მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"13 წლის გოგონა მუქარით აიძულა, კბილის ჯაგრისის გამოყენებით სექსუალური ხასიათის მოქმედება განეხორციელებინა" - საგამოძიებო სამსახურმა გარყვნილი ქმედების ფაქტები გახსნა
"13 წლის გოგონა მუქარით აიძულა, კბილის ჯაგრისის გამოყენებით სექსუალური ხასიათის მოქმედება განეხორციელებინა" - საგამოძიებო სამსახურმა გარყვნილი ქმედების ფაქტები გახსნა

სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, არას­რულ­წლო­ვა­ნი გო­გო­ნას პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს ხელ­ყო­ფის ფაქ­ტზე, 2000 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ბ. და­ა­კა­ვეს.

ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

რო­გორც უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა, 2023 წლის სექ­ტემ­ბერ­ში სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით 13 წლის გოგო გა­იც­ნო, რო­მელ­საც Facebook-ით სა­უბ­რი­სას, შიშ­ვე­ლი სხე­უ­ლის ამ­სახ­ველ ფოტო/ვი­დეო კად­რე­ბის გა­და­ღე­ბა და გაგ­ზავ­ნა მოს­თხო­ვა, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში სკო­ლას­თან დახ­ვედ­რით და ფი­ზი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბით და­ე­მუქ­რა.

„შე­ში­ნე­ბულ­მა არას­რულ­წლო­ვან­მა ზე­მო­აღ­ნიშ­ნულ პირს ინ­ტი­მუ­რი ში­ნა­არ­სის შემ­ცვე­ლი სხე­უ­ლის ფოტო და ვი­დეო კად­რე­ბი გა­და­უგ­ზავ­ნა. ამის შემ­დეგ კი ბრალ­დე­ბულ­მა არას­რულ­წლო­ვანს აღ­ნიშ­ნუ­ლი კად­რე­ბის დე­დას­თან და ახ­ლობ­ლებ­თან გავ­რცე­ლე­ბის მუ­ქა­რით, და­მა­ტე­ბით ფოტო და ვი­დე­ო­მა­სა­ლის გა­დაგ­ზავ­ნა აი­ძუ­ლა. ასე­ვე, ბრალ­დე­ბულ­მა არას­რუ­წლო­ვა­ნი მუ­ქა­რით აი­ძუ­ლა, კბი­ლის ჯაგ­რი­სის გა­მო­ყე­ნე­ბით სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის სხვა­დას­ხვა მოქ­მე­დე­ბა გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა და ამის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი მის­თვის გა­და­ეგ­ზავ­ნა.

მას შემ­დეგ, რაც მომ­ხდა­რი ფაქ­ტის შე­სა­ხებ 13 წლის არას­რულ­წლოვ­ნის დე­დამ შე­ი­ტყო, მან და­სახ­მა­რებ­ლად და და­ნა­შა­ულ­ზე რე­ა­გი­რე­ბის­თვის სპე­ცი­ა­ლურ სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურს მი­მარ­თა.

მოკ­ლე დრო­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ და­კა­ვე­ბუ­ლი იქნა ბრალ­დე­ბუ­ლი გ.ბ., რომ­ლის პი­რა­დი ჩხრე­კი­სას, მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონ­ში ნა­ნა­ხი იქნა არას­რულ­წლოვ­ნის ინ­ტი­მუ­რი ში­ნა­არ­სის ფოტო/ვი­დეო მა­სა­ლა.

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ მას ბრალ­დე­ბა პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს ხელ­ყო­ფის, სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის ქმე­დე­ბის იძუ­ლე­ბი­სა და გარ­ყვნი­ლი ქმე­დე­ბის­თვის წა­რუდ­გი­ნა და აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

და­ნა­შა­უ­ლი 15 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

სპე­ცი­ა­ლურ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ხელ­ყო­ფის კი­დევ ერთი ფაქ­ტი გახ­სნა და 1987 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ო.ა. და­ა­კა­ვა.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ახალ­ცი­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მცხოვ­რებ­მა, 1987 წელს და­ბა­დე­ბულ­მა ბრალ­დე­ბულ­მა ო. ა.-მა, ყო­ფილ მე­უღ­ლეს მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი წა­არ­თვა და სა­კუ­თარ მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონ­ში და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ინ­ტი­მუ­რი ში­ნა­არ­სის ფო­ტო­ე­ბი გა­და­ი­ტა­ნა. აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დეგ, ყო­ფილ მე­უღ­ლეს­თან უთან­ხმო­ე­ბის გამო, შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვით ინ­ტი­მუ­რი ში­ნა­არ­სის ფო­ტო­ე­ბი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ნა­თე­სა­ვებს Whatsapp -ის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­და­უგ­ზავ­ნა.

სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბის შე­დე­გად, სპე­ცი­ა­ლურ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი ო.ა. და­ა­კა­ვა და მას ბრალ­დე­ბა გენ­დე­რის ნიშ­ნით შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბის მო­ტი­ვით ჩა­დე­ნი­ლი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს ხელ­ყო­ფის­თვის წა­რედ­გი­ნა.

და­ნა­შა­უ­ლი 7 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს ხელ­ყო­ფის ფაქ­ტე­ბის აღ­საკ­ვე­თად და და­ნა­შა­ულ­ში მხი­ლე­ბუ­ლი პი­რე­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად ბრძო­ლას აქ­ტი­ურ რე­ჟიმ­ში აგ­რძე­ლებს.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის, გან­სა­კუთ­რე­ბით კი არას­რულ­წლოვ­ნე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის და მათი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის და­სა­ცა­ვად, სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი სკო­ლებ­ში აქ­ტი­ურ სა­ინ­ფორ­მა­ციო ხა­სი­ა­თის შეხ­ვედ­რებს ატა­რებს.

ნე­ბის­მი­ერ და­ზა­რა­ლე­ბულ პირს შე­უძ­ლია და­ა­ფიქ­სი­როს შე­ტყო­ბი­ნე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის ცხელ ხაზ­ზე: #199 ან მი­მარ­თოს სამ­სა­ხუ­რის ოფი­სებს მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით შემ­დეგ მი­სა­მარ­თებ­ზე: ქა­ლა­ქი თბი­ლი­სი, მი­ხე­ილ ასა­თი­ა­ნის ქ. N9. ქა­ლა­ქი ქუ­თა­ი­სი (მის: ი. აბა­ში­ძის გამ­ზი­რი N 22), ქა­ლა­ქი ბა­თუ­მი (მის: გ. მაზ­ნი­აშ­ვი­ლის ქ N 54), ქა­ლა­ქი ზუგ­დი­დი (მის: კოს­ტა­ვას ქ. N 58) და ქა­ლა­ქი თე­ლა­ვი (მის: ერეკ­ლე II-ის გამ­ზი­რი, №16)”, - ნათ­ქვა­მია უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზაზა
1

საერთოდ რატომ შედიან კონტაქტში უცხო მამაკაცებთან 13 წლის გოგონები? გასაგებია, ის ბიჭი ნაძირალაა, მაგრამ გოგო მთლად ანგელოზია?

დავით 67
0

გამანიაკდა ეს ხალხი?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"13 წლის გოგონა მუქარით აიძულა, კბილის ჯაგრისის გამოყენებით სექსუალური ხასიათის მოქმედება განეხორციელებინა" - საგამოძიებო სამსახურმა გარყვნილი ქმედების ფაქტები გახსნა

"13 წლის გოგონა მუქარით აიძულა, კბილის ჯაგრისის გამოყენებით სექსუალური ხასიათის მოქმედება განეხორციელებინა" - საგამოძიებო სამსახურმა გარყვნილი ქმედების ფაქტები გახსნა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, არასრულწლოვანი გოგონას პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, 2000 წელს დაბადებული გ.ბ. დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, 2023 წლის სექტემბერში სოციალური ქსელით 13 წლის გოგო გაიცნო, რომელსაც Facebook-ით საუბრისას, შიშველი სხეულის ამსახველ ფოტო/ვიდეო კადრების გადაღება და გაგზავნა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში სკოლასთან დახვედრით და ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა.

„შეშინებულმა არასრულწლოვანმა ზემოაღნიშნულ პირს ინტიმური შინაარსის შემცველი სხეულის ფოტო და ვიდეო კადრები გადაუგზავნა. ამის შემდეგ კი ბრალდებულმა არასრულწლოვანს აღნიშნული კადრების დედასთან და ახლობლებთან გავრცელების მუქარით, დამატებით ფოტო და ვიდეომასალის გადაგზავნა აიძულა. ასევე, ბრალდებულმა არასრუწლოვანი მუქარით აიძულა, კბილის ჯაგრისის გამოყენებით სექსუალური ხასიათის სხვადასხვა მოქმედება განეხორციელებინა და ამის ამსახველი კადრები მისთვის გადაეგზავნა.

მას შემდეგ, რაც მომხდარი ფაქტის შესახებ 13 წლის არასრულწლოვნის დედამ შეიტყო, მან დასახმარებლად და დანაშაულზე რეაგირებისთვის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა.

მოკლე დროში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ დაკავებული იქნა ბრალდებული გ.ბ., რომლის პირადი ჩხრეკისას, მობილურ ტელეფონში ნანახი იქნა არასრულწლოვნის ინტიმური შინაარსის ფოტო/ვიდეო მასალა.

საქართველოს პროკურატურამ მას ბრალდება პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, სექსუალური ხასიათის ქმედების იძულებისა და გარყვნილი ქმედებისთვის წარუდგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

დანაშაული 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების ხელყოფის კიდევ ერთი ფაქტი გახსნა და 1987 წელს დაბადებული ო.ა. დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა, 1987 წელს დაბადებულმა ბრალდებულმა ო. ა.-მა, ყოფილ მეუღლეს მობილური ტელეფონი წაართვა და საკუთარ მობილურ ტელეფონში დაზარალებულის პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური შინაარსის ფოტოები გადაიტანა. აღნიშნულის შემდეგ, ყოფილ მეუღლესთან უთანხმოების გამო, შურისძიების მოტივით ინტიმური შინაარსის ფოტოები დაზარალებულის ნათესავებს Whatsapp -ის საშუალებით გადაუგზავნა.

საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შედეგად, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებული ო.ა. დააკავა და მას ბრალდება გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისთვის წარედგინა.

დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტების აღსაკვეთად და დანაშაულში მხილებული პირების გამოსავლენად ბრძოლას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს.

საზოგადოების, განსაკუთრებით კი არასრულწლოვნების ცნობიერების ამაღლების და მათი პირადი ცხოვრების დასაცავად, სპეციალური საგამოძიებო სამსახური სკოლებში აქტიურ საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს ატარებს.

ნებისმიერ დაზარალებულ პირს შეუძლია დააფიქსიროს შეტყობინება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცხელ ხაზზე: #199 ან მიმართოს სამსახურის ოფისებს მთელი საქართველოს მასშტაბით შემდეგ მისამართებზე: ქალაქი თბილისი, მიხეილ ასათიანის ქ. N9. ქალაქი ქუთაისი (მის: ი. აბაშიძის გამზირი N 22), ქალაქი ბათუმი (მის: გ. მაზნიაშვილის ქ N 54), ქალაქი ზუგდიდი (მის: კოსტავას ქ. N 58) და ქალაქი თელავი (მის: ერეკლე II-ის გამზირი, №16)”, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.