საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ არ კარგავს აქტუალობას "ანე ფრანკის დღიური" და რა სიახლე გელით ახალ გამოცემაში
რატომ არ კარგავს აქტუალობას "ანე ფრანკის დღიური" და რა სიახლე გელით ახალ გამოცემაში

დღი­უ­რი უნი­კა­ლუ­რი ფან­ჯა­რაა, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის სულ­ში გვა­ხე­დებს. დღი­ურ­ში ადა­მი­ანს შე­უძ­ლია ასა­ხოს თა­ვი­სი აზ­რე­ბი, გრძნო­ბე­ბი და გა­მოც­დი­ლე­ბა. თუმ­ცა, უამ­რავ დღი­ურს შო­რის გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლი ერ­თია – „ანე ფრან­კის დღი­უ­რი“, რო­მე­ლიც არა­სო­დეს კარ­გავს აქ­ტუ­ა­ლო­ბას.

ანე ფრან­კის დღი­უ­რის ამ­ბა­ვი

„ანე ფრან­კის დღი­უ­რი“ მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს, 15 წლის ებ­რა­ე­ლი გო­გო­ნას მიერ და­წე­რი­ლი მე­მუ­ა­რე­ბია, რო­მე­ლიც ამ­სტერ­დამ­ში ნა­ცის­ტებს ემა­ლე­ბო­და. მისი დღი­უ­რი იმ­დრო­ინ­დე­ლი სა­ში­ნე­ლი მოვ­ლე­ნე­ბი­სა და ჰო­ლო­კოს­ტის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მნიშ­ვნე­ლო­ვან წყა­როდ იქცა და მრა­ვალ ენა­ზე, მრა­ვალ ქვე­ყა­ნა­ში, მრა­ვალ­ჯერ გა­მო­ი­ცა წიგ­ნად. დღი­ურ­ში ანეს წე­რი­ლე­ბი ასა­ხავს გო­გო­ნას ბრძო­ლას სა­ი­დუმ­ლო ცხოვ­რე­ბის სირ­თუ­ლე­ებ­თან და ნა­თე­ლი მო­მავ­ლის იმე­დებ­თან . 1947 წელს, ანეს მა­მამ, ოტო ფრან­კმა პირ­ვე­ლად გა­მო­აქ­ვეყ­ნა დღი­უ­რი და მას შემ­დეგ, იგი მსოფ­ლიო ბესტსე­ლე­რი გახ­და.

დღი­უ­რის მნიშ­ვნე­ლო­ბა:

ანე ფრან­კის დღი­ურს უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, რო­გორც ის­ტო­რი­ულ დო­კუ­მენტს, რო­მე­ლიც ამ­ხელს ჰო­ლო­კოს­ტის სა­ში­ნელ რე­ა­ლო­ბას. ეს არის არა მხო­ლოდ ანე ფრან­კის პი­რა­დი ის­ტო­რია, არა­მედ ნა­ციზ­მის ათა­სო­ბით უდა­ნა­შა­უ­ლო მსხვერ­პლის ხმა. ის გვახ­სე­ნებს ადა­მი­ა­ნის ღირ­სე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის, თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის­თვის ბრძო­ლის მნიშ­ვნე­ლო­ბის შე­სა­ხებ. დღი­უ­რი ასე­ვე დიდ როლს თა­მა­შობს ახა­ლი თა­ო­ბე­ბის გა­ნათ­ლე­ბა­სა და აღ­ზრდა­ში, ეხ­მა­რე­ბა მათ ომი­სა და რა­სიზ­მის სა­ში­ნე­ლე­ბე­ბის გა­აზ­რე­ბა­ში/ დღი­უ­რის კი­თხვით ადა­მი­ა­ნე­ბი იძე­ნენ თა­ნაგ­რძნო­ბას და აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ, თუ რამ­დე­ნად ძლი­ე­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს ადა­მი­ა­ნის სული ყვე­ლა­ზე რთულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში.

30000 გა­მო­კი­თხუ­ლი მკი­თხვე­ლის არ­ჩე­ვა­ნი

ანე ფრან­კის დღი­უ­რი რჩე­ბა პო­პუ­ლა­რულ და აქ­ტუ­ა­ლურ წიგ­ნად მისი და­წე­რი­დან მრა­ვა­ლი ათწლე­უ­ლის შემ­დე­გაც კი. 30 000-ზე მეტი ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლის არ­ჩე­ვან­მა დაგ­ვა­ნახ­ვა, რომ ეს წიგ­ნი კვლავ ლი­დე­რია ლი­ტე­რა­ტუ­რულ ნა­წარ­მო­ე­ბებს შო­რის. 15 იან­ვრი­დან ანე ფრან­კის დღი­უ­რის ახა­ლი გა­მო­ცე­მის შე­ძე­ნა უკვე შე­საძ­ლე­ბე­ლია ონ­ლა­ინ. ყვე­ლა დრო­ის ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი წიგ­ნე­ბის სე­რი­ის "50 წიგ­ნი, რო­მე­ლიც უნდა წა­ი­კი­თხო სა­ნამ ცო­ცხა­ლი ხარ“ გაგ­რძე­ლე­ბა "კი­დევ 15 წიგ­ნი, რო­მე­ლიც უნდა წა­ი­კი­თხო სა­ნამ ცო­ცხა­ლი ხარ“-ის ფარ­გლებ­ში. ანე ფრან­კის "უკა­ნა სახ­ლი (დღი­უ­რი წე­რი­ლე­ბის სა­ხით)" ამ სე­რი­ის პირ­ვე­ლი წიგ­ნია, რო­მე­ლიც 30 000-ზე მეტ­მა ადა­მი­ან­მა შე­არ­ჩია.

წიგ­ნი მა­ღა­ზი­ე­ბის თა­რო­ებ­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა 19 თე­ბერ­ვლი­დან, თუმ­ცა მა­ნამ­დე შან­სი გაქვთ, რომ ის ექ­სკლუ­ზი­უ­რად პირ­და­პირ სტამ­ბი­დან შე­ი­ძი­ნოთ. წიგნს სა­სურ­ველ მი­სა­მარ­თზე კუ­რი­ე­რი მო­გი­ტანთ. გარ­და ამი­სა, „პა­ლიტ­რა L“-მა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­ურპრი­ზი მო­უმ­ზა­და მათ, ვინც წიგნს წი­ნას­წარ ონ­ლა­ინ შე­ი­ძენს. წი­ნას­წა­რი შე­ძე­ნის შემ­თხვე­ვა­ში სა­ჩუქ­რად მი­ი­ღებთ ორ მო­საწ­ვევს სე­რი­ის პრე­ზენ­ტა­ცი­ის და­ხუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე, რო­მე­ლიც ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში გა­ი­მარ­თე­ბა.

„თით­ქმის რვა ათე­უ­ლი წელი გა­ვი­და იმ დღი­დან, რაც წიგ­ნად გა­მო­ი­ცა და ნე­ბის­მი­ე­რი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი გახ­და ფა­შიზ­მის მი­ლი­ონ­თა­გან ერთი მსხვერ­პლის, 15 წლის ებ­რა­ე­ლი გო­გო­ნას სუ­ლის­შემ­ძვრე­ლი ამ­ბა­ვი. ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში წიგ­ნი ითარ­გმნა მსოფ­ლი­ოს თით­ქმის ყვე­ლა ენა­ზე და მისი მი­ლი­ო­ნო­ბით ეგ­ზემპლა­რი გა­ი­ყი­და. და­ახ­ლო­ე­ბით სა­მო­ცი წლის წინ წიგნს გა­ეც­ნო ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი მკი­თხვე­ლიც და მას შემ­დეგ არ და­უ­კარ­გავს მის­და­მი ინ­ტე­რე­სი. თუმ­ცა არის გარ­კვე­უ­ლი გა­რე­მო­ე­ბი, რო­მელ­თა გა­მოც ჩვენს ახალ გა­მო­ცე­მას შეგ­ვიძ­ლია თა­მა­მად ვუ­წო­დოთ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი. საქ­მე ის არის, რომ „ანე ფრან­კის დღი­უ­რის“ სა­ხე­ლით ცნო­ბი­ლი გა­მო­ცე­მა, რო­მე­ლიც გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 60-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში ითარ­გმნა ქარ­თუ­ლად, ეფუძ­ნე­ბა ოტო ფრან­კის, დღი­უ­რის ავ­ტო­რი გო­გო­ნას მა­მის, მიერ გა­მო­სა­ცე­მად მომ­ზა­დე­ბულ შე­მოკ­ლე­ბულ ვერ­სი­ას. მა­მის მიერ ტექ­სტის შე­მოკ­ლე­ბას ჰქონ­და მო­რა­ლურ-ეთი­კუ­რი მი­ზე­ზე­ბი - ოტო ფრან­კი ფიქ­რობ­და, რომ ზო­გი­ერ­თი ჩა­ნა­წე­რი, რომ­ლებ­შიც მისი მო­ზარ­დი ქა­ლიშ­ვი­ლი საკ­მა­ოდ ხის­ტად ეხე­ბო­და კონ­კრე­ტულ ადა­მი­ა­ნებს, გუ­ლახ­დი­ლად მსჯე­ლობ­და ინ­ტი­მურ თე­მებ­ზე და ა.შ., უხერ­ხუ­ლი და შე­უ­ფე­რე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და. შე­სა­ბა­მი­სად, მკი­თხვე­ლამ­დე მი­ვი­და უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დო­კუ­მენ­ტუ­რი მა­სა­ლა, თუმ­ცა არა სრუ­ლი და ავ­თენ­ტუ­რი სა­ხით. სწო­რედ ეს ტექ­სტი ითარ­გმნა ქარ­თუ­ლად და, რაც ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ითარ­გმნა თარ­გმა­ნი­დან. სწო­რედ ამით აიხ­სნე­ბა ჩა­ნა­წე­რე­ბის ავ­ტო­რი გო­გო­ნას სა­ხე­ლის შეც­ვლი­ლი ვერ­სი­ის დამ­კვიდ­რე­ბაც. Anneliese Marie Frank - ასე ერ­ქვა გო­გო­ნას, რო­მე­ლიც ამ­სტერ­და­მის ერთ-ერთი სახ­ლის სა­ი­დუმ­ლო ნა­წილ­ში თა­ვის ოჯახ­თან და ახ­ლობ­ლებ­თან ერ­თად ორ წე­ლი­წად­ზე მეტ­ხანს ემა­ლე­ბო­და ფა­შის­ტე­ბის დევ­ნას და სა­ბო­ლო­ოდ მა­ინც ვერ და­აღ­წია თავი,“ - გან­მარ­ტავს „პა­ლიტ­რა L-ის“ მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი მაია ალუ­და­უ­რი.

