საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იანვარში გრიპით გარდაცვალების სამი დადასტურებული შემთხვევა გვქონდა" - თენგიზ ცერცვაძე
"იანვარში გრიპით გარდაცვალების სამი დადასტურებული შემთხვევა გვქონდა" - თენგიზ ცერცვაძე

ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტო­რის, თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლო­ში, იან­ვარ­ში გრი­პით გარ­დაც­ვა­ლე­ბის სამი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და. ამის შე­სა­ხებ ცერ­ცვა­ძემ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში "თა­ვი­სუ­ფა­ლი სტუ­დია“ ისა­უბ­რა.

მი­სი­ვე თქმით, ამა­ვე პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში "კო­ვიდ 19“-ით გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვა არ ყო­ფი­ლა.

"გვქონ­და გრი­პით გარ­დაც­ვა­ლე­ბის სამი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა. მა­გა­ლი­თის­თვის მო­გახ­სე­ნებთ, რომ აშშ-ში წინა კვი­რა­ში გრი­პით გარ­დაც­ვა­ლე­ბის 569 შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და, ბოლო კვი­რა­ში კი - 271. იგი­ვე ამე­რი­კა­ში "კო­ვი­დით“ 410-გარ­დაც­ვა­ლე­ბა და­ფიქ­სირ­და. სა­ქარ­თვე­ლო­ში "კო­ვი­დით“ გარ­დაც­ვა­ლე­ბა არ ყო­ფი­ლა“, - აღ­ნიშ­ნა ცერ­ცვა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა სტა­ტის­ტი­კას, ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტო­რის თქმით, მიმ­დი­ნა­რე ვირუ­სე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით, 43 %-ი მო­დის H1N1 გრიპ­ზე, 4%-ი - H3N2 შტამ­ზე, ამის შემ­დეგ ყვე­ლა­ზე ხში­რია რეს­პი­რა­ტო­რულ-სინ­ცი­ტი­უ­რი ვირუ­სი და მას­ზე 20%-ი მო­დის.

"ბოლო პე­რი­ოდ­ში გა­ი­ზარ­და რეს­პი­რა­ტო­რულ-სინ­ცი­ტი­უ­რი ვირუ­სი, რო­მე­ლიც აა­ვა­დებს, რო­გორც ბავ­შვებს, ასე­ვე მოზ­რდი­ლებს და გრი­პი­სა და "კო­ვი­დის“ შემ­დეგ ყვე­ლა­ზე სა­ში­ში ინ­ფექ­ცი­აა, რად­გან ბავ­შვებ­ში იწ­ვევს ბრონ­ქი­ო­ლი­ტის. ამის შემ­დეგ 2-5 პრო­ცენ­ტი მო­დის 3 რეს­პი­რა­ტო­რულ ინ­ფექ­ცი­ა­ზე, ეს არის ადე­ნო­ვირუ­სე­ბი, რი­ნო­ვირუ­სე­ბი და "კო­ვი­დი“. ასე­თი ასორ­ტი­მენ­ტია დღეს.

ახლა, რად­გან გრი­პი დო­მი­ნი­რებს, ძა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლუ­რია გრი­პის ვაქ­ცი­ნით აცრა. მო­სახ­ლე­ო­ბა­ში ეს უნდა იყოს ერთ-ერთი პრე­ვენ­ცი­უ­ლი პრი­ო­რი­ტე­ტი“,- გა­ნა­ცხა­და ცერ­ცვა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, სა­ხელ­მწი­ფომ უფა­სოდ შე­მო­ი­ტა­ნა 200 ათა­სი ვაქ­ცი­ნა, რო­მე­ლიც ჯერ მთლი­ა­ნად ათ­ვი­სე­ბუ­ლი არ არის და ასე­ვე კერ­ძო სტრუქ­ტუ­რებ­საც შე­მო­აქვთ გრი­პის ვაქ­ცი­ნა, ამი­ტომ გრი­პის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა ბევ­რია.

