კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენი კულტურა ჩვენვე დავმარხეთ, ჩვენსავე დაკრძალვაზე აღმოვჩნდით“ - რა დაიწვა და რა გადარჩა: რა ხდება აფხაზეთში და როგორია ადგილობრივების რეაქცია ხანძარზე, რომელმაც ხელოვნება "წაშალა"
"ჩვენი კულტურა ჩვენვე დავმარხეთ, ჩვენსავე დაკრძალვაზე აღმოვჩნდით“ -  რა დაიწვა და რა გადარჩა: რა ხდება აფხაზეთში და როგორია ადგილობრივების რეაქცია ხანძარზე, რომელმაც ხელოვნება "წაშალა"

21 იან­ვარს სო­ხუმ­ში, ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უმ­ში ხან­ძა­რი გაჩ­ნდა. ხან­ძრის შე­დე­გად ად­გი­ლობ­რი­ვი მხატ­ვრე­ბის ნა­ხა­ტე­ბის სრუ­ლი უმ­რავ­ლე­სო­ბა გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია. 4000 ნა­მუ­შევ­რი­დან მხო­ლოდ 150-ის გა­დარ­ჩე­ნა მო­ხერ­ხდა.

  • "დავ­დი­ვარ და ვტი­რი. ეს სა­ში­ნე­ლე­ბაა. მე­ხან­ძრე­ე­ბის თქმით, ხან­ძა­რი შე­ნო­ბის სა­ხუ­რავ­ზე გაჩ­ნდა. ყვე­ლა სუ­რა­თი და­იწ­ვა. ჩვენ­თვის შე­უვ­სე­ბე­ლი ზი­ა­ნია. შე­უძ­ლე­ბე­ლია იმ ზა­რა­ლის შე­ფა­სე­ბა, რო­მე­ლიც აფხა­ზე­თის კულ­ტუ­რას მი­ად­გა“, - გა­ნა­ცხა­და ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უ­მის დი­რექ­ტორ­მა სუ­რამ სა­კა­ნი­ამ.

"შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ყვე­ლა­ფე­რი და­იწ­ვა. შე­ნო­ბის მე­ო­რე სარ­თულ­ზე, ცენ­ტრა­ლურ სა­გა­მო­ფე­ნო დარ­ბაზ­ში აფხა­ზე­თის გა­ლე­რე­ის ფონ­დის 4 000 ეგ­ზემპლა­რი იყო. აქე­დან 300-მდე ალექ­სან­დე ჩაჩ­ბა-შერ­ვა­ში­ძის ნა­მუ­შე­ვა­რი. ეს გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი ზი­ა­ნია, რო­მე­ლიც ვე­რას­დროს აღ­დგე­ბა. ცრემ­ლე­ბი მახ­რჩობს, მი­ჭირს სა­უ­ბა­რი“, - ამ­ბობს ე.წ. კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი, დი­ნა­რა სმი­რი "აპს­ნიპ­რეს­თან“ სა­უბ­რი­სას.

  • სო­ხუმ­ში ცენ­ტრა­ლუ­რი სა­გა­მო­ფე­ნო დარ­ბა­ზის შე­ნო­ბა­ში ხან­ძრის შე­სა­ხებ სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში ზარი 03:38 სა­ათ­ზე შე­ვი­და. მე­ხან­ძრე­ებ­მა სო­ხუ­მი­დან, გა­და­უ­თა­დან, გულ­რიფ­ში­დან და ოჩამ­ჩი­რი­დან ხან­ძრის ჩაქ­რო­ბა დი­ლის 7:00 სა­ა­თის­კენ შეძ­ლეს.

გა­დარ­ჩე­ნილ ნა­ხა­ტებს შო­რი­საა ისე­თი მხატ­ვრე­ბის ნა­მუ­შევ­რე­ბი, რო­გო­რე­ბიც არი­ან: ვიქ­ტორ შეგლო­ვი, ხუტა ავი­ძ­ბა, სერ­გეი სან­გა­ლო­ვი, სერ­გეი გა­ბე­ლია, ბე­სა­რი­ონ ცვი­ჯ­ბა და სხვე­ბი.

