სამხედრო
სამართალი
პოლიტიკა

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
საზოგადოება
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სკოლებში შესაძლოა, ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების სწავლების მასშტაბი შემცირდეს და მის ნაცვლად თანამედროვე ლიტერატურის სწავლება დაინერგოს
სკოლებში შესაძლოა, ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების სწავლების მასშტაბი შემცირდეს და მის ნაცვლად თანამედროვე ლიტერატურის სწავლება დაინერგოს

სკო­ლებ­ში შე­საძ­ლოა, ჰა­გი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის სწავ­ლე­ბის მას­შტა­ბი შემ­ცირ­დეს და მის ნაც­ვლად თა­ნა­მედ­რო­ვე ლი­ტე­რა­ტუ­რის სწავ­ლე­ბა და­ი­წყოს. ამას­თან, გა­ნი­ხი­ლე­ბა სკო­ლებ­ში ბიბ­ლი­ი­სა და მი­თო­სის ნა­წი­ლობ­რივ სწავ­ლე­ბაც. ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის მი­ნის­ტრის კონ­სულ­ტან­ტმა ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის სა­კი­თხებ­ში გია მურ­ღუ­ლი­ამ გა­ნუ­ცხა­და.

"ბოლო ათწლე­უ­ლებ­ში ბევ­რგან აქ­ცენ­ტი არის გა­და­ტა­ნი­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე ლი­ტე­რა­ტუ­რის სწავ­ლე­ბა­ზე. თუ ჩვენს შვი­ლებს ვზრდით 21-ე სა­უ­კუ­ნის­თვის, მათ უნდა გა­ი­აზ­რონ, რა არის თა­ნა­მედ­რო­ვე ადა­მი­ა­ნის მის­წრა­ფე­ბე­ბი, პრობ­ლე­მე­ბი, გან­წყო­ბე­ბი, იმე­დე­ბი, ოც­ნე­ბე­ბი, მთა­ვა­რი სა­ფიქ­რა­ლი. ამას ყვე­ლა­ფერს სრულ­ფა­სოვ­ნად თა­ნა­მედ­რო­ვე ლი­ტე­რა­ტუ­რა გა­მო­ხა­ტავს. ბერ­ძნე­ბი ორ ჰა­გი­ოგ­რა­ფი­ულ ტექ­სტზე მეტს არ ას­წავ­ლი­ან. ნიშ­ნავს თუ არა ეს იმას, რომ პა­ტივს არ მი­ა­გე­ბენ ჰა­გი­ოგ­რა­ფი­ას? არ ნიშ­ნავს! ჩვენ, ქარ­თვე­ლებ­მა, ქრის­ტი­ა­ნო­ბაც და ჰა­გი­ოგ­რა­ფი­აც ბერ­ძნე­ბის­გან ვის­წავ­ლეთ. ამ­წუ­თას სამ ჰა­გი­ოგ­რა­ფი­ულ ტექსტს ვას­წავ­ლით, სა­მი­ვე ძა­ლი­ან მეძ­ვირ­ფა­სე­ბა, მაგ­რამ რო­გორც კი დად­გე­ბა ხოლ­მე სა­კი­თხი, რა­ღა­ცას შე­ვე­ლი­ოთ და მი­მო­ხილ­ვის წე­სით ვას­წავ­ლოთ, იმ­წუ­თას იწყე­ბა სა­უ­ბა­რი, რომ წარ­სულ კულ­ტუ­რას პა­ტივს არ სცე­მენ და ა.შ. რაც რე­ა­ლო­ბას არაფ­რით უკავ­შირ­დე­ბა. მა­გა­ლი­თად ფრან­გე­ბი, რომ­ლებ­საც მე-19 სა­უ­კუ­ნის ბრწყინ­ვა­ლე ლი­ტე­რა­ტუ­რა აქვთ, ამ სა­ინ­ტე­რე­სო ეპო­ქის ერთ-ორ ნი­მუშს ას­წავ­ლი­ან, ეს მხო­ლოდ იმას ნიშ­ნავს, რომ მათ სკო­ლის სპე­ცი­ფი­კა ეს­მით და ისიც ეს­მით, სკო­ლა რა ამო­ცა­ნებს წყვეტს. სკო­ლა­ში ყვე­ლა­ფე­რი კი არ უნდა ას­წავ­ლო, უნდა ას­წავ­ლო იმ­დე­ნი, რაც ბავ­შვის გან­ვი­თა­რე­ბის­თვი­საა სა­ჭი­რო. ყვე­ლაფ­რის სწავ­ლე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია და მი­უღ­წე­ველ ამო­ცა­ნას ისა­ხავს.

