მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცხოვრება ნახევარ მილიონ მეტრზე გადაჭიმულ სასახლეში, რუსულ-ებრაული ფესვები და "ღალატი მასკისგან" - როგორ ცხოვრობს Google-ის თანადამფუძნებელი, რომელსაც არასტანდარტულ მილიარდერს უწოდებენ
ცხოვრება ნახევარ მილიონ მეტრზე გადაჭიმულ სასახლეში, რუსულ-ებრაული ფესვები და "ღალატი მასკისგან" - როგორ ცხოვრობს Google-ის თანადამფუძნებელი, რომელსაც არასტანდარტულ მილიარდერს უწოდებენ

სერ­გეი ბრი­ნი - ამე­რი­კე­ლი კომ­პი­უ­ტე­რე­ბის მეც­ნი­ე­რი და მე­წარ­მე, რო­მელ­მაც ლარი პე­იჯ­თან ერ­თად Google და­ა­არ­სა. შე­უ­პოვ­რო­ბა, კრე­ა­ტი­უ­ლო­ბა, სწო­რი ხედ­ვა და ემო­ცი­უ­რი ინ­ტე­ლექ­ტი - ეს ბრი­ნის გა­მორ­ჩე­უ­ლი თვი­სე­ბე­ბია.

სერ­გეი მი­ხე­ი­ლის ძე ბრი­ნი და­ი­ბა­და 1973 წლის 21 აგ­ვის­ტოს რუსი ებ­რა­ე­ლის ოჯახ­ში, მოს­კოვ­ში. მისი მამა, მა­იკლ ბრი­ნი მა­თე­მა­ტი­კო­სია, ხოლო დედა, ევ­გე­ნია ბრი­ნი იყო NASA-ს გო­დარ­დის კოს­მო­სუ­რი ფრე­ნის ცენ­ტრის მეც­ნი­ე­რი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბრი­ნის ოჯა­ხი მოს­კოვ­ში ცხოვ­რე­ბით ტკბე­ბო­და, მა­იკლმა იცო­და, რომ სა­ბო­ლო­ოდ, სერ­გე­ის მისი საქ­მი­ა­ნო­ბა და შე­საძ­ლებ­ლო­ბა ეროვ­ნე­ბის გამო შე­ე­ზღუ­დე­ბო­და. 1977 წელს ის და­ეს­წრო მა­თე­მა­ტი­კის კონ­ფე­რენ­ცი­ას ვარ­შა­ვა­ში. დაბ­რუ­ნე­ბის­თა­ნა­ვე კი გა­მო­ა­ცხა­და, რომ დად­გა დრო, რომ ოჯა­ხი ემიგ­რა­ცი­ა­ში წა­სუ­ლი­ყო. ავ­სტრი­ი­სა და საფ­რან­გე­თის შემ­დეგ, სა­ბო­ლოო ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლად მათ ამე­რი­კა და­იმ­კვიდ­რეს, სა­დაც 1993 წელს სერ­გეი ბრინ­მა წარ­ჩი­ნე­ბით და­ამ­თავ­რა მე­რი­ლენ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტი. ამის შემ­დეგ კი პრეს­ტი­ჟუ­ლი სტენ­ფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ჯერი დად­გა.

  • გა­დამ­წყვე­ტი მო­მენ­ტი სერ­გეი ბრი­ნის ბი­ოგ­რა­ფი­ა­ში მოხ­და 1995 წლის მარ­ტში, რო­დე­საც ის შეხ­ვდა ლო­უ­რენს "ლარი" პე­იჯს, რო­მე­ლიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით Google-ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი გახ­და.

1995 წლის ზა­ფხულ­ში სერ­გეი ბრინს და­ე­ვა­ლა ლარი პე­ი­ჯის თან­ხლე­ბა კამ­პუს­ში. მა­ლე­ვე აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ ორი­ვე მათ­განს ძა­ლი­ან აწუ­ხებ­და მო­ნა­ცემ­თა დიდი ნაკ­რე­ბი­დან ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბის პრობ­ლე­მა. სერ­გეი და ლარი და­მე­გობ­რდნენ და 1996 წლის იან­ვარ­ში, სა­დოქ­ტო­რო დი­სერ­ტა­ცი­ის და­სა­წე­რად მომ­ზა­დე­ბი­სას, მათ და­ი­წყეს ერ­თობ­ლი­ვი მუ­შა­ო­ბა კვლე­ვით პრო­ექ­ტზე, რო­მე­ლიც შექ­მნი­ლია ინ­ტერ­ნეტ­ში ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბის მე­თო­დე­ბის ფუნ­და­მენ­ტუ­რად გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად. ისი­ნი ვა­რა­უ­დობ­დნენ, რომ ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი ყვე­ლა­ზე სა­სარ­გებ­ლო იყო.

