მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხელმოცარული რომანისტის სასტიკი შურისძიება - იაპონიაში მომხდარ უმძიმეს დანაშაულზე განაჩენი გამოცხადდა
ხელმოცარული რომანისტის სასტიკი შურისძიება - იაპონიაში მომხდარ უმძიმეს დანაშაულზე განაჩენი გამოცხადდა

ია­პო­ნი­ა­ში სა­სა­მარ­თლომ დამ­ნა­შა­ვედ ცნო და სიკ­ვდი­ლი მი­უ­სა­ჯა მა­მა­კაცს, რო­მე­ლიც ბრალ­დე­ბუ­ლია მა­სობ­რივ მკვლე­ლო­ბა­სა და სხვა და­ნა­შა­უ­ლებ­ში.

საქ­მე შე­ე­ხე­ბა 2019 წლის 18 ივ­ლისს კი­ო­ტო­ში, ანი­მეს სტუ­დი­ა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ შო­კის­მომ­გვრელ თავ­დას­ხმას, რო­მელ­საც 36 ადა­მი­ა­ნი შე­ე­წი­რა.

კი­ო­ტოს რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ და­ად­გი­ნა, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი შინ­ჯი აობა ფსი­ქი­კუ­რად შე­რა­ცხა­დია, შე­სა­ბა­მი­სად, მას მომ­ხდარ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და­ა­კის­რა და გა­ნა­ჩე­ნიც გა­მო­უ­ტა­ნა.

აობა სტუ­დი­ა­ში შე­იჭ­რა და იქა­უ­რო­ბას ცე­ცხლი წა­უ­კი­და. მსხვერ­პლთა ნა­წი­ლი ნახ­შირ­ბა­დით მო­წამ­ვლით გარ­და­იც­ვა­ლა, 30-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი კი სა­სიკ­ვდი­ლოდ და­იწ­ვა ან ძლი­ერ და­შავ­და.

და­ნა­შა­უ­ლის მო­ტი­ვი გახ­და აო­ბას წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი მცდე­ლო­ბა, გამ­ხდა­რი­ყო მწე­რა­ლი. ის ფიქ­რობ­და, რომ "კი­ო­ტოს ანი­მა­ცი­ამ" მო­ი­პა­რა რო­მა­ნე­ბი, რო­მე­ლიც მან კონ­კურ­სის ფარ­გლებ­ში წა­რად­გი­ნა. სწო­რედ ეს იქცა მისი შუ­რის­ძი­ე­ბის მი­ზე­ზად.

აო­ბამ თავ­დას­ხმა და­გეგ­მა მას შემ­დეგ, რაც ხან­ძარ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, წარ­სუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ე­ბი შე­ის­წავ­ლა.

”თავ­დას­ხმამ, რო­მელ­მაც სტუ­დია ჯო­ჯო­ხე­თად აქ­ცია, 36 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე აუღ­წე­რე­ლი ტკი­ვი­ლით შე­ი­წი­რა”, - თქვა მო­სა­მარ­თლემ სხდო­მა­ზე.

45 წლის აობა თა­ვა­დაც მძი­მედ და­იწ­ვა და 2020 წლის მა­ი­სამ­დე, 10 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. ის სა­სა­მარ­თლო­ში ინ­ვა­ლი­დის ეტ­ლით გა­მო­ცხად­და.

თავ­დას­ხმის დროს, სტუ­დი­ა­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, 70 ადა­მი­ა­ნი მუ­შა­ობ­და.

ერთ-ერ­თმა გა­დარ­ჩე­ნილ­მა თქვა, რომ და­ი­ნა­ხა ქვე­მო­დან ამო­მა­ვა­ლი კვამ­ლის შავი ღრუ­ბე­ლი, რა­საც სი­ცხის ტალ­ღა მოჰ­ყვა, რის მე­რეც ის სამ­სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბის ფან­ჯრი­დან გა­დახ­ტა.

ია­პო­ნუ­რი მე­დია აო­ბას აღ­წერს, რო­გორც "მო­სი­ა­რუ­ლე ქა­ოსს", რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად ჩხუ­ბობ­და მე­ზობ­ლებ­თან, იც­ვლი­და ბი­ნებს, სამ­სა­ხუ­რებს... წყა­რო

მო­ამ­ზა­და ანას­ტა­სია შა­ლი­კაშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურა
2

ნახშირბადით არ იწამლებიან, ნახშირჟანგით - კი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

ხელმოცარული რომანისტის სასტიკი შურისძიება - იაპონიაში მომხდარ უმძიმეს დანაშაულზე განაჩენი გამოცხადდა

ხელმოცარული რომანისტის სასტიკი შურისძიება - იაპონიაში მომხდარ უმძიმეს დანაშაულზე განაჩენი გამოცხადდა

იაპონიაში სასამართლომ დამნაშავედ ცნო და სიკვდილი მიუსაჯა მამაკაცს, რომელიც ბრალდებულია მასობრივ მკვლელობასა და სხვა დანაშაულებში.

საქმე შეეხება 2019 წლის 18 ივლისს კიოტოში, ანიმეს სტუდიაში განხორციელებულ შოკისმომგვრელ თავდასხმას, რომელსაც 36 ადამიანი შეეწირა.

კიოტოს რაიონულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდებული შინჯი აობა ფსიქიკურად შერაცხადია, შესაბამისად, მას მომხდარზე პასუხისმგებლობა დააკისრა და განაჩენიც გამოუტანა.

აობა სტუდიაში შეიჭრა და იქაურობას ცეცხლი წაუკიდა. მსხვერპლთა ნაწილი ნახშირბადით მოწამვლით გარდაიცვალა, 30-ზე მეტი ადამიანი კი სასიკვდილოდ დაიწვა ან ძლიერ დაშავდა.

დანაშაულის მოტივი გახდა აობას წარუმატებელი მცდელობა, გამხდარიყო მწერალი. ის ფიქრობდა, რომ "კიოტოს ანიმაციამ" მოიპარა რომანები, რომელიც მან კონკურსის ფარგლებში წარადგინა. სწორედ ეს იქცა მისი შურისძიების მიზეზად.

აობამ თავდასხმა დაგეგმა მას შემდეგ, რაც ხანძართან დაკავშირებული, წარსული სისხლის სამართლის საქმეები შეისწავლა.

”თავდასხმამ, რომელმაც სტუდია ჯოჯოხეთად აქცია, 36 ადამიანის სიცოცხლე აუღწერელი ტკივილით შეიწირა”, - თქვა მოსამართლემ სხდომაზე.

45 წლის აობა თავადაც მძიმედ დაიწვა და 2020 წლის მაისამდე, 10 თვის განმავლობაში, საავადმყოფოში იმყოფებოდა. ის სასამართლოში ინვალიდის ეტლით გამოცხადდა.

თავდასხმის დროს, სტუდიაში, დაახლოებით, 70 ადამიანი მუშაობდა.

ერთ-ერთმა გადარჩენილმა თქვა, რომ დაინახა ქვემოდან ამომავალი კვამლის შავი ღრუბელი, რასაც სიცხის ტალღა მოჰყვა, რის მერეც ის სამსართულიანი შენობის ფანჯრიდან გადახტა.

იაპონური მედია აობას აღწერს, როგორც "მოსიარულე ქაოსს", რომელიც მუდმივად ჩხუბობდა მეზობლებთან, იცვლიდა ბინებს, სამსახურებს... წყარო

მოამზადა ანასტასია შალიკაშვილმა