მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უზრდელი" თუთიყუშები - ბრიტანეთის ზოოპარკში თუთიყუშებისთვის ბილწსიტყვაობის გადასაჩვევად, რეაბილიტაციის გეგმა შეიმუშავეს
"უზრდელი"  თუთიყუშები - ბრიტანეთის ზოოპარკში თუთიყუშებისთვის ბილწსიტყვაობის გადასაჩვევად, რეაბილიტაციის გეგმა შეიმუშავეს

ვე­ლუ­რი ბუ­ნე­ბის ბრი­ტა­ნულ­მა პარ­კმა თა­ვი­ან­თი თუ­თი­ყუ­შე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის­თვის ახა­ლი გეგ­მა შე­ი­მუ­შა­ვა. ამის მი­ზე­ზი ის გახ­და, რომ ფრინ­ვე­ლებ­მა ზო­ო­პარკში ბილ­წსი­ტყვა­ო­ბის კო­რი­ან­ტე­ლი და­ა­ყე­ნეს.

აფ­რი­კუ­ლი ჯი­შის ნაც­რის­ფე­რი თუ­თი­ყუ­შე­ბი, რომ­ლე­ბიც ლინ­კოლნში­რის ვე­ლუ­რი ბუ­ნე­ბის პარკს სა­ჩუქ­რად 2020 წელს გა­დას­ცეს, სხვა თუ­თი­ყუ­შე­ბის­გან იზო­ლი­რე­ბუ­ლად მო­ა­თავ­სეს.

ერი­კის, ჯე­ი­დის, ელ­სის, ტა­ი­სო­ნი­სა და ბი­ლის სა­სა­უბ­რო ლექ­სი­კა ზო­ო­პარ­კის თა­ნამ­შრომ­ლებს აში­ნებთ, რად­გან თვლი­ან, რომ ეს ვი­ზი­ტორ ბავ­შვებ­ზე უარ­ყო­ფით გავ­ლე­ნას ახ­დენს.

თუმ­ცა პრობ­ლე­მა ამით ვერ მოგ­ვარ­და, რად­გან ზო­ო­პარკს კი­დევ სამი ბილ­წსი­ტყვა­ო­ბის "მოყ­ვა­რუ­ლი" თუ­თი­ყუ­ში შე­ე­მა­ტა. ამი­ტომ ზო­ო­პარ­კის გუნ­დი მათ­თან "გა­სამ­კლა­ვებ­ლად" ახალ, უფრო გან­სხვა­ვე­ბულ მიდ­გო­მას ირ­ჩევს.

პარ­კის ახა­ლი ბი­ნად­რე­ბის, ერი­კის, კა­პი­ტა­ნის, ში­ლას და და­ნარ­ჩე­ნი ხუთი "ბო­როტ­მოქ­მე­დის" ინ­ტეგ­რა­ცია არც ისე­თი მარ­ტი­ვი საქ­მეა.

"როცა მათ პარკში გა­და­საყ­ვა­ნად მი­ვე­დით, ისე­თი სი­ტყვე­ბით ალა­პა­რაკ­დნენ, სა­ში­ნე­ლე­ბა იყო. ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გი­ნე­ბა არ იყო, სა­თა­ნა­დო აღ­წე­რი­ლო­ბე­ბი და ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბე­ბი ახ­ლდა.

გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ ეს რვა, ბილ­წსი­ტყვა­ო­ბის მოყ­ვა­რუ­ლი თუ­თი­ყუ­ში 92 ზრდი­ლო­ბი­ან თუ­თი­ყუშ­თან ერ­თად მოგ­ვე­თავ­სე­ბი­ნა. თუ პარ­კის ახა­ლი სტრა­ტე­გია იმუ­შა­ვებს, მა­შინ გი­ნე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი თუ­თი­ყუ­შე­ბი სხვე­ბის­გან უფრო ნაკ­ლე­ბად აღ­მაშ­ფო­თე­ბელ სი­ტყვებს ის­წავ­ლი­ან, მაგ­რამ თუ და­ნარ­ჩე­ნე­ბი მათ­გან სა­ლან­ძღავ სი­ტყვებს ის­წავ­ლი­ან, მა­შინ მათი ვო­ლი­ე­რი სა­ში­ნე­ლე­ბად გა­და­იქ­ცე­ვა", - გა­ნუ­ცხა­და CNN-ს პარ­კის აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა სტივ ნი­კოლსმა.

ზო­ო­პარ­კის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მტკი­ცე­ბით, თუ­თი­ყუ­შე­ბი გი­ნე­ბის და ლან­ძღვის შემ­დეგ, იცი­ნი­ან კი­დეც.

"თუ­თი­ყუ­შე­ბი იმ ბგე­რებს ჰბა­ძა­ვენ, რომ­ლე­ბიც ხში­რად ეს­მით. როცა ყვე­ლა ერ­თად იგი­ნე­ბა, ეს სა­ში­ნე­ლი მო­სას­მე­ნია ხოლ­მე",- გა­ნა­ცხა­და ნი­კოლსმა.

