გუშინ, თბილისში მკვლელობა მოხდა. ორბელიანის მოედნის ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცი, ნიკიტა აგიევი სასიკვდილოდ დაჭრეს. აგიევი კლინიკაში მიყვანამდე, სასწრაფო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა.
დასისხლიანებული მამაკაცი უგონო მდგომარეობაში ქუჩაში მოქალაქეებმა ნახეს. მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. სამივე ახალგაზრდა შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. აღნიშნულ საქმეზე შსს-მ გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.
ახალგაზრდებმა შემდეგ ქუჩაში გადაინაცვლეს. ნიკიტა აგიევზე თავდასხმასა და მკვლელობაში სამივე ახალგაზრდა მონაწილეობდა, რომლებიც შემთხვევის ადგილიდან პოლიციის მისვლამდე გაიქცნენ.
სათვალთვალო კამერების ჩანაწერების საშუალებით სამართალდამცველებმა დამნაშავეთა იდენტიფიცირება მალევე მოახდინეს.
რა განცხადებას ავრცელებს შსს?
"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2005 წელს დაბადებული ს.პ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მიმდინარე წლის 25 იანვარს, თბილისში, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა - 2003 წელს დაბადებულ ნ.ა.-ს., რის შემდგომაც ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავა. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს".
ამ და ამავე თემაზე მეორე სტატიის შეჯამებით რა გამოდის, რომ წარსულში 19 წლისამ 15 წლისა დაჭრა და პასუხი არ აგო, დაჭრილმა 16 წლის ასაკში სასიკვდილო შურისძიება სცადა, მაგრამ უშედეგოდ და 18 წლის ასაკში უკვე მოკლა.
ჯუნგლებად იქცა ეს ქვეყანა, ან უარესად, რადგან ნამდვილი ჯუნგლებისგან განსხვავებით ჯანსაღი ეკოლოგიური მდგომარეობაც არა აქვს.
10 წელი? სასაცილო კანონმდებლობაა სატირალი რო არ იყოს