ამი­ტომ ახალ­გაზ­რდა მეც­ნი­ე­რებ­მა წა­მო­ა­ყე­ნეს ჰი­პო­თე­ზა, რომ სა­ძი­ე­ბო სის­ტე­მა, რო­მე­ლიც აა­ნა­ლი­ზებს კავ­შირს ვებ­სა­ი­ტებს შო­რის და აფა­სებს მათ პო­პუ­ლა­რო­ბის მი­ხედ­ვით, უფრო ეფექ­ტუ­რი უნდა ყო­ფი­ლი­ყო.

ლარი და სერ­გეი, 1997 წელი

Google-ის და­არ­სე­ბა

1997 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე, ლა­რიმ და სერ­გე­იმ მო­ი­გო­ნეს BackRub-ის უფრო მიმ­ზიდ­ვე­ლი სა­ხე­ლი. სა­ბო­ლო­ოდ, ლა­რის მე­გობ­რის, შონ ან­დერ­სო­ნის დახ­მა­რე­ბით შე­ირ­ჩა სა­ხე­ლი Google. თავ­და­პირ­ვე­ლად, სა­ძი­ე­ბო სის­ტე­მის ვებ-გვერ­დი სტენ­ფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ძი­რე­ულ დო­მენ­ზე, google.stanford.edu - ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­და, თა­ვად google.com-ის და­ბა­დე­ბის თა­რი­ღად კი 1997 წლის 15 სექ­ტემ­ბე­რი ით­ვლე­ბა. Google-ი ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და სტენ­ფორ­დის სტუ­დენ­ტებს შო­რის და მათ და­ი­წყეს ფიქ­რი იმა­ზე, თუ რო­გორ გა­ეყ­ვა­ნათ ის სტენ­ფორ­დის კედ­ლე­ბის მიღ­მა.

პირ­ველ რიგ­ში, ისი­ნი ცდი­ლობ­დნენ გა­ე­ყი­დათ თა­ვი­ან­თი იდეა AltaVista-სთვის 1 მი­ლი­ონ დო­ლა­რად, მაგ­რამ პოლ ფლა­ჰერ­ტიმ, AltaVista-ს გა­მომ­გო­ნე­ბელ­მა, უარ­ყო მათი წი­ნა­და­დე­ბა. სერ­გეი და ლარი ასე­ვე ცდი­ლობ­დნენ მის გა­ყიდ­ვას Yahoo!, Excite-ზე, მაგ­რამ საქ­მე სხვაგ­ვა­რად გან­ვი­თარ­და.1998 წლის 7 სექ­ტემ­ბერს Google და­არ­სდა რო­გორც შე­ზღუ­დუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის კომ­პა­ნია, Google Inc. ლარი პე­ი­ჯი გახ­და აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი, ხოლო სერ­გეი ბრი­ნი გახ­და პრე­ზი­დენ­ტი.

მათი პირ­ვე­ლი ოფი­სი იყო ნა­ქი­რა­ვე­ბი ავ­ტო­ფა­რე­ხი სუ­ზან ვო­ი­ციც­კის­გან, სერ­გეი ბრი­ნის შეყ­ვა­რე­ბუ­ლის ენ ვო­ი­ციც­კის დის­გან, რო­მე­ლიც კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში მდე­ბა­რე­ობ­და. 1999 წლის ბო­ლოს­თვის Google ამუ­შა­ვებ­და და­ახ­ლო­ე­ბით 7 მი­ლი­ონ ძი­ე­ბას დღე­ში, ხოლო 2000 წლის შუა რი­ცხვებ­ში დღე­ში სა­შუ­ა­ლოდ 18 მი­ლი­ონ ძი­ე­ბას ახორ­ცი­ე­ლებ­და. კომ­პა­ნია თვე­ში 500 000 აშშ დო­ლარს ხარ­ჯავ­და სა­ო­პე­რა­ციო ხარ­ჯებ­ში მუდ­მი­ვი ზრდის­თვის.

სახ­ლი, სა­დაც ლარი პე­ი­ჯ­მა და სერ­გეი ბრინ­მა იქი­რა­ვეს ავ­ტო­ფა­რე­ხი, GOOGLE-ის შე­საქ­მნე­ლად

ერიკ შმი­დტი - Google-ის ახა­ლი აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი

სერ­გეი ბრინ­მა და ლარი პე­ი­ჯ­მა კომ­პა­ნი­ის მარ­თვის ტვირ­თი მა­ნამ აი­ღეს, სა­ნამ თა­ნამ­შრომ­ლე­ბის რი­ცხვი 200-ს არ გა­დას­ცდა. 2001 წლის აგ­ვის­ტო­ში ლარი პე­ი­ჯ­მა აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის კომ­პე­ტენ­ცია ერიკ შმი­დტს გა­დას­ცა, ინ­დუსტრი­ის ვე­ტე­რანს, რო­მე­ლიც იყო Sun Microsystems-ის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მთა­ვა­რი ოფი­ცე­რი და Novell-ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი. სერ­გეი ბრი­ნი გახ­და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის პრე­ზი­დენ­ტი, ხოლო ლარი პე­ი­ჯი პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პრო­დუქ­ტის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე იყო. 2001 წლის ბო­ლოს Google-ის შე­მო­სა­ვალ­მა 85 მი­ლი­ონ დო­ლარს მი­აღ­წია და ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მომ­გე­ბი­ა­ნი კომ­პა­ნია გახ­და.

გა­ფარ­თო­ე­ბა

2000 წლის მა­ის­ში სერ­გეი ბრინ­მა და ლარი პე­ი­ჯ­მა და­ი­წყეს Google-ის სერ­ვი­სე­ბის სა­ზღვარ­გა­რეთ გა­ფარ­თო­ე­ბა. მალე Google ათი ენა­ზე მუ­შა­ობ­და: და­ნი­უ­რი, პორ­ტუ­გა­ლი­უ­რი, ფი­ნუ­რი, ეს­პა­ნუ­რი, გერ­მა­ნუ­ლი, იტა­ლი­უ­რი, შვე­დუ­რი, ფრან­გუ­ლი, ჰო­ლან­დი­უ­რი და ნორ­ვე­გი­უ­ლი. სერ­გე­იმ და ლა­რიმ ოთხი თვის შემ­დეგ ჩი­ნუ­რი, კო­რე­უ­ლი და ია­პო­ნუ­რი და­ა­მა­ტეს.

2002 წლის­თვის Google 72 ენა­ზე მუ­შა­ობ­და. 2004 წლის 1 აპ­რილს ახალ­გაზ­რდა ინო­ვა­ტო­რებ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბას წა­რუდ­გი­ნეს Gmail, პოლ ბუ­ხე­ი­ტის მიერ შექ­მნი­ლი უფა­სო ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტის სერ­ვი­სი. 2014 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, Gmail-ში 500 მი­ლი­ონ­ზე მეტი აქ­ტი­უ­რი ან­გა­რი­ში იყო. 2005 წლის 8 თე­ბერ­ვალს ბრინ­მა და ლე­რიმ წარ­მო­ად­გი­ნეს Google Maps, ვებ რუ­კე­ბის სერ­ვი­სი. 2006 წლის 9 ოქ­ტომ­ბერს Google Inc.-მა YouTube 1,65 მი­ლი­არდ დო­ლა­რად იყი­და. YouTube არის ვი­დეო გა­ზი­ა­რე­ბის სერ­ვი­სი, რო­მე­ლიც თავ­და­პირ­ვე­ლად სტივ ჩენ­მა, ჩად ჰარ­ლიმ და ჯაუდ კა­რიმ­მა და­ა­არ­სეს.

ლარი და სერ­გეი, 2003 წელი

პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა

2007 წლის მა­ის­ში სერ­გეი ბრინ­მა ანა ვო­ი­ციც­კი­ზე იქორ­წი­ნა. 2008 წლის დე­კემ­ბერ­ში მათ შე­ე­ძი­ნათ ვაჟი, ხოლო 2012 წლის და­სა­წყის­ში - ქა­ლიშ­ვი­ლი. 2013 წლის 28 აგ­ვის­ტოს ისი­ნი და­შორ­დნენ.

