ჩრდილოეთ კორეამ დაანგრია მონუმენტი, რომელიც სამხრეთ კორეასთან შერიგების სიმბოლო იყო. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ორი კორეის გაერთიანება შეუძლებელია.
თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოებით ირკვევა, რომ "გაერთიანების თაღი“, რომელიც 2000 წელს აშენდა, "გაქრა“. მედიისთვის უცნობია, კონკრეტულად როდის დაანგრიეს მონუმენტი.
კიმმა თავის ბოლო გამოსვლაში, რომელიც იმაზე უფრო მკაცრი იყო, ვიდრე ოდესმე, განაცხადა, რომ კონსტიტუცია უნდა შეიცვალოს და ჩაიწეროს, რომ სამხრეთ კორეა ქვეყნის "მთავარი მტერია“.
სამხრეთ კორეის მთავრობის მიხედვით, ჩრდილოეთ კორეაში არსებული მონუმენტი მშვიდობისა და თანამშრომლობის სიმბოლო იყო.
ნახეთ ასევე: