მსოფლიო
პოლიტიკა

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იმჟამინდელმა მთავარმა რედაქტორმა, ლალი გუნთაიშვილმა ხელნაწერი ლექსები გადმომცა და მითხრა, უნიჭიერესი ბიჭია, გურიიდან ჩამოსული, უკვე ნაღდი პოეტიო" - რას იხსენებს "კვირის პალიტრის" თანამშრომელი გიორგი კეკელიძის პირველ ნაბიჯებზე
"იმჟამინდელმა მთავარმა რედაქტორმა, ლალი გუნთაიშვილმა ხელნაწერი ლექსები გადმომცა და მითხრა, უნიჭიერესი  ბიჭია, გურიიდან ჩამოსული, უკვე ნაღდი პოეტიო" -  რას იხსენებს "კვირის პალიტრის" თანამშრომელი გიორგი კეკელიძის პირველ ნაბიჯებზე

გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რის“ თა­ნამ­შრო­მე­ლი ელე­ნე სა­რა­ლი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ პოსტს აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­შიც გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძეს შე­სა­ხებ წერს. ქალ­ბა­ტო­ნი ელე­ნე თა­ვის წე­რილ­ში იხ­სე­ნებს იმ დღეს, რო­დე­საც გა­ზე­თის რე­დაქ­ტორ­მა ლალი გუნ­თა­იშ­ვილ­მა მისი ლექ­სე­ბი გა­დას­ცა და მო­უყ­ვა გუ­რი­ი­დან ჩა­მო­სულ ბიჭ­ზე, რო­მე­ლიც მისი თქმით, უკვე ნაღ­დი პო­ე­ტი იყო...

ელე­ნე სა­რა­ლი­ძე:

"მე ჩემი გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე მყავს, თქვენ?..

დიახ, გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე ჩემი უმ­ცრო­სი მე­გო­ბა­რია... სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში "კვი­რის პა­ლიტ­რა­ში“ ლი­ტე­რა­ტუ­რულ გვერდს ვამ­ზა­დებ­დით. ერთხე­ლაც გა­ზე­თის მთა­ვარ­მა რე­დაქ­ტორ­მა, ამ ქვეყ­ნი­დან ადრე წა­სულ­მა უნი­ჭი­ე­რეს­მა ლი­ტე­რა­ტორ­მა ლალი გუნ­თა­იშ­ვილ­მა (იმ დროს მისი თა­ნა­შემ­წე გახ­ლდით) ხელ­ნა­წე­რი ლექ­სე­ბი გად­მომ­ცა და მი­თხრა, ერთი უნი­ჭი­ე­რე­სი პირ­ველ­კურ­სე­ლი ბი­ჭია, გუ­რი­ი­დან ჩა­მო­სუ­ლი, უკვე ნაღ­დი პო­ე­ტი, ააკ­რე­ფი­ნე თა­ვი­დან ბო­ლომ­დე და ლი­ტე­რა­ტუ­რულ გვერ­დში უნდა გა­ვუშ­ვათ. იცო­დე, არა­ფე­რი შეც­ვა­ლოო!.. იცი, რა კარ­გად წერს? სულ სხვა­ნა­ი­რა­დო!.. - თვა­ლებ­ში სხი­ვი ჩა­უდ­გა.

მე­რეც, გი­ორ­გის ხსე­ნე­ბი­სას თვა­ლე­ბი გა­უბრწყინ­დე­ბო­და ხოლ­მე. კი­დევ, გო­დერ­ძი ჩო­ხე­ლის მო­თხრო­ბებ­სა და ლექ­სებს ულო­ცავ­და გზას მკი­თხვე­ლის­კენ. არა­და, მა­შინ მხატ­ვრუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი თით­ქმის არ­სად არ იბეჭ­დე­ბო­და. თვე­ში ერთი გვერ­დი გვქონ­და წყა­ლო­ბა­სა­ვით ლი­ტე­რა­ტუ­რის მოყ­ვა­რულთ. ამ გვერდს ლა­ლის­ვე არ­ჩე­უ­ლი რუბ­რი­კა ამ­შვე­ნებ­და: "უბ­რა­ლოდ - ფრა­ზა...“.

მცი­რე ხნის შემ­დეგ ჩვენ­მა ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე შეყ­ვა­რე­ბულ­მა მთა­ვარ­მა რე­დაქ­ტორ­მა ცნო­ბილ ლი­ტე­რა­ტო­რებ­თან მა­ნა­ნა ჯა­ნე­ლი­ძე­სა და თა­მარ მა­მა­ცაშ­ვილ­თან ერ­თად ჟურ­ნა­ლი "ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პა­ლიტ­რაც“ და­ა­ფუძნა და მრა­ვალ წე­ლი­წადს ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლი ამ ჟურ­ნა­ლით იღებ­და სუ­ლი­ერ საზ­რდოს. მას­ში გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძის ლექ­სე­ბიც არა­ერ­თგზის და­ი­ბეჭ­და... დღეს, სამ­წუ­ხა­როდ, "ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პა­ლიტ­რა“ აღარ გა­მო­დის! თუმ­ცა, ეს სხვა თე­მაა და ახლა რა­ტომ­ღაც ვფიქ­რობ, რომ გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე ამ ჟურ­ნალ­საც უპატ­რო­ნებს!..

მახ­სოვს, "ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პა­ლიტ­რი­თაც“ გა­ვა­ცა­ნი მკი­თხველს მისი ლექ­სე­ბი. გუ­ლახ­დი­ლი ინ­ტერ­ვიუ გა­მოგ­ვი­ვი­და. ბა­ბუ­ა­ზეც მა­შინ გა­მიმ­ხი­ლა ის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ელდა, რო­მე­ლიც, მე ვერ შევ­ძე­ლი მკი­თხვე­ლის­თვი­საც გა­მემ­ხი­ლა. დღე­საც არ ვიცი, სწო­რად მო­ვი­ქე­ცი თუ არა... გი­ორ­გის ლექ­სებ­ზე ხომ სა­მად­ლო­ბელს უამ­რა­ვი მკი­თხვე­ლი გვწერ­და... მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მისი "გუ­რუ­ლი დღი­უ­რე­ბის“ პირ­ვე­ლი წიგ­ნიც რამ­დე­ნი­მე ეპი­ზო­დით ის­ტო­რი­ულ-შე­მეც­ნე­ბი­თი ჟურ­ნალ "ის­ტო­რი­ა­ნი­თაც“ გა­ვა­ცა­ნით მკი­თხველს. არა­სო­დეს აკ­ლდა პო­პუ­ლა­რო­ბა, მაგ­რამ არც თავ­ში ავარ­დნია... ზღაპ­რე­ბიც ხომ მარ­თლაც სა­ზღაპ­რო და­უ­წე­რა ჩვენს პა­ტა­რებს... ერთი სი­ტყვით, ისე­თი შე­მოქ­მე­დი და მოღ­ვა­წეა (დიახ, მოღ­ვა­წე! არ შემ­რცხვე­ბა ამ სი­ტყვის წარ­მოთ­ქმა, როცა გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე­ზე ვლა­პა­რა­კობ!), რო­გო­რე­ბიც სწო­რედ დღეს ასე გვაკ­ლია!.. გი­ორ­გი სა­ჯა­რო ბიბ­ლი­ო­თე­კი­თა და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბით იყო დატ­ვირ­თუ­ლი... ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და, როცა გა­ვი­გე, თბი­ლის­თან ახლო სო­ფელ­ში სახ­ლიც შე­უ­ძე­ნი­აო (დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ხან­გრძლი­ვი იპო­თე­კუ­რი სეს­ხით)... გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე დღეს უკვე დაღ­ვი­ნე­ბუ­ლი კა­ცია, უდი­დეს საქ­ვეყ­ნო საქ­მეს შე­ჭი­დე­ბუ­ლი, სა­კუ­თა­რი ხე­ლით და ზურ­გით და­აქვს გა­ნათ­ლე­ბი­სა და წიგ­ნის მოყ­ვა­რუ­ლი ბავ­შვე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის, ყვე­ლა ასა­კის ადა­მი­ა­ნის­თვის სო­ფელ-სო­ფელ წიგ­ნე­ბი, კომ­პი­უ­ტე­რე­ბი და ხში­რად საკ­ვე­ბი და სა­მო­სიც. არც მი­ტო­ვე­ბუ­ლი მო­ხუ­ცე­ბი ავი­წყდე­ბა და ასე­ვე ერთ დროს უპატ­რო­ნოდ მი­ტო­ვე­ბუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი... არა­ერ­თი ნი­ჭი­ე­რი მოს­წავ­ლე და ახალ­გაზ­რდა იღებს მის მიერ და­ნიშ­ნულ ყო­ველ­თვი­ურ სტი­პენ­დი­ას... გი­ორ­გი ამავდრო­უ­ლად მსოფ­ლიო და ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის შე­დევ­რებ­ზე უკი­თხავს ლექ­ცი­ებს უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტებს, ღია გაკ­ვე­თი­ლებს ატა­რებს სკო­ლებ­ში... მსოფ­ლი­ოს არა­ერ­თი ქვეყ­ნის ქა­ლაქ­ში მო­ე­წყო მისი თა­ოს­ნო­ბით ქარ­თუ­ლი წიგ­ნის კუ­თხე­ე­ბი, ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბიც... გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე ახ­ლაც უამ­რავ წე­რილს იღებს პა­ტა­რა მკი­თხვე­ლე­ბის­გან, სა­კუ­თა­რი მოს­წავ­ლე­ე­ბის­გან, რო­მელ­თაც ქვეყ­ნი­სა და წიგ­ნის სიყ­ვა­რულს ას­წავ­ლის. გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძეს გა­წა­ფუ­ლი თუ გა­უ­წა­ფა­ვი ფუნ­ჯი­თა და უბ­რა­ლო ფან­ქრით ხა­ტა­ვენ მისი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი... ჰოდა, მეც, პო­ლი­ტი­კის­გან ძა­ლი­ან შორს მყოფ ლი­ტე­რა­ტორ ქალს, მინ­და, მჯე­რო­დეს, რომ სიყ­ვა­რუ­ლი მარ­თლა წაღ­მა ატ­რი­ა­ლებს ქვე­ყა­ნას და რომ გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე დღეს ფეხ­ზე ისე მყა­რად დგას, რო­გორც არას­დროს!...

გი­ორ­გიმ ხომ შეძ­ლო, სი­ცო­ცხლის­კენ მო­ებ­რუ­ნე­ბი­ნა უამ­რა­ვი ახალ­გაზ­რდა! აბა, ამ სტრი­ქო­ნებს გა­და­ავ­ლეთ თვა­ლი: "გა­მარ­ჯო­ბა. მინ­და გა­და­გი­ხა­დოთ მად­ლო­ბა, მე თქვენ­მა ინ­ტერ­ვი­უ­ებ­მა გა­მო­მიყ­ვა­ნა ჯო­ჯო­ხე­თი­დან, რა­საც დეპ­რე­სია ჰქვია... მე თქვენ სუ­ი­ცი­დი­სა­გან მიხ­სე­ნით. ვინ­მეს თუკი გა­მო­ად­გე­ბა ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბა, მეც მზად ვარ, ღიად ვი­სა­უბ­რო“... ეს ამ­ბა­ვიც ხომ ვი­ცით და გულს გვიგ­ლეჯს იმა­ზე ფიქ­რი, რომ ჩვენს ახალ­გაზ­რდებს ვერ ვუფრ­თხილ­დე­ბით და იქით ვტკენთ გულს, იმის ნაც­ვლად, რომ ცხოვ­რე­ბის ურ­თუ­ლე­სი გზის დაძ­ლე­ვა­ში თუ ვერ და­ვეხ­მა­რე­ბით, ხელი მა­ინც არ შე­ვუ­შა­ლოთ!..