ჩვენ, ჯერ­ჯე­რო­ბით, ვსა­ზღვრავთ ჩვე­ნი მოქ­მე­დე­ბის ველს, სივ­რცეს. მათ შო­რის, ეს ვერ­სი­აც ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლე­ბა - ჰა­გი­ოგ­რა­ფი­ის არა, სა­ზო­გა­დოდ, "გა­უქ­მე­ბის“, არა­მედ - შე­სა­ტყვი­სი მო­ცუ­ლო­ბი­თა და შე­სა­ფე­რი­სი მე­თო­დო­ლო­გი­ით სწავ­ლე­ბის. კი­დევ ერთი კი­თხვა, რა­საც ჩვენ ვუს­ვამთ მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში ერ­თმა­ნეთს: სა­ჭი­როა თუ არა ლი­ტე­რა­ტუ­რის კურ­სში ისე­თი დიდი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კულ­ტუ­რუ­ლი ფე­ნო­მე­ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა, რო­გო­რი­ცაა ბიბ­ლია და მი­თო­სი. რა თქმა უნდა, ბიბ­ლი­აც უნდა ას­წავ­ლო, რო­გორც ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ტექ­სტი და მი­თო­სიც. სამ­ყა­რო­ში მათი ხედ­ვე­ბი (სამ­ყა­რო­ზე, ადა­მი­ა­ნებ­ზე, ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე, სიყ­ვა­რულ­ზე, ბედ­ნი­ე­რე­ბა­ზე, სი­კე­თე­სა და ბო­რო­ტე­ბა­ზე...) ბევ­რჯერ შეხ­ვდე­ბათ ჩვენს მოს­წავ­ლე­ებს ლი­ტე­რა­ტუ­რულ ტექ­სტებ­ში, ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შებ­ში, რომ­ლე­ბიც ბიბ­ლი­ურ თუ მი­თო­სურ თე­მებ­ზეა აგე­ბუ­ლი. ამ ტი­პის ცოდ­ნა არის გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი. არ ვამ­ბობ, რომ მთე­ლი ბიბ­ლია უნდა ას­წავ­ლო, მაგ­რამ ცალ­კე­უ­ლი ნი­მუ­შის სწავ­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა. ვსა­უბ­რობ გარ­კვე­უ­ლი ელე­მენ­ტე­ბის დამ­კვიდ­რე­ბა­ზე სკო­ლა­ში. მთლი­ა­ნად ბიბ­ლი­ის სწავ­ლე­ბა სკო­ლა­ში შე­უძ­ლე­ბე­ლია, ცალ­კე­უ­ლი ნი­მუ­შე­ბის სწავ­ლე­ბა კი შე­საძ­ლე­ბე­ლი“,- გა­ნა­ცხა­და მურ­ღუ­ლი­ამ.

ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია იხი­ლეთ ბმულ­ზე.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარიამი
0

მე გახლავართ ერთ-ერთი უმაღლესი სასწავლებელის ლექტორი და დაბეჯითებით მინდა განვაცხადო, რომ ყოველ წელს სულ უფრო უსწავლელი ნაკადი მოდის. რა ზოგად განათლებაზეა საუბარი, დიდმა უმრავლესობამ წერა-კითხვა არ იცის. აზროვნების ელემენტარული უნარი არ აქვთ. სკოლა არის სასწრაფოდ მისახედი, თორემ მტელი თაობები დაგვეღუპება!!!!!

ლია
0

ჯერ იყო და ლომაიას რეფორმებმა მოსპოს სკოლა, იმას ვიმკით ახლა დაშტერებული ბავშვები გვიზის სკოლაშიც და უნივერსიტეტებშიც. ახლა ამილახვარის რეფორმები იწყება, კიდევ უფრო რომ გაშტერდნეს მომავალი თაობა.

მორჩა, ოცნებას ხმას აღარ მივცემთ, ესენი მართლა იმ 1500 გვერდიან გეგმას ასრულებენ, ევროკავშირმა რომ დაგვიწესა.

გამოიფხიზლეთ ხალხო!!!!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

სკოლებში შესაძლოა, ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების სწავლების მასშტაბი შემცირდეს და მის ნაცვლად თანამედროვე ლიტერატურის სწავლება დაინერგოს

სკოლებში შესაძლოა, ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების სწავლების მასშტაბი შემცირდეს და მის ნაცვლად თანამედროვე ლიტერატურის სწავლება დაინერგოს

სკოლებში შესაძლოა, ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების სწავლების მასშტაბი შემცირდეს და მის ნაცვლად თანამედროვე ლიტერატურის სწავლება დაიწყოს. ამასთან, განიხილება სკოლებში ბიბლიისა და მითოსის ნაწილობრივ სწავლებაც. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტმა ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულიამ განუცხადა.

"ბოლო ათწლეულებში ბევრგან აქცენტი არის გადატანილი თანამედროვე ლიტერატურის სწავლებაზე. თუ ჩვენს შვილებს ვზრდით 21-ე საუკუნისთვის, მათ უნდა გაიაზრონ, რა არის თანამედროვე ადამიანის მისწრაფებები, პრობლემები, განწყობები, იმედები, ოცნებები, მთავარი საფიქრალი. ამას ყველაფერს სრულფასოვნად თანამედროვე ლიტერატურა გამოხატავს. ბერძნები ორ ჰაგიოგრაფიულ ტექსტზე მეტს არ ასწავლიან. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ პატივს არ მიაგებენ ჰაგიოგრაფიას? არ ნიშნავს! ჩვენ, ქართველებმა, ქრისტიანობაც და ჰაგიოგრაფიაც ბერძნებისგან ვისწავლეთ. ამწუთას სამ ჰაგიოგრაფიულ ტექსტს ვასწავლით, სამივე ძალიან მეძვირფასება, მაგრამ როგორც კი დადგება ხოლმე საკითხი, რაღაცას შეველიოთ და მიმოხილვის წესით ვასწავლოთ, იმწუთას იწყება საუბარი, რომ წარსულ კულტურას პატივს არ სცემენ და ა.შ. რაც რეალობას არაფრით უკავშირდება. მაგალითად ფრანგები, რომლებსაც მე-19 საუკუნის ბრწყინვალე ლიტერატურა აქვთ, ამ საინტერესო ეპოქის ერთ-ორ ნიმუშს ასწავლიან, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მათ სკოლის სპეციფიკა ესმით და ისიც ესმით, სკოლა რა ამოცანებს წყვეტს. სკოლაში ყველაფერი კი არ უნდა ასწავლო, უნდა ასწავლო იმდენი, რაც ბავშვის განვითარებისთვისაა საჭირო. ყველაფრის სწავლება შეუძლებელია და მიუღწეველ ამოცანას ისახავს.

ჩვენ, ჯერჯერობით, ვსაზღვრავთ ჩვენი მოქმედების ველს, სივრცეს. მათ შორის, ეს ვერსიაც ძალიან აქტიურად განიხილება - ჰაგიოგრაფიის არა, საზოგადოდ, "გაუქმების“, არამედ - შესატყვისი მოცულობითა და შესაფერისი მეთოდოლოგიით სწავლების. კიდევ ერთი კითხვა, რასაც ჩვენ ვუსვამთ მუშაობის პროცესში ერთმანეთს: საჭიროა თუ არა ლიტერატურის კურსში ისეთი დიდი და მნიშვნელოვანი კულტურული ფენომენების გათვალისწინება, როგორიცაა ბიბლია და მითოსი. რა თქმა უნდა, ბიბლიაც უნდა ასწავლო, როგორც ლიტერატურული ტექსტი და მითოსიც. სამყაროში მათი ხედვები (სამყაროზე, ადამიანებზე, ურთიერთობებზე, სიყვარულზე, ბედნიერებაზე, სიკეთესა და ბოროტებაზე...) ბევრჯერ შეხვდებათ ჩვენს მოსწავლეებს ლიტერატურულ ტექსტებში, ხელოვნების ნიმუშებში, რომლებიც ბიბლიურ თუ მითოსურ თემებზეა აგებული. ამ ტიპის ცოდნა არის განათლებული ადამიანის მახასიათებელი. არ ვამბობ, რომ მთელი ბიბლია უნდა ასწავლო, მაგრამ ცალკეული ნიმუშის სწავლება შეიძლება. ვსაუბრობ გარკვეული ელემენტების დამკვიდრებაზე სკოლაში. მთლიანად ბიბლიის სწავლება სკოლაში შეუძლებელია, ცალკეული ნიმუშების სწავლება კი შესაძლებელი“,- განაცხადა მურღულიამ.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.