პოლიტიკა
მეცნიერება

25

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:36-ზე, მთვარის პირველი დღე დაიწყება 14:31-ზე, მთვარე კირჩხიბში იქნება 07:45-დან – დაიცავით მარხვა, გმართებთ თავშეკავება. შუადღემდე არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. ახალმთვარეობაზე არ ღირს მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ის, რაც დღეს დაიგეგმება, მოგვიანებით წარმატებით განხორციელდება. ნუ გადატვირთავთ თავს ფიზიკურად და ემოციურად. ნაკლები ილაპარაკეთ. ახალმთვარეობიდან ერთი საათის განმავლობაში შეიმუშავეთ ერთი თვის ბიზნესგეგმის შემუშავება. მოძებნეთ ახალი გზები იდეების განსახორციელებლად. არ არის რეკომენდებული რაიმეს ყიდვა-გაყიდვა. სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება და მოლაპარაკება.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვალს გადახდა სჭირდება - თუ არ იარსებებს მექანიზმი, როგორ შეიძლება ადამიანი აიძულო, რომ ვალი გადაიხადოს, არავინ ვალს არ გადაიხდის" - ზურა ჯაფარიძე
"ვალს გადახდა სჭირდება - თუ არ იარსებებს მექანიზმი, როგორ შეიძლება ადამიანი აიძულო, რომ ვალი გადაიხადოს, არავინ ვალს არ გადაიხდის" - ზურა ჯაფარიძე

"გირ­ჩი - მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბის“ ლი­დე­რის, ზურა ჯა­ფა­რი­ძის გან­ცხა­დე­ბით, მისი პარ­ტია 2024 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას "დრო­ას­თან“ ერ­თად მი­ი­ღებს, პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია კი არ ჰქო­ნია.

რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, მიმ­დი­ნა­რე წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე "5%-იანი ბა­რი­ე­რი არ არის პრინ­ცი­პუ­ლი სა­კი­თხი, არა­მედ ის, გა­აგ­რძე­ლებს თუ არა სა­ქარ­თვე­ლო და­სავ­ლე­თის­კენ სვლას“.

"ჩვენ ერ­თო­ბა "დრო­ას­თან“ უკვე გვაქვს. მათ შო­რის, გა­ცხა­დე­ბუ­ლი გვაქვს, რომ არ­ჩევ­ნებ­ზე ერ­თად გავ­დი­ვართ. რიგ პარ­ტი­ებ­თან გვაქვს გარ­კვე­უ­ლი ტი­პის კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­სა“ და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მიღ­მა, ძლი­ე­რი ცენ­ტრი შე­იქ­მნას. სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­თან არა­ნა­ი­რი კო­მუ­ნი­კა­ცია არ გვქო­ნია არას­დროს. გვა­რა­მი­ას­თან მქო­ნია კო­მუ­ნი­კა­ცია, მე­ლი­ას გა­ცხა­დე­ბუ­ლი აქვს, რომ ისი­ნი ჯერ სა­კუ­თა­რი პარ­ტი­ის შექ­მნით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი. გა­ერ­თი­ა­ნე­ბას ძა­ლი­ან კარ­გი პერ­სპექ­ტი­ვე­ბი აქვს. ჩვენ არ გვგო­ნია, რომ 5%-იანი ბა­რი­ე­რი ზო­გა­დად, პრინ­ცი­პუ­ლი სა­კი­თხი იყოს ამ არ­ჩევ­ნებ­ზე. გვგო­ნია, რომ პრინ­ცი­პუ­ლი სა­კი­თხია, ეს ქვე­ყა­ნა, სა­ბო­ლო­ოდ, გა­აგ­რძე­ლებს თუ არა და­სავ­ლე­თის­კენ სვლას და 2030 წელს, რო­დე­საც, სა­ვა­რა­უ­დოდ, მოხ­დე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის შემ­დგო­მი გა­ფარ­თო­ე­ბა, მოვ­ხვდე­ბით თუ არა იქ. თუნ­დაც ჩვე­ნი შვი­ლე­ბი იცხოვ­რე­ბენ თუ არა თა­ვი­სუ­ფა­ლი სამ­ყა­როს შიგ­ნით“, - გა­ნა­ცხა­და ზურა ჯა­ფა­რი­ძემ.

გარ­და ამი­სა, კი­თხვა­ზე, რო­გორ შე­ა­ფა­სებ­და გუ­შინ, კე­კე­ლი­ძის ქუ­ჩა­ზე გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს, ჯა­ფა­რი­ძემ აღ­ნიშ­ნა: "არ მგო­ნია, რომ მე­ვახ­შე­ო­ბა­ში რა­ი­მე პრობ­ლე­მა იყოს“.