სერ­გეი ბრი­ნი და ანა ვო­ი­ციც­კი

2018 წელს ბრინ­მა მე­ო­რედ იქორ­წი­ნა. ამ­ჯე­რად მისი რჩე­უ­ლი ნი­კოლ შა­ნა­ჰა­ნი გახ­და, რო­მელ­თა­ნაც ქა­ლიშ­ვი­ლი შე­ე­ძი­ნა, თუმ­ცა 2022 წელს ისი­ნი ერ­თმა­ნეთს და­შორ­დნენ. მი­ზე­ზი ნი­კო­ლი­სა და ბრი­ნის მე­გობ­რის, ილონ მას­კის ფა­რუ­ლი რო­მა­ნი გახ­და.

ცხოვ­რე­ბის წესი

სერ­გეი ბრი­ნი არის ათო­ბით პუბ­ლი­კა­ცი­ის ავ­ტო­რი და თა­ნა­ავ­ტო­რი წამ­ყვან ამე­რი­კულ აკა­დე­მი­ურ ჟურ­ნა­ლებ­ში. ის ასე­ვე რე­გუ­ლა­რუ­ლად გა­მო­დის სხვა­დას­ხვა ეროვ­ნულ და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო, ბიზ­ნეს და ტექ­ნო­ლო­გი­ურ ფო­რუ­მებ­ზე.

ხში­რად სა­უბ­რობს პრე­სას­თან მის შე­ხე­დუ­ლე­ბებ­ზე სა­ძი­ე­ბო ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ზე და თა­ვად IT ინ­დუსტრი­ა­ზე. უყ­ვარს ჯინ­სი და სპორ­ტუ­ლი ქურ­თუ­კი, თა­მა­შობს ჰო­კე­ის და ცხოვ­რობს კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში, 557 კვ მეტრზე გა­და­ჭი­მულ სა­სახ­ლე­ში, მარ­თავს Tesla Roadster-ს და Toyota Prius-ს. ამ დრო­ის­თვის, Forbes-ის მო­ნა­ცე­მე­ბით, ბრი­ნის სიმ­დიდ­რე 121,6 მლრდ დო­ლარს შე­ად­გენს.

ავ­ტო­რი: ეკა დარ­ჩი­აშ­ვი­ლი

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სად ნახეთ
1

ბოლოს როდის იძებნება მისი ინტერვიუ?

ბოლოს სად ნახეთ მისი მონაწილეობა რომელიმე ღონისძიებაზე?

რომელი წლის სტატიაა თარგმნილი?

ფატი
1

ჩვენ ახალგაზრდა სპორტსმენ ბიჭებს და მოხუც ბიზნესმენებს რო დაერიენ ეს გოლდ დიგერები, აგერ ა, 500 კმ სახლები აქვთ ამერიკაში იქაურ მილიარდერებს. პლასტიკური ქირურგის მისამართს მირანდა შელია ასწავლით. წინა სტატიიდან. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ცხოვრება ნახევარ მილიონ მეტრზე გადაჭიმულ სასახლეში, რუსულ-ებრაული ფესვები და "ღალატი მასკისგან" - როგორ ცხოვრობს Google-ის თანადამფუძნებელი, რომელსაც არასტანდარტულ მილიარდერს უწოდებენ

ცხოვრება ნახევარ მილიონ მეტრზე გადაჭიმულ სასახლეში, რუსულ-ებრაული ფესვები და "ღალატი მასკისგან" - როგორ ცხოვრობს Google-ის თანადამფუძნებელი, რომელსაც არასტანდარტულ მილიარდერს უწოდებენ

სერგეი ბრინი - ამერიკელი კომპიუტერების მეცნიერი და მეწარმე, რომელმაც ლარი პეიჯთან ერთად Google დააარსა. შეუპოვრობა, კრეატიულობა, სწორი ხედვა და ემოციური ინტელექტი - ეს ბრინის გამორჩეული თვისებებია.

სერგეი მიხეილის ძე ბრინი დაიბადა 1973 წლის 21 აგვისტოს რუსი ებრაელის ოჯახში, მოსკოვში. მისი მამა, მაიკლ ბრინი მათემატიკოსია, ხოლო დედა, ევგენია ბრინი იყო NASA-ს გოდარდის კოსმოსური ფრენის ცენტრის მეცნიერი. მიუხედავად იმისა, რომ ბრინის ოჯახი მოსკოვში ცხოვრებით ტკბებოდა, მაიკლმა იცოდა, რომ საბოლოოდ, სერგეის მისი საქმიანობა და შესაძლებლობა ეროვნების გამო შეეზღუდებოდა. 1977 წელს ის დაესწრო მათემატიკის კონფერენციას ვარშავაში. დაბრუნებისთანავე კი გამოაცხადა, რომ დადგა დრო, რომ ოჯახი ემიგრაციაში წასულიყო. ავსტრიისა და საფრანგეთის შემდეგ, საბოლოო ადგილსამყოფელად მათ ამერიკა დაიმკვიდრეს, სადაც 1993 წელს სერგეი ბრინმა წარჩინებით დაამთავრა მერილენდის უნივერსიტეტი. ამის შემდეგ კი პრესტიჟული სტენფორდის უნივერსიტეტის ჯერი დადგა.

