პოლიტიკა
საზოგადოება

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფერწერულ ნამუშევარს "ირემი" საექსპერტო კვლევა ჩაუტარდა და დადასტურდა, რომ ის ფიროსმანს ეკუთვნის
ფერწერულ ნამუშევარს "ირემი" საექსპერტო კვლევა ჩაუტარდა და დადასტურდა, რომ ის ფიროსმანს ეკუთვნის

შალ­ვა ამი­რა­ნაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლოვ­ნე­ბის სა­ხელ­მწი­ფო მუ­ზე­უ­მის ირაკ­ლი ფარ­ჯი­ა­ნის სა­ხე­ლო­ბის ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბის კვლე­ვი­სა და ექ­სპერ­ტი­ზის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში კერ­ძო კო­ლექ­ცი­ის ფერ­წე­რულ ნა­მუ­შე­ვარს - "ირე­მი" - სა­ექ­სპერ­ტო კვლე­ვა ჩა­უ­ტარ­და და ნიკო ფი­როს­მა­ნაშ­ვი­ლის ავ­ტო­რო­ბა და­დას­ტურ­და.

სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბის კვლე­ვი­სა და ექ­სპერ­ტი­ზის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის დას­კვნა ნიკო ფი­როს­მა­ნაშ­ვი­ლის ფერ­წე­რუ­ლი ნა­მუ­შევ­რის - „ირე­მი“ - ავ­თენ­ტი­კუ­რო­ბის შე­სა­ხებ გა­და­ე­ცა მე­სა­კუთ­რეს და მას და­უბ­რუნ­და კვლე­ვი­სათ­ვის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი ფერ­წე­რუ­ლი ტილო.

"სა­ექ­სპერ­ტო დას­კვნის გა­და­ცე­მის ღო­ნის­ძი­ე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტრი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე გი­ორ­გი ვოლ­სკი, სა­ექ­სპერ­ტო ლა­ბო­რა­ტო­რი­ის პარტნი­ო­რი, თო­დუ­ას კლი­ნი­კის გე­ნე­რა­ლუ­რი მე­ნე­ჯე­რი გი­ორ­გი დი­ა­სა­მი­ძე, მხატ­ვრე­ბი, მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბი, გა­ლე­რის­ტე­ბი, ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე­ე­ბი და სხვა მიწ­ვე­უ­ლი სტუმ­რე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ.

  • 2023 წლის 2 აგ­ვის­ტოს ირაკ­ლი ფარ­ჯი­ა­ნის სა­ხე­ლო­ბის ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბის კვლე­ვი­სა და ექ­სპერ­ტი­ზის ლა­ბო­რა­ტო­რი­ას სა­ექ­სპერ­ტო კვლე­ვის ჩა­სა­ტა­რებ­ლად მი­მარ­თა მო­ქა­ლა­ქე ლაშა შენ­გე­ლი­ამ და წა­რად­გი­ნა კერ­ძო კო­ლექ­ცი­ის ფერ­წე­რუ­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი "ირე­მი", რო­მელ­საც ახ­ლავს ხელ­მო­წე­რა: "ნიკო ფი­როს­მა­ნაშვ..."

ეს არის მუ­ყაო, ტი­ლო­ზე დუბ­ლი­რე­ბუ­ლი და ქვე­ჩარ­ჩო­ზე. ნა­ხა­ტი შეს­რუ­ლე­ბუ­ლია ზე­თით, ზომა - 80,5x102. ნა­მუ­შე­ვა­რი რეს­ტავ­რი­რე­ბუ­ლია.

