მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩერჩილის პროთეზი აუქციონზე სოლიდურ ფასად გაიყიდება: რა ისტორია აქვს ნივთს, რომელიც ბრიტანეთის პრემიერის თავდაჯერებულობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო
ჩერჩილის პროთეზი აუქციონზე სოლიდურ ფასად გაიყიდება: რა ისტორია აქვს ნივთს, რომელიც ბრიტანეთის პრემიერის თავდაჯერებულობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო

ბრი­ტა­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ უინ­სტონ ჩერ­ჩი­ლის პრო­თე­ზი, რო­მე­ლიც მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს ცნო­ბი­ლი გა­მოს­ვლი­სას ეკე­თა, ბრი­ტა­ნეთ­ში აუქ­ცი­ონ­ზე გა­ი­ყი­დე­ბა.

"ჩერ­ჩი­ლის პრო­თე­ზი ალ­ბათ ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე უჩ­ვე­უ­ლო ნივ­თია, რაც კი ოდეს­მე გაგ­ვი­ყი­დია", - ამ­ბობს ლიზ პული, The Cotswold Auction Company-ის ხელ­მძღვა­ნე­ლი.

აუქ­ცი­ო­ნი ჩელ­ტე­ნ­ჰემ­ში 6 თე­ბერ­ვალს გა­ი­მარ­თე­ბა.

ოქ­როს ჩარ­ჩო­ში ჩას­მუ­ლი პრო­თე­ზის ღი­რე­ბუ­ლე­ბა ამ­ჟა­მად 5000-დან 8000 ფუნ­ტამ­დეა, მაგ­რამ ექ­სპერ­ტე­ბი თვლი­ან, რომ ცნო­ბი­ლი პრე­მი­ე­რის კბი­ლე­ბი ბევ­რად უფრო ძვი­რად გა­ი­ყი­დე­ბა. 2010 წელს ნორ­ფოლკ­ში გა­მარ­თულ აუქ­ცი­ონ­ზე პრო­თე­ზი 15,2 ათას ფუნ­ტად გა­ი­ყი­და.

პრო­თე­ზი ერთ-ერ­თია იმ კომ­პლექ­ტი­დან (სა­ვა­რა­უ­დოდ, ოთხი ჰქონ­და) რო­მე­ლიც ჩერ­ჩი­ლი­სათ­ვის იყო შექ­მნი­ლი.

ისი­ნი მისი ბუ­ნებ­რი­ვი დიქ­ცი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით შე­იქ­მნა - პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ნელა სა­უბ­რობ­და. პრო­თე­ზე­ბი იმ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო მის­თვის, რომ უინ­სტონ ჩერ­ჩი­ლი ყო­ველ­თვის თან ატა­რებ­და სა­თა­და­რი­გო კომ­პლექტს.

პრო­თე­ზი შექ­მნა სტო­მა­ტო­ლოგ­მა, სერ ვილფ­რედ ფიშ­მა.

ჩერ­ჩილს თით­ქმის მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ჰქონ­და სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი, ახალ­გაზ­რდო­ბა­ში მან რამ­დე­ნი­მე კბი­ლი და­კარ­გა.

ჩერ­ჩი­ლი დაკ­რძა­ლეს მისი ერთ-ერთი პრო­თე­ზით, მაგ­რამ მე­ო­რე, სა­თა­და­რი­გო, ლონ­დო­ნის ქი­რურგთა სა­მე­ფო კო­ლე­ჯის მუ­ზე­უმს გა­და­ე­ცა.

ექ­სპო­ნა­ტის წარ­წე­რა­ზე ვკი­თხუ­ლობთ, რომ "კარ­გად მორ­გე­ბუ­ლი პრო­თე­ზი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფი­ზი­კუ­რი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მხარ­და­ჭე­რა იყო ჩერ­ჩი­ლის­თვის.“

"ეს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევ­და მას ეფექ­ტუ­რად ესა­უბ­რა - ეს სა­სი­ცო­ცხლო თვი­სე­ბაა ნე­ბის­მი­ე­რი პო­ლი­ტი­კო­სის­თვის და გან­სა­კუთ­რე­ბით მათ­თვის, ვისი ორა­ტო­რუ­ლი უნა­რე­ბი გა­დამ­წყვე­ტი იყო მისი წარ­მა­ტე­ბის­თვის“, - ნათ­ქვა­მია გა­მო­ფე­ნის აღ­წე­რა­ში. "ჩერ­ჩილს მთე­ლი ზრდას­რუ­ლი ცხოვ­რე­ბა აწუ­ხებ­და სა­უბ­რის უნა­რის და­კარ­გვის შიში“.

პრო­თე­ზებ­თან ერ­თად, 6 თე­ბერ­ვალს გა­სა­ყი­დად გა­მო­ვა მიკრო­ფო­ნი, რო­მე­ლიც ჩერ­ჩილ­მა მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დას­რუ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბი­სას გა­მო­ი­ყე­ნა. მისი სა­ვა­რა­უ­დო ფასი 5-დან 8 ათას ფუნ­ტამ­დე მერ­ყე­ობს.

ჩერ­ჩი­ლის პრო­თე­ზე­ბი აუქ­ცი­ონ­ზე გა­ყი­დულ ყვე­ლა­ზე უც­ნა­ურ ნივ­თებს შო­რი­საა, მაგ­რამ ეს არ არის ერ­თა­დერ­თი რამ, რაც სო­ლი­დუ­რი თან­ხა ღირს.