"მო­ი­მა­ტა აც­რე­ბის რი­ცხვმა, მაგ­რამ მა­ინც არ არის საკ­მა­რი­სი მოც­ვა. სა­ხელ­მწი­ფომ უფა­სოდ შე­მო­ი­ტა­ნა 200 ათა­სი ვაქ­ცი­ნა, რო­მე­ლიც ჯერ მთლი­ა­ნად ათ­ვი­სე­ბუ­ლი არ არის. ვაქ­ცი­ნის დე­ფი­ცი­ტი არ არის, კერ­ძო სტრუქ­ტუ­რებ­საც შე­მო­აქვთ და ბევ­რია გრი­პის ვაქ­ცი­ნა. ეს არის 4-4-კომ­პო­ნენ­ტი­ა­ნი ვაქ­ცი­ნა, რო­მე­ლიც შე­ი­ცავს A გრი­პის 2 -კომ­პო­ნენტს და B გრი­პის 2-კომ­პო­ნენტს და სრუ­ლად ფა­რავს იმ შტა­მებს, რომ­ლე­ბიც შე­იძ­ლე­ბა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შეგ­ხვდეს. ვაქ­ცი­ნა იცავს 40-60 პრო­ცენ­ტის შემ­თხვე­ვა­ში, მაგ­რამ ესეც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია“,- აღ­ნიშ­ნა ცერ­ცვა­ძემ.

მან ასე­ვე ისა­უბ­რა გრი­პით გა­მოწ­ვე­ულ მო­სა­ლოდ­ნელ გარ­თუ­ლე­ბებ­ზე და მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დებ­ზე.

რო­გორც ცერ­ცვა­ძემ აღ­ნიშ­ნა, ყვე­ლა რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ით ავად­მყო­ფი თა­ვი­დან­ვე იწყებს ან­ტი­ბი­ო­ტი­კის მი­ღე­ბას, რაც კა­ტე­გო­რი­უ­ლად არას­წო­რია.

მისი თქმით, ან­ტი­ბი­ო­ტი­კი მა­შინ უნდა და­ნიშ­ნოს, რო­დე­საც გო­ნივ­რუ­ლი ეჭვი არ­სე­ბობს, ან და­სა­ბუ­თე­ბუ­ლია რომ მას აქვს ბაქ­ტე­რი­უ­ლი პნევ­მო­ნია.

"გრიპს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი კლი­ნი­კუ­რი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა აქვს, თუმ­ცა მხო­ლოდ კლი­ნი­კუ­რი სიმპტო­მე­ბით ამ რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი სიმპტო­მე­ბის ერ­თმა­ნე­თის­გან სამ­წუ­ხა­როდ გარ­ჩე­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია.

გრი­პი იწყე­ბა უეც­რად, მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რით, ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ით, თა­ვის ტკი­ვი­ლით, ხვე­ლე­ბით. და­ნარ­ჩენ რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი ინ­ფექ­ცი­ებს ასე­თი და­სა­წყი­სი არ ახა­სი­ა­თებთ. ისი­ნი, რო­გორც წესი თან­და­თან იწყე­ბა, შე­და­რე­ბით უფრო და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რით იწყე­ბა. გრი­პის გარ­და ძლი­ე­რი სი­სუს­ტე, ასე­ვე ინ­ტოქ­სი­კა­ცია და სახ­სრე­ბის ტკი­ვი­ლი, მხო­ლოდ "კო­ვიდს“ ახა­სი­ა­თებს.

რო­დე­საც ჩვენ რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბი გაგ­ვიჩ­ნდე­ბა, ყვე­ლა­ზე ოპ­ტი­მა­ლუ­რია წა­ვი­დეთ შემ­დგი ალ­გო­რით­მით, პირ­ვე­ლი - ჩა­ვი­ტა­როთ ტეს­ტი "კო­ვიდ­ზე“, თუ კო­ვი­დი და­დას­ტურ­და, რაც ახლა იშ­ვი­ა­თად ხდე­ბა, მა­შინ ეს ცნო­ბი­ლი გახ­დე­ბა ოჯა­ხის ექი­მის­თვის, რად­გან მა­შინ­ვე აიტ­ვირ­თე­ბა ელექტრო­ნულ სის­ტე­მა­ში და პა­ცი­ენ­ტის მარ­თვა ხდე­ბა "კო­ვი­დის“ პრო­ტო­კო­ლით.

თუ "კო­ვი­დი“ არ და­დას­ტურ­და, ამის შემ­დეგ უნდა ვი­ფიქ­როთ, რომ გვაქვს გრი­პი. შე­საძ­ლოა გრიპ­ზეც გა­კეთ­დეს ტეს­ტი, ოღონდ ეს არ არის სა­ვალ­დე­ბუ­ლო. ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ერთი რა­მის­თვის, გრი­პი ერ­თა­დერ­თი რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი ინ­ფექ­ცი­აა, რო­მელ­საც აქვს სპე­ცი­ფი­კუ­რი ან­ტი­ვირუ­სუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტი "ტა­მიფ­ლუ“, რო­მე­ლიც სწო­რი გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში აჩ­ქა­რებს გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას და გან­კურ­ნე­ბას.

