რუსული საკრუიზო ლაინერი, "ვლადიმერ ჟირინოვსკი" ბათუმსაც ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ახლა ლაინერი ასტრახანში გემთმშენებლობისა და გემების შეკეთების სამხრეთ ცენტრის საწარმოში მოსკოვის მდინარის გადაზიდვის კომპანიის დაკვეთით შენდება. მანამდე ხომალდს "პეტრე დიდი" ერქვა.
2023 წლის ზაფხულში ბათუმს ორჯერ ეწვია რუსული საკრუიზო გემი Astoria Grande. ორივე შემთხვევაში, რუსეთის ფედერაციიდან ჩამოსულ ტურისტებს ხმაურიანი პროტესტით შეხვდნენ - კვერცხებითა და პლაკატებით "რუსეთი ოკუპანტია".