საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დრაკონის ცეცხლი" - რა არის ცნობილი ახალ, რევოლუციურ ლაზერულ იარაღზე, რომელიც დიდ ბრიტანეთში გამოცადეს და რა შესაძლებლობები აქვს მას
"დრაკონის ცეცხლი" - რა არის ცნობილი ახალ, რევოლუციურ ლაზერულ იარაღზე, რომელიც დიდ ბრიტანეთში გამოცადეს და რა შესაძლებლობები აქვს მას

"დრა­კო­ნის ცე­ცხლი" - ასე ჰქვია ახალ ლა­ზე­რულ ია­რაღს, რო­მე­ლიც დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში გა­მო­ცა­დეს და რო­მელ­საც რე­ვო­ლუ­ცი­ურ ია­რაღს უწო­დე­ბენ.

დიდი ბრი­ტა­ნე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბით, ლა­ზე­რუ­ლი ია­რა­ღის გან­ვი­თა­რე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან გარ­ღვე­ვას მი­აღ­წი­ეს თავ­დაც­ვის უწყე­ბის ცნო­ბით, ამ ია­რაღს შე­უძ­ლია, რო­გორც ჰა­ერ­ში, ასე­ვე ზღვა­ში, ნე­ბის­მი­ე­რი ხი­ლუ­ლი სა­მიზ­ნის "და­ჭე­რა“.

მა­ღა­ლი სი­ზუს­ტის ლა­ზე­რულ ია­რა­ღი იმ­დე­ნად ზუს­ტია, რომ 1 კმ-ის მან­ძილ­ზე შე­უძ­ლია მო­ნე­ტის მსგავ­სი პა­ტა­რა, 3,3 სმ დი­ა­მეტ­რის სა­მიზ­ნეს და­არ­ტყას.

ია­რა­ღი შექ­მნი­ლია რა­კე­ტე­ბის, თვითმფრი­ნა­ვე­ბის, დრო­ნე­ბის და ა.შ. ჩა­მო­საგ­დე­ბად. მისი წარ­მო­ე­ბა ბევ­რად უფრო იაფი ჯდე­ბა, ვიდ­რე სხვა, იგი­ვე და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ია­რა­ღე­ბის, თუმ­ცა, უფრო ზუს­ტი და ეფექ­ტი­ა­ნია.

რო­გორც ბრი­ტა­ნე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში ამ­ბო­ბენ, ამ ია­რაღს სა­მიზ­ნეს­თან მიღ­წე­ვა და მისი აფეთ­ქე­ბა შე­უძ­ლია სი­ნათ­ლის სიჩ­ქა­რით.

ლა­ზე­რუ­ლი ია­რა­ღი პირ­ვე­ლად გა­მო­ცა­დეს 2022 წელს, თუმ­ცა ამ­ჟა­მინ­დე­ლი ტეს­ტის დროს გა­მოჩ­ნდა, რომ ის გა­ცი­ლე­ბით სწრა­ფად ვი­თარ­დე­ბა, ვიდ­რე და­გეგ­მი­ლი და მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, რაც იმას გუ­ლის­ხმობს, რომ შე­საძ­ლოა, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში "დრა­კო­ნის ცე­ცხლის" გა­მო­ყე­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გეგ­მე­ბი დაჩ­ქარ­დეს და რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად გა­მო­ი­ყე­ნონ მთელ მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბუ­ლი მზარ­დი საფრ­თხე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ.

  • ავ­ტო­რი: ანრი კურ­ტა­ნი­ძე
მკითხველის კომენტარები / 34 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
glok
2

ისეთი მაგარი ლაზერია რომ ენერგომოხმარება აქვს როგორც მეტალურგიულ ქარხანას. თან მაგაზე რომ არავინ საუბრობს ერთი რაკეტის ჩამოსაგდებათ ურიკაზე ამ ლაზერთან ერთად ბირთვული რეაქტორი რომ უნდა ათრიო.

დამანსკი
2

ქართველმა შექმნა პირველუ ლაზერული ფისტოლეტი საბჭოთა კავშირში შემდეგ კი დახვეწეს ტანკებზეც დაამონტაჟეს და თვითფრინავებზეც მაგრამ ღრუბლიან და ნისლიან ამინდში ეფექტურობას კარგავდა ეს არის ნახევარი საუკუნის წინანდელი ტექნოლოგია ქვემოთაც დავწერე და დისლაიკებით გამავსეს არ მიკვირს წაიკითხეთ რამე 

ავტორი:

"დრაკონის ცეცხლი" - რა არის ცნობილი ახალ, რევოლუციურ ლაზერულ იარაღზე, რომელიც დიდ ბრიტანეთში გამოცადეს და რა შესაძლებლობები აქვს მას

"დრაკონის ცეცხლი" - რა არის ცნობილი ახალ, რევოლუციურ ლაზერულ იარაღზე, რომელიც დიდ ბრიტანეთში გამოცადეს და რა შესაძლებლობები აქვს მას

"დრაკონის ცეცხლი" - ასე ჰქვია ახალ ლაზერულ იარაღს, რომელიც დიდ ბრიტანეთში გამოცადეს და რომელსაც რევოლუციურ იარაღს უწოდებენ.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ლაზერული იარაღის განვითარებაში მნიშვნელოვან გარღვევას მიაღწიეს თავდაცვის უწყების ცნობით, ამ იარაღს შეუძლია, როგორც ჰაერში, ასევე ზღვაში, ნებისმიერი ხილული სამიზნის "დაჭერა“.

მაღალი სიზუსტის ლაზერულ იარაღი იმდენად ზუსტია, რომ 1 კმ-ის მანძილზე შეუძლია მონეტის მსგავსი პატარა, 3,3 სმ დიამეტრის სამიზნეს დაარტყას.

იარაღი შექმნილია რაკეტების, თვითმფრინავების, დრონების და ა.შ. ჩამოსაგდებად. მისი წარმოება ბევრად უფრო იაფი ჯდება, ვიდრე სხვა, იგივე დანიშნულების იარაღების, თუმცა, უფრო ზუსტი და ეფექტიანია.

როგორც ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, ამ იარაღს სამიზნესთან მიღწევა და მისი აფეთქება შეუძლია სინათლის სიჩქარით.

ლაზერული იარაღი პირველად გამოცადეს 2022 წელს, თუმცა ამჟამინდელი ტესტის დროს გამოჩნდა, რომ ის გაცილებით სწრაფად ვითარდება, ვიდრე დაგეგმილი და მოსალოდნელი იყო, რაც იმას გულისხმობს, რომ შესაძლოა, უახლოეს მომავალში "დრაკონის ცეცხლის" გამოყენებასთან დაკავშირებული გეგმები დაჩქარდეს და რაც შეიძლება სწრაფად გამოიყენონ მთელ მსოფლიოში არსებული მზარდი საფრთხეების წინააღმდეგ.

  • ავტორი: ანრი კურტანიძე