სა­ექ­სპერ­ტო კვლე­ვა მიზ­ნად ისა­ხავ­და ნა­მუ­შევ­რის ავ­თენ­ტი­კუ­რო­ბის გან­სა­ზღვრას, რაც მო­ი­ცავს კომ­პლექ­სურ - სა­ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნეო და ტექ­ნო­ლო­გი­ურ კვლე­ვას. კომ­პლექ­სუ­რი კვლე­ვის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი და მათი შე­და­რე­ბა ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უ­მის კო­ლექ­ცი­ა­ში და­ცუ­ლი ნიკო ფი­როს­მა­ნაშ­ვი­ლის ორი­გი­ნა­ლე­ბის კვლე­ვის შე­დე­გებ­თან, ასე­ვე - სა­მეც­ნი­ე­რო პუბ­ლი­კა­ცი­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით გა­კე­თე­ბუ­ლი ანა­ლი­ზი, ლა­ბო­რა­ტო­რი­ის ეს­პა­ნე­ლი ექ­სპერ­ტის, ენ­რი­კე პა­რას, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი კონ­სულ­ტა­ცია და მისი აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა კვლე­ვით პრო­ცეს­ში ადას­ტუ­რებს, რომ ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი ფერ­წე­რუ­ლი ნა­მუ­შევ­რის - „ირ­მის“ ავ­ტო­რია ნიკო ფი­როს­მა­ნაშ­ვი­ლი. ნა­მუ­შევ­რის კვლე­ვი­სას ასე­ვე ჩა­ტარ­და შალ­ვა ამი­რა­ნაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლოვ­ნე­ბის სა­ხელ­მწი­ფო მუ­ზე­უ­მის კო­ლექ­ცი­ა­ში და­ცუ­ლი ნიკო ფი­როს­მა­ნაშ­ვი­ლის რამ­დე­ნი­მე ნა­მუ­შევ­რის კომ­პლექ­სუ­რი კვლე­ვა შე­დე­გე­ბის შე­სა­და­რებ­ლად; შეს­წავ­ლი­ლია შე­სა­ბა­მი­სი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი წყა­რო­ე­ბი; ნა­მუ­შევ­რის ფერ­წე­რუ­ლი ფე­ნის ზე­და­პირს ჩა­უ­ტარ­და კვლე­ვა სტე­რე­ო­მიკ­როს­კო­პით და მოხ­და ცალ­კე­უ­ლი ფრაგ­მენ­ტე­ბის ფო­ტო­ფიქ­სა­ცია; გა­მო­ყე­ნე­ბულ იქნა სხვა­დას­ხვა ფო­ტო­გა­და­ღე­ბის მე­თო­დი: ხილ­ვა­დი რე­ჟი­მით სა­ერ­თო ხე­დი­სა და ფრაგ­მენ­ტე­ბის მაკრო­ფო­ტო­გა­და­ღე­ბა, ულტრა­ი­ის­ფე­რი დას­ხი­ვე­ბით და ინფრა­წი­თე­ლი კა­მე­რით გა­და­ღე­ბა, რენტგე­ნოგ­რა­ფი­რე­ბა და მი­ღე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის შე­და­რე­ბა ნიკო ფი­როს­მა­ნაშ­ვი­ლის ნა­მუ­შევ­რე­ბის არ­სე­ბულ რენტგე­ნოგ­რა­მებ­თან; ნა­მუ­შევ­რი­დან აი­ღეს ნი­მუ­შე­ბი და მო­ამ­ზა­დეს ისი­ნი საკ­ვლე­ვად. ნი­მუ­შე­ბის კვლე­ვა ჩა­ტარ­და რა­მა­ნის ოპ­ტი­კუ­რი მიკ­როს­კო­პით, ლუ­მო­სის ინფრა­წი­თე­ლი სპექტროს­კო­პით; ასე­ვე, ჩა­ტარ­და ნი­მუ­შე­ბის მე­ტა­ლი­ზა­ცია (მო­ოქ­რო­ვე­ბა) და კვლე­ვა ელექტრო­ნუ­ლი მიკ­როს­კო­პით. გა­ი­შიფ­რა მიკ­როს­კო­პე­ბით კვლე­ვის შე­დე­გად გა­ზო­მი­ლი სპექტრე­ბი და მოხ­და მათი ინ­ტერპრე­ტა­ცია.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის: 2023 წელს სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­სა და ირაკ­ლი ფარ­ჯი­ა­ნის ფონ­დის თა­ნამ­შრომ­ლო­ბით შალ­ვა ამი­რა­ნაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ხე­ლოვ­ნე­ბის სა­ხელ­მწი­ფო მუ­ზე­უმ­ში გა­იხ­სნა ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში პირ­ვე­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბის კვლე­ვი­სა და ექ­სპერ­ტი­ზის სა­ხელ­მწი­ფო ლა­ბო­რა­ტო­რია, რო­მელ­საც ირაკ­ლი ფარ­ჯი­ა­ნის სა­ხე­ლი მი­ე­ნი­ჭა.