დი­ნა­რა სმი­რის თქმით, ალექ­სან­დე შერ­ვა­ში­ძე-ჩაჩ­ბას ვერც ერთი ნა­ხა­ტი ვერ გა­დარ­ჩა.

ე.წ. რეს­პუბ­ლი­კის დე ფაქ­ტო პრე­ზი­დენ­ტმა ას­ლან ბჟა­ნი­ამ გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რას ხან­ძრის გა­ჩე­ნის მი­ზე­ზე­ბის გა­მო­ძი­ე­ბა და­ა­ვა­ლა.

რა კო­მენ­ტა­რე­ბი მოჰ­ყვა ამ­ბავს?

  • დმიტ­რი გა­ბე­ლია - აფხა­ზი პო­ე­ტი

"გა­ძარ­ცვუ­ლია გუ­ლი­ას სახლ-მუ­ზე­უ­მი. გა­ყი­დუ­ლია არ­ქე­ო­ლო­გე­ბის მთა­ვა­რი სა­ცა­ვი. დამ­წვა­რია ნა­ხა­ტე­ბის გა­ლე­რეა. ჩვე­ნი კულ­ტუ­რა ჩვენ­ვე დავ­მარ­ხეთ, ჩვენ­სა­ვე დაკ­რძალ­ვა­ზე აღ­მოვ­ჩნდით.“

  • იური ან­ჩა­ბა­ძე - ის­ტო­რი­უ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის დოქ­ტო­რი

"არ შე­მიძ­ლია სუნ­თქვა, ტი­რი­ლი მინ­და.“

  • როინ აგრბა - ჟურ­ნა­ლის­ტი

"თქვენ უბ­რა­ლოდ მი­თხა­რით - რო­მელ პლა­ნე­ტა­ზე ცხოვ­რობს ჩვე­ნი კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრი?! რაც თავი მახ­სოვს, ამ გა­ლე­რე­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი დახ­მა­რე­ბას ითხოვ­დნენ!! ყო­ველ­თვის, ნე­ბის­მი­ე­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს, ისი­ნი ამ­ბობ­დნენ, რომ ფონ­დი სა­ში­ნელ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. იღუ­პე­ბა შე­უ­ფა­სე­ბე­ლი ნი­მუ­შე­ბი. მე თვი­თონ ნა­ხე­ვა­რი წელი ფონ­დის დამ­ცვე­ლად ვი­მუ­შა­ვე და ჩემი თვა­ლით ვხე­დავ­დი, რო­გორ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში "ინა­ხე­ბო­და“ ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბი. ჯერ კი­დევ იმ დრო­ი­დან (1996) ითხოვ­დნენ, ყვი­როდ­ნენ, იხ­ვე­წე­ბოდ­ნენ, რომ ფონდს დახ­მა­რე­ბოდ­ნენ. რამ­დე­ნი წე­რი­ლი იყო?! თქვენ, ყვე­ლამ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ჩი­ნოვ­ნი­კებ­მა ჩა­ი­დი­ნეთ ეს და­ნა­შა­უ­ლი“.

  • ნა­ი­რა ამა­ლია - სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე

"ახლა შეგ­ვიძ­ლია ჯან­სა­ღად ვი­აზ­როვ­ნოთ. მო­დით, რი­გი­თო­ბით გან­ვი­ხი­ლოთ სი­ტუ­ა­ცია.

მი­ზე­ზი და შე­დე­გი.

პირ­ვე­ლი კი­თხვა და ვფიქ­რობ, ის არის მთა­ვა­რი.

იცით რას ვერ ვი­გებ? ნა­ხა­ტე­ბი, რომ­ლის ფასი ხალ­ხმა ხან­ძრის მერე გა­ი­გო, რა­ტომ ინა­ხე­ბო­და სა­ში­ნელ პი­რო­ბებ­ში?! რა­ტომ იბა­რებ­დნენ ასეთ პი­რო­ბებ­ში?!

ცენ­ტრა­ლურ სა­გა­მო­ფე­ნო დარ­ბაზ­ში თით­ქოს რე­მონ­ტი იყო, გვერ­დზე მყოფ ბან­კის შე­ნო­ბა­შიც, თით­ქოს რე­მონ­ტი იყო, მაგ­რამ რა უნდა გაყ­ვა­ნი­ლო­ბას სხვენ­ში, ნა­ხა­ტე­ბის შე­ნახ­ვის ტემ­პე­რა­ტუ­რაც, ვგო­ნებ, ასე­ვე უარ­ყო­ფი­თი იყო.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, რომ­ლის­გა­ნაც ჩვენ კარ­გს არა­ფერს ვე­ლო­დე­ბით, გა­და­წყვი­ტა კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტა მო­ი­პო­ვოს და ისე­დაც სუს­ტი ენერ­გო­სის­ტე­მა სულ გა­ა­ნად­გუ­როს. ახლა კი სად­გუ­რი­დან სად­გურ­ზე გა­დარ­თვა, დე­ნის მო­ვარ­დნე­ბი იწ­ვევს მოკ­ლე ჩარ­თვებს და ხშირ ხან­ძრებს ძველ სახ­ლებ­ში. ამის შე­სა­ხებ ხომ ყვე­ლამ კარ­გად ვი­ცით?! ზუს­ტად ეს მოხ­და მუ­ზე­უ­მის შემ­თხვე­ვა­შიც, თუ გან­ზრახ ხან­ძარს არ ჩავ­თვლით...“

კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა ვი­ო­ლა ფონ კრა­მონ­მაც:

"რაც შე­ე­ხე­ბა რუ­სეთს და "რუ­სულ მშვი­დო­ბას“, გა­და­იქ­ცე­ვა ფერ­ფლად, გინდ ეს აფხა­ზე­თი იყოს, გინდ დონ­ბა­სი ან სხვა ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი. ეს ტრა­გე­დია - კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის და­კარ­გვაა. გულ­გრი­ლო­ბი­სა და არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბის პირ­და­პი­რი შე­დე­გია".

  • რო­დის და­არ­სდა მუ­ზე­უ­მი?

1963 წლის 20 აგ­ვის­ტოს აფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი საბ­ჭო­თა სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი რეს­პუბ­ლი­კის მი­ნის­ტრთა საბ­ჭომ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ სო­ხუმ­ში, ნა­ხა­ტე­ბის ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მი უნდა შექ­მნი­ლი­ყო.

მის შექ­მნა­ში დიდი როლი ითა­მა­შა სო­ხუ­მელ­მა ექიმ­მა ეზე­კი­ელ ფიშ­კოვ­მა. მან გა­ლე­რე­ას თა­ვი­სი სახ­ლის ნა­წი­ლი და 60 ნა­ხა­ტი აჩუ­ქა.

1964 წლის 17 მარტს მუ­ზე­უ­მი გა­იხ­სნა. აფხაზ­მა ხე­ლო­ვა­ნებ­მა გა­ლე­რე­ას თა­ვი­ან­თი ნა­მუ­შევ­რე­ბი გა­დას­ცეს. სამ დარ­ბაზ­ში 100 ნა­ხა­ტი და 20 ქან­და­კე­ბა გან­თავ­სდა. წლებ­თან ერ­თად კო­ლექ­ცია იზ­რდე­ბო­და.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მუ­ზე­უ­მი ლო­კო­ბო­ას ქუ­ჩა­ზე გა­და­ი­ტა­ნეს.

  • ავ­ტო­რი: ანრი კურ­ტა­ნი­ძე
მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დოი
0

ვიდრე მაგ ფსკერში ხართ,თქვენი მომავალი ფერფლად ქცევაა...დაბრუნდით შინ.....

არაგველი
2

თქვენ ის უნდა გენახათ ჩვენ, ქართველებს როგორ გვეჩხირებოდა ყელში ბურთი და როგორ გვიჭირდა სუნთქვა, როდესაც ჩვენ საკუთარ მიწაზე ძირძველ მოსახლეობას გენოციდი მოუწყვეთ, სასტიკად გაუსწორდით და საკუთარი სახლებიდან, საკუთარი მიწიდან აყარეთ და გამოყარეთ. ჩემი ლტოლვილი მეზობელი 90-იან წლებში, რომ გარდაიცვალა სასახლეს გარედან ცელოფანი შემოახვიეს იმ იმედით, რომ მალე თავის მხარეში გადაასვენებდნენ. დაბრუნების მოლოდინით ცხოვრობს დღემდე ათასობით ადამიანი. თქვენ იცით, როგორი საშინელებაა უსამართლობასთან დამარცხება? თქვენ იცით, როგორი საშინელებაა მოლოდინი? კიდევ როგორ ხართ ჩვენი ცოდვით? როგორ არ გრცხვენიათ? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"ჩვენი კულტურა ჩვენვე დავმარხეთ, ჩვენსავე დაკრძალვაზე აღმოვჩნდით“ - რა დაიწვა და რა გადარჩა: რა ხდება აფხაზეთში და როგორია ადგილობრივების რეაქცია ხანძარზე, რომელმაც ხელოვნება "წაშალა"

"ჩვენი კულტურა ჩვენვე დავმარხეთ, ჩვენსავე დაკრძალვაზე აღმოვჩნდით“ -  რა დაიწვა და რა გადარჩა: რა ხდება აფხაზეთში და როგორია ადგილობრივების რეაქცია ხანძარზე, რომელმაც ხელოვნება "წაშალა"

21 იანვარს სოხუმში, ხელოვნების მუზეუმში ხანძარი გაჩნდა. ხანძრის შედეგად ადგილობრივი მხატვრების ნახატების სრული უმრავლესობა განადგურებულია. 4000 ნამუშევრიდან მხოლოდ 150-ის გადარჩენა მოხერხდა.

  • "დავდივარ და ვტირი. ეს საშინელებაა. მეხანძრეების თქმით, ხანძარი შენობის სახურავზე გაჩნდა. ყველა სურათი დაიწვა. ჩვენთვის შეუვსებელი ზიანია. შეუძლებელია იმ ზარალის შეფასება, რომელიც აფხაზეთის კულტურას მიადგა“, - განაცხადა ხელოვნების მუზეუმის დირექტორმა სურამ საკანიამ.

"შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი დაიწვა. შენობის მეორე სართულზე, ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში აფხაზეთის გალერეის ფონდის 4 000 ეგზემპლარი იყო. აქედან 300-მდე ალექსანდე ჩაჩბა-შერვაშიძის ნამუშევარი. ეს გამოუსწორებელი ზიანია, რომელიც ვერასდროს აღდგება. ცრემლები მახრჩობს, მიჭირს საუბარი“, - ამბობს ე.წ. კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, დინარა სმირი "აპსნიპრესთან“ საუბრისას.

  • სოხუმში ცენტრალური საგამოფენო დარბაზის შენობაში ხანძრის შესახებ საგანგებო სიტუაციების სამსახურში ზარი 03:38 საათზე შევიდა. მეხანძრეებმა სოხუმიდან, გადაუთადან, გულრიფშიდან და ოჩამჩირიდან ხანძრის ჩაქრობა დილის 7:00 საათისკენ შეძლეს.

გადარჩენილ ნახატებს შორისაა ისეთი მხატვრების ნამუშევრები, როგორებიც არიან: ვიქტორ შეგლოვი, ხუტა ავიძბა, სერგეი სანგალოვი, სერგეი გაბელია, ბესარიონ ცვიჯბა და სხვები.

დინარა სმირის თქმით, ალექსანდე შერვაშიძე-ჩაჩბას ვერც ერთი ნახატი ვერ გადარჩა.

ე.წ. რესპუბლიკის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ გენერალურ პროკურატურას ხანძრის გაჩენის მიზეზების გამოძიება დაავალა.

რა კომენტარები მოჰყვა ამბავს?

