ბელგოროდის ოლქში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე ტყვედ ჩავარდნილი 65 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უკრაინელი სამხედრო ტყვეები ბელგოროდში გაცვლის მიზნით გადაჰყავდათ.
ტყვედ ჩავარდნილ უკრაინელ სამხედროებთან ერთად ბორტზე ეკიპაჟის ექვსი წევრი და სამი თანმხლები პირი იმყოფებოდა.
რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ ბელგოროდის ოლქში საჰაერო განგაში ამოქმედდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ილ-76 ბელგოროდის რაიონში ადგილობრივი დროით დაახლოებით 11:00 საათზე ჩამოვარდა.
ბორტზე იმყოფებოდა უკრაინის შეიარაღებული ძალების 65 ტყვე, ეკიპაჟის ექვსი წევრი და სამი თანმხლები პირი, ამტკიცებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.
დეპარტამენტში არ აკონკრეტებენ, არიან თუ არა ავიაკატასტროფის შედეგად გადარჩენილები.
მანამდე ტელეგრამის არხებმა და სამხედრო ბლოგერებმა გაავრცელეს ინფორმაცია ბელგოროდის რეგიონის კოროჩანსკის რაიონში ილ-76-ის ჩამოვარდნის შესახებ და გამოაქვეყნეს ვიდეო, სადაც ჩანს თვითმფრინავის დაცემა და აფეთქება.
კრემლი უარს აცხადებს კომენტარზე. „ეს არის ახალი ინფორმაცია. ვიმუშავებთ ამ თემაზე“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.
ბელგოროდის გუბერნატორი, სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ ტელეგრამის არხზე წერს: ”ინციდენტი კოროჩანსკის რაიონში. შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში საგამოძიებო ჯგუფი და საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლები მუშაობენ. სამუშაო განრიგი შევცვალე და რაიონში წავედი. ყველა დეტალი მოგვიანებით."
არაფერია უცნაური იმაში, რომ ტყვეთა გაცვლისას ავიაცია გამოიყენება.
სამწუხარო ფაქტია, რომ უკრაინელები სამგზავრო თვითმფრინავების ჩამოგდებაში პროფესიონალები არიან!!!
მაგალითები:
- უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ დაშვებული შეცდომების შედეგად 2001 წელს (კუჩმას პრეზიდენტობის დროს) შავ ზღვაში, სოჭთან ახლოს ჩამოგდებულ იქნა ისრაელიდან რუსეთში მიმავალი თვითმფრინავი ტუ-154, რომელსაც შეეწირა 78 ადამიანის სიცოცხლე...
კონპენსაციის სახით უკრაინამ თითოეულ დაღუპულზე გადაიხადა 200 ათასი აშშ დოლარი.
- 2014 წელს (პოროშენკოს პრეზიდენტობის დროს) ჩამოგდებულ იქნა მალაზიური თვითმფრინავი ბოინგ-777, რომლის შედეგად დაიღუპა 300-მდე ადამიანი. ეგონათ, რომ უკრაინის საჰაერო სივრცეში რუსული თვითმფრინავი შეფრინდა.
დაღუპულების ოჯახის წევრებზე კონპენსაცია დღემდე გადაუხდელია, ვინაიდან უკრაინა პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე არ იღებს და მომხდარ კატასტროფას ევროპული ქვეყნების დახმარებით რუსეთს აბრალებს...
- ახლაც უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა საზღვართან ახლოს, რუსეთის საჰაერო სივრცეში ჩამოაგდეს სატრანსპორტო თვითმფრინავი ილ-76, რომლის შედეგად ბედის ირონიით დაიღუპა 65 უკრაინელი ტყვე, რომელთა გაცვლაც უნდა მომხდარიყო რუს ტყვეებში...
პ.ს. პირადად ჩემი მოსაზრებით უნდა შეიქმნას სპეციალური კომისია სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ხელმძღვანელობით, რომელიც გამოიკვლევს მომხდარ კატასტროფას და წერტილს დაუსვამს რუსული და უკრაინული მხარეების ურთიერთ ბრალდებებს...
ერთი ამბავი ქონდათ ატეხილი სიხარულისგან. გაუჩალიჩეს რუსმა ვანიებმა გოიმ ზელიონკას. ეხლა აღიარებენ უკრაინელი რქსპერტები შეცდომას მარა რა დროსია გაისტუმრეს ამდები ერთად.