Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Dior-ის ჩანთამ შესაძლოა, სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ბედი გადაწყვიტოს - ქვეყნის პირველი ლედის ძვირადღირებული სურვილები და ჩანთა, როგორც "პოლიტიკური მოთამაშე"
Dior-ის ჩანთამ  შესაძლოა, სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ბედი გადაწყვიტოს - ქვეყნის პირველი ლედის ძვირადღირებული  სურვილები და ჩანთა, როგორც "პოლიტიკური მოთამაშე"

მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და ვი­დეო კად­რე­ბი, სა­დაც ჩანს, თუ რო­გორ ჩუქ­ნის სა­სუ­ლი­ე­რო პირი სამ­ხრეთ კო­რე­ის პირ­ველ ლე­დის Dior-ის ძვი­რა­დღი­რე­ბულ ჩან­თას. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვი­დეო გა­სუ­ლი წლის მი­წუ­რულს სა­სუ­ლი­ე­რო პირ­მა თვი­თონ­ვე გა­და­ი­ღო ფა­რუ­ლი ვი­დე­ო­კა­მე­რით.

ჩან­თის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 3 მი­ლი­ონ ვონს შე­ად­გენს (2200$).

  • სამ­ხრეთ კო­რე­ის კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბის და მათი მე­უღ­ლე­ე­ბის მიერ 1 მი­ლი­ონ ვონ­ზე მეტი ღი­რე­ბუ­ლე­ბის სა­ჩუქ­რე­ბის მი­ღე­ბა უკა­ნო­ნო­ბად ით­ვლე­ბა.

ზო­გი­ერ­თი ანა­ლი­ტი­კო­სის თქმით, სკან­და­ლი საფრ­თხეს უქ­მნის პრე­ზი­დენ­ტის იმიჯს მო­მა­ვა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის წინ. არ­ჩევ­ნე­ბი კი მიმ­დი­ნა­რე წლის აპ­რილ­ში უნდა გა­ი­მარ­თოს.

კო­რე­უ­ლი მე­დია იტყო­ბი­ნე­ბა, რომ პრე­ზი­დენ­ტის ოფის­მა ჩან­თის მი­ღე­ბა და­ა­დას­ტუ­რა და გა­ნა­ცხა­და, რომ ის "ინა­ხე­ბა, რო­გორც მთავ­რო­ბის სა­კუთ­რე­ბა".

ბო­ლოდ­რო­ინ­დელ­მა გა­მო­კი­თხვამ აჩ­ვე­ნა, რომ ქვეყ­ნის ამომ­რჩე­ველ­თა 69% პრე­ზი­დენ­ტის მე­უღ­ლის­გან ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბას ითხოვს. ად­რინ­დე­ლი კვლე­ვის თა­ნახ­მად, გა­მო­კი­თხულ­თა 53% თვლი­და, რომ მისი ქცე­ვა შე­უ­სა­ბა­მო იყო.

ამ თვის და­სა­წყის­ში, პრე­ზი­დენ­ტმა ვეტო და­ა­დო კა­ნონპ­რო­ექტს, რო­მე­ლიც მისი მე­უღ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბას ითხოვ­და.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სერგია
1

კანონი რომ კანონობდეს ჩვენანაც ქოცებიდანაც ბევრი დასახვრეტი იქნებოდა ნაცებიდან და მოქ. კავშირიდანაც.

Qeto
1

ჩანთაო??? რა "მელოჩნიკები" არიან!! ჩვენ ტყეებს, ტერიტორიებს, ზღვის ნაპირებს, ისტორიულ ძეგლებს ვჩუქნით და ვანადგურებთ.... ესენი, ჩანთაო???

ავტორი:

Dior-ის ჩანთამ შესაძლოა, სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ბედი გადაწყვიტოს - ქვეყნის პირველი ლედის ძვირადღირებული სურვილები და ჩანთა, როგორც "პოლიტიკური მოთამაშე"

Dior-ის ჩანთამ  შესაძლოა, სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ბედი გადაწყვიტოს - ქვეყნის პირველი ლედის ძვირადღირებული  სურვილები და ჩანთა, როგორც "პოლიტიკური მოთამაშე"

მედიაში გავრცელდა ვიდეო კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ ჩუქნის სასულიერო პირი სამხრეთ კორეის პირველ ლედის Dior-ის ძვირადღირებულ ჩანთას. არსებული ინფორმაციით, ვიდეო გასული წლის მიწურულს სასულიერო პირმა თვითონვე გადაიღო ფარული ვიდეოკამერით.

ჩანთის ღირებულება 3 მილიონ ვონს შეადგენს (2200$).

  • სამხრეთ კორეის კანონმდებლობით, საჯარო მოხელეების და მათი მეუღლეების მიერ 1 მილიონ ვონზე მეტი ღირებულების საჩუქრების მიღება უკანონობად ითვლება.

ზოგიერთი ანალიტიკოსის თქმით, სკანდალი საფრთხეს უქმნის პრეზიდენტის იმიჯს მომავალი არჩევნების წინ. არჩევნები კი მიმდინარე წლის აპრილში უნდა გაიმართოს.

კორეული მედია იტყობინება, რომ პრეზიდენტის ოფისმა ჩანთის მიღება დაადასტურა და განაცხადა, რომ ის "ინახება, როგორც მთავრობის საკუთრება".

ბოლოდროინდელმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ქვეყნის ამომრჩეველთა 69% პრეზიდენტის მეუღლისგან ახსნა-განმარტებას ითხოვს. ადრინდელი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 53% თვლიდა, რომ მისი ქცევა შეუსაბამო იყო.

ამ თვის დასაწყისში, პრეზიდენტმა ვეტო დაადო კანონპროექტს, რომელიც მისი მეუღლის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვდა.