მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ომის შემდეგ ასეთი გამოუსწორებელი დანაკარგი არ გვქონია" - აფხაზეთში, ხელოვნების მუზეუმში გაჩენილ ხანძარსა და დანაკარგს მსოფლიო მედია აშუქებს: რას წერს BBC?
"ომის შემდეგ ასეთი გამოუსწორებელი დანაკარგი არ გვქონია" - აფხაზეთში, ხელოვნების მუზეუმში გაჩენილ ხანძარსა და დანაკარგს მსოფლიო მედია აშუქებს: რას წერს BBC?

"სა­ქარ­თვე­ლოს სე­პა­რა­ტის­ტულ რე­გი­ონ­ში, აფხა­ზეთ­ში, რო­მელ­საც რუ­სე­თი აკონ­ტრო­ლებს, ხან­ძარ­მა ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უ­მი თით­ქმის მთლი­ა­ნად გა­ა­ნად­გუ­რა. სო­ხუ­მის სამ­ხატ­ვრო გა­ლე­რე­ა­ში 4000-ზე მეტი ნა­ხა­ტი და­იწ­ვა", - ასე ეხ­მი­ა­ნე­ბა BBC ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში დატ­რი­ა­ლე­ბულ უმ­ძი­მეს ამ­ბავს და მკი­თხველს დე­ტა­ლუ­რად აც­ნობს ინ­ფორ­მა­ცი­ას მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ.

"მე-20 სა­უ­კუ­ნის და­სა­წყი­სის ხის შე­ნო­ბა­ში, აფხა­ზუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბის მთე­ლი კო­ლექ­ცია იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი. შე­ნო­ბა­ში ცე­ცხლი სწრა­ფად გავ­რცელ­და. გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბის თქმით, ხან­ძა­რი შე­საძ­ლოა ელექტრო­გაყ­ვა­ნი­ლო­ბის გა­უ­მარ­თა­ო­ბამ, მოკ­ლე ჩარ­თვამ გა­მო­იწ­ვია.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ში ჩანს ძლი­ე­რი ცე­ცხლი. გა­ნად­გუ­რე­ბულ ნა­მუ­შევ­რებს შო­რის იყო ცნო­ბი­ლი მხატ­ვრის, ალექ­სან­დრე ჩაჩ­ბა-შერ­ვა­ში­ძის 300 ნა­ხა­ტი.

ეროვ­ნუ­ლი გა­ლე­რე­ის დი­რექ­ტორ­მა სუ­რამ სა­კა­ნი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ 1990-იანი წლე­ბის ომის შემ­დეგ, აფხა­ზეთს ასე­თი გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი და­ნა­კარ­გი არ ჰქო­ნია.

"ამ კო­ლექ­ცი­ას 1963 წლი­დან ვაგ­რო­ვებთ და წა­მებ­ში ფერ­ფლად იქცა. ასე­თი ტრა­გე­დი­აა აქ, ჩვენ­თან, აფხა­ზეთ­ში“, - ამ­ბობს ის.

ად­გი­ლობ­რი­ვი მხატ­ვრე­ბი დიდი ხა­ნია ითხოვ­დნენ უფრო შე­სა­ფე­რის ად­გილს უნი­კა­ლუ­რი კო­ლექ­ცი­ის შე­სა­ნა­ხად. რუ­სე­თი ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ონს დაჰ­პირ­და, რომ გაგ­ზავ­ნის რეს­ტავ­რა­ტო­რებს გა­დარ­ჩე­ნი­ლი150 ნა­ხა­ტის აღ­სად­გე­ნად", - წერს BBC.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯორბენა.
0

საინტერესოა, აფხაზეთში მცხოვრები სომხების, რამე თუ დაიწვა. ეშმაკობას, ხომ არ ჰქონდა ადგილი.

ლილი
0

ომში რა დაკარგეს? იქნებ რამე არ მახსოვს და ჩვენ ტერიტორია არ დაგვიკარგავს? იმედია დროებით?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

"ომის შემდეგ ასეთი გამოუსწორებელი დანაკარგი არ გვქონია" - აფხაზეთში, ხელოვნების მუზეუმში გაჩენილ ხანძარსა და დანაკარგს მსოფლიო მედია აშუქებს: რას წერს BBC?

"ომის შემდეგ ასეთი გამოუსწორებელი დანაკარგი არ გვქონია" - აფხაზეთში, ხელოვნების მუზეუმში გაჩენილ ხანძარსა და დანაკარგს მსოფლიო მედია აშუქებს: რას წერს BBC?

"საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში, აფხაზეთში, რომელსაც რუსეთი აკონტროლებს, ხანძარმა ხელოვნების მუზეუმი თითქმის მთლიანად გაანადგურა. სოხუმის სამხატვრო გალერეაში 4000-ზე მეტი ნახატი დაიწვა", - ასე ეხმიანება BBC ოკუპირებულ აფხაზეთში დატრიალებულ უმძიმეს ამბავს და მკითხველს დეტალურად აცნობს ინფორმაციას მომხდარის შესახებ.

"მე-20 საუკუნის დასაწყისის ხის შენობაში, აფხაზური ხელოვნების მთელი კოლექცია იყო განთავსებული. შენობაში ცეცხლი სწრაფად გავრცელდა. გამომძიებლების თქმით, ხანძარი შესაძლოა ელექტროგაყვანილობის გაუმართაობამ, მოკლე ჩართვამ გამოიწვია.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს ძლიერი ცეცხლი. განადგურებულ ნამუშევრებს შორის იყო ცნობილი მხატვრის, ალექსანდრე ჩაჩბა-შერვაშიძის 300 ნახატი.

ეროვნული გალერეის დირექტორმა სურამ საკანიამ განაცხადა, რომ 1990-იანი წლების ომის შემდეგ, აფხაზეთს ასეთი გამოუსწორებელი დანაკარგი არ ჰქონია.

"ამ კოლექციას 1963 წლიდან ვაგროვებთ და წამებში ფერფლად იქცა. ასეთი ტრაგედიაა აქ, ჩვენთან, აფხაზეთში“, - ამბობს ის.

ადგილობრივი მხატვრები დიდი ხანია ითხოვდნენ უფრო შესაფერის ადგილს უნიკალური კოლექციის შესანახად. რუსეთი ოკუპირებულ რეგიონს დაჰპირდა, რომ გაგზავნის რესტავრატორებს გადარჩენილი150 ნახატის აღსადგენად", - წერს BBC.