მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები

14

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მერწყულს ესტუმრება 14:57-ზე – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
მოზაიკა
მეცნიერება
სამართალი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოში 132 ათას ადამიანს საარსებო მინიმუმზე ნაკლები ანაზღაურება აქვს... ამის ფონზე, დამსაქმებლები ცრემლებს აღვარღვარებენ, რომ კადრები არ ჰყოფნით" - პეტრიაშვილი
"საქართველოში 132 ათას ადამიანს საარსებო მინიმუმზე ნაკლები ანაზღაურება აქვს... ამის ფონზე, დამსაქმებლები ცრემლებს აღვარღვარებენ, რომ კადრები არ ჰყოფნით" - პეტრიაშვილი

"სა­ქარ­თვე­ლოს პროფ­კავ­ში­რე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის” თავ­მჯდო­მა­რის, ირაკ­ლი პეტ­რი­აშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში შრო­მი­თი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის კუ­თხით უამ­რა­ვი პრობ­ლე­მა არ­სე­ბობს, მაგ­რამ 4 მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა არის: არა­ფორ­მა­ლუ­რი და­საქ­მე­ბა, და­საქ­მე­ბუ­ლებ­ში მი­ნი­მა­ლუ­რი ხელ­ფა­სის არარ­სე­ბო­ბა, კო­ლექ­ტი­უ­რი სო­ცი­ა­ლუ­რი დი­ა­ლო­გის არარ­სე­ბო­ბა და სა­სა­მარ­თლოს ეფექ­ტი­ა­ნო­ბა.

რო­გორც პეტ­რი­აშ­ვილ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნა, თუ ეს პრობ­ლე­მე­ბი და­რე­გუ­ლირ­დე­ბა, სხვე­ბიც აღ­მო­ი­ფხვრე­ბა.

"პი­რო­ბი­თად, 10 ათა­სი პრობ­ლე­მა შეგ­ვიძ­ლია ჩა­მოვ­თვა­ლოთ, სად და რო­გორ ირ­ღვე­ვა და­საქ­მე­ბულ­თა უფ­ლე­ბე­ბი, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ, ეს ტოპ 4 პრობ­ლე­მას უკავ­შირ­დე­ბა, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში გვაქვს. თუ ეს 4 პრობ­ლე­მა და­რე­გუ­ლირ­დე­ბა, ის 10 ათა­სი პრობ­ლე­მაც აღ­მო­ი­ფხვრე­ბა.

პირ­ვე­ლი პრობ­ლე­მა არის არა­ფორ­მა­ლუ­რი და­საქ­მე­ბა. დღეს არა­ფორ­მა­ლურ სექ­ტორ­ში და­საქ­მე­ბუ­ლი არის სა­ერ­თო და­საქ­მე­ბულ­თა 32%. არა­ფორ­მა­ლურ სექ­ტორ­ში და­საქ­მე­ბა ნიშ­ნავს იმას, რომ ეს ხალ­ხი ვერ სარ­გებ­ლობს იმ მიღ­წე­ვე­ბით, რა­საც „პროფ­კავ­შირ­მა“, ქარ­თულ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ შრო­მის კა­ნონ­მდებ­ლო­ბის ცვლი­ლე­ბას­თან, შრო­მის უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­აღ­წია.

მე­ო­რე პრობ­ლე­მა გახ­ლავთ და­საქ­მე­ბუ­ლებ­ში მი­ნი­მა­ლუ­რი ხელ­ფა­სის არარ­სე­ბო­ბა. მი­ნი­მა­ლუ­რი ზღვა­რი თუ არ არის, და­საქ­მე­ბა სრულ­ფა­სო­ვა­ნი ვერ იქ­ნე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­ში 132 ათას ადა­მი­ანს ქვეყ­ნის მიერ გა­მო­ან­გა­რი­შე­ბულ სა­არ­სე­ბო მი­ნი­მუმ­ზე ნაკ­ლე­ბი ანა­ზღა­უ­რე­ბა აქვს. დამ­საქ­მე­ბელ­თა სი­ხარ­ბეს სა­ზღვა­რი არ აქვს. ანა­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მის წი­ნა­შე არი­ან სა­სურ­სა­თო მა­ღა­ზი­ებ­ში და­საქ­მე­ბუ­ლი ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბი, რომ­ლებ­საც ძა­ლი­ან და­ბა­ლი აქვთ ანა­ზღა­უ­რე­ბა და ფაქ­ტობ­რი­ვად, მი­ნი­მა­ლურ ზღვარს უტოლ­დე­ბა. ამის ფონ­ზე, დამ­საქ­მებ­ლე­ბი ცრემ­ლებს აღ­ვარ­ღვა­რე­ბენ, რომ კად­რე­ბი არ ჰყოფ­ნით, რად­გან ისი­ნი სა­ზღვარ­გა­რეთ გა­ე­დი­ნე­ბი­ან.

