ავტორი:

ფოტოები თელავი-გურჯაანის გზაზე მომხდარი ავარიიდან - ავტომობილი რკინის ბოძს დაეჯახა: არიან დაშავებულები

ფოტოები თელავი-გურჯაანის გზაზე მომხდარი ავარიიდან - ავტომობილი რკინის ბოძს დაეჯახა: არიან დაშავებულები

თელავი-გურჯაანის დამაკავშირებელ მაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა. როგორც ცნობილია, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა, რომელიც სავარაუდოდ, მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, საჭე ვერ დაიმორჩილა და რკინის კონსტრუქციას შეეჯახა.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. ადგილზე ამ დრომდე მუშაოებენ ექსპერტ-კრიმინალისტები. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.