მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საბჭოთა კინემატოგრაფის ზენიტიდან ჯაშუშობის ბრალდებამდე - მსახიობის საბედისწერო კავშირი ბერიასთან და სასიკვდილო გასროლა მაშინ, როდესაც საფრთხე თითქოს აღარ ემუქრებოდა
საბჭოთა კინემატოგრაფის ზენიტიდან ჯაშუშობის ბრალდებამდე -  მსახიობის საბედისწერო კავშირი ბერიასთან და სასიკვდილო გასროლა მაშინ, როდესაც საფრთხე თითქოს აღარ ემუქრებოდა

საბ­ჭო­თა მსა­ხი­ო­ბის ზოია ფი­ო­დო­რო­ვას ცხოვ­რე­ბა, მძაფრ­სი­უ­ჟე­ტი­ა­ნი ფილ­მი­ვით გან­ვი­თარ­და და ტრა­გი­კუ­ლად დას­რულ­და. ის ისეთ ცნო­ბილ ფილ­მებ­ში თა­მა­შობ­და, რო­გო­რი­ცაა "ქორ­წი­ლი მა­ლი­ნოვ­კა­ში", "მოს­კოვს ცრემ­ლე­ბის არ სჯე­რა " და ა.შ. მსა­ხი­ობს არა­ერ­თი გან­საც­დე­ლის გა­და­ტა­ნა მო­უ­წია: ტრა­გი­კუ­ლი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა, ჯა­შუ­შო­ბის ბრალ­დე­ბა, ხალ­ხის მტრის ქა­ლიშ­ვი­ლად გა­მო­ცხა­დე­ბა, პა­ტიმ­რო­ბა და მტრო­ბა ბე­რი­ას­თან... მისი სი­ცო­ცხლე სა­სიკ­ვდი­ლო გას­რო­ლით შე­წყდა. გა­მო­ძი­ე­ბამ დღემ­დე ვერ და­ად­გი­ნა, რა იყო მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვი.

ზოია ფი­ო­დო­რო­ვას მშობ­ლე­ბი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მუ­შე­ბი იყ­ვნენ და არ სურ­დათ ქა­ლიშ­ვილს პრო­ფე­სი­ად მსა­ხი­ო­ბო­ბა აერ­ჩია. მამა და­ჟი­ნე­ბით მო­ი­თხოვ­და, რომ ქა­ლიშ­ვილს ბუ­ღალ­ტე­რია ეს­წავ­ლა, თუმ­ცა მა­ინც შეძ­ლო მშობ­ლე­ბის დარ­წმუ­ნე­ბა, რომ მი­ე­ცათ შან­სი, რომ დრა­მის სკო­ლა­ში გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა სწავ­ლა.

ფი­ო­დო­რო­ვას სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა ფილმში "მო­მა­ვა­ლი" კა­მე­ოს რო­ლით და­ი­წყო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეპი­ზო­დი ამოჭ­რეს მონ­ტა­ჟის დროს, გა­და­ღე­ბამ სა­ბე­დის­წე­რო როლი ითა­მა­შა მის ცხოვ­რე­ბა­ში. გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე ზოია შეხ­ვდა ოპე­რა­ტორ ვლა­დი­მერ რა­პო­პორ­ტს; მათი რო­მა­ნი ქორ­წი­ნე­ბით დას­რულ­და, რაც დიდ­ხანს არ გაგ­რძე­ლე­ბუ­ლა, მაგ­რამ ამ ურ­თი­ერ­თო­ბამ დამ­წყებ მსა­ხი­ობს გზა გა­უხ­სნა დიდი კი­ნოს­კენ.

რა­პო­პორტთან ურ­თი­ერ­თო­ბა მა­შინ დას­რულ­და, რო­დე­საც ფი­ო­დო­რო­ვის ოჯახ­ში ტრა­გი­კუ­ლი მოვ­ლე­ნა მოხ­და. ზო­ი­ას მამა ხალ­ხის მტრად გა­მო­ა­ცხა­დეს და და­ა­პა­ტიმ­რეს.

ზოია ერთხელ უკვე იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი, პირ­ვე­ლი ქმა­რი ლე­ო­ნიდ ვე­იც­ლე­რი, მისი თა­ნა­კურ­სე­ლი იყო თე­ატ­რა­ლურ სკო­ლა­ში. ეს იყო გა­უ­აზ­რე­ბე­ლი სტუ­დენ­ტუ­რი ქორ­წი­ნე­ბა, რო­მე­ლიც დიდ­ხანს არ გაგ­რძე­ლე­ბუ­ლა. რა­პო­პორტთან ქორ­წი­ნე­ბაც ცოტა ხანს გაგ­რძელ­და.

