მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყინულში გამომწყვდეული უძველესი "ზომბი ვირუსები" შეიძლება "გაცოცხლდნენ" - "ჩვენ ახლა ხელშესახები საფრთხის წინაშე ვდგავართ"
ყინულში გამომწყვდეული უძველესი "ზომბი ვირუსები" შეიძლება "გაცოცხლდნენ" - "ჩვენ ახლა ხელშესახები საფრთხის წინაშე ვდგავართ"

მეც­ნი­ე­რე­ბი ჯან­მრთე­ლო­ბის გლო­ბა­ლუ­რი საფრ­თხის მო­ლო­დინ­ში არი­ან და შეშ­ფო­თე­ბას ვერ მა­ლა­ვენ. მათი ვა­რა­უ­დით, ან­ტარ­ქტი­დის და არ­ქტი­კის ყი­ნუ­ლის დნო­ბამ შე­საძ­ლოა, უძ­ვე­ლე­სი ვირუ­სე­ბი გა­მო­ა­თა­ვი­სუფ­ლოს და მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით სა­გან­გა­შო მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ცხად­დეს.

"ჩვენ ახლა ხელ­შე­სა­ხე­ბი საფრ­თხის წი­ნა­შე ვდგა­ვართ და მზად უნდა ვი­ყოთ მას­თან გა­სამ­კლა­ვებ­ლად", - გა­ნუ­ცხა­და Guardian-ს მარ­სე­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე­დი­ცი­ნის და გე­ნო­მი­კის პრო­ფე­სორ­მა, ჟან-მი­შელ კლა­ვე­რიმ.

ექ­სპერ­ტე­ბი არ­ქტი­კის უნი­ვერ­სი­ტეტ­თან უკვე თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ, რათა შექ­მნან მო­ნი­ტო­რინ­გის ქსე­ლი, რო­მე­ლიც უძ­ვე­ლე­სი მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მე­ბის მიერ გა­მოწ­ვე­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის ად­რე­ულ იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბათ.

ქსე­ლი ასე­ვე უზ­რუნ­ველ­ყოფს სა­კა­რან­ტი­ნო ობი­ექ­ტე­ბის გახ­სნას და ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თათ­ვის სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბას, რათა პო­ტენ­ცი­უ­რი ეპი­დე­მი­ის აფეთ­ქე­ბა მი­ნი­მუ­მამ­დე შემ­ცირ­დეს.

ე.წ. მე­თუ­ზა­ლა­ჰის მიკ­რო­ბებს, ასე­ვე ცნო­ბილს, რო­გორც "ზომ­ბი ვირუ­სებს" შე­უძ­ლი­ათ, გა­ყი­ნულ ნი­ა­დაგ­ში ათი­ა­თა­სო­ბით წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იცო­ცხლონ:

"მუდ­მი­ვი ყინ­ვის შე­სა­ხებ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რაც უნდა ვი­ცო­დეთ, ისაა, რომ ის ცი­ვია, ბნე­ლი და ჟანგბა­დი აკ­ლია, რაც ბი­ო­ლო­გი­უ­რი მა­სა­ლის შე­სა­ნა­ხად შე­სა­ნიშ­ნა­ვი პი­რო­ბე­ბია", - თქვა კლა­ვე­რიმ. "შე­იძ­ლე­ბა იო­გურ­ტი ჩა­ტო­ვო ყი­ნულ­ში და 50 000 წლის შემ­დე­გაც კი საკ­ვე­ბად გა­მო­სა­დე­გი იყოს".

მეც­ნი­ე­რე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ყი­ნუ­ლის ღრმა ფე­ნე­ბი შე­საძ­ლოა იმ ვირუ­სებს ინარ­ჩუ­ნებ­დეს, რომ­ლე­ბიც დე­და­მი­წა­ზე მი­ლი­ო­ნო­ბით წლის წინ არ­სე­ბობ­დნენ, ჯერ კი­დევ მა­შინ, ვიდ­რე ადა­მი­ა­ნე­ბის უძ­ვე­ლე­სი წი­ნაპ­რე­ბი გა­მოჩ­ნდე­ბოდ­ნენ. ამი­ტო­მაც, მათი თქმით, ადა­მი­ა­ნებს არ ექ­ნე­ბათ პრე­ის­ტო­რი­უ­ლი ვირუ­სე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ბუ­ნებ­რი­ვად გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი იმუ­ნი­ტე­ტი.

"ჩვე­ნი იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა შე­საძ­ლოა არას­დროს ყო­ფი­ლა ზო­გი­ერთ ამ მიკ­რობ­თან კონ­ტაქ­ტში და ეს კი­დევ ერთი შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი რა­მაა... ის სცე­ნა­რი, რომ შე­საძ­ლოა ნე­ან­დერ­ტა­ლე­ლე­ბის უც­ნო­ბი ვირუ­სი ჩვენ­თან დაბ­რუნ­დეს, ახლა უკვე რე­ა­ლუ­რი გახ­და", - გა­ნა­ცხა­და კლა­ვე­რიმ.

ვირუ­სო­ლო­გე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ "ზომ­ბი ვირუ­სის" გავ­რცე­ლე­ბის საფრ­თხის სიმ­ცი­რეს­თან ერ­თად, შეშ­ფო­თე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი მა­ინც არ­სე­ბობს:

"ჩვენ არ ვი­ცით ყი­ნულ­ში რა ვირუ­სე­ბია შე­მო­ნა­ხუ­ლი, მაგ­რამ ვფიქ­რობ, იმის რე­ა­ლუ­რი რის­კი არ­სე­ბობს, რომ ის რა­ი­მე პან­დე­მი­ის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი გახ­დეს, მა­გა­ლი­თად, პო­ლი­ო­მი­ე­ლი­ტის უძ­ვე­ლე­სი ფორ­მის", - აცხა­დებს ვირუ­სო­ლო­გი მა­რი­ონ კუპ­მან­სი ერას­მუ­სის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრი­დან.

