პოპ-MMA-ის მებრძოლი, დაღესტნელი მაგომედ "ვენომი“ ზაინალოვი მე-10 სართულიდან გადმოვარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სპორტსმენი ედუარდ კუზმინოვი ავრცელებს, რომელსაც 2 თებერვალს "ვენომის“ წინააღმდეგ ბრძოლა ჰქონდა ჩანიშნული.
ახლა ვხვდები, რომ სულ არ მაინტერესებს გამარჯვება. მინდა. "ვენომისთვის“ ვილოცო, ყველაფერი კარგად ჰქონდეს და მალე გამოჯანმრთელდეს. მოდით, ვილოცოთ მისთვის. ყველაფერი ხდება ცხოვრებაში. ღმერთმა ქნას, რომ ყველაფერი კარგად იყოს“, - წერს კუზმინოვი სოციალურ ქსელში.
როგორც კუზმინოვმა თქვა, ახლა მაგომედი რეანიმაციაშია. "ტელეგრამ" არხი SHOT ავრცელებს მებრძოლის ჩამოვარდნის პირველ კადრებს. 24 წლის ზაინალოვის სიცოცხლე იმან იხსნა, რომ სპორტსმენი მანქანაზე დაეცა.
აღსანიშნავია, რომ Nissan X-Trail-ის მძღოლი, რომლის მანქანასაც სპორტსმენი დაეცა, აპირებს რომ მას უჩივლოს, რადგან მანქანა დაზიანდა და ასეთი შემთხვევისას დაზიანებული ავტომობილის აღდგენის ხარჯს სადაზღვევო არ ანაზღაურებს.
Mash-ის ინფორმაციით, ზაინალოვი კატის გადარჩენას ცდილობდა. მისი ცოლის თქმით, შინაური ცხოველი ცოტახნის წინ მოიყვანეს. 23 იანვარს კატა აივანზე გავიდა და ჟოლობზე აღმოჩნდა. ზაინალოვმა მისი ჩამოყვანა სცადა, მაგრამ ჩამოვარდა. სპორტსმენს ფეხები აქვს მოტეხილი. მებრძოლის მენეჯერი ვიტალი ტარასოვი ამბობს, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ხოლო Hardcore MMA, სადაც ზაინალოვი ასპარეზობს, დაშავებულს ფინანსურად დაეხმარება.