ავტორი:

ისარგებლეთ გადახდის სპეციალური პირობებით აპარტამენტებზე ბაკურიანში და გააკეთეთ გონივრული ინვესტიცია

ისარგებლეთ გადახდის სპეციალური პირობებით აპარტამენტებზე ბაკურიანში და გააკეთეთ გონივრული ინვესტიცია

„ტერასა რეზორტ ბაკურიანის“ პრემიუმ კლასის აპარტამენტებზე სპეციალური შეთავაზება დაიწყო - ნებისმიერი აპარტამენტის განვადებით შეძენის შემთხვევაში, 1 კვ.მ-ის ფასი 1350$ იქნება.

განვადებით სარგებლობისას პირველადი შენატანის მოცულობა 20%-ია, დარჩენილ 80%-ს კი მესაკუთრე მშენებლობის დასრულების შემდეგ იხდის.

ტერასა რეზორტ ბაკურიანი მრავალფუნქციური პროექტია, რომელიც აერთიანებს სრულად გარემონტებულ, ავეჯითა და ტექნიკით აღჭურვილ აპარტამენტებსა და სასტუმროს ნომრებს, რესტორანს, ბარს, სკი დეპოს, დახურულ აუზს, საბავშვო გასართობ და დასასვენებელ სივრცეებს, საპიკნიკე და 4 800 კვადრატულ მეტრ რეკრეაციულ ზონას.

აღსანიშნავია, რომ პროექტი სრულად ენერგოეფექტური იქნება, რადგან თბოიზოლაცია უმაღლესი ხარისხის პერლიტითა და დათბუნების მასალით კეთდება. აღნიშნული მასალები აპარტამენტებსა და სასტუმროს ნომრებში სითბოს შენარჩუნებასა და საცხოვრებლად კომბინირებული გარემოს შექმნას უწყობს ხელს.

„ტერასა რეზორტ ბაკურიანის“ სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები უკვე დასკვნით ეტაპზეა. საცხოვრებელი აპარტამენტების ჩაბარება დაიწყება 2024 წლის მარტის თვიდან, ხოლო სასტრუმროს ნომრების სექტემბრის თვიდან. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, „ტერასა ჯგუფს“ თავიანთი საკონტაქტო ინფორმაცია დაუტოვონ და კომპანიის წარმომადგენლები დეტალებს პირადად გააცნობენ.

R