პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
5 ფილმი, რომლის ყურებასაც მომღერალი ბარბარა სამხარაძე გვირჩევს
5 ფილმი, რომლის ყურებასაც მომღერალი ბარბარა სამხარაძე გვირჩევს

ქარ­თველ მომ­ღე­რალს, ტე­ლე­შოუ “ნი­ჭი­ე­რის” 2016 წლის გა­მარ­ჯვე­ბულ ბარ­ბა­რა სამ­ხა­რა­ძეს თა­ვი­სუ­ფალ დროს უყ­ვარს ფილ­მე­ბი­სა და ანი­მა­ცი­ე­ბის ყუ­რე­ბა, ისე­ვე, რო­გორც ბევრ ჩვენ­განს. ის ფიქ­რობს, რომ ნამ­დვილ შე­მოქ­მე­დე­ბას ასა­კობ­რი­ვი და არც ჟან­რობ­რი­ვი შე­ზღუდ­ვა არ გა­აჩ­ნია. მთა­ვა­რია, ლა­ღად და სრულ­ყო­ფი­ლად გად­მოგ­ვცემ­დეს მთა­ვარ აზრს. გთა­ვა­ზობთ 5 ფილ­მს, რომ­ლის ყუ­რე­ბა­საც ბარ­ბა­რა გვირ­ჩევს:

  • “ინ­ტერ­სტე­რა­ლი”

2014 წელს გა­და­ღე­ბუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ფან­ტას­ტი­კის ჟან­რის ფილ­მი, რო­მელ­შიც რე­ჟი­სორ­მა ქრის­ტო­ფერ ნო­ლან­მა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად დაგ­ვა­ნა­ხა შო­რე­უ­ლი მო­მავ­ლის მოვ­ლე­ნე­ბი.

  • “ავა­ტა­რი 1”, "ავა­ტა­რი 2"

პირ­ვე­ლი ფილ­მი 2009 წელს გა­მო­ვი­და. სა­მეც­ნი­ე­რო-ფან­ტას­ტი­კის ჟან­რის ეპი­კურ­მა ფილმმა, რომ­ლის რე­ჟი­სო­რი, ასე­ვე იდე­ი­სა და სცე­ნა­რის ავ­ტო­რი ჯე­იმზ კა­მე­რო­ნია, მსოფ­ლიო კი­ნო­მოყ­ვა­რულ­თა გული და­ი­პყრო “ავა­ტა­რი 2” 2022 წელს გა­და­ი­ღეს, რო­მელ­შიც მოქ­მე­დე­ბა ვი­თარ­დე­ბა პირ­ვე­ლი ფილ­მის მოვ­ლე­ნე­ბი­დან ათ წელ­ზე მეტი ხნის შემ­დეგ.

  • “დი­დე­ბუ­ლი შო­უ­მე­ნი”

2017 წელს მა­იკლ გრე­ის­მა გა­და­ი­ღო ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ფილ­მი “დი­დე­ბუ­ლი შო­უ­მე­ნი”, რო­მე­ლიც ფი­ნე­ა­სა ტე­ი­ლორ ბარ­ნუ­მას - მე-19 სა­უ­კუ­ნის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი მო­ხე­ტი­ა­ლე ცირ­კის და­მა­არ­სებ­ლი­სა და შო­უ­მე­ნის ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ გვი­ამ­ბობს.

  • “ბუ­რუ­სი”

2007 წელს ფრენკ და­რა­ბონ­ტის გა­და­ღე­ბუ­ლი ფილ­მი წარ­მო­ად­გენს სტი­ვენ კინ­გის ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის რო­მა­ნის ეკ­რა­ნი­ზა­ცი­ას. პა­ტა­რა ქა­ლაქს ბუ­რუ­სი მო­ი­ცავს, რომ­ლი­და­ნაც სა­ში­ნე­ლი არ­სე­ბე­ბი გა­მო­დი­ან და ქა­ლა­ქის მცხოვ­რებ­ლებს ანად­გუ­რე­ბენ.

