საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მედიცინაში ამას უზარმაზარი შედეგები მოჰყვება..." - სისხლის ტესტი ალცჰაიმერის რისკს დაავადებას სიმპტომების გამოჩენამდე 15 წლით ადრე დაადგენს?
"მედიცინაში ამას უზარმაზარი შედეგები მოჰყვება..." - სისხლის ტესტი ალცჰაიმერის რისკს დაავადებას სიმპტომების გამოჩენამდე 15 წლით ადრე დაადგენს?

თურ­მე სის­ხლის უბ­რა­ლო ანა­ლიზს შე­უძ­ლია ალ­ცჰა­ი­მე­რის და­ა­ვა­დე­ბის ად­რე­უ­ლი სტა­დი­ე­ბის გა­მოვ­ლე­ნა - რო­გორც კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ტეს­ტით შე­საძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა 50 წელ­ზე უფ­რო­სი ასა­კის ადა­მი­ა­ნე­ბის რე­გუ­ლა­რუ­ლი სკრი­ნინ­გი, რაც და­ა­ვა­დე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის რისკს 15 წლით ადრე და­ად­გენს.

მეც­ნი­ერ­თა თქმით, ტესტს სის­ხლში ტაუ ცი­ლე­ბის აღ­მო­ჩე­ნა შე­უძ­ლია. ეს ცილა ალ­ცჰა­ი­მე­რის­თვის არის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი. ისი­ნი თა­ვის ტვინ­ში გროვ­დე­ბი­ან და ნე­ი­რო­ნებს კლა­ვენ.

მკვლევ­რებ­მა 233 ადა­მი­ა­ნის მო­ნა­ცე­მე­ბი შე­ის­წავ­ლეს; პირ­ვე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი 2001-2004 წლებ­შია შეგ­რო­ვე­ბუ­ლი, შემ­დე­გი დაკ­ვირ­ვე­ბე­ბი კი 17 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბო­და. რო­გორც მო­ნა­ცე­მებ­მა აჩ­ვე­ნე, ინ­დი­ვი­დებს, რომ­ლებ­საც სის­ხლში გლი­კა­ნე­ბი­სა და ტაუ ცი­ლე­ბის მა­ღა­ლი დონე აღე­ნიშ­ნე­ბო­დათ, ორ­ჯერ მა­ღა­ლი ჰქონ­დათ ალ­ცჰა­ი­მე­რის გან­ვი­თა­რე­ბის რის­კი.

”ეს კვლე­ვა აჩ­ვე­ნებს, რომ სის­ხლის უბ­რა­ლო ანა­ლიზს შე­უძ­ლია და­ა­ვა­დე­ბის გა­მოვ­ლე­ნა ტაუ ცი­ლის დო­ნის გა­ზომ­ვით… მე­დი­ცი­ნა­ში ამას უზარ­მა­ზა­რი შე­დე­გე­ბი მოჰ­ყვე­ბა...

50 წელ­ზე უფ­რო­სი ასა­კის ყვე­ლა ადა­მი­ანს უნდა ჩა­უ­ტარ­დეს რუ­ტი­ნუ­ლი სკრი­ნინ­გი რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში ერთხელ, ისე­ვე რო­გორც ახლა უტარ­დე­ბათ მა­ღა­ლი ქო­ლეს­ტე­რი­ნის სკრი­ნინ­გი. ალ­ცჰა­ი­მე­რის რის­კე­ბის ნა­ად­რევ აღ­მო­ჩე­ნას ამ და­ა­ვა­დე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის გზე­ბის შეც­ვლა შე­უძ­ლია", - ამ­ბობს დე­ვიდ კერ­ტი­სი, UCL გე­ნე­ტი­კუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის პრო­ფე­სო­რი.

ნი­კო­ლას ეშ­ტონ­მა, წამ­ყვან­მა მკვლე­ვარ­მა, თქვა, რომ ტეს­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბა აშშ-ში და­ახ­ლო­ე­ბით $200 (157 £) იქ­ნე­ბა. 2019 წლის შე­ფა­სე­ბით, დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 900 000 ადა­მი­ანს აქვს ალ­ცჰა­ი­მე­რი. 2040 წლის­თვის ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 1,6 მი­ლი­ო­ნამ­დე გა­იზ­რდე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამარი
2

ძალიან კარგი, მაგრამ ალცჰაიმერი არ იკურნება,იმ ერთადერთი შემთხვევის გარდა საქართველოში რომ დაფიქსირდა და 15 წლით ადრე თუ გავიგებ, რომ ალცჰაიმერი მემუქრება, რა შეღავათია?

ხათუნა
4

ფულის კეთების ახალი მაფია დაანონსდა!

 

ავტორი:

"მედიცინაში ამას უზარმაზარი შედეგები მოჰყვება..." - სისხლის ტესტი ალცჰაიმერის რისკს დაავადებას სიმპტომების გამოჩენამდე 15 წლით ადრე დაადგენს?

"მედიცინაში ამას უზარმაზარი შედეგები მოჰყვება..." - სისხლის ტესტი ალცჰაიმერის რისკს დაავადებას სიმპტომების გამოჩენამდე 15 წლით ადრე დაადგენს?

თურმე სისხლის უბრალო ანალიზს შეუძლია ალცჰაიმერის დაავადების ადრეული სტადიების გამოვლენა - როგორც კვლევამ აჩვენა, შემუშავებული ტესტით შესაძლებელი ხდება 50 წელზე უფროსი ასაკის ადამიანების რეგულარული სკრინინგი, რაც დაავადების განვითარების რისკს 15 წლით ადრე დაადგენს.

მეცნიერთა თქმით, ტესტს სისხლში ტაუ ცილების აღმოჩენა შეუძლია. ეს ცილა ალცჰაიმერისთვის არის დამახასიათებელი. ისინი თავის ტვინში გროვდებიან და ნეირონებს კლავენ.

მკვლევრებმა 233 ადამიანის მონაცემები შეისწავლეს; პირველი მონაცემები 2001-2004 წლებშია შეგროვებული, შემდეგი დაკვირვებები კი 17 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. როგორც მონაცემებმა აჩვენე, ინდივიდებს, რომლებსაც სისხლში გლიკანებისა და ტაუ ცილების მაღალი დონე აღენიშნებოდათ, ორჯერ მაღალი ჰქონდათ ალცჰაიმერის განვითარების რისკი.

”ეს კვლევა აჩვენებს, რომ სისხლის უბრალო ანალიზს შეუძლია დაავადების გამოვლენა ტაუ ცილის დონის გაზომვით… მედიცინაში ამას უზარმაზარი შედეგები მოჰყვება...

50 წელზე უფროსი ასაკის ყველა ადამიანს უნდა ჩაუტარდეს რუტინული სკრინინგი რამდენიმე წელიწადში ერთხელ, ისევე როგორც ახლა უტარდებათ მაღალი ქოლესტერინის სკრინინგი. ალცჰაიმერის რისკების ნაადრევ აღმოჩენას ამ დაავადების მკურნალობის გზების შეცვლა შეუძლია", - ამბობს დევიდ კერტისი, UCL გენეტიკური ინსტიტუტის პროფესორი.

ნიკოლას ეშტონმა, წამყვანმა მკვლევარმა, თქვა, რომ ტესტის ღირებულება აშშ-ში დაახლოებით $200 (157 £) იქნება. 2019 წლის შეფასებით, დიდ ბრიტანეთში დაახლოებით 900 000 ადამიანს აქვს ალცჰაიმერი. 2040 წლისთვის ეს მაჩვენებელი 1,6 მილიონამდე გაიზრდება.