  • ბე­რია და ფი­ო­დო­რო­ვა

იმ პე­რი­ოდ­ში მოს­კოვ­ში ლე­გენ­დე­ბი და­დი­ო­და იო­სებ სტა­ლი­ნის მარ­ჯვე­ნა ხე­ლის, სსრკ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­ხალ­ხო კო­მის­რის ლავ­რენ­ტი ბე­რი­ას და­ნა­შა­უ­ლებ­ზე, მათ შო­რის ქა­ლე­ბის მი­მართ ძა­ლა­დო­ბა­ზე... კაცი თა­ვი­სი პო­ზი­ცი­ით სარ­გებ­ლობ­და და სა­შინ­ლად ავიწ­რო­ებ­და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სის მქო­ნე გო­გო­ნებს, ან­გრევ­და მათ ბედს. მათ რი­ცხვში აღ­მოჩ­ნდა საბ­ჭო­თა კი­ნოს ერთ-ერთი მთა­ვა­რი დივა - ზოია ფი­ო­დო­რო­ვაც.

მსა­ხი­ო­ბის მამა, რო­გორც უკვე ვახ­სე­ნეთ, ჯა­შუ­შო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­პა­ტიმ­რეს და ათი წელი მი­უ­სა­ჯეს. "ხალ­ხის მტრის" ქა­ლიშ­ვი­ლის სტა­ტუ­სის მი­უ­ხე­და­ვად, ზო­ი­ამ გა­ნაგ­რძო ფილ­მებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და 1940-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში სტა­ლი­ნის ორი პრე­მი­აც კი მი­ი­ღო.

ამან ძა­ლი­ან გა­აძ­ლი­ე­რა მსა­ხი­ო­ბის პო­ზი­ცი­ე­ბი და გა­და­წყვი­ტა ლავ­რენ­ტი ბე­რი­ას შეხ­ვედ­რო­და. რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით ფი­ო­დო­რო­ვას ქა­ლიშ­ვილ­მა ვიქ­ტო­რი­ამ თა­ვის წიგნ­ში "ად­მი­რა­ლის ქა­ლიშ­ვი­ლი" და­წე­რა, შეხ­ვედ­რა­ზე დე­დამ ბე­რი­ას გა­ნუ­ცხა­და, რომ მისი მამა უსა­მარ­თლოდ გა­ა­სა­მარ­თლეს. 1941 წლის აგ­ვის­ტო­ში კაცი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, მაგ­რამ ბა­ნა­კებ­ში მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბი­სა და ცუდი ჯან­მრთე­ლო­ბის გამო, ერთ თვე­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ბე­რი­ამ მსა­ხი­ობს სამ­ძიმ­რის სათ­ქმე­ლად პი­რა­დად და­უ­რე­კა. ამის შემ­დეგ ბე­რი­ას ზა­რე­ბი გახ­შირ­და.

სა­უბ­რი­სას კაცი აქებ­და ფი­ო­დო­რო­ვას ახალ რო­ლებს, სთა­ვა­ზობ­და სა­კუ­თარ მხარ­და­ჭე­რას, 1943 წელს კი სა­კუ­თა­რი მე­უღ­ლის პა­ტივ­სა­ცე­მად გა­მარ­თულ ვახ­შამ­ზე მი­იწ­ვია. ზო­ი­ას უთხრა, რომ ეს მისი მე­უღ­ლის თხოვ­ნით ხდე­ბო­და. სა­ღა­მოს მსა­ხი­ო­ბის წა­საყ­ვა­ნად მის სახ­ლთან მან­ქა­ნა გა­ჩერ­და. და­პი­რე­ბუ­ლი წვე­უ­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ბე­რი­ას ეზო და სახ­ლი ცა­რი­ე­ლი იყო. სტუმ­რე­ბი­სა და სა­დღე­სას­წა­უ­ლო სუფ­რის შე­სა­ხებ კი­თხვებ­ზე ბე­რი­ამ ქალს უთხრა, რომ მის მე­უღ­ლეს თავი სტკი­ო­და და სტუმ­რებს სთხო­ვეს, აღარ მო­სუ­ლიყ­ვნენ.