პო­ლი­ო­მი­ე­ლი­ტი გა­დამ­დე­ბი ვირუ­სუ­ლი და­ა­ვა­დე­ბაა, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე რთუ­ლი ფორ­მით პა­რა­ლი­ზით ვლინ­დე­ბა, რა­საც თან ახ­ლავს სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბა და ზოგ­ჯერ სიკ­ვდი­ლიც.

წყა­რო: nypost

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
------
1

რა მოიქმედონ აღარ იციან!! რომ ადამინები ვაქცინის რიგში ჩააყენონ, რაც შეეხბე აპოლიმელიტს ეს აცრა ყველას გვაქვს გაკებული

გაიყიდნენ!
5

მიზეზი შესანიშნავი აქვთ, ამ აფერისტ-ქარაქუცებს. წინასწარ რომ "კენკაობენ", რა იციან რა მოხდება. აქედან გამომდინარე, ეჭვი არ არსებობს, რომ გრიპი ამათი შემოგდებულია და ამდენი ბიოლაბორატორიები კიდევ ამის დასტურია.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

ყინულში გამომწყვდეული უძველესი "ზომბი ვირუსები" შეიძლება "გაცოცხლდნენ" - "ჩვენ ახლა ხელშესახები საფრთხის წინაშე ვდგავართ"

ყინულში გამომწყვდეული უძველესი "ზომბი ვირუსები" შეიძლება "გაცოცხლდნენ" - "ჩვენ ახლა ხელშესახები საფრთხის წინაშე ვდგავართ"

მეცნიერები ჯანმრთელობის გლობალური საფრთხის მოლოდინში არიან და შეშფოთებას ვერ მალავენ. მათი ვარაუდით, ანტარქტიდის და არქტიკის ყინულის დნობამ შესაძლოა, უძველესი ვირუსები გამოათავისუფლოს და მსოფლიოს მასშტაბით საგანგაშო მდგომარეობა გამოცხადდეს.

"ჩვენ ახლა ხელშესახები საფრთხის წინაშე ვდგავართ და მზად უნდა ვიყოთ მასთან გასამკლავებლად", - განუცხადა Guardian-ს მარსელის უნივერსიტეტის მედიცინის და გენომიკის პროფესორმა, ჟან-მიშელ კლავერიმ.

ექსპერტები არქტიკის უნივერსიტეტთან უკვე თანამშრომლობენ, რათა შექმნან მონიტორინგის ქსელი, რომელიც უძველესი მიკროორგანიზმების მიერ გამოწვეული დაავადებების ადრეულ იდენტიფიცირებაში დაეხმარებათ.

ქსელი ასევე უზრუნველყოფს საკარანტინო ობიექტების გახსნას და ინფიცირებულთათვის სამედიცინო მომსახურებას, რათა პოტენციური ეპიდემიის აფეთქება მინიმუმამდე შემცირდეს.

ე.წ. მეთუზალაჰის მიკრობებს, ასევე ცნობილს, როგორც "ზომბი ვირუსებს" შეუძლიათ, გაყინულ ნიადაგში ათიათასობით წლის განმავლობაში იცოცხლონ:

"მუდმივი ყინვის შესახებ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა ვიცოდეთ, ისაა, რომ ის ცივია, ბნელი და ჟანგბადი აკლია, რაც ბიოლოგიური მასალის შესანახად შესანიშნავი პირობებია", - თქვა კლავერიმ. "შეიძლება იოგურტი ჩატოვო ყინულში და 50 000 წლის შემდეგაც კი საკვებად გამოსადეგი იყოს".

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ყინულის ღრმა ფენები შესაძლოა იმ ვირუსებს ინარჩუნებდეს, რომლებიც დედამიწაზე მილიონობით წლის წინ არსებობდნენ, ჯერ კიდევ მაშინ, ვიდრე ადამიანების უძველესი წინაპრები გამოჩნდებოდნენ. ამიტომაც, მათი თქმით, ადამიანებს არ ექნებათ პრეისტორიული ვირუსების საწინააღმდეგოდ ბუნებრივად გამომუშავებული იმუნიტეტი.

"ჩვენი იმუნური სისტემა შესაძლოა არასდროს ყოფილა ზოგიერთ ამ მიკრობთან კონტაქტში და ეს კიდევ ერთი შემაშფოთებელი რამაა... ის სცენარი, რომ შესაძლოა ნეანდერტალელების უცნობი ვირუსი ჩვენთან დაბრუნდეს, ახლა უკვე რეალური გახდა", - განაცხადა კლავერიმ.

ვირუსოლოგები მიიჩნევენ, რომ "ზომბი ვირუსის" გავრცელების საფრთხის სიმცირესთან ერთად, შეშფოთების საფუძველი მაინც არსებობს:

"ჩვენ არ ვიცით ყინულში რა ვირუსებია შემონახული, მაგრამ ვფიქრობ, იმის რეალური რისკი არსებობს, რომ ის რაიმე პანდემიის გამომწვევი მიზეზი გახდეს, მაგალითად, პოლიომიელიტის უძველესი ფორმის", - აცხადებს ვირუსოლოგი მარიონ კუპმანსი ერასმუსის სამედიცინო ცენტრიდან.

პოლიომიელიტი გადამდები ვირუსული დაავადებაა, რომელიც ყველაზე რთული ფორმით პარალიზით ვლინდება, რასაც თან ახლავს სუნთქვის გაძნელება და ზოგჯერ სიკვდილიც.

წყარო: nypost

მოამზადა: ანა სიბოშვილმა