მე­სა­მე პრობ­ლე­მა არის კო­ლექ­ტი­უ­რი სო­ცი­ა­ლუ­რი დი­ა­ლო­გის არარ­სე­ბო­ბა ქვე­ყა­ნა­ში. ულ­ტი­მა­ტუ­მის და გა­ფიც­ვის ნაც­ვლად, 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში სო­ცი­ა­ლუ­რი დი­ა­ლო­გის კულ­ტუ­რა უნდა არ­სე­ბობ­დეს, რომ­ლის წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლი ყვე­ლა დო­ნე­ზე სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა უნდა იყოს. სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რია ისე­თი კომ­პა­ნია, სა­დაც ადა­მი­ა­ნებს ანა­ზღა­უ­რე­ბა არ­ცერ­თი თეთ­რი არ მო­მა­ტე­ბი­ათ. ეს ზრდის სო­ცი­ა­ლურ უთა­ნას­წო­რო­ბას და ბევრ სხვა პრობ­ლე­მა­ტურ სა­კითხს წარ­მო­შობს.

მე­ო­თხე პრობ­ლე­მა არის სა­სა­მარ­თლოს ეფექ­ტი­ა­ნო­ბა. და­საქ­მე­ბულ ადა­მი­ა­ნებს ხში­რად წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში კო­ლო­სა­ლუ­რი თან­ხის გა­დახ­და უწევთ იმის­თვის, რომ და­ი­ქი­რა­ონ ად­ვო­კა­ტი, აწარ­მო­ონ სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბი, გა­და­ი­ხა­დონ სა­სა­მარ­თლო­ში ბაჟი და შემ­დგომ მრა­ვა­ლი წელი ელო­დონ სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. რო­გორც ცნო­ბი­ლია, გა­სულ წელს „პროფ­კავ­ში­რე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბამ“ ღირ­სე­უ­ლი მი­ნი­მა­ლუ­რი ხელ­ფა­სის და­წე­სე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვით სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენტს მი­მარ­თა“,-გა­ნა­ცხა­და პეტ­რი­აშ­ვილ­მა.

ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია იხი­ლეთ ბმულ­ზე.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ობიექტური
4

ქოცებო აბა ახლა დაირაზმეთ და დაიწყეთ გაპრავება. სააკაშვილს დააბრალეთ დღეს რც ხდება. ფაქტია რომ ასე თამამად მიშას დროს ფულებს, აგარაკებს ჩარტერებს და კურშევილ- გრენობლებს და კომოს ტბას ვერავინ ბედავდა .. და მოკლედ ამოიღეთ ხმა თქვენი მთავრობაა! ხალხი გმინავს!!!!

დურუს ცოლი ცუცა!!
0

საქართველოში მთელი ბიზნესები თაღლითებმა და მევახშეებმა დაითრიეს. თვითონ მილიონებს შოულობენ და ხალხს, კაპიკებს უხდიან. აი რა იწვევს ემიგრაციას და უიმედობას! ვცხოვრობთ გაბონში და ფასები გვაქვს. პარიზს და ტოკიოს რომ გაუკვირდება! სავაჭრო ქსელების მეპატრონეებს შემოსავალი მილიონებია. იქ დასაქმებული პერსონალის კი გროშები! ხოდა პოზიციან ოპოზიციანად. თქვენ გაგიხმედ ეგ დეგრადირებული თავები! არ დაბლოკოთ!! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"საქართველოში 132 ათას ადამიანს საარსებო მინიმუმზე ნაკლები ანაზღაურება აქვს... ამის ფონზე, დამსაქმებლები ცრემლებს აღვარღვარებენ, რომ კადრები არ ჰყოფნით" - პეტრიაშვილი

