"ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი მოქალაქეების ნათესავების ჯგუფი იერუსალიმში, ქნესეთის საფინანსო კომიტეტის სხდომაზე შეიჭრა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მძევლების ნათესავები მოითხოვენ, რომ კანონმდებლებმა მეტი გააკეთონ მძევლების გასათავისუფლებლად. აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერებით: "აქ ვერ ისხდებით, ვიდრე ისინი იქ კვდებიან“.
"გაათავისუფლე ისინი ახლავე! თუ პრემიერ-მინისტრი გადაწყვეტს მძევლების მსხვერპლად შეწირვას, მან უნდა გამოიჩინოს ლიდერობა და პატიოსნად გაუზიაროს თავისი პოზიცია ისრაელის საზოგადოებას. ჩვენ გვჭირდება მთავრობა, რომელიც პრობლემებს მოგვიგვარებს", - ამბობენ პარლამენტში შეჭრილი მოქალაქეები.
შეგახსენებთ, რომ "ჰამასმა" ისრაელს პირობები წარუდგინა, რომლის მიხედვითაც, ღაზის სექტორიდან ისრაელის ჯარების გაყვანის სანაცვლოდ მძევლებს გაათავისუფლებდნენ - ნეთანიაჰუმ პირობის შესრულებაზე უარი განაცხადა.
"ჩვენი მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ, ტერორისტები ითხოვენ ომის დასრულებას, ჩვენი ძალების გაყვანას ღაზიდან და "ჰამასის" ხელუხლებლად დატოვებას. მე პირდაპირ უარვყოფ ამ პირობებს”, - თქვა ნეთანიაჰუმ.
როგორც "ჰამასის" მაღალჩინოსანმა სამი აბუ ზუჰრიმ Reuters-ს განუცხადა, ისრაელის ლიდერის უარი ღაზაში სამხედრო შეტევის დასრულებაზე "ნიშნავს იმას, რომ ტყვეების გათავისუფლების შანსი არ არსებობს".
უკვე თვეებია მძევლების ახლობლები აქციებს მართავენ და ისრაელის ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმას სთხოვენ.
შეჭრამდე მძევლების ნათესავებმა აქცია გამართეს იერუსალიმში, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს სახლის წინ, სადაც კარვებიც გაშალეს და ისრაელის მთავრობას მძევლების გათავისუფლების მიზნით შეთანხმების სასწრაფოდ მიღწევისკენ მოუწოდეს.
შეგახსენებთ, ისრაელის ინფორმაციით, ღაზაში, ამ დროისთვის, 130-ზე მეტი მძევალი იმყოფება.
ისრაელი ოკუპანტია! დაახვიონ პალესტინიდან და რეპარაციები უხადონ არაბებს.
აი ასე უნდა მოტხოვონ პასუხი მტავრობას. მე ისე უბრალო საკიტხს ვერ გავარტვი ტავი როგორიცაა ჩემი ბინიდან ყოფილი რზალის ძმის ცოლის გამოსახლებას ტავი. ასე მგონია ზესტაფონში კანონი საერტოდ არა აქვტ წაკიტხული. ერტ ქალს ვერ გაარტვენ ტავი და რას უზამენ დანარცენ მაფიოზებს??? ეხლა ვაპირებ ღარიბაშვილს უნდა შევხვდე.