ავტორი:

იტალიაში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს - რას წერს ადგილობრივი მედია

იტალიაში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს - რას წერს ადგილობრივი მედია

იტალიის დედაქალაქ რომში ქურდობის მცდელობის ბრალდებით, საქართველოს სამი და ლიეტუვის ერთი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილები მაშინ დააკავეს, როდესაც ისინი საცხოვრებელ ბინაში შეღწევას ცდილობდნენ. დაკავებისას, ერთ-ერთმა მათგანმა წინააღმდეგობის გაწევა სცადა.

იტალიური მედიის ინფორმაციით, დაკავებულები 33-დან 52 წლამდე ასაკის, წარსულში ნასამართლევი პირები არიან.