რო­გორც Guardian წერს, აუქ­ცი­ონ­ზე აქამ­დეც გა­ყი­დუ­ლა ისე­თი უჩ­ვე­უ­ლო ნივ­თე­ბი, რო­გო­რი­ცაა ჯონ ლე­ნო­ნის ტუ­ა­ლე­ტი (2010 წელს 9500 ფუნ­ტი), პრინც ჩარლ­ზი­სა და დი­ა­ნას სა­ქორ­წი­ლო ტორ­ტი­დან შა­ქა­რი (2021 წელს 1850 ფუნ­ტი) და ელ­ვის პრეს­ლის ბიბ­ლია (59 ათა­სი ფუნ­ტი). 2012 - ში)...წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კაკო
3

ამ გათახსირებული ფაშისტის პროტეზზე რომ არ წეროთ სხვა არაფერია დასაწერი. ამან 6 მილიონი ინდუსი შიმშილით დახოცა 1937 წელს.ინდოეთი მაშინ ინგლისის კოლონია იყო. ატყავებდა როგორც კოლონიას იყო ძალიან სასტიკი ბრიტანეთი.ინგლისმა მეტი ხალხი დახოცა ჰიტლერზე.20 მილიონი აფრიკელი და სხვა კოლონიური ხალხი.ამერიკელი ინდოელები.ირლანდიელები.საზიზღარი ქვეყანა იყო ყოველთვის.საერთოდ გასქრობია წყეულია ინგლისი...პარაზიტი ქვეყანა.

ddd
13

ასეთი პირადულის ჩვენება რა ამორალობაა? ჩვენ ამათგან ვსწავლობთ დასავლურ ღირებულებებს?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

ჩერჩილის პროთეზი აუქციონზე სოლიდურ ფასად გაიყიდება: რა ისტორია აქვს ნივთს, რომელიც ბრიტანეთის პრემიერის თავდაჯერებულობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო

ჩერჩილის პროთეზი აუქციონზე სოლიდურ ფასად გაიყიდება: რა ისტორია აქვს ნივთს, რომელიც ბრიტანეთის პრემიერის თავდაჯერებულობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ უინსტონ ჩერჩილის პროთეზი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ცნობილი გამოსვლისას ეკეთა, ბრიტანეთში აუქციონზე გაიყიდება.

"ჩერჩილის პროთეზი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო ნივთია, რაც კი ოდესმე გაგვიყიდია", - ამბობს ლიზ პული, The Cotswold Auction Company-ის ხელმძღვანელი.

აუქციონი ჩელტენჰემში 6 თებერვალს გაიმართება.

ოქროს ჩარჩოში ჩასმული პროთეზის ღირებულება ამჟამად 5000-დან 8000 ფუნტამდეა, მაგრამ ექსპერტები თვლიან, რომ ცნობილი პრემიერის კბილები ბევრად უფრო ძვირად გაიყიდება. 2010 წელს ნორფოლკში გამართულ აუქციონზე პროთეზი 15,2 ათას ფუნტად გაიყიდა.

პროთეზი ერთ-ერთია იმ კომპლექტიდან (სავარაუდოდ, ოთხი ჰქონდა) რომელიც ჩერჩილისათვის იყო შექმნილი.

ისინი მისი ბუნებრივი დიქციის გათვალისწინებით შეიქმნა - პრემიერ-მინისტრი ნელა საუბრობდა. პროთეზები იმდენად მნიშვნელოვანი იყო მისთვის, რომ უინსტონ ჩერჩილი ყოველთვის თან ატარებდა სათადარიგო კომპლექტს.

პროთეზი შექმნა სტომატოლოგმა, სერ ვილფრედ ფიშმა.

ჩერჩილს თითქმის მთელი ცხოვრება ჰქონდა სტომატოლოგიური პრობლემები, ახალგაზრდობაში მან რამდენიმე კბილი დაკარგა.

ჩერჩილი დაკრძალეს მისი ერთ-ერთი პროთეზით, მაგრამ მეორე, სათადარიგო, ლონდონის ქირურგთა სამეფო კოლეჯის მუზეუმს გადაეცა.

ექსპონატის წარწერაზე ვკითხულობთ, რომ "კარგად მორგებული პროთეზი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიზიკური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა იყო ჩერჩილისთვის.“

"ეს საშუალებას აძლევდა მას ეფექტურად ესაუბრა - ეს სასიცოცხლო თვისებაა ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის და განსაკუთრებით მათთვის, ვისი ორატორული უნარები გადამწყვეტი იყო მისი წარმატებისთვის“, - ნათქვამია გამოფენის აღწერაში. "ჩერჩილს მთელი ზრდასრული ცხოვრება აწუხებდა საუბრის უნარის დაკარგვის შიში“.

პროთეზებთან ერთად, 6 თებერვალს გასაყიდად გამოვა მიკროფონი, რომელიც ჩერჩილმა მეორე მსოფლიო ომის დასრულების განცხადებისას გამოიყენა. მისი სავარაუდო ფასი 5-დან 8 ათას ფუნტამდე მერყეობს.

ჩერჩილის პროთეზები აუქციონზე გაყიდულ ყველაზე უცნაურ ნივთებს შორისაა, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი რამ, რაც სოლიდური თანხა ღირს.

როგორც Guardian წერს, აუქციონზე აქამდეც გაყიდულა ისეთი უჩვეულო ნივთები, როგორიცაა ჯონ ლენონის ტუალეტი (2010 წელს 9500 ფუნტი), პრინც ჩარლზისა და დიანას საქორწილო ტორტიდან შაქარი (2021 წელს 1850 ფუნტი) და ელვის პრესლის ბიბლია (59 ათასი ფუნტი). 2012 - ში)...წყარო