ავტორი:

"ჩხუბი კაფეში დაიწყო... ნიკიტას მკვლელობაში სამი ახალგაზრდა მონაწილეობდა" - ორბელიანის მოედანზე მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების ახალი დეტალები

"ჩხუბი კაფეში დაიწყო... ნიკიტას მკვლელობაში სამი ახალგაზრდა მონაწილეობდა" - ორბელიანის მოედანზე მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების ახალი დეტალები

თბილისში დღეს მკვლელობა მოხდა. ორბელიანის მოედნის ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცი სასიკვდილოდ დაჭრეს. 21 წლის ბიჭს ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს. ის სასწრაფო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა.

AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, მოკლული ახალგაზრდა ნიკიტა აგიევია. დასისხლიანებული მამაკაცი უგონო მდგომარეობაში ქუჩაში მოქალაქეებმა ნახეს. მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

  • როგორც სანდო წყარო AMBEBI.GE-ს უყვება, ნიკიტა აგიევსა და სამ ახალგაზრდას შორის სისხლიან დაპირისპირებას წინ კონფლიქტი უძღოდა, რომელიც იქვე, კაფეში დაიწყო.

ახალგაზრდებმა შემდეგ ქუჩაში გადაინაცვლეს. ნიკიტა აგიევზე თავდასხმასა და მკვლელობაში სამივე ახალგაზრდა მონაწილეობდა, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, რამდენი დანა ფიგურირებს საქმეში.

წყაროს ინფორმაციით, შსს-ს ახალგაზრდები იდენტიფიცირებული ჰყავს (სათვალთვალო კამერების ჩანაწერების მიხედვით) და მათ მიმართ სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ასევე, საუბარია ახალგაზრდების კრიმინალურ წარსულზეც.

მომხდარზე გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ჯერჯერობით პოლიციას დანაშაულში ბრალდებული არ დაუკავებია.