  • გადამწყვეტი მომენტი სერგეი ბრინის ბიოგრაფიაში მოხდა 1995 წლის მარტში, როდესაც ის შეხვდა ლოურენს "ლარი" პეიჯს, რომელიც მოგვიანებით Google-ის აღმასრულებელი დირექტორი გახდა.

1995 წლის ზაფხულში სერგეი ბრინს დაევალა ლარი პეიჯის თანხლება კამპუსში. მალევე აღმოაჩინეს, რომ ორივე მათგანს ძალიან აწუხებდა მონაცემთა დიდი ნაკრებიდან ინფორმაციის მოპოვების პრობლემა. სერგეი და ლარი დამეგობრდნენ და 1996 წლის იანვარში, სადოქტორო დისერტაციის დასაწერად მომზადებისას, მათ დაიწყეს ერთობლივი მუშაობა კვლევით პროექტზე, რომელიც შექმნილია ინტერნეტში ინფორმაციის მოძიების მეთოდების ფუნდამენტურად გასაუმჯობესებლად. ისინი ვარაუდობდნენ, რომ ყველაზე პოპულარული მონაცემები ყველაზე სასარგებლო იყო.

ამიტომ ახალგაზრდა მეცნიერებმა წამოაყენეს ჰიპოთეზა, რომ საძიებო სისტემა, რომელიც აანალიზებს კავშირს ვებსაიტებს შორის და აფასებს მათ პოპულარობის მიხედვით, უფრო ეფექტური უნდა ყოფილიყო.

ლარი და სერგეი, 1997 წელი

Google-ის დაარსება

1997 წლის შემოდგომაზე, ლარიმ და სერგეიმ მოიგონეს BackRub-ის უფრო მიმზიდველი სახელი. საბოლოოდ, ლარის მეგობრის, შონ ანდერსონის დახმარებით შეირჩა სახელი Google. თავდაპირველად, საძიებო სისტემის ვებ-გვერდი სტენფორდის უნივერსიტეტის ძირეულ დომენზე, google.stanford.edu - ფუნქციონირებდა, თავად google.com-ის დაბადების თარიღად კი 1997 წლის 15 სექტემბერი ითვლება. Google-ი ძალიან პოპულარული გახდა სტენფორდის სტუდენტებს შორის და მათ დაიწყეს ფიქრი იმაზე, თუ როგორ გაეყვანათ ის სტენფორდის კედლების მიღმა.

პირველ რიგში, ისინი ცდილობდნენ გაეყიდათ თავიანთი იდეა AltaVista-სთვის 1 მილიონ დოლარად, მაგრამ პოლ ფლაჰერტიმ, AltaVista-ს გამომგონებელმა, უარყო მათი წინადადება. სერგეი და ლარი ასევე ცდილობდნენ მის გაყიდვას Yahoo!, Excite-ზე, მაგრამ საქმე სხვაგვარად განვითარდა.1998 წლის 7 სექტემბერს Google დაარსდა როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანია, Google Inc. ლარი პეიჯი გახდა აღმასრულებელი დირექტორი, ხოლო სერგეი ბრინი გახდა პრეზიდენტი.

მათი პირველი ოფისი იყო ნაქირავები ავტოფარეხი სუზან ვოიციცკისგან, სერგეი ბრინის შეყვარებულის ენ ვოიციცკის დისგან, რომელიც კალიფორნიაში მდებარეობდა. 1999 წლის ბოლოსთვის Google ამუშავებდა დაახლოებით 7 მილიონ ძიებას დღეში, ხოლო 2000 წლის შუა რიცხვებში დღეში საშუალოდ 18 მილიონ ძიებას ახორციელებდა. კომპანია თვეში 500 000 აშშ დოლარს ხარჯავდა საოპერაციო ხარჯებში მუდმივი ზრდისთვის.

