სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"...დემი მური განაწყენდა, რადგან ბრიუსმა ვერ იცნო" - მსახიობის მძიმე დიაგნოზი და 5 ქალიშვილის თანადგომა მამას: როგორია ბრიუს უილისის ცხოვრება დემენციით?
"...დემი მური განაწყენდა, რადგან ბრიუსმა ვერ იცნო" - მსახიობის მძიმე დიაგნოზი და 5 ქალიშვილის თანადგომა მამას: როგორია ბრიუს უილისის ცხოვრება დემენციით?

მას შემ­დეგ, რაც მე­დი­ა­ში გა­მოჩ­ნდა ინ­ფორ­მა­ცია ცნო­ბი­ლი ამე­რი­კე­ლი მსა­ხი­ო­ბის, პრო­დი­უ­სე­რი­სა და მუ­სი­კო­სის ბრი­უს უი­ლი­სის­თვის მძი­მე დი­აგ­ნო­ზის შე­სა­ხებ, მისი თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი სე­რი­ო­ზუ­ლად შეშ­ფოთ­დნენ. პროგ­რე­სი­რე­ბა­დი კოგ­ნი­ტუ­რი აშ­ლი­ლო­ბის გამო, მსა­ხი­ობს მე­ტყვე­ლე­ბის პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნა და 2022 წელს სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა და­ას­რუ­ლა. მსა­ხი­ობს ორი ქორ­წი­ნე­ბი­დან ხუთი ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავს, რომ­ლე­ბიც მუდ­მი­ვად მხარ­ში უდ­გა­ნან მა­მას და დიდ დროს ატა­რე­ბენ მას­თან.

რუ­მერ გლენ უი­ლი­სი

ბრი­უს უი­ლი­სის და დემი მუ­რის უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი ერ­თა­დერ­თია დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბი­დან, ვინც მშობ­ლე­ბის გზას გაჰ­ყვა და სამ­სა­ხი­ო­ბო პრო­ფე­სია აირ­ჩია. რუ­მერ გლენ უი­ლი­სი და­ი­ბა­და 1988 წელს და ბავ­შვო­ბა გა­ა­ტა­რა ოჯა­ხურ რან­ჩო­ზე აი­დაჰო­ში. მისი მშობ­ლე­ბი გა­მუდ­მე­ბით გა­და­ღე­ბებ­ზე იყ­ვნენ და ცდი­ლობ­დნენ გო­გო­ნა თან არ წა­ეყ­ვა­ნათ, რათა მის­თვის მშვი­დი სოფ­ლის ცხოვ­რე­ბა შე­ექ­მნათ.

რუ­მე­რის თქმით, მას ყო­ველ­თვის იზი­დავ­და სცე­ნა, გან­სხვა­ვე­ბით მისი დე­ბის­გან, რომ­ლებ­თან ერ­თა­დაც ცდი­ლობ­და სა­მოყ­ვა­რუ­ლო სპექ­ტაკ­ლე­ბის მო­წყო­ბას სახ­ლში და ერთხელ სა­ბო­ლო­ოდ და­არ­წმუ­ნა მშობ­ლე­ბი, რომ ფილმში გა­და­ე­ღოთ.

შვი­დი წლის ასაკ­ში რუ­მე­რი პირ­ვე­ლად გა­მოჩ­ნდა ეკ­რან­ზე დე­დას­თან ერ­თად. მან ასე­ვე სამ­ჯერ ითა­მა­შა მა­მას­თან ერ­თად ფილ­მებ­ში.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მისი მშობ­ლე­ბი გან­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან, ის ახლო ურ­თი­ერ­თო­ბას ინარ­ჩუ­ნებს ორი­ვეს­თან, ასე­ვე მა­მის ახალ ოჯახ­თან. COVID-19 პან­დე­მი­ის დროს მათ რამ­დე­ნი­მე თვე ერ­თად გა­ა­ტა­რეს რან­ჩო­ზე აი­დაჰო­ში.

2023 წლის ბო­ლოს, მას შემ­დეგ რაც და­დას­ტურ­და, რომ მა­მას ფრონტტემ­პო­რა­ლუ­რი დე­მენ­ცია ჰქონ­და, რუ­მერ გლენ უი­ლი­სი სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში გა­მოჩ­ნდა მა­მას­თან გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­თი, ტექ­სტით „ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბა მამა“.

სკა­უ­ტი ლარუ უი­ლი­სი

ბრი­უს უი­ლი­სის და დემი მუ­რის შუ­ა­თა­ნა ქა­ლიშ­ვი­ლი, სკა­უ­ტი ლარუ უი­ლი­სი, და­ი­ბა­და 1991 წელს. გო­გო­ნა, რო­გორც მისი უფ­რო­სი და რუ­მე­რი, გა­ი­ზარ­და აი­დაჰოს სოფ­ლად. მაგ­რამ დის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მას არ უყ­ვარ­და სცე­ნა­ზე გა­მოს­ვლა.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, გო­გო­ნა სამ სა­ბავ­შვო ფილმშია გა­და­ღე­ბუ­ლი, გა­ტა­ცე­ბუ­ლია ხე­ლოვ­ნე­ბით და მუ­სი­კით. ის კარ­გად უკ­რავს გი­ტა­რა­ზე და 2022 წელს გა­მო­უშ­ვა თა­ვი­სი მუ­სი­კა­ლუ­რი ალ­ბო­მი.

მას შემ­დეგ, რაც ბრი­უს უი­ლისს მძი­მე დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს, გო­გო­ნა მუდ­მი­ვად აზი­ა­რებს ახალ ამ­ბებს და ფო­ტო­ებს მა­მას­თან ერ­თად სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში. ნო­ემ­ბრის ბო­ლოს მან გა­მო­აქ­ვეყ­ნა ფო­ტო­ე­ბი, სა­დაც ისი­ნი ერ­თად ატა­რე­ბენ მად­ლი­ე­რე­ბის დღეს, ხოლო 2024 წლის და­სა­წყის­ში მათ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ასე­ვე გა­მოჩ­ნდა მათი ერ­თობ­ლი­ვი ფო­ტო­ე­ბი, სა­დაც მა­მას­თან ჩა­ხუ­ტე­ბუ­ლი, წერ­და, რომ არ იყო დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, ცნობ­და თუ არა მას.

ტა­ლუ­ლა ბელ უი­ლი­სი

ტა­ლუ­ლა ბელ უი­ლი­სი ბრი­უს უი­ლი­სის და დემი მუ­რის ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი­დან უმ­ცრო­სია. ის 1994 წელ­საა და­ბა­დე­ბუ­ლი. გო­გო­ნა ბავ­შვო­ბა­ში ბო­ლომ­დე და­ცუ­ლი იყო მშობ­ლე­ბის დი­დე­ბის­გან, ისე­ვე რო­გორც მისი დები, რომ­ლე­ბიც ბავ­შვო­ბის წლებს აი­დაჰოს ოჯა­ხურ რან­ჩო­ზე ატა­რებ­დნენ.

ტა­ლუ­ლას არა­სო­დეს უყ­ვარ­და სა­ჯა­რო­ო­ბა, ამი­ტომ ლოს-ან­ჯე­ლეს­ში გა­დას­ვლის შემ­დეგ ის თავს ძა­ლი­ან არა­კომ­ფორ­ტუ­ლად გრძნობ­და კლას­ში, სა­დაც ყვე­ლამ იცო­და, ვისი ქა­ლიშ­ვი­ლი იყო. მან კი­დევ უფრო უხერ­ხუ­ლად იგ­რძნო თავი, რო­დე­საც ინ­ტერ­ნეტ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნა სა­კუ­თა­რი ფო­ტო­ე­ბი და­მამ­ცი­რე­ბე­ლი კო­მენ­ტა­რე­ბით.

თი­ნე­ი­ჯე­რო­ბი­სას კვე­ბით აშ­ლი­ლო­ბა და­ე­მარ­თა, მას ასე­ვე პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და ნარ­კო­ტი­კებ­თან. დის, სკა­უ­ტის წყა­ლო­ბით, ტა­ლუ­ლამ შეძ­ლო გამ­კლა­ვე­ბო­და ამ პრობ­ლე­მას და გა­აც­ნო­ბი­ე­რა, რომ მკურ­ნა­ლო­ბა სჭირ­დე­ბო­და, მაგ­რამ მისი ურ­თი­ერ­თო­ბა ოჯახ­თან რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ძა­ბუ­ლი რჩე­ბო­და.

ჟურ­ნალ Vogue-ში ტა­ლუ­ლამ ისა­უბ­რა მა­მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ, სა­დაც მისი დი­აგ­ნო­ზის თე­მას შე­ე­ხო. მან დე­ტა­ლუ­რად მოჰ­ყვა ბავ­შვო­ბის ში­შებ­ზე, რო­დე­საც მის­მა წარ­მო­სახ­ვამ უი­ლი­სი წარ­მო­იდ­გი­ნა გმი­რე­ბად იმ ფილ­მე­ბი­დან, რო­მელ­შიც თა­მა­შობ­და.

ტა­ლუ­ლას თქმით, მა­მის მდგო­მა­რე­ო­ბა დი­აგ­ნო­ზის დას­მამ­დე რამ­დე­ნი­მე წლით ადრე გა­უ­ა­რეს­და. აღი­ა­რა, რომ თა­ვი­დან კარ­გად ვერ გა­უმკლავ­და ამას სა­კუ­თა­რი ტრავ­მე­ბი­სა და უად­გი­ლო ში­შის გამო. მას სჯე­რო­და, რომ მა­მას უფრო მე­ტად უყ­ვარ­და უმ­ცრო­სი ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბი­დან.

ტა­ლუ­ლა ამ­ბობს, რომ მას შემ­დეგ, რაც მისი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უ­ა­რეს­და, მათ შო­რის კავ­ში­რი უფრო გაძ­ლი­ერ­და სა­უბ­რე­ბის, მუ­სი­კი­სა და ძვე­ლი ფო­ტო­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით.

მე­ი­ბელ რეი უი­ლი­სი

ბრი­უს უი­ლი­სის შვი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ემა ჰე­მინგთან ჰყავს, ბევ­რად უმ­ცრო­სე­ბი არი­ან, ვიდ­რე მისი უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი. მე­ი­ბელ რეი უი­ლი­სი და­ი­ბა­და ლოს-ან­ჯე­ლეს­ში 2012 წელს, მაგ­რამ ცხოვ­რე­ბის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი გა­ა­ტა­რა ნიუ-იორკში, სა­დაც მისი მშობ­ლე­ბი ქა­ლიშ­ვი­ლე­ბის და­ბა­დე­ბი­დან მა­ლე­ვე გა­და­ვიდ­ნენ სა­ცხოვ­რებ­ლად, რად­გან თვლიდ­ნენ, რომ გო­გო­ნე­ბი უფრო და­ცუ­ლე­ბი იქ­ნე­ბოდ­ნენ პა­პა­რა­ცე­ბის­გან.

ბრი­უს უი­ლი­სი ყო­ველ­თვის უარ­ყო­ფი­თად იყო გან­წყო­ბი­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის მი­მართ, ამი­ტომ უმ­ცრო­სი ქა­ლიშ­ვი­ლე­ბის ფო­ტო­ე­ბი და ის­ტო­რი­ე­ბი საკ­მა­ოდ გვი­ან გა­მოჩ­ნდა ინ­ტერ­ნეტ­ში. მხო­ლოდ მას შემ­დეგ, რაც მა­მის დი­აგ­ნო­ზის შე­სა­ხებ გახ­და ცნო­ბი­ლი.

ფო­ტო­ე­ბი ემამ გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც ჩანს, რომ ისი­ნი ერ­თად და­დი­ან თე­ატ­რში, თხი­ლა­მუ­რე­ბით სრი­ა­ლე­ბენ, გუნ­და­ო­ბენ და აკე­თე­ბენ თოვ­ლის კა­ცებს. ჰე­მინ­გმა ასე­ვე გა­ა­ზი­ა­რა ვი­დე­ო­ე­ბი, სა­დაც მე­იბ­ლი ცეკ­ვავ­და მა­მას­თან ერ­თად.

ევე­ლინ პენ უი­ლი­სი

ბრი­უს უი­ლი­სის ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი­დან უმ­ცრო­სი ევე­ლინ პენ უი­ლი­სი 2014 წელს და­ი­ბა­და. უფრო მე­ტიც, მე­უღ­ლის ორ­სუ­ლო­ბის დროს მსა­ხი­ობ­მა თქვა, რომ არც მას და არც მის მე­უღ­ლეს სურ­ვი­ლი არ ჰქონ­დათ წი­ნას­წარ გა­ე­გოთ ბავ­შვის სქე­სი.

ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კი­თხვა­ზე, ეში­ნო­და თუ არა, რომ მე­ხუ­თე შვი­ლიც გო­გო­ნა და­ი­ბა­დე­ბო­და, სი­ცი­ლით უპა­სუ­ხა, რომ ქა­ლე­ბი კა­ცებ­ზე ბევ­რად ჭკვი­ა­ნე­ბი არი­ან, ამი­ტომ სუ­ლაც არ ჰქონ­და ხუთი გო­გო­ნას სა­წი­ნა­აღ­მდე­გო რამე.

ახლა ბრი­უს უი­ლი­სის უმ­ცროს ქა­ლიშ­ვილ­საც კი ეს­მის, რა და­ე­მარ­თა მა­მას და თა­ვი­სი წვლი­ლი შე­აქვს სა­ერ­თო საქ­მე­ში. გო­გო­ნას დე­დამ თქვა, რომ მან ახ­ლა­ხან გა­ი­გო პროგ­რა­მი­დან, რომ დე­მენ­ცი­ის დი­აგ­ნო­ზის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებ­მა შე­იძ­ლე­ბა დე­ჰიდ­რა­ტა­ცია გა­ნი­ცა­დონ, მან და­ამ­შვი­და ქა­ლიშ­ვი­ლი და უთხრა, რომ ისი­ნი ფრთხი­ლად უნდა იყ­ვნენ, რომ უი­ლისს ყო­ველ­თვის ჰქონ­დეს ბევ­რი წყა­ლი.

ბრი­უს უი­ლი­სის ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რი სო­ლი­და­რუ­ლია და ისი­ნი მხარს უჭე­რენ მსა­ხი­ობს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მისი ქორ­წი­ნე­ბა დემი მურ­თან დიდი ხნის წინ და­ინ­გრა, ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვი აგ­რძე­ლებს ყო­ფი­ლი ქმრის მო­ნა­ხუ­ლე­ბას, მას­თან დრო­ის გა­ტა­რე­ბას და ახალ ოჯახ­თან ერ­თად არ­და­დე­გე­ბის აღ­ნიშ­ვნა­საც კი. ბოლო ვი­ზი­ტის დროს დემი მური ძა­ლი­ან გა­ნა­წყენ­და, რად­გან ბრი­უს უი­ლის­მა ვერ იცნო.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
jeeli
3

ეს გოგოები რატომ არ გამოუვიდა ამ კაი კაცს , არცერთი რომ არ გავს ლამაზს 

დოი
0

გული დამწყდა,როგორ მიყვარდა მისი ფილმები...უფალი შეგეწიოს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

"...დემი მური განაწყენდა, რადგან ბრიუსმა ვერ იცნო" - მსახიობის მძიმე დიაგნოზი და 5 ქალიშვილის თანადგომა მამას: როგორია ბრიუს უილისის ცხოვრება დემენციით?

"...დემი მური განაწყენდა, რადგან ბრიუსმა ვერ იცნო" - მსახიობის მძიმე დიაგნოზი და 5 ქალიშვილის თანადგომა მამას: როგორია ბრიუს უილისის ცხოვრება დემენციით?

მას შემდეგ, რაც მედიაში გამოჩნდა ინფორმაცია ცნობილი ამერიკელი მსახიობის, პროდიუსერისა და მუსიკოსის ბრიუს უილისისთვის მძიმე დიაგნოზის შესახებ, მისი თაყვანისმცემლები სერიოზულად შეშფოთდნენ. პროგრესირებადი კოგნიტური აშლილობის გამო, მსახიობს მეტყველების პრობლემები შეექმნა და 2022 წელს სამსახიობო კარიერა დაასრულა. მსახიობს ორი ქორწინებიდან ხუთი ქალიშვილი ჰყავს, რომლებიც მუდმივად მხარში უდგანან მამას და დიდ დროს ატარებენ მასთან.

რუმერ გლენ უილისი

ბრიუს უილისის და დემი მურის უფროსი ქალიშვილი ერთადერთია დედმამიშვილებიდან, ვინც მშობლების გზას გაჰყვა და სამსახიობო პროფესია აირჩია. რუმერ გლენ უილისი დაიბადა 1988 წელს და ბავშვობა გაატარა ოჯახურ რანჩოზე აიდაჰოში. მისი მშობლები გამუდმებით გადაღებებზე იყვნენ და ცდილობდნენ გოგონა თან არ წაეყვანათ, რათა მისთვის მშვიდი სოფლის ცხოვრება შეექმნათ.