”მაგ­რამ თქვენს მო­საყ­ვა­ნად მან­ქა­ნა უკვე გზა­ში იყო, მე ვე­რა­ფე­რი გა­ვა­კე­თე. იმე­დია გეს­მის ჩემი?" - გან­მარ­ტა ბე­რი­ამ.

მსა­ხი­ობ­მა სახ­ლში წას­ვლას და­ა­პი­რა, მაგ­რამ მის გაშ­ვე­ბას მას­პინ­ძე­ლი არ აპი­რებ­და.

”რა სი­სუ­ლე­ლეა, ძვირ­ფა­სო ზოია. ორ­მოც­და­ათ­კა­ცი­ა­ნი სუფ­რა გავ­შა­ლეთ. რა თქმა უნდა, დარ­ჩე­ბით“, - გა­ნუ­ცხა­და ბე­რი­ამ.

სა­დილ­ზე, რო­მელ­საც მხო­ლოდ ფი­ო­დო­რო­ვა და ბე­რია ეს­წრე­ბოდ­ნენ, სა­ხალ­ხო კო­მი­სა­რი ცდი­ლობ­და ქალ­ზე შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მდიდ­რუ­ლი კერ­ძე­ბით (შავი ხი­ზი­ლა­ლა და შემ­წვა­რი ცხვა­რი ომის წლებ­ში) მო­ეხ­დი­ნა. რო­დე­საც ბე­რი­ამ, ორი ჭი­ქის და­ლე­ვის შემ­დეგ, ხელი მუხ­ლზე და­ა­დო, ფი­ო­დო­რო­ვამ ჰკი­თხა, იცო­და თუ არა, რომ მისი პირ­ვე­ლი ქმა­რი ებ­რა­ე­ლი იყო.

”მაგ­რამ თქვენ ახლა არ ხართ და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი..." - უპა­სუ­ხა კო­მი­სარ­მა. ამ სი­ტყვე­ბის შემ­დეგ კი წელ­ზე მო­ეხ­ვია. ქალ­მა წას­ვლა და­ა­პი­რა და ბე­რი­ას მცდე­ლო­ბებს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბით და შე­უ­რა­ცხყო­ფით უპა­სუ­ხა... რო­გორც ჩანს, ვი­თა­რე­ბა საკ­მა­ოდ გარ­თულ­და, რად­გან სა­ბე­დის­წე­რო ღა­მის შემ­დეგ მსა­ხი­ო­ბი შუ­რის­ძი­ე­ბას ელო­და, მაგ­რამ, რო­გორც ჩანს, ბე­რი­ას მის­თვის არ ეცა­ლა და ომის დას­რუ­ლე­ბამ­დე გა­და­დო.

1945 წელს ზო­ი­ამ აშშ-ს სამ­ხედ­რო მი­სი­ის სა­ზღვაო გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე ჯექ­სონ ტე­ი­ტი გა­იც­ნო. წყვი­ლის რო­მა­ნის შე­სა­ხებ ყვე­ლამ გა­ი­გო, მოს­კოვ­ში ჭო­რე­ბი გავ­რცელ­და - ფი­ო­დო­რო­ვა სა­გა­რეო დაზ­ვერ­ვის­თვის მუ­შა­ობ­სო... ომის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ტე­ი­ტი შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში გა­ემ­გზავ­რა, სა­დაც კა­ლი­ფორ­ნი­ის სა­ზღვაო ბა­ზა­ზე ად­მი­რა­ლად და­ი­ნიშ­ნა, ხოლო 1946 წლის 18 იან­ვარს მსა­ხი­ობ­მა მის­გან ქა­ლიშ­ვი­ლი გა­ა­ჩი­ნა.

ჯექ­სონ ტე­ი­ტი და ზოია ფი­ო­დო­რო­ვა

იმ წლებ­ში მარ­ტო­ხე­ლა დე­დებს მთავ­რო­ბის­გან ყვე­ლა­ნა­ი­რი მხარ­და­ჭე­რა შე­უ­წყდათ, ამი­ტომ ქალი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და კომ­პო­ზი­ტორ ალექ­სან­დრე რი­ა­ზა­ნოვ­თან ფიქ­ცი­უ­რი ქორ­წი­ნე­ბა გა­ე­ფორ­მე­ბი­ნა. თუმ­ცა ამან ვერ გა­და­არ­ჩი­ნა, 1946 წლის დე­კემ­ბერ­ში, რო­გორც სა­გა­რეო დაზ­ვერ­ვის აგენ­ტი და­ა­პა­ტიმ­რეს.