"ვალს გა­დახ­და სჭირ­დე­ბა ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში. თუ არ იარ­სე­ბებს მე­ქა­ნიზ­მი, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნი აი­ძუ­ლო, რომ ვალი გა­და­ი­ხა­დოს, არა­ვინ ვალს არ გა­და­იხ­დის. მთე­ლი სა­ბან­კო სის­ტე­მა ამა­ზე დგას და შემ­დეგ მთე­ლი ეკო­ნო­მი­კა“,- აღ­ნიშ­ნა ჯა­ფა­რი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, კე­კე­ლი­ძის N1-ში, აღ­სრუ­ლე­ბის ბი­უ­როს წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა მა­რი­ნა ხა­ტი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხი გა­მო­ა­სახ­ლა, რა­საც სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა მოჰ­ყვა. გა­მო­სახ­ლე­ბის შემ­დეგ, ოჯა­ხის მხარ­დამ­ჭე­რებ­მა აქ­ცია გა­მარ­თეს, რომ­ლე­ბიც ად­გილ­ზე სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის მის­ვლას და და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ითხოვ­დნენ.

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
1

ნაცებისას ამას პარლამენტში საფინანსო და ეკონომიკური საკითხების კომიტეტებში ვხედავდით, არა ? ბენდუქიძის ფრთის ქვეშ ანგრია ქვეყანა ?!

გუბაზ სააკ-ოღლი
11

რაღა დაგიმალოთ და ფოტოზე ჯაფარიძის თავის ფორმა , მაპატიეთ და კაცის ერთი ორგანოს თავის ფორმას მაგონებს:)))😂

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?
ავტორი:

"ვალს გადახდა სჭირდება - თუ არ იარსებებს მექანიზმი, როგორ შეიძლება ადამიანი აიძულო, რომ ვალი გადაიხადოს, არავინ ვალს არ გადაიხდის" - ზურა ჯაფარიძე

"ვალს გადახდა სჭირდება - თუ არ იარსებებს მექანიზმი, როგორ შეიძლება ადამიანი აიძულო, რომ ვალი გადაიხადოს, არავინ ვალს არ გადაიხდის" - ზურა ჯაფარიძე

"გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურა ჯაფარიძის განცხადებით, მისი პარტია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას "დროასთან“ ერთად მიიღებს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან კომუნიკაცია კი არ ჰქონია.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნებზე "5%-იანი ბარიერი არ არის პრინციპული საკითხი, არამედ ის, გააგრძელებს თუ არა საქართველო დასავლეთისკენ სვლას“.

"ჩვენ ერთობა "დროასთან“ უკვე გვაქვს. მათ შორის, გაცხადებული გვაქვს, რომ არჩევნებზე ერთად გავდივართ. რიგ პარტიებთან გვაქვს გარკვეული ტიპის კონსულტაციები იმასთან დაკავშირებით, რომ "ქართული ოცნებისა“ და "ნაციონალური მოძრაობის“ მიღმა, ძლიერი ცენტრი შეიქმნას. სალომე ზურაბიშვილთან არანაირი კომუნიკაცია არ გვქონია არასდროს. გვარამიასთან მქონია კომუნიკაცია, მელიას გაცხადებული აქვს, რომ ისინი ჯერ საკუთარი პარტიის შექმნით არიან დაკავებულები. გაერთიანებას ძალიან კარგი პერსპექტივები აქვს. ჩვენ არ გვგონია, რომ 5%-იანი ბარიერი ზოგადად, პრინციპული საკითხი იყოს ამ არჩევნებზე. გვგონია, რომ პრინციპული საკითხია, ეს ქვეყანა, საბოლოოდ, გააგრძელებს თუ არა დასავლეთისკენ სვლას და 2030 წელს, როდესაც, სავარაუდოდ, მოხდება ევროკავშირის შემდგომი გაფართოება, მოვხვდებით თუ არა იქ. თუნდაც ჩვენი შვილები იცხოვრებენ თუ არა თავისუფალი სამყაროს შიგნით“, - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

გარდა ამისა, კითხვაზე, როგორ შეაფასებდა გუშინ, კეკელიძის ქუჩაზე განვითარებულ მოვლენებს, ჯაფარიძემ აღნიშნა: "არ მგონია, რომ მევახშეობაში რაიმე პრობლემა იყოს“.

"ვალს გადახდა სჭირდება ნებისმიერ შემთხვევაში. თუ არ იარსებებს მექანიზმი, როგორ შეიძლება ადამიანი აიძულო, რომ ვალი გადაიხადოს, არავინ ვალს არ გადაიხდის. მთელი საბანკო სისტემა ამაზე დგას და შემდეგ მთელი ეკონომიკა“,- აღნიშნა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, კეკელიძის N1-ში, აღსრულების ბიუროს წარმომადგენლებმა მარინა ხატიაშვილის ოჯახი გამოასახლა, რასაც სამართალდამცავებსა და საზოგადოებას შორის დაპირისპირება მოჰყვა. გამოსახლების შემდეგ, ოჯახის მხარდამჭერებმა აქცია გამართეს, რომლებიც ადგილზე სახალხო დამცველის მისვლას და დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვდნენ.