სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენი სახელმწიფო ამას არასოდეს აპატიებს" - თინა კანდელაკს ყაზახეთში შესვლა აუკრძალეს: რით გაანაწყენა კრემლის პროპაგანდისტმა ყაზახები?
"ჩვენი სახელმწიფო ამას არასოდეს აპატიებს" - თინა კანდელაკს ყაზახეთში შესვლა აუკრძალეს: რით გაანაწყენა კრემლის პროპაგანდისტმა ყაზახები?

ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის რუ­სეთ­ში მო­მუ­შა­ვე ტე­ლე­წამ­ყვან­სა და კრემ­ლის პრო­პა­გან­დისტ თინა კან­დე­ლაკს ყა­ზა­ხეთ­ში შეს­ვლა აუკ­რძა­ლეს. ამის შე­სა­ხებ ყა­ზა­ხე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, აი­ბეკ სმა­დი­ა­როვ­მა ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

  • ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კი­თხვას, მი­ე­ცე­მა თუ არა ქვე­ყა­ნა­ში შეს­ვლის უფ­ლე­ბა თინა კან­დე­ლაკს, მან თქვა:

"სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ზო­მე­ბი მი­ი­ღე­ბა. დღეს ან ხვალ ნუ მო­ი­თხოვთ ამას (გუ­ლის­ხმობს იმ ადა­მი­ა­ნე­ბის სიას, რომ­ლებ­საც ქვე­ყა­ნა­ში შეს­ვლა აუკ­რძა­ლეს - რედ.) ჩვენ­გან, მაგ­რამ სა­ხელ­მწი­ფო ამას არა­სო­დეს აპა­ტი­ებს. შე­საძ­ლოა, ის (კან­დე­ლა­კი) არ მო­დის ყა­ზა­ხეთ­ში, მაგ­რამ თუ ჩა­მოს­ვლას გა­და­წყვეტს, არ შე­მო­უშ­ვე­ბენ“, - აცხა­დებს სმა­დი­ა­რო­ვი.

  • ცნო­ბის­თვის, ყა­ზა­ხე­ბის გა­ნა­წყე­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია თინა კან­დე­ლა­კის მიერ Telegram-ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ­მა პოსტმა, სა­დაც კრემ­ლის პრო­პა­გან­დის­ტმა ყა­ზა­ხებს "მან­ქურ­თე­ბი" უწო­და.

თა­ვის მხრივ, თინა კან­დე­ლა­კი იმ ფაქ­ტმა გა­ა­ღი­ზი­ა­ნა, რომ 2024 წლის და­სა­წყის­ში ყა­ზა­ხეთ­ში რკი­ნიგ­ზის ორ სად­გურს სა­ხე­ლი შე­ეც­ვა­ლა - და­უ­რალ­სკი­სა და უზე­ნის ნაც­ვლად, სად­გუ­რებს ორა­ლი და ჟა­ნა­ე­ზე­ნი და­არ­ქვეს.

"რო­გორც ბალ­ტი­ის­პი­რე­თის გა­მოც­დი­ლე­ბა გვიჩ­ვე­ნებს, ეს ძა­ლი­ან სა­ში­ში ტენ­დენ­ცი­აა. იქაც მცი­რე­დით და­ი­წყო, და­ხუ­რეს სკო­ლე­ბი, აი­ღეს საბ­ჭო­თა ძეგ­ლე­ბი, აკ­რძა­ლეს რუ­სუ­ლი ენა, შემ­დეგ კი პენ­სი­ო­ნე­რე­ბი სი­ცი­ვე­ში გა­მო­ყა­რეს ქუ­ჩა­ში...“, - წერ­და კან­დე­ლა­კი.

კან­დე­ლა­კის პოსტს ყა­ზა­ხი დე­პუ­ტა­ტე­ბის მწვა­ვე რე­აქ­ცია მოჰ­ყვა. მაკ­სატ ტო­ლი­კბა­იმ მას შე­ახ­სე­ნა, რომ ახლა ყა­ზა­ხე­თის მო­სახ­ლე­ო­ბის 70%-ზე მეტი ეთ­ნი­კუ­რი ყა­ზა­ხე­ბი არი­ან და ყა­ზა­ხუ­რი ენა აერ­თი­ა­ნებს ქვეყ­ნის ძი­რძვე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის დიდ ნა­წილს.

დე­პუ­ტა­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბის შემ­დეგ, კან­დე­ლაკ­მა "ტე­ლეგ­რამ­ზე" კი­დევ ერთი პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა:

"ინ­ტე­რე­სით და სევ­დით ვუ­ყუ­რებ ყა­ზა­ხე­თის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის რე­აქ­ცი­ას ჩემს გუ­შინ­დელ პოსტზე რუ­სუ­ლი ენის აკ­რძალ­ვის შე­სა­ხებ. ძვირ­ფა­სო ყა­ზა­ხე­ბო, თქვენ გაქვთ მარ­ტი­ვი, მაგ­რამ მრავ­ლის­მომ­ცვე­ლი ზმნა мәңгу, ამ ზმნი­დან არის წარ­მო­ე­ბუ­ლი სი­ტყვა მან­ქურ­თი – ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც და­კარ­გა მეხ­სი­ე­რე­ბა, პი­როვ­ნუ­ლი იდენ­ტო­ბა და გო­ნე­ბაც. არ გახ­სოვ­დეს სა­კუ­თა­რი თავი, მოვ­ლე­ნე­ბი, ის­ტო­რია და ის­ტო­რი­უ­ლი სა­ხე­ლე­ბი და­ი­ვი­წყო, არა­მარ­ტო წერა-კი­თხვის უცო­დი­ნა­რო­ბა, არა­მედ სა­ში­ში წა­მო­წყე­ბაა. ეს მათ­თვის, ვინც დე­და­მი­წა­ზე ცხოვ­რობს და კოს­მოს­ში არ მიფ­რი­ნავს", - წერ­და კან­დე­ლა­კი.

2022 წლის ივ­ნის­ში ყა­ზა­ხე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­აქ­ვეყ­ნა "ყა­ზა­ხეთ­ში შე­სას­ვლე­ლად არა­სა­სურ­ვე­ლი პი­რე­ბის სია“. ამ სი­ა­ში მოხ­ვდა რუსი პრო­პა­გან­დის­ტი ტიგ­რან კე­ო­სა­ი­ა­ნი, მე­დია მე­ნე­ჯე­რი­სა და პრო­პა­გან­დის­ტის მარ­გა­რი­ტა სი­მო­ნი­ა­ნის ქმა­რი.

მკითხველის კომენტარები / 44 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
პენსიონერი ექიმი
0

ზაზა ისეთი ჩერჩეტია რა უნდა უპასუხო, აქ მიშ სააკასვილია რა შუაშია. რაც შეეხება კსნდელაკს თურმე ყააზახი რუსულს თუ არ ისწავლის ე.ი. გამანქურთდება. ყაზახ ბავშვს რომელსაც ალიშერი ერქვა მოსკოვის ბაღში მასწავლებელი ალიკ-ს ეძახდა და როდესაც ყაზახმა დედამ გაუპროტესტა თქვენი რაო ნაციონალისტური აზრები გაქვთო!! აი ეს არის "სოვიეტიკუსის" აზროვნება. კანდელაკისათვის დიდი ხანია საქართველოში შემოსვლა უნდა ეაკრძალათ და რომც არა ვერ გაბედავს შემოსვლას. ქეთა თოფურია არ გყეყოფა ახლა კიდე ეს!

ზაზა
6

არაა აუცილებელი ყველას სადისტი და შეზოფრენიკი მიშა უყვარდეს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"ჩვენი სახელმწიფო ამას არასოდეს აპატიებს" - თინა კანდელაკს ყაზახეთში შესვლა აუკრძალეს: რით გაანაწყენა კრემლის პროპაგანდისტმა ყაზახები?

"ჩვენი სახელმწიფო ამას არასოდეს აპატიებს" - თინა კანდელაკს ყაზახეთში შესვლა აუკრძალეს: რით გაანაწყენა კრემლის პროპაგანდისტმა ყაზახები?

ქართული წარმოშობის რუსეთში მომუშავე ტელეწამყვანსა და კრემლის პროპაგანდისტ თინა კანდელაკს ყაზახეთში შესვლა აუკრძალეს. ამის შესახებ ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, აიბეკ სმადიაროვმა ბრიფინგზე განაცხადა.

  • ჟურნალისტების კითხვას, მიეცემა თუ არა ქვეყანაში შესვლის უფლება თინა კანდელაკს, მან თქვა:

"საჭიროების შემთხვევაში, ზომები მიიღება. დღეს ან ხვალ ნუ მოითხოვთ ამას (გულისხმობს იმ ადამიანების სიას, რომლებსაც ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს - რედ.) ჩვენგან, მაგრამ სახელმწიფო ამას არასოდეს აპატიებს. შესაძლოა, ის (კანდელაკი) არ მოდის ყაზახეთში, მაგრამ თუ ჩამოსვლას გადაწყვეტს, არ შემოუშვებენ“, - აცხადებს სმადიაროვი.

  • ცნობისთვის, ყაზახების განაწყენება გამოიწვია თინა კანდელაკის მიერ Telegram-ში გამოქვეყნებულმა პოსტმა, სადაც კრემლის პროპაგანდისტმა ყაზახებს "მანქურთები" უწოდა.

თავის მხრივ, თინა კანდელაკი იმ ფაქტმა გააღიზიანა, რომ 2024 წლის დასაწყისში ყაზახეთში რკინიგზის ორ სადგურს სახელი შეეცვალა - დაურალსკისა და უზენის ნაცვლად, სადგურებს ორალი და ჟანაეზენი დაარქვეს.

"როგორც ბალტიისპირეთის გამოცდილება გვიჩვენებს, ეს ძალიან საშიში ტენდენციაა. იქაც მცირედით დაიწყო, დახურეს სკოლები, აიღეს საბჭოთა ძეგლები, აკრძალეს რუსული ენა, შემდეგ კი პენსიონერები სიცივეში გამოყარეს ქუჩაში...“, - წერდა კანდელაკი.

კანდელაკის პოსტს ყაზახი დეპუტატების მწვავე რეაქცია მოჰყვა. მაკსატ ტოლიკბაიმ მას შეახსენა, რომ ახლა ყაზახეთის მოსახლეობის 70%-ზე მეტი ეთნიკური ყაზახები არიან და ყაზახური ენა აერთიანებს ქვეყნის ძირძველი მოსახლეობის დიდ ნაწილს.

დეპუტატების განცხადებების შემდეგ, კანდელაკმა "ტელეგრამზე" კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა:

"ინტერესით და სევდით ვუყურებ ყაზახეთის წარმომადგენლების რეაქციას ჩემს გუშინდელ პოსტზე რუსული ენის აკრძალვის შესახებ. ძვირფასო ყაზახებო, თქვენ გაქვთ მარტივი, მაგრამ მრავლისმომცველი ზმნა мәңгу, ამ ზმნიდან არის წარმოებული სიტყვა მანქურთი – ადამიანი, რომელმაც დაკარგა მეხსიერება, პიროვნული იდენტობა და გონებაც. არ გახსოვდეს საკუთარი თავი, მოვლენები, ისტორია და ისტორიული სახელები დაივიწყო, არამარტო წერა-კითხვის უცოდინარობა, არამედ საშიში წამოწყებაა. ეს მათთვის, ვინც დედამიწაზე ცხოვრობს და კოსმოსში არ მიფრინავს", - წერდა კანდელაკი.

2022 წლის ივნისში ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა "ყაზახეთში შესასვლელად არასასურველი პირების სია“. ამ სიაში მოხვდა რუსი პროპაგანდისტი ტიგრან კეოსაიანი, მედია მენეჯერისა და პროპაგანდისტის მარგარიტა სიმონიანის ქმარი.