Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯოდი ფოსტერი შვილებს წლების განმავლობაში ატყუებდა, რომ მუშა იყო - "მინდოდა მათთვის უბრალოდ დედა ვყოფილიყავი"
ჯოდი ფოსტერი შვილებს წლების განმავლობაში ატყუებდა, რომ მუშა იყო - "მინდოდა მათთვის უბრალოდ დედა ვყოფილიყავი"

ჯოდი ფოს­ტე­რი მისი ვა­ჟე­ბის­თვის მშვი­დი ცხოვ­რე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად ტყუ­ილ­საც არ მო­ე­რი­და.

იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ჩარ­ლის და კიტს ცნო­ბი­ლი დედა ჰყავ­დათ, ჯო­დის სურ­და, რომ ბი­ჭებს რაც შე­იძ­ლე­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბა ჰქო­ნო­დათ. ჯოდი ბოლო ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­მო­ტყდა, რომ ის მცი­რე­წლო­ვან ვა­ჟებს მა­ნამ უმა­ლავ­და თა­ვის სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რას, სა­ნამ არ წა­მო­ი­ზარ­დნენ. მსა­ხი­ობ­მა ამის მი­ზე­ზად ის და­ა­სა­ხე­ლა, რომ არ სურ­და, ამას მათ ცხოვ­რე­ბა­ზე­გავ­ლე­ნა მო­ეხ­დი­ნა .

"ვფიქ­რობ, რომ არ მინ­დო­და ასე გა­ვეც­ნე. მსურ­და, მათ­თვის უბ­რა­ლოდ დედა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც სა­მუ­შა­ოდ იყო წა­სუ­ლი. არ მინ­დო­და იმა­ზე ფიქ­რით დაბ­ნე­უ­ლიყ­ვნენ, თუ სა­ი­დან მქონ­და შე­მო­სა­ვა­ლი."

ჯო­დიმ თა­ვი­სი უფ­რო­სი ვაჟი 3 წლის ასაკ­ში გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე თან წა­იყ­ვა­ნა. ამის მი­უ­ხე­და­ვად, ის ბავ­შვებს ად­რე­ულ ასაკ­ში­ვე აჯე­რებ­და, რომ სი­ნამ­დვი­ლე­ში მშე­ნე­ბელ მუ­შად მუ­შა­ობ­და.

"ერთ დღე­საც ჩარ­ლი გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე მი­ვიყ­ვა­ნე, სა­ხე­ლოს­ნო პლასტმა­სის ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი მი­ვე­ცი და ავუხ­სე­ნი მათი ფუნ­ქცი­ე­ბი. მას შემ­დეგ კი­დევ დიდი ხანი ეგო­ნა, რომ მუშა ვი­ყა­ვი".

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გა­ურ­კვე­ვე­ლია, ზუს­ტად რო­დის შე­ი­ტყვეს ახლა უკვე ზრდას­რულ­მა ბი­ჭებ­მა დე­დის ნამ­დვი­ლი პრო­ფე­სი­ის შე­სა­ხებ, მისი ვაჟი, ჩარ­ლი ჯო­დის კვალს გაჰ­ყვა და თე­ატ­რი­თაა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი. ჯო­დის თქმით, გა­სარ­თო­ბი ინ­დუსტრი­ის სიყ­ვა­რუ­ლის მი­უ­ხე­და­ვად, ბი­ჭებს დე­დას­თან ერ­თად მისი ფილ­მე­ბის ყუ­რე­ბა სუ­ლაც არ ეხა­ლი­სე­ბათ:

"არ­სე­ბობს რამ­დე­ნი­მე ფილ­მი, რო­მელ­საც მათ არას­დროს ვაჩ­ვე­ნებ, რად­გან ვნერ­ვი­უ­ლობ, რომ დამ­ცი­ნე­ბენ",- იხუმ­რა ჯო­დიმ და მა­გა­ლი­თად თა­ვი­სი 1995 წლის ფილ­მი Nell მო­იყ­ვა­ნა.

წყა­რო: pagesix

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლია
11

დზაან მაგარი ქალი და ნიჭიერი მსახიობი ყველანაირად მომწონს

დოდო
10

ბატონი ბიძინა გამახსენდა და დამბურძგლა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

ჯოდი ფოსტერი შვილებს წლების განმავლობაში ატყუებდა, რომ მუშა იყო - "მინდოდა მათთვის უბრალოდ დედა ვყოფილიყავი"

ჯოდი ფოსტერი შვილებს წლების განმავლობაში ატყუებდა, რომ მუშა იყო - "მინდოდა მათთვის უბრალოდ დედა ვყოფილიყავი"

ჯოდი ფოსტერი მისი ვაჟებისთვის მშვიდი ცხოვრების უზრუნველსაყოფად ტყუილსაც არ მოერიდა.

იმის მიუხედავად, რომ ჩარლის და კიტს ცნობილი დედა ჰყავდათ, ჯოდის სურდა, რომ ბიჭებს რაც შეიძლება ჩვეულებრივი ცხოვრება ჰქონოდათ. ჯოდი ბოლო ინტერვიუში გამოტყდა, რომ ის მცირეწლოვან ვაჟებს მანამ უმალავდა თავის სამსახიობო კარიერას, სანამ არ წამოიზარდნენ. მსახიობმა ამის მიზეზად ის დაასახელა, რომ არ სურდა, ამას მათ ცხოვრებაზეგავლენა მოეხდინა .

"ვფიქრობ, რომ არ მინდოდა ასე გავეცნე. მსურდა, მათთვის უბრალოდ დედა ვყოფილიყავი, ის ადამიანი, რომელიც სამუშაოდ იყო წასული. არ მინდოდა იმაზე ფიქრით დაბნეულიყვნენ, თუ საიდან მქონდა შემოსავალი."

ჯოდიმ თავისი უფროსი ვაჟი 3 წლის ასაკში გადასაღებ მოედანზე თან წაიყვანა. ამის მიუხედავად, ის ბავშვებს ადრეულ ასაკშივე აჯერებდა, რომ სინამდვილეში მშენებელ მუშად მუშაობდა.

"ერთ დღესაც ჩარლი გადასაღებ მოედანზე მივიყვანე, სახელოსნო პლასტმასის ინსტრუმენტები მივეცი და ავუხსენი მათი ფუნქციები. მას შემდეგ კიდევ დიდი ხანი ეგონა, რომ მუშა ვიყავი".

მიუხედავად იმისა, რომ გაურკვეველია, ზუსტად როდის შეიტყვეს ახლა უკვე ზრდასრულმა ბიჭებმა დედის ნამდვილი პროფესიის შესახებ, მისი ვაჟი, ჩარლი ჯოდის კვალს გაჰყვა და თეატრითაა დაინტერესებული. ჯოდის თქმით, გასართობი ინდუსტრიის სიყვარულის მიუხედავად, ბიჭებს დედასთან ერთად მისი ფილმების ყურება სულაც არ ეხალისებათ:

"არსებობს რამდენიმე ფილმი, რომელსაც მათ არასდროს ვაჩვენებ, რადგან ვნერვიულობ, რომ დამცინებენ",- იხუმრა ჯოდიმ და მაგალითად თავისი 1995 წლის ფილმი Nell მოიყვანა.

წყარო: pagesix

მოამზადა: ანა სიბოშვილმა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"