  • “გრან ტუ­რიზ­მო”

ნამ­დვილ ამ­ბავ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი მძაფრ­სი­უ­ჟე­ტი­ა­ნი დრა­მა ნილ ბლომ­კამ­პიმ 2023 წელს გა­და­ი­ღო. ამ­ბა­ვი მო­ზარ­დის ოც­ნე­ბის ას­რუ­ლე­ბის შე­სა­ხე­ბაა, რო­მელ­მაც "ნი­სა­ნის" შე­ჯიბრში გა­ი­მარ­ჯვა და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ავ­ტომრბო­ლე­ლი გახ­და.

  • მო­ამ­ზა­და ანას­ტა­სია შა­ლი­კაშ­ვილ­მა
მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჰმ,
7

გამოვიდა დიდი ,,მრჩეველი"...უგემოვნებო და უკულტურო!

ლონდრე
1

მე ლონდრეს გირჩევდით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

5 ფილმი, რომლის ყურებასაც მომღერალი ბარბარა სამხარაძე გვირჩევს

5 ფილმი, რომლის ყურებასაც მომღერალი ბარბარა სამხარაძე გვირჩევს

ქართველ მომღერალს, ტელეშოუ “ნიჭიერის” 2016 წლის გამარჯვებულ ბარბარა სამხარაძეს თავისუფალ დროს უყვარს ფილმებისა და ანიმაციების ყურება, ისევე, როგორც ბევრ ჩვენგანს. ის ფიქრობს, რომ ნამდვილ შემოქმედებას ასაკობრივი და არც ჟანრობრივი შეზღუდვა არ გააჩნია. მთავარია, ლაღად და სრულყოფილად გადმოგვცემდეს მთავარ აზრს. გთავაზობთ 5 ფილმს, რომლის ყურებასაც ბარბარა გვირჩევს:

  • “ინტერსტერალი”

2014 წელს გადაღებული სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმი, რომელშიც რეჟისორმა ქრისტოფერ ნოლანმა არაჩვეულებრივად დაგვანახა შორეული მომავლის მოვლენები.

  • “ავატარი 1”, "ავატარი 2"

პირველი ფილმი 2009 წელს გამოვიდა. სამეცნიერო-ფანტასტიკის ჟანრის ეპიკურმა ფილმმა, რომლის რეჟისორი, ასევე იდეისა და სცენარის ავტორი ჯეიმზ კამერონია, მსოფლიო კინომოყვარულთა გული დაიპყრო “ავატარი 2” 2022 წელს გადაიღეს, რომელშიც მოქმედება ვითარდება პირველი ფილმის მოვლენებიდან ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ.

  • “დიდებული შოუმენი”

2017 წელს მაიკლ გრეისმა გადაიღო ბიოგრაფიული ფილმი “დიდებული შოუმენი”, რომელიც ფინეასა ტეილორ ბარნუმას - მე-19 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოხეტიალე ცირკის დამაარსებლისა და შოუმენის ცხოვრების შესახებ გვიამბობს.

  • “ბურუსი”

2007 წელს ფრენკ დარაბონტის გადაღებული ფილმი წარმოადგენს სტივენ კინგის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაციას. პატარა ქალაქს ბურუსი მოიცავს, რომლიდანაც საშინელი არსებები გამოდიან და ქალაქის მცხოვრებლებს ანადგურებენ.

  • “გრან ტურიზმო”

ნამდვილ ამბავზე დაფუძნებული მძაფრსიუჟეტიანი დრამა ნილ ბლომკამპიმ 2023 წელს გადაიღო. ამბავი მოზარდის ოცნების ასრულების შესახებაა, რომელმაც "ნისანის" შეჯიბრში გაიმარჯვა და პროფესიონალი ავტომრბოლელი გახდა.

  • მოამზადა ანასტასია შალიკაშვილმა