მე შენი იმე­დი მაქვს, გიო, მშვი­დო­ბის გზა გქო­ნო­დეს, რო­მე­ლიც შენ­თვის ახა­ლი არ არის! პი­რი­ქით, ამ გზის თი­თო­ე­უ­ლი "ჩა­საფ­რე­ბუ­ლი“ გუბე თუ ქვა­ღორ­ღი­ა­ნი მო­ნაკ­ვე­თი შენ­თვის კარ­გად ნაც­ნო­ბია, იმ­დე­ნად კარ­გად, რომ თვა­ლახ­ვე­ულ­საც არ გა­გი­ჭირ­დე­ბა მისი გავ­ლა!იმათ იკი­თხონ, ვის­თვი­საც ქარ­თუ­ლი წიგ­ნი და ქარ­თუ­ლი ლექ­სი გა­უ­გე­ბა­რი იე­როგ­ლი­ფე­ბით აწყო­ბი­ლი თა­რო­ებ­ზე ჩა­მო­რი­გე­ბუ­ლი ძვირ­ფასყდი­ა­ნი გა­მო­ცე­მე­ბია და მეტი არა­ფე­რი!ქარ­თულ წიგნს და რაღა თქმა უნდა, მსოფ­ლიო კლა­სი­კას სა­ქარ­თვე­ლო­ში დღეს ნამ­დვი­ლი პატ­რო­ნი ჰყავს! იგი ჩვე­ნი გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძეა, უკვე კომ­პა­ნია "ბიბ­ლუ­სის“ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი დი­რექ­ტო­რი, სა­ქარ­თვე­ლო­ში "წიგ­ნი­ე­რე­ბის გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის“ ხელ­მძღვა­ნე­ლი!..

და­ნარ­ჩენს არ ჩა­მოვ­თვლი, ჩემ­ზე უკეთ მო­ეხ­სე­ნე­ბა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირთ, რო­მელ­თა უმე­ტე­სო­ბას კე­თილ­გან­წყო­ბა და მო­მავ­ლის იმე­დი აკავ­ში­რებს გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძეს­თან, მის შე­მოქ­მე­დე­ბას­თან, მის საქ­ვეყ­ნო საქ­მე­ებ­თან, მის კა­ი­კა­ცო­ბას­თან, რაც ასე იშ­ვი­ა­თი გამ­ხდა­რა დღეს!..

და­ბო­ლოს, ერთი მოზ­რდი­ლი აბ­ზა­ცი მწერ­ლის მო­მა­ვა­ლი წიგ­ნი­დან, რო­მელ­საც წე­რი­ლე­ბი ჩემი ბავ­შვო­ბი­დან ჰქვია, და რო­მე­ლიც უკვე მე­რამ­დე­ნედ, სა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­ა­ო­ცებს შენს ერ­თგულ მკი­თხველს, ჩემო გი­ორ­გი: "ბავ­შვო­ბი­სას, სკო­ლა­ში წა­სას­ვლე­ლად რომ მამ­ზა­დებ­დნენ, ერთ სა­ღა­მოს, ბე­ბი­ა­ჩემ­მა მი­თხრა, რომ არ­სე­ბობს ქალი, რო­მე­ლიც ყვე­ლა ქალ­ზე და კაც­ზე კე­თი­ლია. ის ქალი - და ბე­ბი­ამ ხელი ბე­ბე­რი მსხლის ხის­კენ გა­იშ­ვი­რა - იმ ხის თავ­ზე რომ ვარ­სკვლა­ვია, იმ ვარ­სკვლავ­ზე ცხოვ­რობს და შენ­თვის ლო­ცუ­ლობს. ვარ­სკვლავ­ზე ცხოვ­რე­ბა არ გამ­კვირ­ვე­ბია. ბავ­შვო­ბა­ში არც ვარ­სკვლა­ვე­ბი გვიკ­ვირს და არც ვარ­სკვლა­ვის ბი­ნად­რე­ბი. ეს მერე, წლე­ბი აქ­ცევს ერ­თაბ­ზა­ცი­ან, მეც­ნი­ე­რულ გან­მარ­ტე­ბად ნაც­ნობ ვარ­სკვლა­ვებს. მაგ­რამ ჩემ­თვის რა­ტომ? - ეს ვი­კი­თხე მხო­ლოდ. იმი­ტომ რომ - მი­თხრა ბე­ბი­ამ - ზუს­ტად ვიცი, შენ გან­სა­კუთ­რე­ბით უყ­ვარ­ხარ. და მე რა­ტომ? - ისევ ვი­კი­თხე. იმი­ტომ რომ - მი­თხრა ბე­ბი­ამ და და­ფიქ­რდა - იმი­ტომ რომ, შენ წაბ­ლის­ფე­რი თვა­ლე­ბი გაქვს“.

