Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"10 ლარიც იშოვე და წამოდი" - თბილისში დედა არასრულწლოვან შვილს მოწყალების თხოვნას აიძულებდა: რა ვიდეომასალას ავრცელებს შსს?
"10 ლარიც იშოვე და წამოდი" - თბილისში დედა არასრულწლოვან შვილს მოწყალების თხოვნას აიძულებდა: რა ვიდეომასალას ავრცელებს შსს?

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს ტრე­ფი­კინ­გის და უკა­ნო­ნო მიგ­რა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, არას­რულ­წლო­ვა­ნით ვაჭ­რო­ბის და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი სქე­მა გა­მო­ავ­ლი­ნეს, 2 პირი და­ა­კა­ვეს, ხოლო ერთ პირს ბრა­ლი წა­რედ­გი­ნა.

ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბის ცნო­ბით, 1989 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნ.ა.-ს ბრა­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნით ვაჭ­რო­ბა­ში ედე­ბა, ხოლო გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლია 1981 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ო.ჭ., ამა­ვე და­ნა­შა­უ­ლის­თვის ბრა­ლი წა­რედ­გი­ნა ამ­ჟა­მად პა­ტიმ­რო­ბა­ში მყოფ 1991 წელს და­ბა­დე­ბულ ბ.ბ.-ს.

„და­ნა­შა­უ­ლი 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა ნ.ა.-მ შე­ი­მუ­შა­ვა არას­რულ­წლო­ვა­ნით ვაჭ­რო­ბის სქე­მა, რომ­ლის სის­რუ­ლე­ში მოყ­ვა­ნი­სა და შრო­მი­თი ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის გა­წე­ვის მიზ­ნით, არას­რულ­წლო­ვან შვილს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლით აი­ძუ­ლებ­და თბი­ლი­სის სხვა­დას­ხვა უბან­ში ეთხო­ვა მო­წყა­ლე­ბა, მი­ღე­ბულ თან­ხას კი სრუ­ლად ისა­კუთ­რებ­და.

ასე­ვე, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი ნ.ა.-ს მიერ არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ლი იყო წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი ო.ჭ.-სა და პა­ტიმ­რო­ბა­ში მყოფ ბ.ბ.-სთვის.

გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 143 სე­კუნ­და მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით და 376-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს“, - ნათ­ქვა­მია გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
hm
2

ეს ციგნის ბავშვებზე არ მოქმდებს! მიტომ რომ სახელწიფო არის მათთან გარიგებული ხო დიახ, აბა მაშინ რატომ მათ არ სჯიან?

ხოო კი ეგრეა

სალომე
2

მეტროში პატრულს რომ უთხრა მათხოვრები მოაცილეო გვიკრძალავენო აი მაგათი პასუხი ქალაქის მერი უნდა ჩამოვიდეს მეტროში და თავის თვალებით უნდა ნახოს რა ხდება იქნებ შერცხვეს და აღარა თქვას სიცოცხლით სავსე ქალაქზე არაფერი თან ამდენი ტურისტი ჩამოდის და ძირითადად მეტროთი მგზავრობენ,ცალკე ძაღლები ცალკე მათხოვრები ეს არის სავიზიტო ბარათი თბილისის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

"10 ლარიც იშოვე და წამოდი" - თბილისში დედა არასრულწლოვან შვილს მოწყალების თხოვნას აიძულებდა: რა ვიდეომასალას ავრცელებს შსს?

"10 ლარიც იშოვე და წამოდი" - თბილისში დედა არასრულწლოვან შვილს მოწყალების თხოვნას აიძულებდა: რა ვიდეომასალას ავრცელებს შსს?

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, არასრულწლოვანით ვაჭრობის დანაშაულებრივი სქემა გამოავლინეს, 2 პირი დააკავეს, ხოლო ერთ პირს ბრალი წარედგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, 1989 წელს დაბადებული ნ.ა.-ს ბრალი არასრულწლოვანით ვაჭრობაში ედება, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულია 1981 წელს დაბადებული ო.ჭ., ამავე დანაშაულისთვის ბრალი წარედგინა ამჟამად პატიმრობაში მყოფ 1991 წელს დაბადებულ ბ.ბ.-ს.

„დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ნ.ა.-მ შეიმუშავა არასრულწლოვანით ვაჭრობის სქემა, რომლის სისრულეში მოყვანისა და შრომითი ექსპლუატაციის გაწევის მიზნით, არასრულწლოვან შვილს ფსიქოლოგიური ზეწოლით აიძულებდა თბილისის სხვადასხვა უბანში ეთხოვა მოწყალება, მიღებულ თანხას კი სრულად ისაკუთრებდა.

ასევე, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული ნ.ა.-ს მიერ არასრულწლოვანი შვილის მიმართ განხორციელებული მძიმე დანაშაულის შესახებ ცნობილი იყო წარსულში ნასამართლევი ო.ჭ.-სა და პატიმრობაში მყოფ ბ.ბ.-სთვის.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 სეკუნდა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.