პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კლინიკაში მისული ონკოპაციენტი ამბობს, რომ ტერორისტია, რომელსაც 50 წელი უშედეგოდ ეძებდნენ - რა არის ცნობილი იაპონელი დამნაშავის შესახებ?
კლინიკაში მისული ონკოპაციენტი ამბობს, რომ ტერორისტია, რომელსაც 50 წელი უშედეგოდ ეძებდნენ - რა არის ცნობილი იაპონელი დამნაშავის შესახებ?

თით­ქმის 50 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ია­პო­ნი­ის პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბე­ბის კედ­ლებ­ზე სა­ტო­ში კი­რი­ში­მას ფოტო უც­ვლე­ლად ეკი­და - მა­მა­კა­ცი 1970-იან წლებ­ში ტე­რაქ­ტე­ბის სე­რი­ის მო­წყო­ბა­ში იყო ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი. ნა­ხე­ვარ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ძი­ე­ბის მან­ძილ­ზე პო­ლი­ცია მის და­ჭე­რას­თან ახ­ლო­საც არ ყო­ფი­ლა, მაგ­რამ შე­საძ­ლოა ახლა, სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად, ტე­რო­რის­ტი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის ხელ­ში აღ­მოჩ­ნდეს.

გა­სულ კვი­რას, ტო­კი­ოს მახ­ლობ­ლად მდე­ბა­რე ონ­კო­ლო­გი­უ­რი კლი­ნი­კის პა­ცი­ენ­ტმა გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ტო­ში კი­რი­ში­მა იყო. ოფი­ცი­ა­ლურ დო­კუ­მენ­ტში მა­მა­კა­ცი სხვა სა­ხე­ლი­თაა მოხ­სე­ნე­ბუ­ლი, პო­ლი­ცია მისი ვი­ნა­ო­ბის და­სად­გე­ნად დნმ-ის ანა­ლიზს იყე­ნებს.

  • სა­ტო­ში კი­რი­ში­მა აღ­მო­სავ­ლეთ აზი­ის ანტი-ია­პო­ნუ­რი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რი იყო - ია­პო­ნუ­რი მე­მარ­ცხე­ნე რა­დი­კა­ლუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის იმ­პე­რი­ა­ლიზ­მის წი­ნა­აღ­მდეგ იბ­რძო­და. დაჯ­გუ­ფე­ბა 1972 წელს გა­მოჩ­ნდა, მისი შემ­ქმნე­ლი კი ტო­კი­ოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის ის­ტო­რი­ის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტი მა­სა­ში და­ი­დო­ჯი იყო. უც­ნო­ბია ზუს­ტად რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი იყო გა­წევ­რი­ა­ნე­ბუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში. 1972 წლი­დან 1975 წლამ­დე მათ რამ­დე­ნი­მე შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ტე­რაქ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა მო­ა­ხერ­ხეს, რის შე­დე­გა­დაც ათო­ბით ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და ასო­ბით და­შავ­და.

1975 წლის მა­ის­ში პო­ლი­ცი­ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის შვი­დი წევ­რი და­ა­კა­ვა, მათ შო­რის, და­ი­დო­ჯი და მისი მე­უღ­ლე აია­კო. ძი­რი­თა­დი წევ­რე­ბი­დან მხო­ლოდ სა­ტო­ში კი­რი­ში­მამ და ჰა­სა­ი­ჩი უგა­ჯინ­მა მო­ა­ხერ­ხეს გაქ­ცე­ვა.

სა­ტო­ში კი­რი­ში­მა დღეს 70 წლის უნდა იყოს. იგი ონ­კო­ლო­გი­ურ კლი­ნი­კა­ში კი­ბოს დი­აგ­ნო­ზით მკურ­ნა­ლობს. ექი­მე­ბის გან­ცხა­დე­ბით მისი მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა.

