მეცნიერება
საზოგადოება
მსოფლიო

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაკეტილ სახლში ოთხი ადამიანის ცხედარი იპოვეს - მანამდე ამ სახლიდან პოლიციაში ზარი განხორციელდა, რომელსაც არ უპასუხეს" - რა მოხდა ინგლისში და რას ამბობს გამოძიება?
"დაკეტილ სახლში ოთხი ადამიანის ცხედარი იპოვეს - მანამდე ამ სახლიდან პოლიციაში ზარი განხორციელდა, რომელსაც არ უპასუხეს" - რა მოხდა ინგლისში და რას ამბობს გამოძიება?

ინ­გლის­ში, ლონ­დო­ნის ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლე­თით, ნორ­ვი­ჩის მახ­ლობ­ლად, ოფიც­რებ­მა და­კე­ტილ სახ­ლში 45 წლის მა­მა­კა­ცის, 36 წლის ქა­ლი­სა და 12 წლის და 7 წლის მო­ზარ­დე­ბის ცხედ­რე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ოთხი­ვეს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­და.

მა­მა­კა­ცი ად­გი­ლობ­რი­ვი მა­ცხოვ­რე­ბე­ლია და მას ბარ­თლო­მე კუ­ჩინ­სკად მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ. პო­ლი­ცი­ის თქმით, კაცი ინ­ჟი­ნე­რი იყო და უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ვაჭ­რო­ბით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი. კუ­ჩინ­სკი ორი ქა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად სა­კუ­თარ სახ­ლში ცხოვ­რობ­და, თუმ­ცა მე­ო­თხე ცხე­და­რი სტუ­მარ ქალს ეკუთ­ვნის.

ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია კა­ცის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ზე დაყ­რდნო­ბით წერს, რომ ქალი ოჯა­ხის ხში­რი სტუ­მა­რი იყო. ფე­ის­ბუქ გვერ­დზე იძებ­ნე­ბა ფო­ტო­ე­ბი, სა­დაც მამა ორ ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნას­თან და მის პარტნი­ორ ქალ­თან ერ­თა­დაა გა­და­ღე­ბუ­ლი. ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, ვინ არის სახ­ლში ნა­პოვ­ნი ქა­ლის, მე­ო­თხე ცხე­და­რი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პა­რას­კევს, 06:00 სა­ათ­ზე პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ზარი შე­ვი­და, თუმ­ცა პო­ლი­ცი­ამ არ უპა­სუ­ხა. ზარი სწო­რედ იმ სახ­ლი­დან გან­ხორ­ცი­ელ­და, სა­დაც მოგ­ვი­ა­ნე­ბით ცხედ­რე­ბი იპო­ვეს.

ერთი სა­ა­თის შემ­დეგ, პო­ლი­ცი­ას ად­გი­ლობ­რივ­მა მა­მა­კაც­მა და­უ­რე­კა და გა­ნუ­ცხა­და, რომ სახ­ლში მცხოვ­რებ­ლე­ბის ბე­დით "შეშ­ფო­თე­ბუ­ლი" იყო. ად­გილ­ზე მი­სულ­მა პო­ლი­ცი­ამ ოთხი ადა­მი­ა­ნის ცხე­და­რი იპო­ვა.

ნორ­ფოლ­კი­სა და სა­ფოლ­კის მთა­ვა­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო ჯგუ­ფის დე­ტექ­ტი­ვე­ბი სა­სო­წარ­კვე­თი­ლი ცდი­ლო­ბენ გა­არ­კვი­ონ რა მოხ­და. გა­მო­ძი­ე­ბას ხელ­მძღვა­ნე­ლობს მთა­ვა­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო ჯგუ­ფის მთა­ვა­რი ინ­სპექ­ტო­რი კრის ბერ­გე­სი.