ქალი ლუ­ბი­ან­კას ცი­ხე­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც და­კი­თხვი­სას სას­ტი­კად აწა­მეს. 1947 წლის აგ­ვის­ტო­ში კი 25 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯეს ქო­ნე­ბის კონ­ფის­კა­ცი­ით. 1947 წლის დე­კემ­ბერ­ში ბე­რი­ას წე­რი­ლი მის­წე­რა, რო­მელ­შიც შე­ახ­სე­ნა და­პი­რე­ბა, რომ და­ეხ­მა­რე­ბო­და "ცხოვ­რე­ბის რთულ მო­მენ­ტებ­ში".

”ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ წა­ყე­ნე­ბუ­ლი ბრა­ლი და გა­მო­ძი­ე­ბა წა­ა­გავს რა­ღაც სის­ხლი­ან კო­მე­დი­ას, რო­მე­ლიც ჩემს მიერ რამ­დე­ნი­მე და­უ­დევ­რად წარ­მოთ­ქმულ ფრა­ზა­ზე აა­გეს და ჩემ­გან მონ­სტრი შექ­მნეს”, - წერ­და ქალი ბე­რი­ას.

ფი­ო­დო­რო­ვას თქმით, მას არ ეს­მო­და, რა­ტომ აწა­მებ­დნენ მას ასე სას­ტი­კად, სთხოვ­და თა­ვი­სუფ­ლე­ბას და იმუქ­რე­ბო­და სა­მარ­ტოო სა­კან­ში თა­ვის ჩა­მოხ­რჩო­ბით.

"გთხოვ, ძვირ­ფა­სო ლავ­რენ­ტი პავ­ლო­ვიჩ, გა­და­მარ­ჩი­ნე! თავს დამ­ნა­შა­ვედ ვგრძნობ ჩემი უაზ­რო ბუ­ნე­ბი­სა და ენის გამო. კარ­გად მეს­მის ჩემი შეც­დო­მე­ბის და მოგ­მარ­თავ რო­გორც სა­კუ­თარ მა­მას. და­მიბ­რუ­ნე სი­ცო­ცხლე! და­მაბ­რუ­ნე მოს­კოვ­ში! რა­ტომ უნდა მოვ­კვდე? ჩემი ერ­თა­დერ­თი იმე­დი თქვე­ნი სა­მარ­თლი­ა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა“, - ნათ­ქვა­მია მსა­ხი­ო­ბის წე­რილ­ში.

გა­სა­ჩივ­რე­ბას არა­ნა­ი­რი შე­დე­გი არ მოჰ­ყო­ლია. ტე­იტს, რო­მე­ლიც ცდი­ლობ­და შეყ­ვა­რე­ბულ­თან კონ­ტაქ­ტის აღ­დგე­ნას, უთხრეს, რომ ზოია და­ქორ­წინ­და ცნო­ბილ საბ­ჭო­თა კომ­პო­ზი­ტორ­ზე და ბედ­ნი­ე­რად ცხოვ­რობ­და. ამ დროს მსა­ხი­ობ­მა ცი­ხე­ში რვა წელი გა­ა­ტა­რა. ზოია სტა­ლი­ნი­სა და ბე­რი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან ორ წე­ლი­წად­ში გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, ფი­ე­დო­რო­ვა ქა­ლიშ­ვილ­თან დაბ­რუნ­და, მას ისევ იღებ­დნენ კი­ნო­ში. 1976 წელს მის­მა ქა­ლიშ­ვილ­მა ნე­ბარ­თვა მი­ი­ღო და მა­მას­თან შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში გა­ემ­გზავ­რა. სამ­ჯერ ჩა­ვი­და ამე­რი­კა­ში ზო­ი­აც, რის შემ­დე­გაც და­ი­წყო სა­ბუ­თე­ბის მომ­ზა­დე­ბა ამე­რი­კა­ში სა­ცხოვ­რებ­ლად გა­და­სას­ვლე­ლად.

ზოია ქა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად

1981 წელს მოს­კოვ­ში კუ­ტუ­ზოვ­სკის პროს­პექ­ტზე სა­მო­თა­ხი­ან ბი­ნა­ში ზოია ფი­ო­დო­რო­ვა გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. მას ია­რა­ღი თავ­ში სამ­ჯერ ჰქონ­და ნას­რო­ლი.