და მეც, უკვე ღვთის­მშობ­ლის მხევ­ლად ქცე­უ­ლი შენი უძ­ვირ­ფა­სე­სი ნა­თე­ლა ბე­ბი­ას მსგავ­სად მჯე­რა, შენი სი­ტყვე­ბი რომ მო­ვიშ­ვე­ლიო, სა­დღაც უკან, ბავ­შვო­ბა­ში, დგას ხე, რო­მე­ლიც მსხლი­საა და თავ­ზე ვარ­სკვლა­ვი ჰკი­დია და იმ ვარ­სკვლავ­ზე ცხოვ­რობს ქალი, რო­მელ­საც გან­სა­კუთ­რე­ბით უყ­ვარ­ხარ, რად­გან წაბ­ლის­ფე­რი თვა­ლე­ბი გაქვს!.. ჰო, კი­დევ ბევ­რი რა­მის და­წე­რას ვა­პი­რებ­დი, მაგ­რამ არ დაგღ­ლით. და­ნარ­ჩენს ჩემს დიდ ესე­ი­ში მო­ვუყ­რი თავს, რო­მელ­საც მკი­თხველს ჩემ­თვის ძვირ­ფას შე­მოქ­მედ­თად­მი მი­ძღვნი­ლი ტექ­სტე­ბი­სა და ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბის წიგ­ნით შევ­თა­ვა­ზებ მათ, "ვი­საც ლი­ტე­რა­ტუ­რა უყ­ვარს“!..

P.S. ნა­ხა­ტებ­ზეც ვწერ­დი და არ შე­მეძ­ლო, ერთი ფო­ტო­რეპ­რო­დუქ­ცი­აც არ ჩა­მერ­თო დღე­ვან­დელ გუ­ლახ­დილ ტექ­სტში. ეს ნა­ხა­ტი თე­ლა­ველ მხატ­ვარს, ნატო კირ­ვა­ლი­ძეს გა­მო­უგ­ზავ­ნია სა­ჩუქ­რად გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძის­თვის. ნა­ხატს გი­ორ­გის ეს კო­მენ­ტა­რიც ახ­ლავს: "არ და­ვი­ზა­რე და დავ­თვა­ლე - უკვე 253 პორ­ტრე­ტი მაქვს - რა­ო­დე­ნო­ბა ხომ მაკ­ვირ­ვებს და მი­ზე­ზიც არა­ნაკ­ლებ - ჩემი ხატ­ვის. თუმ­ცა, ცხა­დია, რომ მად­ლო­ბა და თან ძა­ლი­ან დიდი“.უამ­რავ ნა­ხატს ხომ უამ­რავ­ზე უამ­რა­ვი სიყ­ვა­რუ­ლი მოჰ­ყვე­ბა.და ასე, სწო­რედ ასე და­დის დე­და­მი­წა­ზე სიყ­ვა­რუ­ლი!“

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მადონა
0

მოაშორეთ რა ამის სურათი აქედან და ხალხს ნუ აღიზიანებთ ნაცების პიარით!

როლანდი
0

ნუ წაიღეთ რა ტვინი ამ ნაცი ტიპით!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"იმჟამინდელმა მთავარმა რედაქტორმა, ლალი გუნთაიშვილმა ხელნაწერი ლექსები გადმომცა და მითხრა, უნიჭიერესი ბიჭია, გურიიდან ჩამოსული, უკვე ნაღდი პოეტიო" - რას იხსენებს "კვირის პალიტრის" თანამშრომელი გიორგი კეკელიძის პირველ ნაბიჯებზე

"იმჟამინდელმა მთავარმა რედაქტორმა, ლალი გუნთაიშვილმა ხელნაწერი ლექსები გადმომცა და მითხრა, უნიჭიერესი  ბიჭია, გურიიდან ჩამოსული, უკვე ნაღდი პოეტიო" -  რას იხსენებს "კვირის პალიტრის" თანამშრომელი გიორგი კეკელიძის პირველ ნაბიჯებზე

გაზეთ "კვირის პალიტრის“ თანამშრომელი ელენე სარალიძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელშიც გიორგი კეკელიძეს შესახებ წერს. ქალბატონი ელენე თავის წერილში იხსენებს იმ დღეს, როდესაც გაზეთის რედაქტორმა ლალი გუნთაიშვილმა მისი ლექსები გადასცა და მოუყვა გურიიდან ჩამოსულ ბიჭზე, რომელიც მისი თქმით, უკვე ნაღდი პოეტი იყო...

