პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

25

თებერვალი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 08:09-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:36-დან კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. აგრეთვე, დასვენებისა და შიმშილისთვის. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დასაბრედი" კაცი ხარ, 15 წელი მაქვს მოხდილი და 15-ს კიდე მოვიხდი, გადაუფორმე მანქანა" - შსს-მ "ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 5 პირი დააკავა
"დასაბრედი" კაცი ხარ, 15 წელი მაქვს მოხდილი და 15-ს კიდე მოვიხდი, გადაუფორმე მანქანა" - შსს-მ "ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 5 პირი დააკავა

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ "ქურ­დულ სამ­ყა­როს­თან” კავ­შირ­ში მყო­ფი 5 პირი და­ა­კა­ვა. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას შსს ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბის ცნო­ბით, საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კომ­პლექ­სუ­რი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბი სხვა­დას­ხვა და­ნა­შა­უ­ლებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს იმე­რე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, თბი­ლის­სა და იმე­რეთ­ში ერ­თდრო­უ­ლად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, 5 პირი და­ა­კა­ვეს.

"ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წევ­რო­ბის“, "ქურ­დულ შეკ­რე­ბა­ში“ მო­ნა­წი­ლე­ო­ბის, "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ საქ­მი­ა­ნო­ბის მხარ­და­ჭე­რის, "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წევ­რის­თვის მი­მარ­თვის“, ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი გა­მო­ძალ­ვის და ჯგუ­ფუ­რი გა­მო­ძალ­ვის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლი არი­ან: 1978 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი დ.ქ., 1961 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ი.ხ. და წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვე­ბი - 1977 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.ბ., 1973 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ.ბ. და 1978 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი პ.კ.

და­ნა­შა­უ­ლე­ბი 10 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კომ­პლექ­სუ­რი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ სხვა­დას­ხვა და­ნა­შა­უ­ლებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მიერ, ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით, მათ შო­რის მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ფა­რუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა ერთ-ერთი და­კა­ვე­ბუ­ლი დ.ქ.-ს მი­მარ­თვის სა­ფუძ­ველ­ზე, მას­სა და მო­ქა­ლა­ქეს შო­რის არ­სე­ბუ­ლი ფი­ნან­სუ­რი და­ვის მოგ­ვა­რე­ბი­სა და პი­რა­დი სარ­გებ­ლის მი­ღე­ბის მიზ­ნით, ე.წ. ქურ­დუ­ლი გარ­ჩე­ვა მო­ა­წყვეს, რომ­ლებ­საც მო­და­ვე მხა­რე­ე­ბიც ეს­წრე­ბოდ­ნენ.

ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა ე.წ. ქურ­დუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად მო­წყო­ბილ შეკ­რე­ბა­ზე, მო­და­ვე მხა­რეს მე­ო­რის სა­სარ­გებ­ლოდ, გან­სა­ზღვრულ დრო­ში გარ­კვე­უ­ლი თან­ხის გა­დახ­და და­ა­კის­რეს. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში პი­რა­დი ან­გა­რიშს­წო­რე­ბით და­ე­მუქრნენ.

პო­ლი­ცი­ამ, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის პი­რა­დი და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის ჩხრე­კის შე­დე­გად, ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი, რო­მელ­თა სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ისი­ნი ერ­თმა­ნეთს უკავ­შირ­დე­ბოდ­ნენ.

გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რო­ბის, "ქურ­დულ შეკ­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის“, "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ საქ­მი­ა­ნო­ბის მხარ­და­ჭე­რის, "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს" წევ­რი­სად­მი მი­მარ­თვის, ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი გა­მო­ძალ­ვის და ჯგუ­ფურ გა­მო­ძალ­ვა­ში თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ფაქ­ტებ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 223-ე პრი­მა , 223-ე მე-2 პრი­მა, 223-ე მე-3 პრი­მა, 223-ე მე-4 პრი­მა, 181-ე და 25-181-ე მუხ­ლე­ბით”, - ნათ­ქვა­მია შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სოსო
3

დაიჭერენ თორემ გაუჭირდებათ, რამე, ბატონივით იქნებიან იქ და არჩევნების წინ გამოყრიან პირობითის სანაცვლოდ.

კ ო მ ბ ლ ე
8

„კაი ბიჭებს“ ხელი დაედებათ და...მოვა არჩევნები სიმონ, მოვაა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დასავლეთ საქართველოში სტიქიაა - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში შუახნის მამაკაცი დაიღუპა
ავტორი:

"დასაბრედი" კაცი ხარ, 15 წელი მაქვს მოხდილი და 15-ს კიდე მოვიხდი, გადაუფორმე მანქანა" - შსს-მ "ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 5 პირი დააკავა

"დასაბრედი" კაცი ხარ, 15 წელი მაქვს მოხდილი და 15-ს კიდე მოვიხდი, გადაუფორმე მანქანა" - შსს-მ "ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 5 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ "ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 5 პირი დააკავა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქმეზე ჩატარებული კომპლექსური გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირები სხვადასხვა დანაშაულებრივ საქმიანობაში აქტიურად მონაწილეობდნენ.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისსა და იმერეთში ერთდროულად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 5 პირი დააკავეს.

"ქურდული სამყაროს წევრობის“, "ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის, "ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, "ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის“, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის და ჯგუფური გამოძალვის თანამონაწილეობისთვის დაკავებული არიან: 1978 წელს დაბადებული დ.ქ., 1961 წელს დაბადებული ი.ხ. და წარსულში ნასამართლევები - 1977 წელს დაბადებული ა.ბ., 1973 წელს დაბადებული მ.ბ. და 1978 წელს დაბადებული პ.კ.

დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმეზე ჩატარებული კომპლექსური გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა დანაშაულებრივ საქმიანობაში.

სამართალდამცველების მიერ, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ერთ-ერთი დაკავებული დ.ქ.-ს მიმართვის საფუძველზე, მასსა და მოქალაქეს შორის არსებული ფინანსური დავის მოგვარებისა და პირადი სარგებლის მიღების მიზნით, ე.წ. ქურდული გარჩევა მოაწყვეს, რომლებსაც მოდავე მხარეებიც ესწრებოდნენ.

ბრალდებულებმა ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად მოწყობილ შეკრებაზე, მოდავე მხარეს მეორის სასარგებლოდ, განსაზღვრულ დროში გარკვეული თანხის გადახდა დააკისრეს. წინააღმდეგ შემთხვევაში პირადი ანგარიშსწორებით დაემუქრნენ.

პოლიციამ, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს უკავშირდებოდნენ.

გამოძიება მიმდინარეობს "ქურდული სამყაროს“ წევრობის, "ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის“, "ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, "ქურდული სამყაროს" წევრისადმი მიმართვის, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის და ჯგუფურ გამოძალვაში თანამონაწილეობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა , 223-ე მე-2 პრიმა, 223-ე მე-3 პრიმა, 223-ე მე-4 პრიმა, 181-ე და 25-181-ე მუხლებით”, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.