მისი მკვლე­ლო­ბის საქ­მემ მრა­ვა­ლი ჭორი გა­მო­იწ­ვია, რო­მელ­თა შო­რის იყო ვერ­სი­ე­ბი ფი­ო­დო­რო­ვას სიკ­ვდილ­ში კე-გე-ბეს აგენ­ტე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­სა­ხებ. მი­უ­ხე­და­ვად მრა­ვა­ლი წლის გას­ვლი­სა, მისი მკვლე­ლო­ბა დღემ­დე გა­უხ­სნე­ლი რჩე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
123
9

ეს ვიღაც ფიოდოროვა, რა მოსაყვანია ბერიასთან. ბერია იყო საქართველოზე ძალიან შეყვარებული ადამიანი და ის ზრუნავდა თავის ქვეყნისთვის.

სუხია
4

არა მგონია ბერია, სააკაშვილზე მექალთანე ყოფილიყო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

საბჭოთა კინემატოგრაფის ზენიტიდან ჯაშუშობის ბრალდებამდე - მსახიობის საბედისწერო კავშირი ბერიასთან და სასიკვდილო გასროლა მაშინ, როდესაც საფრთხე თითქოს აღარ ემუქრებოდა

საბჭოთა კინემატოგრაფის ზენიტიდან ჯაშუშობის ბრალდებამდე -  მსახიობის საბედისწერო კავშირი ბერიასთან და სასიკვდილო გასროლა მაშინ, როდესაც საფრთხე თითქოს აღარ ემუქრებოდა

საბჭოთა მსახიობის ზოია ფიოდოროვას ცხოვრება, მძაფრსიუჟეტიანი ფილმივით განვითარდა და ტრაგიკულად დასრულდა. ის ისეთ ცნობილ ფილმებში თამაშობდა, როგორიცაა "ქორწილი მალინოვკაში", "მოსკოვს ცრემლების არ სჯერა " და ა.შ. მსახიობს არაერთი განსაცდელის გადატანა მოუწია: ტრაგიკული სასიყვარულო ურთიერთობა, ჯაშუშობის ბრალდება, ხალხის მტრის ქალიშვილად გამოცხადება, პატიმრობა და მტრობა ბერიასთან... მისი სიცოცხლე სასიკვდილო გასროლით შეწყდა. გამოძიებამ დღემდე ვერ დაადგინა, რა იყო მკვლელობის მოტივი.

ზოია ფიოდოროვას მშობლები ჩვეულებრივი მუშები იყვნენ და არ სურდათ ქალიშვილს პროფესიად მსახიობობა აერჩია. მამა დაჟინებით მოითხოვდა, რომ ქალიშვილს ბუღალტერია ესწავლა, თუმცა მაინც შეძლო მშობლების დარწმუნება, რომ მიეცათ შანსი, რომ დრამის სკოლაში გაეგრძელებინა სწავლა.

ფიოდოროვას სამსახიობო კარიერა ფილმში "მომავალი" კამეოს როლით დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ეპიზოდი ამოჭრეს მონტაჟის დროს, გადაღებამ საბედისწერო როლი ითამაშა მის ცხოვრებაში. გადასაღებ მოედანზე ზოია შეხვდა ოპერატორ ვლადიმერ რაპოპორტს; მათი რომანი ქორწინებით დასრულდა, რაც დიდხანს არ გაგრძელებულა, მაგრამ ამ ურთიერთობამ დამწყებ მსახიობს გზა გაუხსნა დიდი კინოსკენ.

რაპოპორტთან ურთიერთობა მაშინ დასრულდა, როდესაც ფიოდოროვის ოჯახში ტრაგიკული მოვლენა მოხდა. ზოიას მამა ხალხის მტრად გამოაცხადეს და დააპატიმრეს.

ზოია ერთხელ უკვე იყო დაქორწინებული, პირველი ქმარი ლეონიდ ვეიცლერი, მისი თანაკურსელი იყო თეატრალურ სკოლაში. ეს იყო გაუაზრებელი სტუდენტური ქორწინება, რომელიც დიდხანს არ გაგრძელებულა. რაპოპორტთან ქორწინებაც ცოტა ხანს გაგრძელდა.