ელენე სარალიძე:

"მე ჩემი გიორგი კეკელიძე მყავს, თქვენ?..

დიახ, გიორგი კეკელიძე ჩემი უმცროსი მეგობარია... საუკუნის დასაწყისში "კვირის პალიტრაში“ ლიტერატურულ გვერდს ვამზადებდით. ერთხელაც გაზეთის მთავარმა რედაქტორმა, ამ ქვეყნიდან ადრე წასულმა უნიჭიერესმა ლიტერატორმა ლალი გუნთაიშვილმა (იმ დროს მისი თანაშემწე გახლდით) ხელნაწერი ლექსები გადმომცა და მითხრა, ერთი უნიჭიერესი პირველკურსელი ბიჭია, გურიიდან ჩამოსული, უკვე ნაღდი პოეტი, ააკრეფინე თავიდან ბოლომდე და ლიტერატურულ გვერდში უნდა გავუშვათ. იცოდე, არაფერი შეცვალოო!.. იცი, რა კარგად წერს? სულ სხვანაირადო!.. - თვალებში სხივი ჩაუდგა.

მერეც, გიორგის ხსენებისას თვალები გაუბრწყინდებოდა ხოლმე. კიდევ, გოდერძი ჩოხელის მოთხრობებსა და ლექსებს ულოცავდა გზას მკითხველისკენ. არადა, მაშინ მხატვრული ნაწარმოებები თითქმის არსად არ იბეჭდებოდა. თვეში ერთი გვერდი გვქონდა წყალობასავით ლიტერატურის მოყვარულთ. ამ გვერდს ლალისვე არჩეული რუბრიკა ამშვენებდა: "უბრალოდ - ფრაზა...“.

მცირე ხნის შემდეგ ჩვენმა ლიტერატურაზე შეყვარებულმა მთავარმა რედაქტორმა ცნობილ ლიტერატორებთან მანანა ჯანელიძესა და თამარ მამაცაშვილთან ერთად ჟურნალი "ლიტერატურული პალიტრაც“ დააფუძნა და მრავალ წელიწადს ქართველი მკითხველი ამ ჟურნალით იღებდა სულიერ საზრდოს. მასში გიორგი კეკელიძის ლექსებიც არაერთგზის დაიბეჭდა... დღეს, სამწუხაროდ, "ლიტერატურული პალიტრა“ აღარ გამოდის! თუმცა, ეს სხვა თემაა და ახლა რატომღაც ვფიქრობ, რომ გიორგი კეკელიძე ამ ჟურნალსაც უპატრონებს!..