კი­რი­ში­მას ბრა­ლად ედე­ბა 1975 წლის აპ­რილ­ში, ტო­კი­ოს კო­მერ­ცი­ულ გა­რე­უ­ბან­ში მდე­ბა­რე შე­ნო­ბის აფეთ­ქე­ბა, ტე­რო­რის­ტულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის უკა­ნო­ნო შე­ნახ­ვა და გა­მო­ყე­ნე­ბა. თუმ­ცა, იმ შემ­თხვე­ვა­შიც კი, თუ დნმ-ის ანა­ლიზ­მა და­ა­დას­ტუ­რა, რომ პა­ცი­ენ­ტი ნამ­დვი­ლად კი­რი­ში­მაა, მას სას­ჯე­ლი მა­ინც არ ემუქ­რე­ბა. პო­ლი­ცი­ის გან­ცხა­დე­ბით მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა უა­რეს­დე­ბა, საქ­მის იუ­რი­დი­უ­ლი დე­ტა­ლე­ბის გან­ხილ­ვას კი აზრი აღარ აქვს.

წყა­რო: BBC

თამაზი
0

ვერ მაითმინა, მოუნდა ჯიგარს სიკვდილის წინ გაბლატავება :).

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თბილისის საკრებულოსთან ავტომობიკებისა და ბაიკების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს
ავტორი:

კლინიკაში მისული ონკოპაციენტი ამბობს, რომ ტერორისტია, რომელსაც 50 წელი უშედეგოდ ეძებდნენ - რა არის ცნობილი იაპონელი დამნაშავის შესახებ?

კლინიკაში მისული ონკოპაციენტი ამბობს, რომ ტერორისტია, რომელსაც 50 წელი უშედეგოდ ეძებდნენ - რა არის ცნობილი იაპონელი დამნაშავის შესახებ?

თითქმის 50 წლის განმავლობაში, იაპონიის პოლიციის განყოფილებების კედლებზე სატოში კირიშიმას ფოტო უცვლელად ეკიდა - მამაკაცი 1970-იან წლებში ტერაქტების სერიის მოწყობაში იყო ეჭვმიტანილი. ნახევარსაუკუნოვანი ძიების მანძილზე პოლიცია მის დაჭერასთან ახლოსაც არ ყოფილა, მაგრამ შესაძლოა ახლა, სრულიად მოულოდნელად, ტერორისტი მართლმსაჯულების ხელში აღმოჩნდეს.

გასულ კვირას, ტოკიოს მახლობლად მდებარე ონკოლოგიური კლინიკის პაციენტმა განაცხადა, რომ სატოში კირიშიმა იყო. ოფიციალურ დოკუმენტში მამაკაცი სხვა სახელითაა მოხსენებული, პოლიცია მისი ვინაობის დასადგენად დნმ-ის ანალიზს იყენებს.

  • სატოში კირიშიმა აღმოსავლეთ აზიის ანტი-იაპონური შეიარაღებული დაჯგუფების წევრი იყო - იაპონური მემარცხენე რადიკალური ორგანიზაცია, რომელიც ქვეყნის იმპერიალიზმის წინააღმდეგ იბრძოდა. დაჯგუფება 1972 წელს გამოჩნდა, მისი შემქმნელი კი ტოკიოს უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტი მასაში დაიდოჯი იყო. უცნობია ზუსტად რამდენი ადამიანი იყო გაწევრიანებული ორგანიზაციაში. 1972 წლიდან 1975 წლამდე მათ რამდენიმე შეიარაღებული ტერაქტის განხორციელება მოახერხეს, რის შედეგადაც ათობით ადამიანი დაიღუპა და ასობით დაშავდა.

1975 წლის მაისში პოლიციამ ორგანიზაციის ხელმძღვანელობის შვიდი წევრი დააკავა, მათ შორის, დაიდოჯი და მისი მეუღლე აიაკო. ძირითადი წევრებიდან მხოლოდ სატოში კირიშიმამ და ჰასაიჩი უგაჯინმა მოახერხეს გაქცევა.

სატოში კირიშიმა დღეს 70 წლის უნდა იყოს. იგი ონკოლოგიურ კლინიკაში კიბოს დიაგნოზით მკურნალობს. ექიმების განცხადებით მისი მდგომარეობა მძიმეა.

კირიშიმას ბრალად ედება 1975 წლის აპრილში, ტოკიოს კომერციულ გარეუბანში მდებარე შენობის აფეთქება, ტერორისტულ საქმიანობაში მონაწილეობა და ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონო შენახვა და გამოყენება. თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ დნმ-ის ანალიზმა დაადასტურა, რომ პაციენტი ნამდვილად კირიშიმაა, მას სასჯელი მაინც არ ემუქრება. პოლიციის განცხადებით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, საქმის იურიდიული დეტალების განხილვას კი აზრი აღარ აქვს.

წყარო: BBC