო და­სა­ხულ მი­ზანს. ად­რეც მით­ქვამს: მე თბი­ლის­ში რომ ჩა­მო­ვე­დი, არც სახ­ლი მქონ­და და არც კარი, გა­მო­ნაც­ვა­ლი ტან­საც­მლით დავ­დი­ო­დი და თუ ვინ­მე რა­მეს მა­ჩუ­ქებ­და, ბავ­შვი­ვით მი­ხა­რო­და, მაგ­რამ დღეს ამა­ზე თა­მა­მად ვლა­პა­რა­კობ. ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, ბო­როტ ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არ მქო­ნია, ცხოვ­რე­ბის გზა­ზე სულ კე­თი­ლი ხალ­ხი მხვდე­ბო­და. წარ­მა­ტე­ბას მხო­ლოდ 30 წლის შემ­დეგ მი­ვაღ­წიე - მა­შინ, როცა უკვე კარ­გად მქონ­და გა­აზ­რე­ბუ­ლი ჩემი ცხოვ­რე­ბა, როცა ბევ­რი ვიშ­რო­მე, რომ ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა და სწო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მეს­წავ­ლა. ამ ცოდ­ნას და გა­მოც­დი­ლე­ბას ნელ-ნელა, მოთ­მი­ნე­ბით ვაგ­რო­ვებ­დი.

- პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზეც უნდა ვი­სა­უბ­როთ: ალ­ბათ თქვენც გყავთ მე­გობ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც მე­უღ­ლეს გა­შორ­დნენ და ამ­ბო­ბენ, რომ ახლა თავს უფრო მშვი­დად გრძნო­ბენ, რას ეუბ­ნე­ბით მათ?

- სხვა­თა შო­რის, მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი ცხოვ­რე­ბა­ში მეც მქო­ნია და ვიცი: არ­სე­ბობს წყვი­ლი, რო­მე­ლიც ერ­თმა­ნეთს ვერ შე­ე­გუა, ვერ შე­ე­წყო ხა­სი­ა­თით, მენ­ტა­ლო­ბით, სექ­სუ­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბით და ა.შ., მაგ­რამ ხომ არ­სე­ბობს ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა? ხომ შე­იძ­ლე­ბა დაჯ­დე, ადა­მი­ანს ყვე­ლა­ფე­რი აუხ­სნა და და­ე­ლა­პა­რა­კო? მე მა­გა­ლი­თად, ჩემს ყო­ფილ მე­უღ­ლე­ებ­თან იდე­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს: სა­ჩუქ­რებს ვუგ­ზავ­ნი და ისი­ნიც მიგ­ზავ­ნი­ან, და­ბა­დე­ბის დღე­ებს და დღე­სას­წა­უ­ლებს მი­ლო­ცა­ვენ...წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ირაკლი
1

ამ პიტალოს ტელევიზიაში ერთი წუთითაც არ გააჩერბდა ბადრი ..............

ნუნუ
5

ნეტა გიასნაირი იყოს იმედის ყველა წამყვანი. იმათმა ალუბლებიანი ან ყურძნებიანი ხალათები უნდა ჩაიცვან 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ჩემს ყოფილ მეუღლეებთან იდეალური ურთიერთობა მაქვს: საჩუქრებს ვუგზავნი..." - რას ამბობს გია ჯაჯანიძე პირად ურთიერთობებზე, პროფესიასა და განსხვავებულ სტილზე

"ჩემს ყოფილ მეუღლეებთან იდეალური ურთიერთობა მაქვს: საჩუქრებს ვუგზავნი..." - რას ამბობს გია ჯაჯანიძე პირად ურთიერთობებზე, პროფესიასა და განსხვავებულ სტილზე

ყოველთვის ღიმილიანი და პოზიტიური - ასე იცნობს ქართველი მაყურებელი ტელეწამყვან გია ჯაჯანიძეს. ჟურნალი "გზა" დაინტერესდა, როგორია მისი პოპულარობის და წარმატების საიდუმლო:

- როგორ ახერხებთ, რომ ამდენი წელია ტელეეკრანზე ხართ და ყოველთვის რეიტინგულ გადაცემებს აკეთებთ?

- ეს ყველაფერი იმდენად სიღრმისეულია, რომ უცებ ვერ აგიხსნით. ალბათ თქვენც იცით ბევრი ადამიანი, რომელიც ძალიან პოპულარული იყო, მაგრამ დღეს აღარავის ახსოვს. წარმატება ძნელად მიიღწევა, მაგრამ შეიძლება ასევე სწრაფად დაინგრეს. პოპულარობას შენარჩუნება სჭირდება და ამისთვის ბევრი უნდა იშრომო. წარმოიდგინეთ დიდი კედელი, რომელიც პატარ-პატარა აგურებით, დიდხანს შენდება... სწორედ ასე, დიდი ხნის შრომისა და მოთმინების შედეგად ვაღწევთ შედეგს, რომელსაც წარმატება ჰქვია. თუ გინდა, მართლა წარმატებული გახდე, ჯერ შენი თავი უნდა ამოიცნო, მიხვდე, რისი მიღწევა გსურს და ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მიაღწიო დასახულ მიზანს. ადრეც მითქვამს: მე თბილისში რომ ჩამოვედი, არც სახლი მქონდა და არც კარი, გამონაცვალი ტანსაცმლით დავდიოდი და თუ ვინმე რამეს მაჩუქებდა, ბავშვივით მიხაროდა, მაგრამ დღეს ამაზე თამამად ვლაპარაკობ. ყველაფრის მიუხედავად, ბოროტ ადამიანებთან ურთიერთობა არ მქონია, ცხოვრების გზაზე სულ კეთილი ხალხი მხვდებოდა. წარმატებას მხოლოდ 30 წლის შემდეგ მივაღწიე - მაშინ, როცა უკვე კარგად მქონდა გააზრებული ჩემი ცხოვრება, როცა ბევრი ვიშრომე, რომ ადამიანებთან ურთიერთობა და სწორი დამოკიდებულება მესწავლა. ამ ცოდნას და გამოცდილებას ნელ-ნელა, მოთმინებით ვაგროვებდი.

- პირად ურთიერთობებზეც უნდა ვისაუბროთ: ალბათ თქვენც გყავთ მეგობრები, რომლებიც მეუღლეს გაშორდნენ და ამბობენ, რომ ახლა თავს უფრო მშვიდად გრძნობენ, რას ეუბნებით მათ?

- სხვათა შორის, მსგავსი შემთხვევები ცხოვრებაში მეც მქონია და ვიცი: არსებობს წყვილი, რომელიც ერთმანეთს ვერ შეეგუა, ვერ შეეწყო ხასიათით, მენტალობით, სექსუალური ურთიერთობით და ა.შ., მაგრამ ხომ არსებობს ცივილიზებული ურთიერთობა? ხომ შეიძლება დაჯდე, ადამიანს ყველაფერი აუხსნა და დაელაპარაკო? მე მაგალითად, ჩემს ყოფილ მეუღლეებთან იდეალური ურთიერთობა მაქვს: საჩუქრებს ვუგზავნი და ისინიც მიგზავნიან, დაბადების დღეებს და დღესასწაულებს მილოცავენ...წაიკითხეთ ვრცლად