ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის რაჟდენ კუპრაშვილის ანაზღაურებამ 2022 წელს სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე 37 632 ლარი შეადგინა. აღნიშნულის შესახებ მის მიერ 2023 წლის 26 აპრილს შევსებული ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში 2022 წლის 30 ნოემბერს შეიქმნა დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ანტიკორუფციული ბიურო, რომლის ამოცანაა, ხელი შეუწყოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას. ბიურო, ასევე, უზრუნველყოფს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირებას, მონიტორინგსა და საჯაროობას. გააგრძელეთ კითხვა