რუმერის თქმით, მას ყოველთვის იზიდავდა სცენა, განსხვავებით მისი დებისგან, რომლებთან ერთადაც ცდილობდა სამოყვარულო სპექტაკლების მოწყობას სახლში და ერთხელ საბოლოოდ დაარწმუნა მშობლები, რომ ფილმში გადაეღოთ.

შვიდი წლის ასაკში რუმერი პირველად გამოჩნდა ეკრანზე დედასთან ერთად. მან ასევე სამჯერ ითამაშა მამასთან ერთად ფილმებში.

მიუხედავად იმისა, რომ მისი მშობლები განქორწინებულები არიან, ის ახლო ურთიერთობას ინარჩუნებს ორივესთან, ასევე მამის ახალ ოჯახთან. COVID-19 პანდემიის დროს მათ რამდენიმე თვე ერთად გაატარეს რანჩოზე აიდაჰოში.

2023 წლის ბოლოს, მას შემდეგ რაც დადასტურდა, რომ მამას ფრონტტემპორალური დემენცია ჰქონდა, რუმერ გლენ უილისი სოციალურ მედიაში გამოჩნდა მამასთან გადაღებული ფოტოთი, ტექსტით „ძალიან მენატრება მამა“.

სკაუტი ლარუ უილისი

ბრიუს უილისის და დემი მურის შუათანა ქალიშვილი, სკაუტი ლარუ უილისი, დაიბადა 1991 წელს. გოგონა, როგორც მისი უფროსი და რუმერი, გაიზარდა აიდაჰოს სოფლად. მაგრამ დისგან განსხვავებით, მას არ უყვარდა სცენაზე გამოსვლა.

მიუხედავად ამისა, გოგონა სამ საბავშვო ფილმშია გადაღებული, გატაცებულია ხელოვნებით და მუსიკით. ის კარგად უკრავს გიტარაზე და 2022 წელს გამოუშვა თავისი მუსიკალური ალბომი.

მას შემდეგ, რაც ბრიუს უილისს მძიმე დიაგნოზი დაუსვეს, გოგონა მუდმივად აზიარებს ახალ ამბებს და ფოტოებს მამასთან ერთად სოციალურ ქსელებში. ნოემბრის ბოლოს მან გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც ისინი ერთად ატარებენ მადლიერების დღეს, ხოლო 2024 წლის დასაწყისში მათ სოციალურ ქსელებში ასევე გამოჩნდა მათი ერთობლივი ფოტოები, სადაც მამასთან ჩახუტებული, წერდა, რომ არ იყო დარწმუნებული, ცნობდა თუ არა მას.

ტალულა ბელ უილისი

ტალულა ბელ უილისი ბრიუს უილისის და დემი მურის ქალიშვილებიდან უმცროსია. ის 1994 წელსაა დაბადებული. გოგონა ბავშვობაში ბოლომდე დაცული იყო მშობლების დიდებისგან, ისევე როგორც მისი დები, რომლებიც ბავშვობის წლებს აიდაჰოს ოჯახურ რანჩოზე ატარებდნენ.

ტალულას არასოდეს უყვარდა საჯაროობა, ამიტომ ლოს-ანჯელესში გადასვლის შემდეგ ის თავს ძალიან არაკომფორტულად გრძნობდა კლასში, სადაც ყველამ იცოდა, ვისი ქალიშვილი იყო. მან კიდევ უფრო უხერხულად იგრძნო თავი, როდესაც ინტერნეტში აღმოაჩინა საკუთარი ფოტოები დამამცირებელი კომენტარებით.

თინეიჯერობისას კვებით აშლილობა დაემართა, მას ასევე პრობლემები ჰქონდა ნარკოტიკებთან. დის, სკაუტის წყალობით, ტალულამ შეძლო გამკლავებოდა ამ პრობლემას და გააცნობიერა, რომ მკურნალობა სჭირდებოდა, მაგრამ მისი ურთიერთობა ოჯახთან რამდენიმე წლის განმავლობაში დაძაბული რჩებოდა.