ყო­ვე­ლი 100 გრი­პი­დან ერთს შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს პირ­ვე­ლა­დი გრი­პის ვირუ­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი პნევ­მო­ნია. რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რად პნევ­მო­ნი­ას, ეს უკვე გრი­პის გარ­თუ­ლე­ბას წარ­მო­ად­გენს და ეს ვი­თარ­დე­ბა ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბუ­ლი ავად­მყო­ფე­ბის 10%-ში. ყვე­ლა რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ით ავად­მყო­ფი თა­ვი­დან­ვე იწყებს ან­ტი­ბი­ო­ტი­კის მი­ღე­ბას, რაც კა­ტე­გო­რი­უ­ლად არას­წო­რია. ოჯა­ხის ექიმ­მა ან­ტი­ბი­ო­ტი­კი მხო­ლოდ და მხო­ლოდ მა­შინ უნდა და­ნიშ­ნოს, რო­დე­საც გო­ნივ­რუ­ლი ეჭვი არ­სე­ბობს, ან და­სა­ბუ­თე­ბუ­ლია რომ მას აქვს ბაქ­ტე­რი­უ­ლი პნევ­მო­ნია“,- გა­ნა­ცხა­და ცერ­ცვა­ძემ.

ორა
13

ინტრიგანი ნაკომუნისტარი, ანონიმების სპეციალისტი, მოაშორეთ რაა!!! ბევრი ფული იშოვა, დახარჯვასაც ვერ მოსწრებს!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"იანვარში გრიპით გარდაცვალების სამი დადასტურებული შემთხვევა გვქონდა" - თენგიზ ცერცვაძე

"იანვარში გრიპით გარდაცვალების სამი დადასტურებული შემთხვევა გვქონდა" - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, საქართველოში, იანვარში გრიპით გარდაცვალების სამი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ცერცვაძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "თავისუფალი სტუდია“ ისაუბრა.

მისივე თქმით, ამავე პერიოდში საქართველოში "კოვიდ 19“-ით გარდაცვალების შემთხვევა არ ყოფილა.

"გვქონდა გრიპით გარდაცვალების სამი დადასტურებული შემთხვევა. მაგალითისთვის მოგახსენებთ, რომ აშშ-ში წინა კვირაში გრიპით გარდაცვალების 569 შემთხვევა დაფიქსირდა, ბოლო კვირაში კი - 271. იგივე ამერიკაში "კოვიდით“ 410-გარდაცვალება დაფიქსირდა. საქართველოში "კოვიდით“ გარდაცვალება არ ყოფილა“, - აღნიშნა ცერცვაძემ.

რაც შეეხება სტატისტიკას, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, მიმდინარე ვირუსების დაახლოებით, 43 %-ი მოდის H1N1 გრიპზე, 4%-ი - H3N2 შტამზე, ამის შემდეგ ყველაზე ხშირია რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი და მასზე 20%-ი მოდის.

"ბოლო პერიოდში გაიზარდა რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი, რომელიც აავადებს, როგორც ბავშვებს, ასევე მოზრდილებს და გრიპისა და "კოვიდის“ შემდეგ ყველაზე საშიში ინფექციაა, რადგან ბავშვებში იწვევს ბრონქიოლიტის. ამის შემდეგ 2-5 პროცენტი მოდის 3 რესპირატორულ ინფექციაზე, ეს არის ადენოვირუსები, რინოვირუსები და "კოვიდი“. ასეთი ასორტიმენტია დღეს.

ახლა, რადგან გრიპი დომინირებს, ძალიან აქტუალურია გრიპის ვაქცინით აცრა. მოსახლეობაში ეს უნდა იყოს ერთ-ერთი პრევენციული პრიორიტეტი“,- განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, სახელმწიფომ უფასოდ შემოიტანა 200 ათასი ვაქცინა, რომელიც ჯერ მთლიანად ათვისებული არ არის და ასევე კერძო სტრუქტურებსაც შემოაქვთ გრიპის ვაქცინა, ამიტომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ბევრია.