  • პარკში თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ვი­ზი­ტო­რე­ბის­თვის გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი ნიშ­ნე­ბიც და­ა­მონ­ტა­ჟეს, რომ­ლე­ბიც მათ თუ­თი­ყუ­შე­ბის შე­სა­ხებ აფრ­თხი­ლე­ბენ, მაგ­რამ ნი­კოლ­სის თქმით, მათი უზ­რდე­ლო­ბის გამო, სა­ჩი­ვა­რი ჯერ არ მი­უ­ღი­ათ.

წყა­რო: cnn

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
:))
3

ზოოპარკმა რომ შეცვალოს შინაგანაწესი თანამშრომლებისთვის, უკეთეს შედეგს მიიღებენ. მე ესე მგონია და რა ვიცი. თუ არა და არაა გამორიცხული, გნუებმა და პინგვინებმაც გადმოაფრქვიონ. ისე ის დანარჩენები, ვითომ კარგი ზნისანი მაინტერესებს, შექსპირის სონეტებს ჰყვებიან, თუ ბაირონს კითხულობენ? ესეც თქვენი ევროპა და სიტყვის თავისუფლებააა?!

ზურა
1

საქართველოს პარლამენტის დეპუტატებად ავირჩიოთ, გამოდგებიან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"უზრდელი" თუთიყუშები - ბრიტანეთის ზოოპარკში თუთიყუშებისთვის ბილწსიტყვაობის გადასაჩვევად, რეაბილიტაციის გეგმა შეიმუშავეს

"უზრდელი"  თუთიყუშები - ბრიტანეთის ზოოპარკში თუთიყუშებისთვის ბილწსიტყვაობის გადასაჩვევად, რეაბილიტაციის გეგმა შეიმუშავეს

ველური ბუნების ბრიტანულმა პარკმა თავიანთი თუთიყუშების რეაბილიტაციისთვის ახალი გეგმა შეიმუშავა. ამის მიზეზი ის გახდა, რომ ფრინველებმა ზოოპარკში ბილწსიტყვაობის კორიანტელი დააყენეს.

აფრიკული ჯიშის ნაცრისფერი თუთიყუშები, რომლებიც ლინკოლნშირის ველური ბუნების პარკს საჩუქრად 2020 წელს გადასცეს, სხვა თუთიყუშებისგან იზოლირებულად მოათავსეს.

ერიკის, ჯეიდის, ელსის, ტაისონისა და ბილის სასაუბრო ლექსიკა ზოოპარკის თანამშრომლებს აშინებთ, რადგან თვლიან, რომ ეს ვიზიტორ ბავშვებზე უარყოფით გავლენას ახდენს.

თუმცა პრობლემა ამით ვერ მოგვარდა, რადგან ზოოპარკს კიდევ სამი ბილწსიტყვაობის "მოყვარული" თუთიყუში შეემატა. ამიტომ ზოოპარკის გუნდი მათთან "გასამკლავებლად" ახალ, უფრო განსხვავებულ მიდგომას ირჩევს.

პარკის ახალი ბინადრების, ერიკის, კაპიტანის, შილას და დანარჩენი ხუთი "ბოროტმოქმედის" ინტეგრაცია არც ისეთი მარტივი საქმეა.

"როცა მათ პარკში გადასაყვანად მივედით, ისეთი სიტყვებით ალაპარაკდნენ, საშინელება იყო. ეს ჩვეულებრივი გინება არ იყო, სათანადო აღწერილობები და ახსნა-განმარტებები ახლდა.

გადავწყვიტეთ, რომ ეს რვა, ბილწსიტყვაობის მოყვარული თუთიყუში 92 ზრდილობიან თუთიყუშთან ერთად მოგვეთავსებინა. თუ პარკის ახალი სტრატეგია იმუშავებს, მაშინ გინების მოყვარული თუთიყუშები სხვებისგან უფრო ნაკლებად აღმაშფოთებელ სიტყვებს ისწავლიან, მაგრამ თუ დანარჩენები მათგან სალანძღავ სიტყვებს ისწავლიან, მაშინ მათი ვოლიერი საშინელებად გადაიქცევა", - განუცხადა CNN-ს პარკის აღმასრულებელმა დირექტორმა სტივ ნიკოლსმა.

ზოოპარკის თანამშრომლების მტკიცებით, თუთიყუშები გინების და ლანძღვის შემდეგ, იცინიან კიდეც.

"თუთიყუშები იმ ბგერებს ჰბაძავენ, რომლებიც ხშირად ესმით. როცა ყველა ერთად იგინება, ეს საშინელი მოსასმენია ხოლმე",- განაცხადა ნიკოლსმა.

  • პარკში თანამშრომლებმა ვიზიტორებისთვის გამაფრთხილებელი ნიშნებიც დაამონტაჟეს, რომლებიც მათ თუთიყუშების შესახებ აფრთხილებენ, მაგრამ ნიკოლსის თქმით, მათი უზრდელობის გამო, საჩივარი ჯერ არ მიუღიათ.

წყარო: cnn

მოამზადა: ანა სიბოშვილმა