მახსოვს, "ლიტერატურული პალიტრითაც“ გავაცანი მკითხველს მისი ლექსები. გულახდილი ინტერვიუ გამოგვივიდა. ბაბუაზეც მაშინ გამიმხილა ის წარმოუდგენელი ელდა, რომელიც, მე ვერ შევძელი მკითხველისთვისაც გამემხილა. დღესაც არ ვიცი, სწორად მოვიქეცი თუ არა... გიორგის ლექსებზე ხომ სამადლობელს უამრავი მკითხველი გვწერდა... მოგვიანებით, მისი "გურული დღიურების“ პირველი წიგნიც რამდენიმე ეპიზოდით ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალ "ისტორიანითაც“ გავაცანით მკითხველს. არასოდეს აკლდა პოპულარობა, მაგრამ არც თავში ავარდნია... ზღაპრებიც ხომ მართლაც საზღაპრო დაუწერა ჩვენს პატარებს... ერთი სიტყვით, ისეთი შემოქმედი და მოღვაწეა (დიახ, მოღვაწე! არ შემრცხვება ამ სიტყვის წარმოთქმა, როცა გიორგი კეკელიძეზე ვლაპარაკობ!), როგორებიც სწორედ დღეს ასე გვაკლია!.. გიორგი საჯარო ბიბლიოთეკითა და საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო საქმიანობით იყო დატვირთული... ძალიან გამიხარდა, როცა გავიგე, თბილისთან ახლო სოფელში სახლიც შეუძენიაო (დარწმუნებული ვარ, ხანგრძლივი იპოთეკური სესხით)... გიორგი კეკელიძე დღეს უკვე დაღვინებული კაცია, უდიდეს საქვეყნო საქმეს შეჭიდებული, საკუთარი ხელით და ზურგით დააქვს განათლებისა და წიგნის მოყვარული ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის, ყველა ასაკის ადამიანისთვის სოფელ-სოფელ წიგნები, კომპიუტერები და ხშირად საკვები და სამოსიც. არც მიტოვებული მოხუცები ავიწყდება და ასევე ერთ დროს უპატრონოდ მიტოვებული ბიბლიოთეკები... არაერთი ნიჭიერი მოსწავლე და ახალგაზრდა იღებს მის მიერ დანიშნულ ყოველთვიურ სტიპენდიას... გიორგი ამავდროულად მსოფლიო და ქართული ლიტერატურის შედევრებზე უკითხავს ლექციებს უნივერსიტეტის სტუდენტებს, ღია გაკვეთილებს ატარებს სკოლებში... მსოფლიოს არაერთი ქვეყნის ქალაქში მოეწყო მისი თაოსნობით ქართული წიგნის კუთხეები, ბიბლიოთეკებიც... გიორგი კეკელიძე ახლაც უამრავ წერილს იღებს პატარა მკითხველებისგან, საკუთარი მოსწავლეებისგან, რომელთაც ქვეყნისა და წიგნის სიყვარულს ასწავლის. გიორგი კეკელიძეს გაწაფული თუ გაუწაფავი ფუნჯითა და უბრალო ფანქრით ხატავენ მისი გულშემატკივრები... ჰოდა, მეც, პოლიტიკისგან ძალიან შორს მყოფ ლიტერატორ ქალს, მინდა, მჯეროდეს, რომ სიყვარული მართლა წაღმა ატრიალებს ქვეყანას და რომ გიორგი კეკელიძე დღეს ფეხზე ისე მყარად დგას, როგორც არასდროს!...

გიორგიმ ხომ შეძლო, სიცოცხლისკენ მოებრუნებინა უამრავი ახალგაზრდა! აბა, ამ სტრიქონებს გადაავლეთ თვალი: "გამარჯობა. მინდა გადაგიხადოთ მადლობა, მე თქვენმა ინტერვიუებმა გამომიყვანა ჯოჯოხეთიდან, რასაც დეპრესია ჰქვია... მე თქვენ სუიციდისაგან მიხსენით. ვინმეს თუკი გამოადგება ჩემი გამოცდილება, მეც მზად ვარ, ღიად ვისაუბრო“... ეს ამბავიც ხომ ვიცით და გულს გვიგლეჯს იმაზე ფიქრი, რომ ჩვენს ახალგაზრდებს ვერ ვუფრთხილდებით და იქით ვტკენთ გულს, იმის ნაცვლად, რომ ცხოვრების ურთულესი გზის დაძლევაში თუ ვერ დავეხმარებით, ხელი მაინც არ შევუშალოთ!..

მე შენი იმედი მაქვს, გიო, მშვიდობის გზა გქონოდეს, რომელიც შენთვის ახალი არ არის! პირიქით, ამ გზის თითოეული "ჩასაფრებული“ გუბე თუ ქვაღორღიანი მონაკვეთი შენთვის კარგად ნაცნობია, იმდენად კარგად, რომ თვალახვეულსაც არ გაგიჭირდება მისი გავლა!იმათ იკითხონ, ვისთვისაც ქართული წიგნი და ქართული ლექსი გაუგებარი იეროგლიფებით აწყობილი თაროებზე ჩამორიგებული ძვირფასყდიანი გამოცემებია და მეტი არაფერი!ქართულ წიგნს და რაღა თქმა უნდა, მსოფლიო კლასიკას საქართველოში დღეს ნამდვილი პატრონი ჰყავს! იგი ჩვენი გიორგი კეკელიძეა, უკვე კომპანია "ბიბლუსის“ შემოქმედებითი დირექტორი, საქართველოში "წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების“ ხელმძღვანელი!..