  • ბერია და ფიოდოროვა

იმ პერიოდში მოსკოვში ლეგენდები დადიოდა იოსებ სტალინის მარჯვენა ხელის, სსრკ შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის ლავრენტი ბერიას დანაშაულებზე, მათ შორის ქალების მიმართ ძალადობაზე... კაცი თავისი პოზიციით სარგებლობდა და საშინლად ავიწროებდა განსხვავებული სოციალური სტატუსის მქონე გოგონებს, ანგრევდა მათ ბედს. მათ რიცხვში აღმოჩნდა საბჭოთა კინოს ერთ-ერთი მთავარი დივა - ზოია ფიოდოროვაც.

მსახიობის მამა, როგორც უკვე ვახსენეთ, ჯაშუშობის ბრალდებით დააპატიმრეს და ათი წელი მიუსაჯეს. "ხალხის მტრის" ქალიშვილის სტატუსის მიუხედავად, ზოიამ განაგრძო ფილმებში მონაწილეობა და 1940-იანი წლების დასაწყისში სტალინის ორი პრემიაც კი მიიღო.

ამან ძალიან გააძლიერა მსახიობის პოზიციები და გადაწყვიტა ლავრენტი ბერიას შეხვედროდა. როგორც მოგვიანებით ფიოდოროვას ქალიშვილმა ვიქტორიამ თავის წიგნში "ადმირალის ქალიშვილი" დაწერა, შეხვედრაზე დედამ ბერიას განუცხადა, რომ მისი მამა უსამართლოდ გაასამართლეს. 1941 წლის აგვისტოში კაცი გაათავისუფლეს, მაგრამ ბანაკებში მძიმე მდგომარეობისა და ცუდი ჯანმრთელობის გამო, ერთ თვეში გარდაიცვალა. ბერიამ მსახიობს სამძიმრის სათქმელად პირადად დაურეკა. ამის შემდეგ ბერიას ზარები გახშირდა.

საუბრისას კაცი აქებდა ფიოდოროვას ახალ როლებს, სთავაზობდა საკუთარ მხარდაჭერას, 1943 წელს კი საკუთარი მეუღლის პატივსაცემად გამართულ ვახშამზე მიიწვია. ზოიას უთხრა, რომ ეს მისი მეუღლის თხოვნით ხდებოდა. საღამოს მსახიობის წასაყვანად მის სახლთან მანქანა გაჩერდა. დაპირებული წვეულების მიუხედავად, ბერიას ეზო და სახლი ცარიელი იყო. სტუმრებისა და სადღესასწაულო სუფრის შესახებ კითხვებზე ბერიამ ქალს უთხრა, რომ მის მეუღლეს თავი სტკიოდა და სტუმრებს სთხოვეს, აღარ მოსულიყვნენ.

”მაგრამ თქვენს მოსაყვანად მანქანა უკვე გზაში იყო, მე ვერაფერი გავაკეთე. იმედია გესმის ჩემი?" - განმარტა ბერიამ.

მსახიობმა სახლში წასვლას დააპირა, მაგრამ მის გაშვებას მასპინძელი არ აპირებდა.

”რა სისულელეა, ძვირფასო ზოია. ორმოცდაათკაციანი სუფრა გავშალეთ. რა თქმა უნდა, დარჩებით“, - განუცხადა ბერიამ.

სადილზე, რომელსაც მხოლოდ ფიოდოროვა და ბერია ესწრებოდნენ, სახალხო კომისარი ცდილობდა ქალზე შთაბეჭდილება მდიდრული კერძებით (შავი ხიზილალა და შემწვარი ცხვარი ომის წლებში) მოეხდინა. როდესაც ბერიამ, ორი ჭიქის დალევის შემდეგ, ხელი მუხლზე დაადო, ფიოდოროვამ ჰკითხა, იცოდა თუ არა, რომ მისი პირველი ქმარი ებრაელი იყო.

”მაგრამ თქვენ ახლა არ ხართ დაქორწინებული..." - უპასუხა კომისარმა. ამ სიტყვების შემდეგ კი წელზე მოეხვია. ქალმა წასვლა დააპირა და ბერიას მცდელობებს წინააღმდეგობით და შეურაცხყოფით უპასუხა... როგორც ჩანს, ვითარება საკმაოდ გართულდა, რადგან საბედისწერო ღამის შემდეგ მსახიობი შურისძიებას ელოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ბერიას მისთვის არ ეცალა და ომის დასრულებამდე გადადო.