"საქართველოში 132 ათას ადამიანს საარსებო მინიმუმზე ნაკლები ანაზღაურება აქვს... ამის ფონზე, დამსაქმებლები ცრემლებს აღვარღვარებენ, რომ კადრები არ ჰყოფნით" - პეტრიაშვილი

"საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების” თავმჯდომარის, ირაკლი პეტრიაშვილის შეფასებით, საქართველოში შრომითი ურთიერთობების კუთხით უამრავი პრობლემა არსებობს, მაგრამ 4 მთავარი პრობლემა არის: არაფორმალური დასაქმება, დასაქმებულებში მინიმალური ხელფასის არარსებობა, კოლექტიური სოციალური დიალოგის არარსებობა და სასამართლოს ეფექტიანობა.

როგორც პეტრიაშვილმა "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში აღნიშნა, თუ ეს პრობლემები დარეგულირდება, სხვებიც აღმოიფხვრება.

"პირობითად, 10 ათასი პრობლემა შეგვიძლია ჩამოვთვალოთ, სად და როგორ ირღვევა დასაქმებულთა უფლებები, მაგრამ საბოლოოდ, ეს ტოპ 4 პრობლემას უკავშირდება, რომელიც ქვეყანაში გვაქვს. თუ ეს 4 პრობლემა დარეგულირდება, ის 10 ათასი პრობლემაც აღმოიფხვრება.

პირველი პრობლემა არის არაფორმალური დასაქმება. დღეს არაფორმალურ სექტორში დასაქმებული არის საერთო დასაქმებულთა 32%. არაფორმალურ სექტორში დასაქმება ნიშნავს იმას, რომ ეს ხალხი ვერ სარგებლობს იმ მიღწევებით, რასაც „პროფკავშირმა“, ქართულმა საზოგადოებამ შრომის კანონმდებლობის ცვლილებასთან, შრომის უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით მიაღწია.

მეორე პრობლემა გახლავთ დასაქმებულებში მინიმალური ხელფასის არარსებობა. მინიმალური ზღვარი თუ არ არის, დასაქმება სრულფასოვანი ვერ იქნება. საქართველოში 132 ათას ადამიანს ქვეყნის მიერ გამოანგარიშებულ საარსებო მინიმუმზე ნაკლები ანაზღაურება აქვს. დამსაქმებელთა სიხარბეს საზღვარი არ აქვს. ანალოგიური პრობლემის წინაშე არიან სასურსათო მაღაზიებში დასაქმებული ჩვენი თანამემამულეები, რომლებსაც ძალიან დაბალი აქვთ ანაზღაურება და ფაქტობრივად, მინიმალურ ზღვარს უტოლდება. ამის ფონზე, დამსაქმებლები ცრემლებს აღვარღვარებენ, რომ კადრები არ ჰყოფნით, რადგან ისინი საზღვარგარეთ გაედინებიან.

მესამე პრობლემა არის კოლექტიური სოციალური დიალოგის არარსებობა ქვეყანაში. ულტიმატუმის და გაფიცვის ნაცვლად, 21-ე საუკუნეში სოციალური დიალოგის კულტურა უნდა არსებობდეს, რომლის წამახალისებელი ყველა დონეზე საქართველოს მთავრობა უნდა იყოს. საქართველოში ბევრია ისეთი კომპანია, სადაც ადამიანებს ანაზღაურება არცერთი თეთრი არ მომატებიათ. ეს ზრდის სოციალურ უთანასწორობას და ბევრ სხვა პრობლემატურ საკითხს წარმოშობს.

მეოთხე პრობლემა არის სასამართლოს ეფექტიანობა. დასაქმებულ ადამიანებს ხშირად წლების განმავლობაში კოლოსალური თანხის გადახდა უწევთ იმისთვის, რომ დაიქირაონ ადვოკატი, აწარმოონ სასამართლო პროცესები, გადაიხადონ სასამართლოში ბაჟი და შემდგომ მრავალი წელი ელოდონ სასამართლოს გადაწყვეტილებას. როგორც ცნობილია, გასულ წელს „პროფკავშირების გაერთიანებამ“ ღირსეული მინიმალური ხელფასის დაწესების ინიციატივით საქართველოს პარლამენტს მიმართა“,-განაცხადა პეტრიაშვილმა.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.