ლა­ბო­რა­ტო­რია მო­წყო­ბი­ლია 542 მ2 სივ­რცე­ში თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად და აღ­ჭურ­ვი­ლია უმაღ­ლე­სი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი აპა­რა­ტუ­რით. ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბის კვლე­ვი­სა და ექ­სპერ­ტი­ზის სა­ხელ­მწი­ფო ლა­ბო­რა­ტო­რი­ის პრო­ექ­ტი ირაკ­ლი ფარ­ჯი­ა­ნის ფონდთან კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს კონ­სულ­ტა­ცი­ი­თა და უწყე­ბის უშუ­ა­ლო მო­ნა­წი­ლე­ო­ბით შე­მუ­შავ­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ლა­ბო­რა­ტო­რი­ის შექ­მნის იდეა გაჩ­ნდა 2021 წლის ივ­ლის­ში, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრმა თეა წუ­ლუ­კი­ან­მა და ირაკ­ლი ფარ­ჯი­ა­ნის ფონ­დის თავ­მჯდო­მა­რემ მი­ხე­ილ ჯი­ქი­ამ, სოფო ფარ­ჯი­ა­ნის ხელ­შე­წყო­ბით, ხელი მო­ა­წე­რეს თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუმს.

ლა­ბო­რა­ტო­რი­ის უმ­თავ­რე­სი მი­ზა­ნი და ფუნ­ქცი­აა სა­ქარ­თვე­ლო­სა და ამი­ერ­კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბის კომ­პლექ­სუ­რი სა­ექ­სპერ­ტო კვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბა და ნა­მუ­შევ­რე­ბის ავ­თენ­ტი­კუ­რო­ბის დად­გე­ნა უახ­ლე­სი აპა­რა­ტუ­რი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით (ინფრა­წი­თე­ლი გა­მოს­ხი­ვე­ბის სპექტროს­კო­პი, რა­მა­ნის ოპ­ტი­კუ­რი მიკ­როს­კო­პი, ელექტრო­ნუ­ლი მიკ­როს­კო­პი, სტე­რეო, პო­ლა­რუ­ლი და ბი­ნო­კუ­ლა­რუ­ლი მიკ­როს­კო­პე­ბი, მა­ღა­ლი რე­ზო­ლუ­ცი­ის ფო­ტო­კა­მე­რე­ბი, ულტრა­ი­ის­ფე­რი ფლუ­ო­რეს­ცენ­ცია, ინფრა­წი­თე­ლი ნა­თე­ბის კა­მე­რა, რენტგე­ნოგ­რა­ფია, რენტგე­ნოფ­ლუ­ო­რეს­ცენ­ტუ­რი ანა­ლი­ზი, სრუ­ლად აღ­ჭურ­ვი­ლი ქი­მი­უ­რი ლა­ბო­რა­ტო­რია, 3D სკა­ნე­რი და უმაღ­ლე­სი რე­ზო­ლუ­ცი­ის ფო­ტოს­კა­ნე­რი).