"ჩვენ შეგ­ვიძ­ლია და­ვა­დას­ტუ­როთ, რომ ოთხი­ვეს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღ­მო­აჩ­ნდა და სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზის და­სად­გე­ნად ჩა­ტარ­დე­ბა ექ­სპერ­ტი­ზა. პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე რამ­დე­ნი­მე ხანს დარ­ჩე­ბი­ან. ჩვენ ჯერ კი­დევ ვმუ­შა­ობთ იმი­სათ­ვის, რომ გა­ვი­გოთ რამ გა­მო­იწ­ვია ამ ადა­მი­ა­ნე­ბის სიკ­ვდი­ლი, მაგ­რამ ამ დრო­ის­თვის მიგ­ვაჩ­ნია, რომ ეს არის პი­რა­დი ინ­ცი­დენ­ტი.

მეს­მის, რომ ეს ად­გი­ლობ­რივ მა­ცხოვ­რებ­ლებ­ში შოკ­სა და აღ­შფო­თე­ბას იწ­ვევს. შა­ბათ-კვი­რას ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი პატ­რუ­ლი­რე­ბა გვექ­ნე­ბა. მო­ვუ­წო­დებ ყვე­ლას, ვი­საც რა­ი­მე სა­ხის ინ­ფორ­მა­ცია აქვს, ითა­ნამ­შრომ­ლონ ოფიც­რებ­მა. ვიცი, რომ გა­მო­ძი­ე­ბის მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ინ­ტე­რე­სია. მი­სა­მარ­თზე კაცი ორ ქა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და, ქალი კი მათ­თან სტუმ­რად იყო, იქ არ ცხოვ­რობ­და. ახ­ლობ­ლე­ბი ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლე­ნი არი­ან. ასე­ვე ვი­ცით, რომ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ­დე­ბა კო­მენ­ტა­რე­ბი, სა­დაც წე­რენ, რომ მი­სა­მარ­თთან ახ­ლოს ტყი­ან ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დანა იქნა აღ­მო­ჩე­ნი­ლი, მაგ­რამ ამ ეტაპ­ზე და­გი­დას­ტუ­რებთ, რომ ეს დანა კავ­შირ­ში არ არის მოხმდარ­თან.“ - ამ­ბობს ბერ­გე­სი.

32 წლის მა­მა­კაც­მა, რო­მე­ლიც მე­ზო­ბე­ლად ცხოვ­რობს მე­დი­ას­თან გა­ნა­ცხა­და, რომ დი­ლას ძაღ­ლის გა­სე­ირ­ნე­ბი­სას, და­ახ­ლო­ე­ბით დი­ლის 8 სა­ათ­ზე პო­ლი­ცია და­ი­ნა­ხა. "ალი­ან წყნა­რი უბა­ნია და აქამ­დე მსგავ­სი არა­ფე­რი მი­ნა­ხავს. ვფიქ­რობ, ეს ყვე­ლა­ფე­რი საკ­მა­ოდ სუ­რე­ა­ლის­ტუ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა".

წყა­რო: bbc

......
1

ლაზერულ იარაღს ცდიდნენ და ზარის საპასუხოდ არ ეცალათ.

ავტორი:

"დაკეტილ სახლში ოთხი ადამიანის ცხედარი იპოვეს - მანამდე ამ სახლიდან პოლიციაში ზარი განხორციელდა, რომელსაც არ უპასუხეს" - რა მოხდა ინგლისში და რას ამბობს გამოძიება?

"დაკეტილ სახლში ოთხი ადამიანის ცხედარი იპოვეს - მანამდე ამ სახლიდან პოლიციაში ზარი განხორციელდა, რომელსაც არ უპასუხეს" - რა მოხდა ინგლისში და რას ამბობს გამოძიება?

ინგლისში, ლონდონის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ნორვიჩის მახლობლად, ოფიცრებმა დაკეტილ სახლში 45 წლის მამაკაცის, 36 წლის ქალისა და 12 წლის და 7 წლის მოზარდების ცხედრები აღმოაჩინეს. ოთხივეს დაზიანებები აღენიშნებოდა.