"მოიმატა აცრების რიცხვმა, მაგრამ მაინც არ არის საკმარისი მოცვა. სახელმწიფომ უფასოდ შემოიტანა 200 ათასი ვაქცინა, რომელიც ჯერ მთლიანად ათვისებული არ არის. ვაქცინის დეფიციტი არ არის, კერძო სტრუქტურებსაც შემოაქვთ და ბევრია გრიპის ვაქცინა. ეს არის 4-4-კომპონენტიანი ვაქცინა, რომელიც შეიცავს A გრიპის 2 -კომპონენტს და B გრიპის 2-კომპონენტს და სრულად ფარავს იმ შტამებს, რომლებიც შეიძლება წლის განმავლობაში შეგხვდეს. ვაქცინა იცავს 40-60 პროცენტის შემთხვევაში, მაგრამ ესეც ძალიან მნიშვნელოვანია“,- აღნიშნა ცერცვაძემ.

მან ასევე ისაუბრა გრიპით გამოწვეულ მოსალოდნელ გართულებებზე და მკურნალობის მეთოდებზე.

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, ყველა რესპირაციული ინფექციით ავადმყოფი თავიდანვე იწყებს ანტიბიოტიკის მიღებას, რაც კატეგორიულად არასწორია.

მისი თქმით, ანტიბიოტიკი მაშინ უნდა დანიშნოს, როდესაც გონივრული ეჭვი არსებობს, ან დასაბუთებულია რომ მას აქვს ბაქტერიული პნევმონია.

"გრიპს განსხვავებული კლინიკური მიმდინარეობა აქვს, თუმცა მხოლოდ კლინიკური სიმპტომებით ამ რესპირატორული სიმპტომების ერთმანეთისგან სამწუხაროდ გარჩევა შეუძლებელია.

გრიპი იწყება უეცრად, მაღალი ტემპერატურით, ინტოქსიკაციით, თავის ტკივილით, ხველებით. დანარჩენ რესპირატორული ინფექციებს ასეთი დასაწყისი არ ახასიათებთ. ისინი, როგორც წესი თანდათან იწყება, შედარებით უფრო დაბალი ტემპერატურით იწყება. გრიპის გარდა ძლიერი სისუსტე, ასევე ინტოქსიკაცია და სახსრების ტკივილი, მხოლოდ "კოვიდს“ ახასიათებს.

როდესაც ჩვენ რესპირატორული ინფექციები გაგვიჩნდება, ყველაზე ოპტიმალურია წავიდეთ შემდგი ალგორითმით, პირველი - ჩავიტაროთ ტესტი "კოვიდზე“, თუ კოვიდი დადასტურდა, რაც ახლა იშვიათად ხდება, მაშინ ეს ცნობილი გახდება ოჯახის ექიმისთვის, რადგან მაშინვე აიტვირთება ელექტრონულ სისტემაში და პაციენტის მართვა ხდება "კოვიდის“ პროტოკოლით.

თუ "კოვიდი“ არ დადასტურდა, ამის შემდეგ უნდა ვიფიქროთ, რომ გვაქვს გრიპი. შესაძლოა გრიპზეც გაკეთდეს ტესტი, ოღონდ ეს არ არის სავალდებულო. ეს მნიშვნელოვანია ერთი რამისთვის, გრიპი ერთადერთი რესპირატორული ინფექციაა, რომელსაც აქვს სპეციფიკური ანტივირუსული მედიკამენტი "ტამიფლუ“, რომელიც სწორი გამოყენების შემთხვევაში აჩქარებს გამოჯანმრთელებას და განკურნებას.

ყოველი 100 გრიპიდან ერთს შეიძლება ჰქონდეს პირველადი გრიპის ვირუსით გამოწვეული პნევმონია. რაც შეეხება მეორად პნევმონიას, ეს უკვე გრიპის გართულებას წარმოადგენს და ეს ვითარდება ჰოსპიტალიზებული ავადმყოფების 10%-ში. ყველა რესპირაციული ინფექციით ავადმყოფი თავიდანვე იწყებს ანტიბიოტიკის მიღებას, რაც კატეგორიულად არასწორია. ოჯახის ექიმმა ანტიბიოტიკი მხოლოდ და მხოლოდ მაშინ უნდა დანიშნოს, როდესაც გონივრული ეჭვი არსებობს, ან დასაბუთებულია რომ მას აქვს ბაქტერიული პნევმონია“,- განაცხადა ცერცვაძემ.