ჟურნალ Vogue-ში ტალულამ ისაუბრა მამასთან ურთიერთობის შესახებ, სადაც მისი დიაგნოზის თემას შეეხო. მან დეტალურად მოჰყვა ბავშვობის შიშებზე, როდესაც მისმა წარმოსახვამ უილისი წარმოიდგინა გმირებად იმ ფილმებიდან, რომელშიც თამაშობდა.

ტალულას თქმით, მამის მდგომარეობა დიაგნოზის დასმამდე რამდენიმე წლით ადრე გაუარესდა. აღიარა, რომ თავიდან კარგად ვერ გაუმკლავდა ამას საკუთარი ტრავმებისა და უადგილო შიშის გამო. მას სჯეროდა, რომ მამას უფრო მეტად უყვარდა უმცროსი ქალიშვილები მეორე ქორწინებიდან.

ტალულა ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც მისი მდგომარეობა გაუარესდა, მათ შორის კავშირი უფრო გაძლიერდა საუბრების, მუსიკისა და ძველი ფოტოების საშუალებით.

მეიბელ რეი უილისი

ბრიუს უილისის შვილები, რომლებიც ემა ჰემინგთან ჰყავს, ბევრად უმცროსები არიან, ვიდრე მისი უფროსი ქალიშვილები. მეიბელ რეი უილისი დაიბადა ლოს-ანჯელესში 2012 წელს, მაგრამ ცხოვრების უმეტესი ნაწილი გაატარა ნიუ-იორკში, სადაც მისი მშობლები ქალიშვილების დაბადებიდან მალევე გადავიდნენ საცხოვრებლად, რადგან თვლიდნენ, რომ გოგონები უფრო დაცულები იქნებოდნენ პაპარაცებისგან.

ბრიუს უილისი ყოველთვის უარყოფითად იყო განწყობილი სოციალური ქსელების მიმართ, ამიტომ უმცროსი ქალიშვილების ფოტოები და ისტორიები საკმაოდ გვიან გამოჩნდა ინტერნეტში. მხოლოდ მას შემდეგ, რაც მამის დიაგნოზის შესახებ გახდა ცნობილი.

ფოტოები ემამ გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ ისინი ერთად დადიან თეატრში, თხილამურებით სრიალებენ, გუნდაობენ და აკეთებენ თოვლის კაცებს. ჰემინგმა ასევე გააზიარა ვიდეოები, სადაც მეიბლი ცეკვავდა მამასთან ერთად.

ეველინ პენ უილისი

ბრიუს უილისის ქალიშვილებიდან უმცროსი ეველინ პენ უილისი 2014 წელს დაიბადა. უფრო მეტიც, მეუღლის ორსულობის დროს მსახიობმა თქვა, რომ არც მას და არც მის მეუღლეს სურვილი არ ჰქონდათ წინასწარ გაეგოთ ბავშვის სქესი.

ჟურნალისტების კითხვაზე, ეშინოდა თუ არა, რომ მეხუთე შვილიც გოგონა დაიბადებოდა, სიცილით უპასუხა, რომ ქალები კაცებზე ბევრად ჭკვიანები არიან, ამიტომ სულაც არ ჰქონდა ხუთი გოგონას საწინააღმდეგო რამე.

ახლა ბრიუს უილისის უმცროს ქალიშვილსაც კი ესმის, რა დაემართა მამას და თავისი წვლილი შეაქვს საერთო საქმეში. გოგონას დედამ თქვა, რომ მან ახლახან გაიგო პროგრამიდან, რომ დემენციის დიაგნოზის მქონე ადამიანებმა შეიძლება დეჰიდრატაცია განიცადონ, მან დაამშვიდა ქალიშვილი და უთხრა, რომ ისინი ფრთხილად უნდა იყვნენ, რომ უილისს ყოველთვის ჰქონდეს ბევრი წყალი.

ბრიუს უილისის ოჯახის ყველა წევრი სოლიდარულია და ისინი მხარს უჭერენ მსახიობს. მიუხედავად იმისა, რომ მისი ქორწინება დემი მურთან დიდი ხნის წინ დაინგრა, ჰოლივუდის ვარსკვლავი აგრძელებს ყოფილი ქმრის მონახულებას, მასთან დროის გატარებას და ახალ ოჯახთან ერთად არდადეგების აღნიშვნასაც კი. ბოლო ვიზიტის დროს დემი მური ძალიან განაწყენდა, რადგან ბრიუს უილისმა ვერ იცნო.