დღი­უ­რის პო­პუ­ლა­რო­ბა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია ის­ტო­რი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბის უნი­კა­ლუ­რი კომ­ბი­ნა­ცი­ით, ღრმა ფი­ლო­სო­ფი­უ­რი რეფ­ლექ­სი­ით და პა­ტა­რა ავ­ტო­რის უნა­რით, გა­მო­ხა­ტოს თა­ვი­სი გრძნო­ბე­ბი ისე, რომ ისი­ნი უნი­ვერ­სა­ლუ­რი გახ­დეს ყვე­ლა ასა­კის მკი­თხვე­ლის­თვის.

R

გაოცებული
0

აქამდე ანა ფრანკის დღიური იყო,თუ ეს უოშინგთაუნის მიბაძვითაა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

რატომ არ კარგავს აქტუალობას "ანე ფრანკის დღიური" და რა სიახლე გელით ახალ გამოცემაში

რატომ არ კარგავს აქტუალობას "ანე ფრანკის დღიური" და რა სიახლე გელით ახალ გამოცემაში

დღიური უნიკალური ფანჯარაა, რომელიც ადამიანის სულში გვახედებს. დღიურში ადამიანს შეუძლია ასახოს თავისი აზრები, გრძნობები და გამოცდილება. თუმცა, უამრავ დღიურს შორის განსაკუთრებით გამორჩეული ერთია – „ანე ფრანკის დღიური“, რომელიც არასოდეს კარგავს აქტუალობას.

ანე ფრანკის დღიურის ამბავი

„ანე ფრანკის დღიური“ მეორე მსოფლიო ომის დროს, 15 წლის ებრაელი გოგონას მიერ დაწერილი მემუარებია, რომელიც ამსტერდამში ნაცისტებს ემალებოდა. მისი დღიური იმდროინდელი საშინელი მოვლენებისა და ჰოლოკოსტის შესახებ ინფორმაციის მნიშვნელოვან წყაროდ იქცა და მრავალ ენაზე, მრავალ ქვეყანაში, მრავალჯერ გამოიცა წიგნად. დღიურში ანეს წერილები ასახავს გოგონას ბრძოლას საიდუმლო ცხოვრების სირთულეებთან და ნათელი მომავლის იმედებთან . 1947 წელს, ანეს მამამ, ოტო ფრანკმა პირველად გამოაქვეყნა დღიური და მას შემდეგ, იგი მსოფლიო ბესტსელერი გახდა.

დღიურის მნიშვნელობა:

ანე ფრანკის დღიურს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, როგორც ისტორიულ დოკუმენტს, რომელიც ამხელს ჰოლოკოსტის საშინელ რეალობას. ეს არის არა მხოლოდ ანე ფრანკის პირადი ისტორია, არამედ ნაციზმის ათასობით უდანაშაულო მსხვერპლის ხმა. ის გვახსენებს ადამიანის ღირსების შენარჩუნების, თავისუფლებისა და სამართლიანობისთვის ბრძოლის მნიშვნელობის შესახებ. დღიური ასევე დიდ როლს თამაშობს ახალი თაობების განათლებასა და აღზრდაში, ეხმარება მათ ომისა და რასიზმის საშინელებების გააზრებაში/ დღიურის კითხვით ადამიანები იძენენ თანაგრძნობას და აცნობიერებენ, თუ რამდენად ძლიერი შეიძლება იყოს ადამიანის სული ყველაზე რთულ სიტუაციებში.