მამაკაცი ადგილობრივი მაცხოვრებელია და მას ბართლომე კუჩინსკად მოიხსენიებენ. პოლიციის თქმით, კაცი ინჟინერი იყო და უძრავი ქონების ვაჭრობით იყო დაკავებული. კუჩინსკი ორი ქალიშვილთან ერთად საკუთარ სახლში ცხოვრობდა, თუმცა მეოთხე ცხედარი სტუმარ ქალს ეკუთვნის.

ადგილობრივი მედია კაცის სოციალურ ქსელზე დაყრდნობით წერს, რომ ქალი ოჯახის ხშირი სტუმარი იყო. ფეისბუქ გვერდზე იძებნება ფოტოები, სადაც მამა ორ ახალგაზრდა გოგონასთან და მის პარტნიორ ქალთან ერთადაა გადაღებული. ჯერჯერობით უცნობია, ვინ არის სახლში ნაპოვნი ქალის, მეოთხე ცხედარი.

აღსანიშნავია, რომ პარასკევს, 06:00 საათზე პოლიციის განყოფილებაში ზარი შევიდა, თუმცა პოლიციამ არ უპასუხა. ზარი სწორედ იმ სახლიდან განხორციელდა, სადაც მოგვიანებით ცხედრები იპოვეს.

ერთი საათის შემდეგ, პოლიციას ადგილობრივმა მამაკაცმა დაურეკა და განუცხადა, რომ სახლში მცხოვრებლების ბედით "შეშფოთებული" იყო. ადგილზე მისულმა პოლიციამ ოთხი ადამიანის ცხედარი იპოვა.

ნორფოლკისა და საფოლკის მთავარი საგამოძიებო ჯგუფის დეტექტივები სასოწარკვეთილი ცდილობენ გაარკვიონ რა მოხდა. გამოძიებას ხელმძღვანელობს მთავარი საგამოძიებო ჯგუფის მთავარი ინსპექტორი კრის ბერგესი.

"ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ოთხივეს დაზიანებები აღმოაჩნდა და სიკვდილის მიზეზის დასადგენად ჩატარდება ექსპერტიზა. პოლიციელები შემთხვევის ადგილზე რამდენიმე ხანს დარჩებიან. ჩვენ ჯერ კიდევ ვმუშაობთ იმისათვის, რომ გავიგოთ რამ გამოიწვია ამ ადამიანების სიკვდილი, მაგრამ ამ დროისთვის მიგვაჩნია, რომ ეს არის პირადი ინციდენტი.

მესმის, რომ ეს ადგილობრივ მაცხოვრებლებში შოკსა და აღშფოთებას იწვევს. შაბათ-კვირას ამ ტერიტორიაზე გაძლიერებული პატრულირება გვექნება. მოვუწოდებ ყველას, ვისაც რაიმე სახის ინფორმაცია აქვს, ითანამშრომლონ ოფიცრებმა. ვიცი, რომ გამოძიების მიმართ საზოგადოების დიდი ინტერესია. მისამართზე კაცი ორ ქალიშვილთან ერთად ცხოვრობდა, ქალი კი მათთან სტუმრად იყო, იქ არ ცხოვრობდა. ახლობლები ინფორმირებულენი არიან. ასევე ვიცით, რომ სოციალურ ქსელში ვრცელდება კომენტარები, სადაც წერენ, რომ მისამართთან ახლოს ტყიან ტერიტორიაზე დანა იქნა აღმოჩენილი, მაგრამ ამ ეტაპზე დაგიდასტურებთ, რომ ეს დანა კავშირში არ არის მოხმდართან.“ - ამბობს ბერგესი.

32 წლის მამაკაცმა, რომელიც მეზობელად ცხოვრობს მედიასთან განაცხადა, რომ დილას ძაღლის გასეირნებისას, დაახლოებით დილის 8 საათზე პოლიცია დაინახა. "ალიან წყნარი უბანია და აქამდე მსგავსი არაფერი მინახავს. ვფიქრობ, ეს ყველაფერი საკმაოდ სურეალისტურად გამოიყურება".

წყარო: bbc