  • დმიტრი გაბელია - აფხაზი პოეტი

"გაძარცვულია გულიას სახლ-მუზეუმი. გაყიდულია არქეოლოგების მთავარი საცავი. დამწვარია ნახატების გალერეა. ჩვენი კულტურა ჩვენვე დავმარხეთ, ჩვენსავე დაკრძალვაზე აღმოვჩნდით.“

  • იური ანჩაბაძე - ისტორიული მეცნიერებების დოქტორი

"არ შემიძლია სუნთქვა, ტირილი მინდა.“

  • როინ აგრბა - ჟურნალისტი

"თქვენ უბრალოდ მითხარით - რომელ პლანეტაზე ცხოვრობს ჩვენი კულტურის მინისტრი?! რაც თავი მახსოვს, ამ გალერეის თანამშრომლები დახმარებას ითხოვდნენ!! ყოველთვის, ნებისმიერი ხელისუფლების დროს, ისინი ამბობდნენ, რომ ფონდი საშინელ მდგომარეობაშია. იღუპება შეუფასებელი ნიმუშები. მე თვითონ ნახევარი წელი ფონდის დამცველად ვიმუშავე და ჩემი თვალით ვხედავდი, როგორ მდგომარეობაში "ინახებოდა“ ხელოვნების ნიმუშები. ჯერ კიდევ იმ დროიდან (1996) ითხოვდნენ, ყვიროდნენ, იხვეწებოდნენ, რომ ფონდს დახმარებოდნენ. რამდენი წერილი იყო?! თქვენ, ყველამ, ხელისუფლების ჩინოვნიკებმა ჩაიდინეთ ეს დანაშაული“.

  • ნაირა ამალია - საზოგადო მოღვაწე

"ახლა შეგვიძლია ჯანსაღად ვიაზროვნოთ. მოდით, რიგითობით განვიხილოთ სიტუაცია.

მიზეზი და შედეგი.

პირველი კითხვა და ვფიქრობ, ის არის მთავარი.

იცით რას ვერ ვიგებ? ნახატები, რომლის ფასი ხალხმა ხანძრის მერე გაიგო, რატომ ინახებოდა საშინელ პირობებში?! რატომ იბარებდნენ ასეთ პირობებში?!

ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში თითქოს რემონტი იყო, გვერდზე მყოფ ბანკის შენობაშიც, თითქოს რემონტი იყო, მაგრამ რა უნდა გაყვანილობას სხვენში, ნახატების შენახვის ტემპერატურაც, ვგონებ, ასევე უარყოფითი იყო.

ხელისუფლებამ, რომლისგანაც ჩვენ კარგს არაფერს ველოდებით, გადაწყვიტა კრიპტოვალუტა მოიპოვოს და ისედაც სუსტი ენერგოსისტემა სულ გაანადგუროს. ახლა კი სადგურიდან სადგურზე გადართვა, დენის მოვარდნები იწვევს მოკლე ჩართვებს და ხშირ ხანძრებს ძველ სახლებში. ამის შესახებ ხომ ყველამ კარგად ვიცით?! ზუსტად ეს მოხდა მუზეუმის შემთხვევაშიც, თუ განზრახ ხანძარს არ ჩავთვლით...“

კომენტარი გააკეთა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმაც:

"რაც შეეხება რუსეთს და "რუსულ მშვიდობას“, გადაიქცევა ფერფლად, გინდ ეს აფხაზეთი იყოს, გინდ დონბასი ან სხვა ოკუპირებული ტერიტორიები. ეს ტრაგედია - კულტურული მემკვიდრეობის დაკარგვაა. გულგრილობისა და არაკომპეტენტურობის პირდაპირი შედეგია".

  • როდის დაარსდა მუზეუმი?

1963 წლის 20 აგვისტოს აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სოხუმში, ნახატების ეროვნული მუზეუმი უნდა შექმნილიყო.

მის შექმნაში დიდი როლი ითამაშა სოხუმელმა ექიმმა ეზეკიელ ფიშკოვმა. მან გალერეას თავისი სახლის ნაწილი და 60 ნახატი აჩუქა.

1964 წლის 17 მარტს მუზეუმი გაიხსნა. აფხაზმა ხელოვანებმა გალერეას თავიანთი ნამუშევრები გადასცეს. სამ დარბაზში 100 ნახატი და 20 ქანდაკება განთავსდა. წლებთან ერთად კოლექცია იზრდებოდა.

მოგვიანებით, მუზეუმი ლოკობოას ქუჩაზე გადაიტანეს.

  • ავტორი: ანრი კურტანიძე