30000 გამოკითხული მკითხველის არჩევანი

ანე ფრანკის დღიური რჩება პოპულარულ და აქტუალურ წიგნად მისი დაწერიდან მრავალი ათწლეულის შემდეგაც კი. 30 000-ზე მეტი ქართველი მკითხველის არჩევანმა დაგვანახვა, რომ ეს წიგნი კვლავ ლიდერია ლიტერატურულ ნაწარმოებებს შორის. 15 იანვრიდან ანე ფრანკის დღიურის ახალი გამოცემის შეძენა უკვე შესაძლებელია ონლაინ. ყველა დროის ყველაზე მოთხოვნადი წიგნების სერიის "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ“ გაგრძელება "კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ“-ის ფარგლებში. ანე ფრანკის "უკანა სახლი (დღიური წერილების სახით)" ამ სერიის პირველი წიგნია, რომელიც 30 000-ზე მეტმა ადამიანმა შეარჩია.

წიგნი მაღაზიების თაროებზე ხელმისაწვდომი იქნება 19 თებერვლიდან, თუმცა მანამდე შანსი გაქვთ, რომ ის ექსკლუზიურად პირდაპირ სტამბიდან შეიძინოთ. წიგნს სასურველ მისამართზე კურიერი მოგიტანთ. გარდა ამისა, „პალიტრა L“-მა განსაკუთრებული სიურპრიზი მოუმზადა მათ, ვინც წიგნს წინასწარ ონლაინ შეიძენს. წინასწარი შეძენის შემთხვევაში საჩუქრად მიიღებთ ორ მოსაწვევს სერიის პრეზენტაციის დახურულ ღონისძიებაზე, რომელიც ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება.

„თითქმის რვა ათეული წელი გავიდა იმ დღიდან, რაც წიგნად გამოიცა და ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანისთვის ხელმისაწვდომი გახდა ფაშიზმის მილიონთაგან ერთი მსხვერპლის, 15 წლის ებრაელი გოგონას სულისშემძვრელი ამბავი. ამ წლების განმავლობაში წიგნი ითარგმნა მსოფლიოს თითქმის ყველა ენაზე და მისი მილიონობით ეგზემპლარი გაიყიდა. დაახლოებით სამოცი წლის წინ წიგნს გაეცნო ქართულენოვანი მკითხველიც და მას შემდეგ არ დაუკარგავს მისდამი ინტერესი. თუმცა არის გარკვეული გარემოები, რომელთა გამოც ჩვენს ახალ გამოცემას შეგვიძლია თამამად ვუწოდოთ განსაკუთრებული. საქმე ის არის, რომ „ანე ფრანკის დღიურის“ სახელით ცნობილი გამოცემა, რომელიც გასული საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში ითარგმნა ქართულად, ეფუძნება ოტო ფრანკის, დღიურის ავტორი გოგონას მამის, მიერ გამოსაცემად მომზადებულ შემოკლებულ ვერსიას. მამის მიერ ტექსტის შემოკლებას ჰქონდა მორალურ-ეთიკური მიზეზები - ოტო ფრანკი ფიქრობდა, რომ ზოგიერთი ჩანაწერი, რომლებშიც მისი მოზარდი ქალიშვილი საკმაოდ ხისტად ეხებოდა კონკრეტულ ადამიანებს, გულახდილად მსჯელობდა ინტიმურ თემებზე და ა.შ., უხერხული და შეუფერებელი იქნებოდა. შესაბამისად, მკითხველამდე მივიდა უაღრესად მნიშვნელოვანი დოკუმენტური მასალა, თუმცა არა სრული და ავთენტური სახით. სწორედ ეს ტექსტი ითარგმნა ქართულად და, რაც ასევე მნიშვნელოვანია, ითარგმნა თარგმანიდან. სწორედ ამით აიხსნება ჩანაწერების ავტორი გოგონას სახელის შეცვლილი ვერსიის დამკვიდრებაც. Anneliese Marie Frank - ასე ერქვა გოგონას, რომელიც ამსტერდამის ერთ-ერთი სახლის საიდუმლო ნაწილში თავის ოჯახთან და ახლობლებთან ერთად ორ წელიწადზე მეტხანს ემალებოდა ფაშისტების დევნას და საბოლოოდ მაინც ვერ დააღწია თავი,“ - განმარტავს „პალიტრა L-ის“ მთავარი რედაქტორი მაია ალუდაური.

დღიურის პოპულარობა განპირობებულია ისტორიული ღირებულების უნიკალური კომბინაციით, ღრმა ფილოსოფიური რეფლექსიით და პატარა ავტორის უნარით, გამოხატოს თავისი გრძნობები ისე, რომ ისინი უნივერსალური გახდეს ყველა ასაკის მკითხველისთვის.

R