ავტორი:

დედამ მცირეწლოვანი შვილი მიატოვა და სხვა ქალთან ერთად გაიქცა: ბავშვს სახლში არ ჰქონდა გათბობა, ელექტროენერგია... - ამბავი, რომელმაც საფრანგეთი აალაპარაკა

დედამ მცირეწლოვანი შვილი მიატოვა და სხვა ქალთან ერთად გაიქცა: ბავშვს სახლში არ ჰქონდა გათბობა, ელექტროენერგია... - ამბავი, რომელმაც საფრანგეთი აალაპარაკა

დედა, რომელმაც შვიდი წლის შვილი მიატოვა, სხვა ქალთან ერთად გაიქცა. 39 წლის ქალის ვინაობას პოლიცია არ ასაჯაროებს, მაგრამ ცნობილი ხდება, რომ მან შვილი კოვიდ-პანდემიის დროს მიატოვა. ბავშვი ორი წლის განმავლობაში მარტო ცხოვრობდა.

თავის რჩენის მიზნით, ბავშვი ბოსტნეულს მეზობლის ბაღიდან იპარავდა, თუმცა წარმოდგენაც არ ჰქონდა, როგორ ჩაერთო გათბობა და ცივი წყლით იღებდა შხაპს - დედა კი თავის საყვარელ ქალთან ერთად ცხოვრობდა სამი მილის მოშორებით.

ბიჭის მდგომარეობის შესახებ პოლიციას მეზობლებმა შეატყობინეს. პროკურორების განცხადებით, სახლში არ იყო ცხელი წყალი, გათბობა ან ელექტროენერგია. ამის მიუხედავად, ბავშვი ადგილობრივ სკოლაში სიარულს მაინც ახერხებდა.

"ის ისეთი ნორმალური ჩანდა, მოპირდაპირე ბინაში ცხოვრობდა. ვხედავდი, როგორ დადიოდა სკოლაში. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასეთ პირობებში უწევდა ცხოვრება... აივანზე ბოსტნეულის პატარა ბაღი მოვაშენე. ერთ დღეს დავინახე, როგორ ცდილობდა მის მოპარვას. მაშინ მივხვდი, რომ ყველაფერი რიგზე არ იყო და პოლიციას შევატყობინე",- განაცხადა მეზობელმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ბავშვი ამ დრომდე მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება და დედის ნახვაზე უარს ამბობს - ქალი ამ ამბის გახმაურების შემდეგ დააკავეს და 18 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. იგი სასამართლო პროცესზე დაჟინებით ამტკიცებდა, რომ შვილთან ერთად ცხოვრობდა. ბიჭის მამისთვის, რომელიც სხვა ქალაქში ცხოვრობს, ბრალი არ წაუყენებიათ...წყარო