დანარჩენს არ ჩამოვთვლი, ჩემზე უკეთ მოეხსენება დაინტერესებულ პირთ, რომელთა უმეტესობას კეთილგანწყობა და მომავლის იმედი აკავშირებს გიორგი კეკელიძესთან, მის შემოქმედებასთან, მის საქვეყნო საქმეებთან, მის კაიკაცობასთან, რაც ასე იშვიათი გამხდარა დღეს!..

დაბოლოს, ერთი მოზრდილი აბზაცი მწერლის მომავალი წიგნიდან, რომელსაც წერილები ჩემი ბავშვობიდან ჰქვია, და რომელიც უკვე მერამდენედ, სასიამოვნოდ გააოცებს შენს ერთგულ მკითხველს, ჩემო გიორგი: "ბავშვობისას, სკოლაში წასასვლელად რომ მამზადებდნენ, ერთ საღამოს, ბებიაჩემმა მითხრა, რომ არსებობს ქალი, რომელიც ყველა ქალზე და კაცზე კეთილია. ის ქალი - და ბებიამ ხელი ბებერი მსხლის ხისკენ გაიშვირა - იმ ხის თავზე რომ ვარსკვლავია, იმ ვარსკვლავზე ცხოვრობს და შენთვის ლოცულობს. ვარსკვლავზე ცხოვრება არ გამკვირვებია. ბავშვობაში არც ვარსკვლავები გვიკვირს და არც ვარსკვლავის ბინადრები. ეს მერე, წლები აქცევს ერთაბზაციან, მეცნიერულ განმარტებად ნაცნობ ვარსკვლავებს. მაგრამ ჩემთვის რატომ? - ეს ვიკითხე მხოლოდ. იმიტომ რომ - მითხრა ბებიამ - ზუსტად ვიცი, შენ განსაკუთრებით უყვარხარ. და მე რატომ? - ისევ ვიკითხე. იმიტომ რომ - მითხრა ბებიამ და დაფიქრდა - იმიტომ რომ, შენ წაბლისფერი თვალები გაქვს“.

და მეც, უკვე ღვთისმშობლის მხევლად ქცეული შენი უძვირფასესი ნათელა ბებიას მსგავსად მჯერა, შენი სიტყვები რომ მოვიშველიო, სადღაც უკან, ბავშვობაში, დგას ხე, რომელიც მსხლისაა და თავზე ვარსკვლავი ჰკიდია და იმ ვარსკვლავზე ცხოვრობს ქალი, რომელსაც განსაკუთრებით უყვარხარ, რადგან წაბლისფერი თვალები გაქვს!.. ჰო, კიდევ ბევრი რამის დაწერას ვაპირებდი, მაგრამ არ დაგღლით. დანარჩენს ჩემს დიდ ესეიში მოვუყრი თავს, რომელსაც მკითხველს ჩემთვის ძვირფას შემოქმედთადმი მიძღვნილი ტექსტებისა და ინტერვიუების წიგნით შევთავაზებ მათ, "ვისაც ლიტერატურა უყვარს“!..

P.S. ნახატებზეც ვწერდი და არ შემეძლო, ერთი ფოტორეპროდუქციაც არ ჩამერთო დღევანდელ გულახდილ ტექსტში. ეს ნახატი თელაველ მხატვარს, ნატო კირვალიძეს გამოუგზავნია საჩუქრად გიორგი კეკელიძისთვის. ნახატს გიორგის ეს კომენტარიც ახლავს: "არ დავიზარე და დავთვალე - უკვე 253 პორტრეტი მაქვს - რაოდენობა ხომ მაკვირვებს და მიზეზიც არანაკლებ - ჩემი ხატვის. თუმცა, ცხადია, რომ მადლობა და თან ძალიან დიდი“.უამრავ ნახატს ხომ უამრავზე უამრავი სიყვარული მოჰყვება.და ასე, სწორედ ასე დადის დედამიწაზე სიყვარული!“