1945 წელს ზოიამ აშშ-ს სამხედრო მისიის საზღვაო განყოფილების უფროსის მოადგილე ჯექსონ ტეიტი გაიცნო. წყვილის რომანის შესახებ ყველამ გაიგო, მოსკოვში ჭორები გავრცელდა - ფიოდოროვა საგარეო დაზვერვისთვის მუშაობსო... ომის დასრულების შემდეგ, ტეიტი შეერთებულ შტატებში გაემგზავრა, სადაც კალიფორნიის საზღვაო ბაზაზე ადმირალად დაინიშნა, ხოლო 1946 წლის 18 იანვარს მსახიობმა მისგან ქალიშვილი გააჩინა.

ჯექსონ ტეიტი და ზოია ფიოდოროვა

იმ წლებში მარტოხელა დედებს მთავრობისგან ყველანაირი მხარდაჭერა შეუწყდათ, ამიტომ ქალი იძულებული გახდა კომპოზიტორ ალექსანდრე რიაზანოვთან ფიქციური ქორწინება გაეფორმებინა. თუმცა ამან ვერ გადაარჩინა, 1946 წლის დეკემბერში, როგორც საგარეო დაზვერვის აგენტი დააპატიმრეს.

ქალი ლუბიანკას ციხეში გადაიყვანეს, სადაც დაკითხვისას სასტიკად აწამეს. 1947 წლის აგვისტოში კი 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ქონების კონფისკაციით. 1947 წლის დეკემბერში ბერიას წერილი მისწერა, რომელშიც შეახსენა დაპირება, რომ დაეხმარებოდა "ცხოვრების რთულ მომენტებში".

”ჩემს წინააღმდეგ წაყენებული ბრალი და გამოძიება წააგავს რაღაც სისხლიან კომედიას, რომელიც ჩემს მიერ რამდენიმე დაუდევრად წარმოთქმულ ფრაზაზე ააგეს და ჩემგან მონსტრი შექმნეს”, - წერდა ქალი ბერიას.

ფიოდოროვას თქმით, მას არ ესმოდა, რატომ აწამებდნენ მას ასე სასტიკად, სთხოვდა თავისუფლებას და იმუქრებოდა სამარტოო საკანში თავის ჩამოხრჩობით.

"გთხოვ, ძვირფასო ლავრენტი პავლოვიჩ, გადამარჩინე! თავს დამნაშავედ ვგრძნობ ჩემი უაზრო ბუნებისა და ენის გამო. კარგად მესმის ჩემი შეცდომების და მოგმართავ როგორც საკუთარ მამას. დამიბრუნე სიცოცხლე! დამაბრუნე მოსკოვში! რატომ უნდა მოვკვდე? ჩემი ერთადერთი იმედი თქვენი სამართლიანი გადაწყვეტილებაა“, - ნათქვამია მსახიობის წერილში.

გასაჩივრებას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია. ტეიტს, რომელიც ცდილობდა შეყვარებულთან კონტაქტის აღდგენას, უთხრეს, რომ ზოია დაქორწინდა ცნობილ საბჭოთა კომპოზიტორზე და ბედნიერად ცხოვრობდა. ამ დროს მსახიობმა ციხეში რვა წელი გაატარა. ზოია სტალინისა და ბერიას გარდაცვალებიდან ორ წელიწადში გაათავისუფლეს.

თავისუფლებაში დაბრუნების შემდეგ, ფიედოროვა ქალიშვილთან დაბრუნდა, მას ისევ იღებდნენ კინოში. 1976 წელს მისმა ქალიშვილმა ნებართვა მიიღო და მამასთან შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. სამჯერ ჩავიდა ამერიკაში ზოიაც, რის შემდეგაც დაიწყო საბუთების მომზადება ამერიკაში საცხოვრებლად გადასასვლელად.

ზოია ქალიშვილთან ერთად

1981 წელს მოსკოვში კუტუზოვსკის პროსპექტზე სამოთახიან ბინაში ზოია ფიოდოროვა გარდაცვლილი იპოვეს. მას იარაღი თავში სამჯერ ჰქონდა ნასროლი.

მისი მკვლელობის საქმემ მრავალი ჭორი გამოიწვია, რომელთა შორის იყო ვერსიები ფიოდოროვას სიკვდილში კე-გე-ბეს აგენტების მონაწილეობის შესახებ. მიუხედავად მრავალი წლის გასვლისა, მისი მკვლელობა დღემდე გაუხსნელი რჩება.