თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, სადაც აღსრულების ეროვნული ბიურო კაკიაშვილების ოჯახის გამოსახლებას გეგმავდა, სიტუაცია დაიძაბა.
ადგილზე შეკრებილები ქუჩის გადაკეტვას ცდილობდნენ, რის საშუალებაც პოლიციამ არ მისცა.
ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.
აქტივისტები ჯერჯერობით დაშლას არ აპირებენ მიუხედავად იმისა, რომ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ კაკიაშვილების ოჯახის გამოსახლება დროებით გადადო.
შეგახსენებთ, რომ დადიანის ქუჩაზე, აღსრულების ეროვნული ბიურო კაკიაშვილების ოჯახის გამოსახლებას დღეს გეგმავდა. როგორც ოჯახის ერთ-ერთი წევრი, მარიამ კაკიაშვილი აცხადებდა, მან 2014 წელს კერძო მევახშისგან ისესხა 5 ათასი დოლარი, რომლის გადახდაც ვერ შეძლო და საბოლოოდ, ბინა აუქციონზე გაიყიდა, რომელიც იმ კერძო მევახშემ შეისყიდა, რომლისგანაც მან თანხა ისესხა. მარიამ კაკიაშვილის განმარტებით, მას მევახშე, დაახლოებით, 20-25 ათასი დოლარის გადახდას სთხოვდა. კაკიაშვილის თქმით, მისთვის ქირით გადასვლა მიუღებელია. ის ასევე განმარტავს, რომ ომის ვეტერანია და 3 შვილის დედა და ამ სახლში 2 არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს. მარიამ კაკიაშვილი ითხოვს კონკრეტულ ვადას, რომ დაკისრებული ფინანსური ვალდებულების გადახდა შეძლოს.
ამიტომ უნდა იყოს კანონი . თუ პლასტიკურ ოპერაციაში, სტომატოლოგიურ პროცედურებზე კეთდება სესხი ,ოპერაც.მკურბალობაზე რატომ ამბობს ბანკი უარს???.
თქვენ ეხლა რა გინდათ თქვა 8000 არცერთმა ბანკმა არ გასესხათ???.თუ კერძო მევახშს დამცველი გამოდექით..
შარშან სესხი დამჭირდა გადაუდებელი საქმეებისთვის და ლიმიტის ამოწურვის გამო ბანკმა მითხრა უარი. წავედი და შუამავალმაკლერების მეშვეობით დავიწყე ძებნა კერძო გამსესხებლების (ე.წ. მევახშის). 8000 $-ის გამო 55000 $-იან ქონებას ვდებდი. მოკლედ, ყველამ უარი მითხრა და ნაცნობ შუამავალს ვკითხე, რა ხდება რატომ არ მაძლევენ მეთქი ფულს, ქონება არ მოწონთ თუ მიზეზი რა არის მეთქი, პასუხი ასეთი იყო: უკვე ყველა ერიდება თანხების გასესხებასო, მსესხებელი 1 თვე გადაუხდის და მერე 7-8 წელი სასამართლოებში არბენინებს და გამოსახლების დღეს მთელ ქვეყანას შეყრის არიქა მიშველეთ მომატყუეს და სახლს მართმევენო, არადა თავიდან ფულის აღების დღეს ბატონობით ესაუბრებიან ხოლმე გამსესხებელსო და მერე ხდებიან ტირანი და ავაზაკი მევახშეებიო. ჩემს შემთხვევაზე კი მითხრა, ვინც გაიგო რომ სახელმწიფო მოხელე ხარო, ყველა უარს ამბობსო, ჩვეულებრივი მოქალაქეები რა დღეში გვაგდებენ, წლობით გვაწვალებენო და ეგ რაღას გვიზავსო. ანუ ყოვეთვიური ნორმალური შემოსავალი რომ მაქვს და უცბად ფული დამჭირდეს ჯანმრთელობის გამო, ვერ ვისესხებ მეთქი? ვერაო, 95 % უკვე თავს იკავებსო. მიწის ნაკვეთი რომ გქონდეს კიდევ შეიძლებაო და ისიც საჯარო სამსახურში არ უნდა იყოო.... გუშინ რაც მოხდა ვაკეში და ეხლა რაც ხდება აქ დადიანზე ძალიან ცუდი სიტუაციაა, მაგრამ აი მაგ ოჯახის დამცველები ეხლა ქუჩაში რომ არიან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას რომ ხელს უშლიან, მაგათ რომ თანხა დაჭირდეთ მართლა ექიმებისთვის და საოპერაციოდ, არცერთი მევახშე რომ აღარ მისცემს ფულს არც მაგათ და არც მათნაირებს, მერე გადაკეტონ გზა მოთხოვნით, გამიკეთონ ან მე ან ოჯახის წვერს (ვინც იქნება) (ყველას ჯვარი კი წერია) ოპერაცია უფასოდო..... რაც შეეხება ჩემს საქმეს, გავყიდეთ მამაჩემის მანქანა და რაც დამაკლდა სირცხვილსირცხვილით ვისესხე უამრავი ადამიანსგან....