სა­ქარ­თვე­ლო­ში აქამ­დე მსგავ­სი ფუნ­ქცი­ე­ბი­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ლა­ბო­რა­ტო­რია არ ყო­ფი­ლა და მისი გახ­სნა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ქარ­თუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და ხე­ლო­ვა­ნე­ბის­თვის, მათი შე­მოქ­მე­დე­ბი­სა და უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის­თვის. გარ­და ამი­სა, ლა­ბო­რა­ტო­რია ხელს შე­უ­წყობს ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უმ­ში სა­მეც­ნი­ე­რო და სა­რეს­ტავ­რა­ციო საქ­მი­ა­ნო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას, ექ­სპო­ნა­ტე­ბის სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვას, ატ­რი­ბუ­ცი­ას, და­თა­რი­ღე­ბას, ავ­თენ­ტი­კუ­რო­ბის დად­გე­ნა­სა და ა. შ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ 2022 წლის ბო­ლოს ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე­ებს, ქი­მი­კოს-რეს­ტავ­რა­ტო­რებ­სა და რა­დი­ო­ლო­გებს ეს­პა­ნელ­მა ექ­სპერ­ტმა ჩა­უ­ტა­რა გა­დამ­ზა­დე­ბის კურ­სი. მათ შე­ის­წავ­ლეს ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში გან­თავ­სე­ბულ აპა­რა­ტუ­რას­თან მუ­შა­ო­ბა, ექ­სპერ­ტი­ზის პრო­ცეს­ში მისი გა­მო­ყე­ნე­ბა (ექ­სპერ­ტი­ზის პრო­ცე­სის მარ­თვა, ქი­მი­უ­რი და ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბა) და შე­სა­ბა­მი­სი დას­კვნე­ბის მომ­ზა­დე­ბა. კად­რე­ბის მომ­ზა­დე­ბა-გა­დამ­ზა­დე­ბა მო­მა­ვალ­შიც გაგ­რძელ­დე­ბა. შე­დე­გად ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში უკვე შე­საძ­ლე­ბე­ლია ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბის საც­დე­ლი კვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბა.

ირაკ­ლი ფარ­ჯი­ა­ნის სა­ხე­ლო­ბის ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბის კვლე­ვი­სა და ექ­სპერ­ტი­ზის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უმ­ში და­ცუ­ლი სა­ხე­ლო­ვა­ნი მხატ­ვრე­ბის, უპირ­ვე­ლე­სად კი - ფი­როს­მა­ნის, ნა­მუ­შევ­რე­ბი­დან მიკ­როს­კო­პუ­ლი ნი­მუ­შე­ბის შეგ­რო­ვე­ბა და ლა­ბო­რა­ტო­რი­ი­სათ­ვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ურ მო­ნა­ცემ­თა ბა­ზის შექ­მნა. ამ პრო­ცეს­ში, მუ­ზე­უ­მის გა­დამ­ზა­დე­ბულ თა­ნამ­შრომ­ლებ­თან ერ­თად, მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღებს ეს­პა­ნე­ლი ექ­სპერ­ტიც“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

Ჟანა
3

არ გაყიდის? 45 000 ლარს ვიხდი ხელზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

ფერწერულ ნამუშევარს "ირემი" საექსპერტო კვლევა ჩაუტარდა და დადასტურდა, რომ ის ფიროსმანს ეკუთვნის

ფერწერულ ნამუშევარს "ირემი" საექსპერტო კვლევა ჩაუტარდა და დადასტურდა, რომ ის ფიროსმანს ეკუთვნის

შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ირაკლი ფარჯიანის სახელობის ხელოვნების ნიმუშების კვლევისა და ექსპერტიზის ლაბორატორიაში კერძო კოლექციის ფერწერულ ნამუშევარს - "ირემი" - საექსპერტო კვლევა ჩაუტარდა და ნიკო ფიროსმანაშვილის ავტორობა დადასტურდა.

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ხელოვნების ნიმუშების კვლევისა და ექსპერტიზის ლაბორატორიის დასკვნა ნიკო ფიროსმანაშვილის ფერწერული ნამუშევრის - „ირემი“ - ავთენტიკურობის შესახებ გადაეცა მესაკუთრეს და მას დაუბრუნდა კვლევისათვის ლაბორატორიაში წარმოდგენილი ფერწერული ტილო.

"საექსპერტო დასკვნის გადაცემის ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, საექსპერტო ლაბორატორიის პარტნიორი, თოდუას კლინიკის გენერალური მენეჯერი გიორგი დიასამიძე, მხატვრები, მათი ოჯახის წევრები, გალერისტები, ხელოვნებათმცოდნეები და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

  • 2023 წლის 2 აგვისტოს ირაკლი ფარჯიანის სახელობის ხელოვნების ნიმუშების კვლევისა და ექსპერტიზის ლაბორატორიას საექსპერტო კვლევის ჩასატარებლად მიმართა მოქალაქე ლაშა შენგელიამ და წარადგინა კერძო კოლექციის ფერწერული ნამუშევარი "ირემი", რომელსაც ახლავს ხელმოწერა: "ნიკო ფიროსმანაშვ..."

ეს არის მუყაო, ტილოზე დუბლირებული და ქვეჩარჩოზე. ნახატი შესრულებულია ზეთით, ზომა - 80,5x102. ნამუშევარი რესტავრირებულია.

საექსპერტო კვლევა მიზნად ისახავდა ნამუშევრის ავთენტიკურობის განსაზღვრას, რაც მოიცავს კომპლექსურ - სახელოვნებათმცოდნეო და ტექნოლოგიურ კვლევას. კომპლექსური კვლევის შედეგად მიღებული მონაცემები და მათი შედარება ხელოვნების მუზეუმის კოლექციაში დაცული ნიკო ფიროსმანაშვილის ორიგინალების კვლევის შედეგებთან, ასევე - სამეცნიერო პუბლიკაციებზე დაყრდნობით გაკეთებული ანალიზი, ლაბორატორიის ესპანელი ექსპერტის, ენრიკე პარას, პროფესიონალური კონსულტაცია და მისი აქტიური მონაწილეობა კვლევით პროცესში ადასტურებს, რომ ლაბორატორიაში წარმოდგენილი ფერწერული ნამუშევრის - „ირმის“ ავტორია ნიკო ფიროსმანაშვილი. ნამუშევრის კვლევისას ასევე ჩატარდა შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის კოლექციაში დაცული ნიკო ფიროსმანაშვილის რამდენიმე ნამუშევრის კომპლექსური კვლევა შედეგების შესადარებლად; შესწავლილია შესაბამისი ლიტერატურული წყაროები; ნამუშევრის ფერწერული ფენის ზედაპირს ჩაუტარდა კვლევა სტერეომიკროსკოპით და მოხდა ცალკეული ფრაგმენტების ფოტოფიქსაცია; გამოყენებულ იქნა სხვადასხვა ფოტოგადაღების მეთოდი: ხილვადი რეჟიმით საერთო ხედისა და ფრაგმენტების მაკროფოტოგადაღება, ულტრაიისფერი დასხივებით და ინფრაწითელი კამერით გადაღება, რენტგენოგრაფირება და მიღებული მონაცემების შედარება ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების არსებულ რენტგენოგრამებთან; ნამუშევრიდან აიღეს ნიმუშები და მოამზადეს ისინი საკვლევად. ნიმუშების კვლევა ჩატარდა რამანის ოპტიკური მიკროსკოპით, ლუმოსის ინფრაწითელი სპექტროსკოპით; ასევე, ჩატარდა ნიმუშების მეტალიზაცია (მოოქროვება) და კვლევა ელექტრონული მიკროსკოპით. გაიშიფრა მიკროსკოპებით კვლევის შედეგად გაზომილი სპექტრები და მოხდა მათი ინტერპრეტაცია.

ინფორმაციისთვის: 2023 წელს საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ირაკლი ფარჯიანის ფონდის თანამშრომლობით შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში გაიხსნა ამიერკავკასიაში პირველი ხელოვნების ნიმუშების კვლევისა და ექსპერტიზის სახელმწიფო ლაბორატორია, რომელსაც ირაკლი ფარჯიანის სახელი მიენიჭა.

ლაბორატორია მოწყობილია 542 მ2 სივრცეში თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და აღჭურვილია უმაღლესი ტექნოლოგიური აპარატურით. ხელოვნების ნიმუშების კვლევისა და ექსპერტიზის სახელმწიფო ლაბორატორიის პროექტი ირაკლი ფარჯიანის ფონდთან კულტურის სამინისტროს კონსულტაციითა და უწყების უშუალო მონაწილეობით შემუშავდა. აღსანიშნავია, რომ ლაბორატორიის შექმნის იდეა გაჩნდა 2021 წლის ივლისში, როდესაც საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა და ირაკლი ფარჯიანის ფონდის თავმჯდომარემ მიხეილ ჯიქიამ, სოფო ფარჯიანის ხელშეწყობით, ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს.

ლაბორატორიის უმთავრესი მიზანი და ფუნქციაა საქართველოსა და ამიერკავკასიის რეგიონში ხელოვნების ნიმუშების კომპლექსური საექსპერტო კვლევების ჩატარება და ნამუშევრების ავთენტიკურობის დადგენა უახლესი აპარატურისა და ტექნოლოგიების მეშვეობით (ინფრაწითელი გამოსხივების სპექტროსკოპი, რამანის ოპტიკური მიკროსკოპი, ელექტრონული მიკროსკოპი, სტერეო, პოლარული და ბინოკულარული მიკროსკოპები, მაღალი რეზოლუციის ფოტოკამერები, ულტრაიისფერი ფლუორესცენცია, ინფრაწითელი ნათების კამერა, რენტგენოგრაფია, რენტგენოფლუორესცენტური ანალიზი, სრულად აღჭურვილი ქიმიური ლაბორატორია, 3D სკანერი და უმაღლესი რეზოლუციის ფოტოსკანერი).

საქართველოში აქამდე მსგავსი ფუნქციებისა და შესაძლებლობების ლაბორატორია არ ყოფილა და მისი გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ხელოვნებისა და ხელოვანებისთვის, მათი შემოქმედებისა და უფლებების დაცვისთვის. გარდა ამისა, ლაბორატორია ხელს შეუწყობს ხელოვნების მუზეუმში სამეცნიერო და სარესტავრაციო საქმიანობის გაუმჯობესებას, ექსპონატების სამეცნიერო კვლევას, ატრიბუციას, დათარიღებას, ავთენტიკურობის დადგენასა და ა. შ.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2022 წლის ბოლოს ხელოვნებათმცოდნეებს, ქიმიკოს-რესტავრატორებსა და რადიოლოგებს ესპანელმა ექსპერტმა ჩაუტარა გადამზადების კურსი. მათ შეისწავლეს ლაბორატორიაში განთავსებულ აპარატურასთან მუშაობა, ექსპერტიზის პროცესში მისი გამოყენება (ექსპერტიზის პროცესის მართვა, ქიმიური და ტექნოლოგიური კვლევების ჩატარება) და შესაბამისი დასკვნების მომზადება. კადრების მომზადება-გადამზადება მომავალშიც გაგრძელდება. შედეგად ლაბორატორიაში უკვე შესაძლებელია ხელოვნების ნიმუშების საცდელი კვლევების ჩატარება.

ირაკლი ფარჯიანის სახელობის ხელოვნების ნიმუშების კვლევისა და ექსპერტიზის ლაბორატორიაში მიმდინარეობს ხელოვნების მუზეუმში დაცული სახელოვანი მხატვრების, უპირველესად კი - ფიროსმანის, ნამუშევრებიდან მიკროსკოპული ნიმუშების შეგროვება და ლაბორატორიისათვის აუცილებელი ტექნოლოგიურ მონაცემთა ბაზის შექმნა. ამ პროცესში, მუზეუმის გადამზადებულ თანამშრომლებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს ესპანელი ექსპერტიც“, - აღნიშნულია სოციალურ ქსელში კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.