მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სიკვდილი აზოტის ჰიპოქსიით - აშშ-ში 58 წლის კაცი უმაღლესი სასჯელით ახალი მეთოდით დასაჯეს
სიკვდილი აზოტის ჰიპოქსიით - აშშ-ში 58 წლის კაცი უმაღლესი სასჯელით ახალი მეთოდით დასაჯეს

აშშ-ის მო­ქა­ლა­ქე კე­ნეტ იუ­ჯინ სმი­ტი აზო­ტის ჰი­პოქ­სი­ის გა­მო­ყე­ნე­ბით, სიკ­ვდი­ლით და­სა­ჯეს. ეს არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა მსოფ­ლი­ო­ში, რო­დე­საც სიკ­ვდი­ლით და­სას­ჯე­ლად ეს მე­თო­დი გა­მო­ი­ყე­ნეს.

მძი­მე პრო­ცე­სი მსოფ­ლიო მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მო­ექ­ცა. სას­ჯე­ლის უმაღ­ლე­სი ზომა ჰომ­ლა­ნის ცი­ხე­ში აღ­სრულ­და.

აზო­ტის ჰი­პოქ­სი­ის გა­მო­ყე­ნე­ბით სიკ­ვდი­ლით დას­ჯა ამ დრომ­დე შე­უ­მოწ­მე­ბე­ლი და გა­მო­უც­დე­ლი პრო­ცე­დუ­რა იყო, სიკ­ვდილ­მის­ჯილს აზოტს აძ­ლე­ვენ სა­ხის ნიღ­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით. აზო­ტი მის სხე­ულ­ში შე­დის 15 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, რა­საც მოჰ­ყვე­ბა სიკ­ვდი­ლი ჟანგბა­დის ნაკ­ლე­ბო­ბის გამო.

პა­ტიმ­რის ად­ვო­კა­ტე­ბი სიკ­ვდი­ლით დას­ჯის მე­თოდს აპ­რო­ტეს­ტებ­დნენ და ამ­ტკი­ცებ­დნენ, რომ მათი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი "საც­დე­ლი სუ­ბი­ექ­ტი" იყო.

სმიტს სა­სიკ­ვდი­ლო გა­ნა­ჩე­ნი1988 წელს ჩა­დე­ნი­ლი მკვლე­ლო­ბის­თვის მი­ე­სა­ჯა. 1000 აშშ დო­ლა­რი - ეს არის სწო­რედ იმ თან­ხის ოდე­ნო­ბა, რომ­ლის სა­ნაც­ვლო­დაც კე­ნეტ იუ­ჯინ სმიტ­მა, ორ თა­ნამ­ზრახ­ველ­თან ერ­თად, შეკ­ვე­თით მოკ­ლა პას­ტო­რის ცოლი ელი­ზა­ბეტ სე­ნე­ტი. ქალს ცივი ია­რა­ღით 9 ჭრი­ლო­ბა ჰქონ­და მი­ყე­ნე­ბუ­ლი - 8 მკერ­დში და ერ­თიც კი­სერ­ზე.

მკითხველის კომენტარები / 28 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტისუო
16

პუტინელებს საშინაო დავლება გაქვთ?

Რეზო
10

ღმერთმა გაანათლოს. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

სიკვდილი აზოტის ჰიპოქსიით - აშშ-ში 58 წლის კაცი უმაღლესი სასჯელით ახალი მეთოდით დასაჯეს

სიკვდილი აზოტის ჰიპოქსიით - აშშ-ში 58 წლის კაცი უმაღლესი სასჯელით ახალი მეთოდით დასაჯეს

აშშ-ის მოქალაქე კენეტ იუჯინ სმიტი აზოტის ჰიპოქსიის გამოყენებით, სიკვდილით დასაჯეს. ეს არის პირველი შემთხვევა მსოფლიოში, როდესაც სიკვდილით დასასჯელად ეს მეთოდი გამოიყენეს.

მძიმე პროცესი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. სასჯელის უმაღლესი ზომა ჰომლანის ციხეში აღსრულდა.

აზოტის ჰიპოქსიის გამოყენებით სიკვდილით დასჯა ამ დრომდე შეუმოწმებელი და გამოუცდელი პროცედურა იყო, სიკვდილმისჯილს აზოტს აძლევენ სახის ნიღბის საშუალებით. აზოტი მის სხეულში შედის 15 წუთის განმავლობაში, რასაც მოჰყვება სიკვდილი ჟანგბადის ნაკლებობის გამო.

პატიმრის ადვოკატები სიკვდილით დასჯის მეთოდს აპროტესტებდნენ და ამტკიცებდნენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი "საცდელი სუბიექტი" იყო.

სმიტს სასიკვდილო განაჩენი1988 წელს ჩადენილი მკვლელობისთვის მიესაჯა. 1000 აშშ დოლარი - ეს არის სწორედ იმ თანხის ოდენობა, რომლის სანაცვლოდაც კენეტ იუჯინ სმიტმა, ორ თანამზრახველთან ერთად, შეკვეთით მოკლა პასტორის ცოლი ელიზაბეტ სენეტი. ქალს ცივი იარაღით 9 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული - 8 მკერდში და ერთიც კისერზე.