სახლი, სადაც ლარი პეიჯმა და სერგეი ბრინმა იქირავეს ავტოფარეხი, GOOGLE-ის შესაქმნელად

ერიკ შმიდტი - Google-ის ახალი აღმასრულებელი დირექტორი

სერგეი ბრინმა და ლარი პეიჯმა კომპანიის მართვის ტვირთი მანამ აიღეს, სანამ თანამშრომლების რიცხვი 200-ს არ გადასცდა. 2001 წლის აგვისტოში ლარი პეიჯმა აღმასრულებელი დირექტორის კომპეტენცია ერიკ შმიდტს გადასცა, ინდუსტრიის ვეტერანს, რომელიც იყო Sun Microsystems-ის ტექნოლოგიების მთავარი ოფიცერი და Novell-ის აღმასრულებელი დირექტორი. სერგეი ბრინი გახდა ტექნოლოგიების პრეზიდენტი, ხოლო ლარი პეიჯი პასუხისმგებელი პროდუქტის განვითარებაზე იყო. 2001 წლის ბოლოს Google-ის შემოსავალმა 85 მილიონ დოლარს მიაღწია და ის ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი კომპანია გახდა.

გაფართოება

2000 წლის მაისში სერგეი ბრინმა და ლარი პეიჯმა დაიწყეს Google-ის სერვისების საზღვარგარეთ გაფართოება. მალე Google ათი ენაზე მუშაობდა: დანიური, პორტუგალიური, ფინური, ესპანური, გერმანული, იტალიური, შვედური, ფრანგული, ჰოლანდიური და ნორვეგიული. სერგეიმ და ლარიმ ოთხი თვის შემდეგ ჩინური, კორეული და იაპონური დაამატეს.

2002 წლისთვის Google 72 ენაზე მუშაობდა. 2004 წლის 1 აპრილს ახალგაზრდა ინოვატორებმა საზოგადოებას წარუდგინეს Gmail, პოლ ბუხეიტის მიერ შექმნილი უფასო ელექტრონული ფოსტის სერვისი. 2014 წლის მონაცემებით, Gmail-ში 500 მილიონზე მეტი აქტიური ანგარიში იყო. 2005 წლის 8 თებერვალს ბრინმა და ლერიმ წარმოადგინეს Google Maps, ვებ რუკების სერვისი. 2006 წლის 9 ოქტომბერს Google Inc.-მა YouTube 1,65 მილიარდ დოლარად იყიდა. YouTube არის ვიდეო გაზიარების სერვისი, რომელიც თავდაპირველად სტივ ჩენმა, ჩად ჰარლიმ და ჯაუდ კარიმმა დააარსეს.

ლარი და სერგეი, 2003 წელი

პირადი ცხოვრება

2007 წლის მაისში სერგეი ბრინმა ანა ვოიციცკიზე იქორწინა. 2008 წლის დეკემბერში მათ შეეძინათ ვაჟი, ხოლო 2012 წლის დასაწყისში - ქალიშვილი. 2013 წლის 28 აგვისტოს ისინი დაშორდნენ.

სერგეი ბრინი და ანა ვოიციცკი

2018 წელს ბრინმა მეორედ იქორწინა. ამჯერად მისი რჩეული ნიკოლ შანაჰანი გახდა, რომელთანაც ქალიშვილი შეეძინა, თუმცა 2022 წელს ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. მიზეზი ნიკოლისა და ბრინის მეგობრის, ილონ მასკის ფარული რომანი გახდა.

ცხოვრების წესი

სერგეი ბრინი არის ათობით პუბლიკაციის ავტორი და თანაავტორი წამყვან ამერიკულ აკადემიურ ჟურნალებში. ის ასევე რეგულარულად გამოდის სხვადასხვა ეროვნულ და საერთაშორისო საგანმანათლებლო, ბიზნეს და ტექნოლოგიურ ფორუმებზე.

ხშირად საუბრობს პრესასთან მის შეხედულებებზე საძიებო ტექნოლოგიებზე და თავად IT ინდუსტრიაზე. უყვარს ჯინსი და სპორტული ქურთუკი, თამაშობს ჰოკეის და ცხოვრობს კალიფორნიაში, 557 კვ მეტრზე გადაჭიმულ სასახლეში, მართავს Tesla Roadster-ს და Toyota Prius-ს. ამ დროისთვის, Forbes-ის მონაცემებით, ბრინის სიმდიდრე 121,6 მლრდ დოლარს შეადგენს.

ავტორი: ეკა დარჩიაშვილი